ზურაბ ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა. აღნიშნულის გამო, მოედანი კვლავ დატბორილია.
მგალობლიშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია.
ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა. მილის შეკეთება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გუშინ დაასრულა.