პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დააკავებენ თუ არა თენგიზ კალანდიას - პოლიციელებმა ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემით მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც
დააკავებენ თუ არა თენგიზ კალანდიას - პოლიციელებმა ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემით მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მამა, თენ­გიზ კა­ლან­დია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ისიც და­ა­კა­ვონ. ამის შე­სა­ხებ კა­ლან­დი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

„ხვალ და ზეგ და­მი­ჭე­რენ მეც და ჩემს უფ­როს შვილ­საც, ასე­ვე ჩვენ­თან ერ­თად ორი ბიჭი რომ იყო, მა­თაც. 9 თვეა, გა­რეთ ვართ და სპე­ცი­ა­ლუ­რად არ და­ამ­თავ­რეს ჩვე­ნი პრო­ცე­სი, რომ ჩვენს გა­სა­ჩუ­მებ­ლად ბერ­კე­ტი ჰქო­ნო­დათ, ხმა არ ამოგ­ვე­ღო. ჩვენ რო­გორც კი ხმას ამო­ვი­ღებთ და იმ პი­რე­ბის სა­ხე­ლებს და გვა­რებს და­ვა­სა­ხე­ლებთ, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კუ­რად გაგ­ვის­წორ­დნენ, ჩვენს და­კა­ვე­ბას არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ხმის ამომ­ღე­ბი არა­ვინ დარ­ჩეს“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლან­დი­ამ.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მამა, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით მის შვი­ლებ­თან ერ­თად არის ბრალ­დე­ბუ­ლი, ამ­ტკი­ცებს, რომ და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

„ჩემ­ზე ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვი­ლებს გა­ე­გოთ. ჩვე­ნე­ბაც თვი­თონ და­წე­რეს და ცე­მა­სა და ტყე­პა­ში მოგ­ვა­წე­რი­ნეს ხელი მეც და ჩემს შვი­ლებ­საც. ჩემს შვი­ლებს ემუქ­რე­ბოდ­ნენ არას­რულ­წო­ვა­ნი დის და დე­დის და­ჭე­რით, თან მცემ­დნენ, ჩემი შვი­ლე­ბი ცალ­კე ცე­მეს. ჩვე­ნი ჩვე­ნე­ბა, არ­ცერ­თი არაა ჩვე­ნი და­წე­რი­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მო­გო­ნი­ლია, რათა თა­ვი­ან­თი სკა­მე­ბი შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ. სა­რა­ლი­ძეც და კა­ლან­დი­ას ოჯა­ხიც სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დი­ათ. ყვე­ლა გა­მო­ი­ყე­ნეს!

იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ამოც­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც მცე­მეს, შე­მიძ­ლია. გვა­რიც, სა­ხე­ლიც ვიცი და ხელ­საც და­ვა­დებ, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობ­და ჩვენს ცე­მა­ში. უბ­რა­ლოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუ­ცი­ლებ­ლად მოვა“, - აცხა­დებს თენ­გიზ კა­ლან­დია.

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას თქმით, თუ მისი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, დამ­ნა­შა­ვე გა­მო­დის ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას აყ­ვა­ნა არ უზ­რუნ­ველ­ყო.

„ქა­ლა­ქის პრო­კუ­რო­რი გა­მო­დი­ო­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ჩემი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. ახლა გახ­და დამ­ნა­შა­ვე და ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვე­ლი? ასე არ გავ­ჩერ­დე­ბი. ჩემ შვილს არა­ვის გა­ვა­წი­რი­ნებ! ბრძო­ლას ვა­პი­რებ, რა თქმა უნდა, კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში და ამას ასე არ დავ­ტო­ვებ! ბევ­რი შე­ე­წი­რე­ბა რო­გორც მთავ­რო­ბი­დან, ისე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან, ისე პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან! თუ ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე იყო და ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე ხელს აფა­რებ­დნენ, ამ­დე­ნი ხანი ინა­ხავ­დნენ, თვი­თო­ნაც დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან, ხომ? - პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­თი, პარ­ლა­მენ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი ამ­ტკი­ცებ­დნენ, ქვას აგ­დებ­დნენ, თავს უშ­ვერ­დნენ, რომ ჩემი შვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო იყო. თა­ვი­ან­თი უნი­ა­თო­ბით ფაქ­ტე­ბი რომ ვერ შეკ­რი­ბეს, იოლი გა­მო­სა­ვა­ლი მო­ძებ­ნეს, რომ ჩემი შვი­ლი გა­წი­რონ და ჩემი ოჯა­ხი ბო­ლომ­დე გა­ა­ნად­გუ­რონ! ახლა არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და ხალ­ხის მოს­ყიდ­ვა უნ­დათ, რომ სა­მარ­თა­ლი აღ­დგა. რო­მელ სა­მარ­თალ­ზეა სა­უ­ბა­რი? უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ანს იჭე­რენ ცი­ხე­ში. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა, ვინც ჩვენს საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, ვინც და­ი­კი­თხა და ერთი სი­ტყვა თქვა, ყვე­ლა თა­ვი­დან უნდა და­ი­კი­თხოს და და­ა­დას­ტუ­როს თა­ვი­სი ნათ­ქვა­მი! და­წყე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი­დან, პრო­კუ­რა­ტუ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლამ უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი, რა ხდე­ბა და რა­ტომ? თუ ჩემი შვი­ლი დამ­ნა­შა­ვე არ იყო, რა­ტომ აღ­მოჩ­ნდა უცებ დამ­ნა­შა­ვე? სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ერთ დღე­ში რომ აღ­მოჩ­ნდა დამ­ნა­შა­ვე? იმ დღეს­ვე უნ­დო­დათ და­ჭე­რა, იმ დღეს ჩემ სახ­ლთან ნა­ხე­ვა­რი სა­მი­ნის­ტრო ტრი­ა­ლებ­და. მე­ო­რე დღეს კი, სპე­ცო­პე­რა­ცია მო­მი­წყვეს, სა­სა­მარ­თლო­ში მივ­დი­ო­დი, ჩემი და ჩემი უფ­რო­სი ვა­ჟის პრო­ცე­სი იყო, რო­მელ­ზეც მი­ხე­ილ კა­ლან­დია იკი­თხე­ბო­და, შუა გზა­ში გა­დაგ­ვა­ყე­ნეს, სპე­ცო­პე­რა­ცია მო­ა­წყვეს, თით­ქოს ქა­ლა­ქი­დან გავ­რბო­დით! ქა­ლა­ქი­დან გა­საქ­ცე­ვად რომ მქო­ნო­და საქ­მე, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი მქონ­და დრო იმის­თვის, რომ ჩემი ოჯა­ხი გაქ­ცე­უ­ლი­ყო და ამას რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ­დი, მაგ­რამ მე გა­საქ­ცე­ვად არ მაქვს საქ­მე, იმი­ტომ რომ მარ­თლე­ბი ვართ!“, - აცხა­დებს კა­ლან­დია ინ­ტერ­ვი­უ­ში და მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზაზა სა­რა­ლი­ძე შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

დააკავებენ თუ არა თენგიზ კალანდიას - პოლიციელებმა ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემით მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

დააკავებენ თუ არა თენგიზ კალანდიას - პოლიციელებმა ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემით მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია არ გამორიცხავს, რომ ისიც დააკავონ. ამის შესახებ კალანდიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ხვალ და ზეგ დამიჭერენ მეც და ჩემს უფროს შვილსაც, ასევე ჩვენთან ერთად ორი ბიჭი რომ იყო, მათაც. 9 თვეა, გარეთ ვართ და სპეციალურად არ დაამთავრეს ჩვენი პროცესი, რომ ჩვენს გასაჩუმებლად ბერკეტი ჰქონოდათ, ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ როგორც კი ხმას ამოვიღებთ და იმ პირების სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომლებიც ფიზიკურად გაგვისწორდნენ, ჩვენს დაკავებას არ გამოვრიცხავ, რომ ხმის ამომღები არავინ დარჩეს“, - განაცხადა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას მამა, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მის შვილებთან ერთად არის ბრალდებული, ამტკიცებს, რომ დაკავების შემდეგ, სასურველი ჩვენების მისაცემად სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ჩემზე ფიზიკური ზეწოლა იყო, თან ისე, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ. ჩვენებაც თვითონ დაწერეს და ცემასა და ტყეპაში მოგვაწერინეს ხელი მეც და ჩემს შვილებსაც. ჩემს შვილებს ემუქრებოდნენ არასრულწოვანი დის და დედის დაჭერით, თან მცემდნენ, ჩემი შვილები ცალკე ცემეს. ჩვენი ჩვენება, არცერთი არაა ჩვენი დაწერილი. ეს ყველაფერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მოგონილია, რათა თავიანთი სკამები შეენარჩუნებინათ. სარალიძეც და კალანდიას ოჯახიც სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ყველა გამოიყენეს!

იმ ადამიანების ამოცნობა, რომლებმაც მცემეს, შემიძლია. გვარიც, სახელიც ვიცი და ხელსაც დავადებ, ვინც მონაწილეობდა ჩვენს ცემაში. უბრალოდ, ამის დრო დღეს არ არის და აუცილებლად მოვა“, - აცხადებს თენგიზ კალანდია.

მიხეილ კალანდიას თქმით, თუ მისი შვილი დამნაშავეა, დამნაშავე გამოდის ყველა ის ადამიანი, ვინც წელიწადნახევრის განმავლობაში მიხეილ კალანდიას აყვანა არ უზრუნველყო.

„ქალაქის პროკურორი გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. ახლა გახდა დამნაშავე და ქვეყნის დამაქცეველი? ასე არ გავჩერდები. ჩემ შვილს არავის გავაწირინებ! ბრძოლას ვაპირებ, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში და ამას ასე არ დავტოვებ! ბევრი შეეწირება როგორც მთავრობიდან, ისე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ისე პროკურატურიდან! თუ ჩემი შვილი დამნაშავე იყო და ამდენი ხნის მანძილზე ხელს აფარებდნენ, ამდენი ხანი ინახავდნენ, თვითონაც დამნაშავეები არიან, ხომ? - პროკურატურიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი, პარლამენტით დამთავრებული, წელიწადნახევარი ამტკიცებდნენ, ქვას აგდებდნენ, თავს უშვერდნენ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულო იყო. თავიანთი უნიათობით ფაქტები რომ ვერ შეკრიბეს, იოლი გამოსავალი მოძებნეს, რომ ჩემი შვილი გაწირონ და ჩემი ოჯახი ბოლომდე გაანადგურონ! ახლა არჩევნები მოდის და ხალხის მოსყიდვა უნდათ, რომ სამართალი აღდგა. რომელ სამართალზეა საუბარი? უდანაშაულო ადამიანს იჭერენ ციხეში. აბსოლუტურად ყველა, ვინც ჩვენს საქმეში მონაწილეობა მიიღო, ვინც დაიკითხა და ერთი სიტყვა თქვა, ყველა თავიდან უნდა დაიკითხოს და დაადასტუროს თავისი ნათქვამი! დაწყებული პარლამენტიდან, პროკურატურით დამთავრებული. ყველამ უნდა გასცეს პასუხი, რა ხდება და რატომ? თუ ჩემი შვილი დამნაშავე არ იყო, რატომ აღმოჩნდა უცებ დამნაშავე? სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ დღეში რომ აღმოჩნდა დამნაშავე? იმ დღესვე უნდოდათ დაჭერა, იმ დღეს ჩემ სახლთან ნახევარი სამინისტრო ტრიალებდა. მეორე დღეს კი, სპეცოპერაცია მომიწყვეს, სასამართლოში მივდიოდი, ჩემი და ჩემი უფროსი ვაჟის პროცესი იყო, რომელზეც მიხეილ კალანდია იკითხებოდა, შუა გზაში გადაგვაყენეს, სპეცოპერაცია მოაწყვეს, თითქოს ქალაქიდან გავრბოდით! ქალაქიდან გასაქცევად რომ მქონოდა საქმე, წელიწადნახევარი მქონდა დრო იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი გაქცეულიყო და ამას როგორმე მოვახერხებდი, მაგრამ მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, იმიტომ რომ მართლები ვართ!“, - აცხადებს კალანდია ინტერვიუში და მიიჩნევს, რომ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით ზაზა სარალიძე შეცდომაში შეიყვანეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს