ავტორი:

აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს

აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა, თუშეთის გზაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის სამდღიანი ვადა დააწესეს.

ადგილობრივებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნურად დაგუბებული ტბა ნაწილობრივ მაინც დაცალონ, სხვა შემთხვევაში ისინი საკუთარი ძალებით აპირებენ მოქმედებას.

კახეთის გუბერნატორის მოადგილემ კი სამუშაოების დასრულების ზუსტი დრო ვერ დააკონკრეტა. თუმცა, გივი მეტრეველმა აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პრობლემის დროულად მოგვარება მათ ინტერესებშია.

ამ დროისათვის თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ სავტომობილო გზაზე მანქანით გაფაადგილება შეუძლებელია.მიზეზი გზის 56-ე კილომეტრზე, ხელოვნურ ტბაში წყლის დონის მატება,რამაც სავალი ნაწილი დატბორა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი