საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ - საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს
ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ - საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს სრუ­ლად სცნობს დამ­ნა­შა­ვედ. ამ წუ­თებ­ში, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 21 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 0.5 გრა­მი კო­კა­ი­ნი და 2 ნა­ტე­ხი ტაბ­ლე­ტი ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი ამო­ი­ღეს.

ჯი­ბღაშ­ვილს ბრა­ლი სსკ-ის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ არის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

ავტორი:

ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ - საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ - საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა, ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ. ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

"ბაჩალიაშვილის "ინსტაგრამიდან" და "ფეისბუქიდან" შინაარსობრივი ინფორმაციის მიღება FBI-ის ჩართულობით უნდა მოხდეს" - ადვოკატი

"გახდა აგრესიული, ხმაურობდა... შემდეგ დაბრუნდა ოთახში და მეოთხე სართულიდან გადახტა" - შსს-ს განცხადება საკარანტინო ზონაში მომხდარ ინციდენტზე

პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა - შსს-ს განცხადება