მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე
"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან სკო­ლებ­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი "მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა" შევა. გარ­და ამი­სა, მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­წყე­ბენ ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მო­საზ­რე­ბით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში უნდა ჩა­ე­ყა­როს. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ირი­ნა აბუ­ლა­ძე აცხა­დებს, რე­ფორ­მის მი­ზა­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­მა­ვალ­ში არ აი­ღონ ისე­თი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკო­ლებ­ში ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა, სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე­ვე დატ­ვირ­თუ­ლია ბევ­რი ისე­თი თე­მით, რო­მე­ლიც არ უკავ­შირ­დე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ დის­ციპ­ლი­ნას და პი­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

"წელს უკვე და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სწავ­ლე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა პირ­ველ-მე­ექ­ვსე კლა­სებს, სა­დაც შე­ვი­და ახა­ლი სა­გა­ნი - „მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა“. სწავ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი. ეს კურ­სი გრძელ­დე­ბა სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლა­სებ­შიც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ახა­ლი სტან­დარ­ტით იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­მუ­შავ­დე­ბა ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი. ამ ეტაპ­ზე, მე-7 კლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში გრი­ფი­რე­ბის ეტაპ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, რო­მე­ლიც ივ­ნი­სის ბო­ლოს­თვის დას­რულ­დე­ბა და მე-7 კლას­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ყვე­ლა სა­გან­ში ახა­ლი სტან­დარ­ტით შევა", - აღ­ნიშ­ნა მან.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ მი­ზა­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და მათ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა.

"სტან­დარტს, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენ­ტი. მე-7 კლას­ში იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად ახა­ლი სა­გა­ნი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“, რო­მე­ლიც და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე და­წყე­ბუ­ლი საქ­მის გაგ­რძე­ლე­ბაა. ის მიზ­ნად ისა­ხავს, ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მათ­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას. ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტი ერთ-ერ­თია, რა­საც ჩვე­ნი აზ­რით, სა­ფუძ­ვე­ლი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა ჩა­ე­ყა­როს. თუ ვსა­უბ­რობთ გო­გო­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც უფრო და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი გვინ­და იყ­ვნენ ცხოვ­რე­ბა­ში, მა­გა­ლი­თად, ის­წავ­ლონ, რო­გორ და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი, რო­გორ მარ­თონ ის, ფი­ნან­სუ­რი კომ­პო­ნენ­ტი სწო­რედ ამ გა­ნათ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს. უკვე არა­ერ­თი წე­ლია, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ეროვ­ნულ ბანკთან, მათ­თან ერ­თად შე­მუ­შავ­და დამ­ხმა­რე რე­სურ­სე­ბი. სტან­დარ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა ისე და­გეგ­მონ თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა, რომ არ აი­ღონ ისე­თი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვალ­ში ფი­ნან­სუ­რად ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ. აქ სა­უ­ბა­რია ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რათა მათ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად, ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­გეგ­მონ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა. რაც, ცხა­დია, ზედა კლა­სებ­ში კი­დევ უფრო ვი­თარ­დე­ბა", - გან­მარ­ტავს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ვი­და ნა­ად­რევ ქორ­წი­ნე­ბას­თან, რეპ­რო­დუქ­ცი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­სა და ფი­ზი­ო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი, რათა მოს­წავ­ლე უკეთ იყოს გათ­ვიც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იმ ცვლი­ლე­ბებ­ში, რაც მისი და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის თავს ხდე­ბა ან მოხ­დე­ბა. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა მე-7 კლა­სის სა­სა­წავ­ლო პროგ­რა­მა­შია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

"სა­ნამ მოს­წავ­ლე მივა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასა­კამ­დე, მან უნდა იცო­დეს, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს მის ორ­გა­ნიზ­მში, რათა გა­აც­ნო­ბი­ე­როს ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც მის თავს მოხ­დე­ბა და ხდე­ბა მის თა­ნა­ტო­ლებ­ში... სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბა სულ მალე დას­რულ­დე­ბა. პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია და­მო­უ­კი­დე­ბელ ექპ­სერტთა ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს აფა­სებს", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

ირი­ნა აბუ­ლა­ძის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ წელს პირ­ვე­ლად მის­ცა მშობ­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში ყო­ფი­ლიყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი.

"დიდი იმე­დი მაქვს, ამ გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სით, წელს მე-7 კლას­ში გვექ­ნე­ბა ბევ­რად უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და ნაკ­ლე­ბი კი­თხვა დარ­ჩე­ბა პრო­ცე­სის მე­ნე­ჯმენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მან.

შე­კი­თხვა­ზე, რა უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რას გუ­ლის­ხმობ­და მისი მო­საზ­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ როლ­თან და­კავ­ში­რე­ბით ("21-ე სა­უ­კუ­ნე­ში უკვე აღა­რაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იცო­დე მა­თე­მა­ტი­კის კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, ან კი­დევ ფი­ზი­კის. უნდა აღი­ზარ­დოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კუ­თა­რი როლი აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი") ირი­ნა აბუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ "ამა­ში არ იგუ­ლიხ­მე­ბა ის, რომ რო­მე­ლი­მე დის­ციპ­ლი­ნას ნაკ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა". მი­სი­ვე თქმით, ეს მო­საზ­რე­ბა არც იმას ნიშ­ნავს, რომ აღარ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო კონ­კრე­ტუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის მი­ცე­მა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მოს­წავ­ლემ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის ხარ­ჯზე, ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ახ­სნა უნდა შეძ­ლოს, რაც გან­ვი­თა­რე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ აზ­როვ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ცხა­დია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში დევს და ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ზუს­ტი და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ სწო­რედ ესე­ნია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გე­ბი, თუმ­ცა, ანა­ლო­გი­უ­რი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მო­ბა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ე­რე­ბებს და იმ დარ­გებს, სა­დაც შე­საძ­ლოა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ამო­ნა­გე­ბი არ არის მა­ღა­ლი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბის ნა­წილ­ში.

დის­ციპ­ლი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა. არ ვთვლით, რომ რო­მე­ლი­მე სა­გა­ნი ან დის­ციპ­ლი­ნა ნაკ­ლებმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მაგ­რამ ერ­თია, მოს­წავ­ლეს მივ­ცეთ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა და მე­ო­რე, მან ახ­სნას ბუ­ნე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ამ თე­ო­რი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ხში­რად ვამ­ბობთ, რომ მარ­ტივ მოვ­ლე­ნებს ვერ ხსნი­ან მოს­წავ­ლე­ე­ბი, მა­გა­ლი­თად, რა­ტომ დგას მა­გი­და ია­ტაკ­ზე და რა­ტომ არ იწე­ვა ჰა­ერ­ში, ან რა­ტომ დაფ­რი­ნავს თვითმფრი­ნა­ვი, რა ხდე­ბა ამ დროს. ასე რომ, ფი­ზი­კის კა­ნო­ნე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის ფორ­მუ­ლე­ბი, ქი­მია არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გა­ი­აზ­რონ და და­ა­კავ­ში­რონ გა­რე­მოს­თან და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან", - გან­მარ­ტა მან.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გან­მარ­ტავს, სის­ტე­მის რე­ფორ­მის მი­ზა­ნი "გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზრდაა". მისი თქმით, რე­ფორ­მის ფარ­გლებ­ში დიდი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა საგ­ნობ­რივ კავ­ში­რებ­ზე.

"ძა­ლი­ან დიდი სა­მუ­შაო გვაქვს ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა ნა­წილ­ზე და ასე­ვე იმა­ზე, რომ ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი იყ­ვნენ აქ­ტი­უ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში. ერ­თია, ვას­წავ­ლოთ ფორ­მუ­ლე­ბი, მაგ­რამ ეს არ არის ერ­თა­დერ­თი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოს­წავ­ლის მთლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა, რაც უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სკო­ლამ, მშო­ბელ­მა და ოჯახ­მა", - გა­ნა­ცხა­და აბუ­ლა­ძემ.

ექ­სპერ­ტი გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ში თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სკო­ლებ­ში რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­ტა­ნა და­დე­ბი­თი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში, ახალ რე­ფორ­მამ­დეც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო.

ექ­სპერტს მი­აჩ­ნია, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ცალ­კე საგ­ნად შე­თა­ვა­ზე­ბას სჯობ­და, მისი სხვა­დას­ხვა სა­გან­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო.

„არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ცალ­კე საგ­ნად და­მა­ტე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია, თუ ის სხვა­დას­ხვა სა­გან­ში იქ­ნე­ბა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში ასეც არის. ეს არ არის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით ისე­თი სა­გა­ნი, რო­გო­რიც ქი­მია, ფი­ზი­კა ან ბი­ო­ლო­გი­აა. მი­მაჩ­ნია, რომ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფომ გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნა­თე­ბის ას­პექ­ტებს გა­აძ­ლი­ე­რებს. პრაქ­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ცალ­კე საგ­ნად შე­მო­ტა­ნით კი ვერ მოხ­დე­ბა. უნდა შე­იც­ვა­ლოს გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც სკო­ლებს მო­უ­ტანს უფრო მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ჩვე­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა ნაკ­ლე­ბად­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რა შე­იც­ვლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ცვლი­ლე­ბით. სკო­ლა უნდა იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, უნდა მოხ­დეს სკო­ლე­ბის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია, დე­რე­გუ­ლი­რე­ბა და დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა", - აღ­ნიშ­ნა თა­მარ მო­სი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ირი­ნა აბუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე­ე­ბის მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ვი­ან­თი რო­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას ეხე­ბო­და, თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქის აღ­ზრდა ყვე­ლა დის­ციპ­ლი­ნის სწავ­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და არა მხო­ლოდ „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას“.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აღ­ზრდა არის ფი­ზი­კის, ქი­მი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და სა­ერ­თოდ, მთე­ლი სას­კო­ლო კო­ლექ­ტი­ვის ფუნ­ქცია და ყო­ველ­თვის ასე იყო. ეს ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო. არ შე­იძ­ლე­ბა გავ­მიჯ­ნოთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად ზრდის მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა. მო­ზარ­დი მო­ქა­ლა­ქედ იზ­რდე­ბა სკო­ლა­ში, ყვე­ლა მას­წავ­ლებ­ლის მიერ, ოჯახ­ში მშობ­ლე­ბის მიერ და ა.შ. აღ­ზრდის პრო­ცე­სი ბევ­რგან მიმ­დი­ნა­რე­ობს. მთა­ვა­რია, ვთქვათ, რომ მო­ზარდს სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბას უყა­ლი­ბებს ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი. ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში კი „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“ ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია სხვადსხვა სა­გან­ში. „მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ცალ­კე საგ­ნად და­მა­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩავ­თვლით, რომ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რე­ბა, ასე არ არის", - აღ­ნიშ­ნა მან.

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი თქმით, 2004 წელს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 15 წელი გა­ვი­და. რო­გორც მან AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახ­ლაც ამ მიზ­ნებს მივ­ყვეთ, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად და­წყე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„პრობ­ლე­მა არის ის, რომ შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა ცხა­დია, უცებ ვერ ხდე­ბა. ამის­თვის სა­ჭი­როა სის­ტე­მა­ში ბევ­რი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, სკო­ლებს სჭირ­დე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას აქვს თა­ვი­სი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და ქვე­ყა­ნამ უნდა გა­აგ­რძე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა, თა­ვი­დან კი არ უნდა და­ი­წყოს რა­ღა­ცის კე­თე­ბა. ჩვენ მი­ვაღ­წევთ მი­ზანს, გვე­ყო­ლე­ბი­ან კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რო­დე­საც სკო­ლებს ექ­ნე­ბათ მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლე­ბი ეყო­ლე­ბათ. არი­ან კი­დეც, მაგ­რამ ვი­ცით, რომ არის კვა­ლი­ფი­ცი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მაც", - გა­ნა­ცხა­და გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, მე-7 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გრი­ფი­რე­ბის პრო­ცე­სი ივ­ნი­სის ბო­ლოს დას­რულ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Miro
0

Mtavaria iyo mizandasaxuli rac cheujlebelia chromismoyvareobis gareche UNarebi

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

"21-ე საუკუნეში აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე ფორმულები" - განათლების მინისტრის მოადგილე ხმაურიან განცხადებასა და ახალ სასკოლო საგნებზე

ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში სრულიად ახალი საგანი "მოქალაქეობა" შევა. გარდა ამისა, მოსწავლეები დაიწყებენ ფინანსური განათლების მიღებას, რომელსაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელთა მოსაზრებით, საფუძველი ადრეულ ასაკში უნდა ჩაეყაროს. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე აცხადებს, რეფორმის მიზანია, რომ მოსწავლეებმა მომავალში არ აიღონ ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებენ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, საბაზო საფეხურზევე დატვირთულია ბევრი ისეთი თემით, რომელიც არ უკავშირდება მხოლოდ კონკრეტულ დისციპლინას და პიროვნების განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

"წელს უკვე დაწყებითი საფეხურის სწავლება განახლებული სტანდარტით ხორციელდება. ეს შეეხება პირველ-მეექვსე კლასებს, სადაც შევიდა ახალი საგანი - „მე და საზოგადოება“. სწავლების ფარგლებში, გაძლიერებულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი. ეს კურსი გრძელდება საბაზო საფეხურზეც და მე-7, მე-8, მე-9 კლასებშიც სამოქალაქო განათლების გაძლიერება ახალი სტანდარტით იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, შემუშავდება ახალი სახელმძღვანელოები. ამ ეტაპზე, მე-7 კლასთან მიმართებაში გრიფირების ეტაპზე ვიმყოფებით, რომელიც ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და მე-7 კლასში განახლებული სახელმძღვანელოები ყველა საგანში ახალი სტანდარტით შევა", - აღნიშნა მან.

ირინა აბულაძის თქმით, „მოქალაქეობის“ მიზანი მოსწავლეების გააქტიურება და მათ ცნობიერებაში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაა.

"სტანდარტს, სამოქალაქო განათლების მიმართულებით, დაემატა რამდენიმე კომპონენტი. მე-7 კლასში იქნება სრულიად ახალი საგანი „მოქალაქეობა“, რომელიც დაწყებით საფეხურზე დაწყებული საქმის გაგრძელებაა. ის მიზნად ისახავს, ჩვენი მოსწავლეების გააქტიურებას, მათში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებას. ფინანსური განათლების კომპონენტი ერთ-ერთია, რასაც ჩვენი აზრით, საფუძველი ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს. თუ ვსაუბრობთ გოგონებზე, რომლებიც უფრო დამოუკიდებლები გვინდა იყვნენ ცხოვრებაში, მაგალითად, ისწავლონ, როგორ დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი, როგორ მართონ ის, ფინანსური კომპონენტი სწორედ ამ განათლებას გულისხმობს. უკვე არაერთი წელია, ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, მათთან ერთად შემუშავდა დამხმარე რესურსები. სტანდარტის შემუშავებაში ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა ისე დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, რომ არ აიღონ ისეთი ვალდებულებები, რომლებსაც მომავალში ფინანსურად ვერ შეასრულებენ. აქ საუბარია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რათა მათ გაცნობიერებულად, ადრეული ასაკიდან დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება. რაც, ცხადია, ზედა კლასებში კიდევ უფრო ვითარდება", - განმარტავს განათლების მინისტრის მოადგილე.

ირინა აბულაძის თქმით, სასწავლო პროგრამაში შევიდა ნაადრევ ქორწინებასთან, რეპროდუქციულ განათლებასა და ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული თემები, რათა მოსწავლე უკეთ იყოს გათვიცნობიერებული იმ ცვლილებებში, რაც მისი და მისი თანატოლების თავს ხდება ან მოხდება. მისი თქმით, აღნიშნული მიმართულება მე-7 კლასის სასაწავლო პროგრამაშია გათვალისწინებული.

"სანამ მოსწავლე მივა თინეიჯერობის ასაკამდე, მან უნდა იცოდეს, რა პროცესები მიმდინარეობს მის ორგანიზმში, რათა გააცნობიეროს ის ცვლილებები, რაც მის თავს მოხდება და ხდება მის თანატოლებში... სახელმძღვანელოების გრიფირება სულ მალე დასრულდება. პროცესში ჩართულია დამოუკიდებელ ექპსერტთა ჯგუფი, რომელიც ამ სახელმძღვანელოებს აფასებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირინა აბულაძის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წელს პირველად მისცა მშობლებს შესაძლებლობა, რომ სიახლეების განხორციელების პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულნი.

"დიდი იმედი მაქვს, ამ გამჭვირვალე პროცესით, წელს მე-7 კლასში გვექნება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები და ნაკლები კითხვა დარჩება პროცესის მენეჯმენტთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, რა უნარების განვითარებას ემსახურება განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებები და რას გულისხმობდა მისი მოსაზრება, მოქალაქის საზოგადოებრივ როლთან დაკავშირებით ("21-ე საუკუნეში უკვე აღარაა მნიშვნელოვანი იცოდე მათემატიკის კონკრეტული ფორმულები, ან კიდევ ფიზიკის. უნდა აღიზარდოს მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებაში საკუთარი როლი აქვს გაცნობიერებული") ირინა აბულაძე პასუხობს, რომ "ამაში არ იგულიხმება ის, რომ რომელიმე დისციპლინას ნაკლები მნიშვნელობა ექნება". მისივე თქმით, ეს მოსაზრება არც იმას ნიშნავს, რომ აღარ გახდება საჭირო კონკრეტული თეორიული ცოდნის მიცემა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოსწავლემ თეორიული ცოდნის ხარჯზე, ბუნებაში მიმდინარე მოვლენების ახსნა უნდა შეძლოს, რაც განვითარებულ ანალიტიკურ აზროვნებას გულისხმობს.

"ცხადია, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმაში დევს და ჩვენთვის პრიორიტეტულია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარება. ვფიქრობთ, რომ სწორედ ესენია ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგები, თუმცა, ანალოგიური ყურადღება დაეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს და იმ დარგებს, სადაც შესაძლოა, ეკონომიკური ამონაგები არ არის მაღალი, მაგრამ მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ნაწილში.

დისციპლინების მიმართულებით ცვლილება არ იგეგმება. არ ვთვლით, რომ რომელიმე საგანი ან დისციპლინა ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია, მოსწავლეს მივცეთ თეორიული ცოდნა და მეორე, მან ახსნას ბუნებაში მიმდინარე მოვლენები ამ თეორიაზე დაფუძნებით. ხშირად ვამბობთ, რომ მარტივ მოვლენებს ვერ ხსნიან მოსწავლეები, მაგალითად, რატომ დგას მაგიდა იატაკზე და რატომ არ იწევა ჰაერში, ან რატომ დაფრინავს თვითმფრინავი, რა ხდება ამ დროს. ასე რომ, ფიზიკის კანონები, მათემატიკის ფორმულები, ქიმია არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თეორიული ცოდნა გაიაზრონ და დააკავშირონ გარემოსთან და რეალურ ცხოვრებასთან", - განმარტა მან.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, სისტემის რეფორმის მიზანი "განვითარებული მოქალაქეების აღზრდაა". მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში დიდი აქცენტი გაკეთდება საგნობრივ კავშირებზე.

"ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს ღირებულებათა ნაწილზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენი ახალგაზრდები იყვნენ აქტიურები სამოქალაქო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ერთია, ვასწავლოთ ფორმულები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი, აუცილებელია მოსწავლის მთლიანი განვითარება, რაც უნდა უზრუნველყოს სკოლამ, მშობელმა და ოჯახმა", - განაცხადა აბულაძემ.

ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ მოსიაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლებში რეპროდუქციული და ფინანსური განათლების შეტანა დადებითი ნაბიჯია, თუმცა მისი ინფორმაციით, რეპროდუქციული განათლება ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, ახალ რეფორმამდეც გათვალისწინებული იყო.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მოსწავლეებისთვის „მოქალაქეობის“ ცალკე საგნად შეთავაზებას სჯობდა, მისი სხვადასხვა საგანში ინტეგრირება მომხდარიყო.

„არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სამოქალაქო განათლების ცალკე საგნად დამატება. უმჯობესია, თუ ის სხვადასხვა საგანში იქნება ინტეგრირებული და ეროვნულ სასწავლო გეგმაში ასეც არის. ეს არ არის კლასიკური გაგებით ისეთი საგანი, როგორიც ქიმია, ფიზიკა ან ბიოლოგიაა. მიმაჩნია, რომ უფრო მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც სკოლაში სამოქალაქო განათების ასპექტებს გააძლიერებს. პრაქტიკული ასპექტების გაძლიერება სამოქალაქო განათლების ცალკე საგნად შემოტანით კი ვერ მოხდება. უნდა შეიცვალოს განათლების პოლიტიკა, რომელიც სკოლებს მოუტანს უფრო მეტ თავისუფლებას და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ნაკლებადრეგულირებული იქნება. სამოქალაქო კულტურა შეიცვლება განათლების პოლიტიკის ცვლილებით. სკოლა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა მოხდეს სკოლების დეცენტრალიზაცია, დერეგულირება და დეპოლიტიზება", - აღნიშნა თამარ მოსიაშვილმა.

რაც შეეხება ირინა აბულაძის განცხადებას, რომელიც მოსწავლეების მიერ საზოგადოებაში თავიანთი როლის გაცნობიერებას ეხებოდა, თამარ მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის აღზრდა ყველა დისციპლინის სწავლებას უკავშირდება და არა მხოლოდ „მოქალაქეობას“.

"პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდა არის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ქართული ენისა და ლიტერატურის და საერთოდ, მთელი სასკოლო კოლექტივის ფუნქცია და ყოველთვის ასე იყო. ეს ძალიან უხერხული განცხადება იყო. არ შეიძლება გავმიჯნოთ, რომ მოქალაქეებად ზრდის მხოლოდ სამოქალაქო განათლება. მოზარდი მოქალაქედ იზრდება სკოლაში, ყველა მასწავლებლის მიერ, ოჯახში მშობლების მიერ და ა.შ. აღზრდის პროცესი ბევრგან მიმდინარეობს. მთავარია, ვთქვათ, რომ მოზარდს სამოქალაქო ცნობიერებას უყალიბებს ყველა მასწავლებელი. ეროვნულ სასწავლო გეგმაში კი „მოქალაქეობა“ ინტეგრირებულია სხვადსხვა საგანში. „მოქალაქეობის“ ცალკე საგნად დამატების შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ბევრი პრობლემა გადაიჭრება, ასე არ არის", - აღნიშნა მან.

თამარ მოსიაშვილი თქმით, 2004 წელს დამტკიცებული განათლების ეროვნული მიზნები დღესაც აქტუალურია, მიუხედავად იმისა, რომ 15 წელი გავიდა. როგორც მან AMBEBI.GE-ს განუცხადა, მნიშვნელოვანია, ახლაც ამ მიზნებს მივყვეთ, რადგან ისტორიულად დაწყებული განათლების რეფორმა კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება.

„პრობლემა არის ის, რომ შედეგების მიღწევა ცხადია, უცებ ვერ ხდება. ამისთვის საჭიროა სისტემაში ბევრი კვალიფიციური მასწავლებელი. ასევე, სკოლებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება. განათლების სისტემას აქვს თავისი მემკვიდრეობა და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება, თავიდან კი არ უნდა დაიწყოს რაღაცის კეთება. ჩვენ მივაღწევთ მიზანს, გვეყოლებიან კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეები, როდესაც სკოლებს ექნებათ მეტი თავისუფლება და კვალიფიციური მასწავლებელები ეყოლებათ. არიან კიდეც, მაგრამ ვიცით, რომ არის კვალიფიციკაციის პრობლემაც", - განაცხადა განათლების ექსპერტმა.

ცნობისთვის, მე-7 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი ივნისის ბოლოს დასრულდება.

ბოქსირებულ პალატაში "ტვ პირველის" თანამშრომელია გადაყვანილი

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ