პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიბრძოლებთ, როგორ გამოვიდეს..." - დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა
"ვიბრძოლებთ, როგორ გამოვიდეს..." - დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა

ჩემი ძმა, მი­ხე­ილ კა­ლან­დია უდა­ნა­შა­უ­ლოა და ამას და­ვამ­ტკი­ცებთ, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ძმამ, ლუკა კა­ლან­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს შსს-სთან გა­ნუ­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დია მა­შინ აიყ­ვა­ნეს, როცა ქა­ლაქს ტო­ვებ­და, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­სა­მარ­თლო­ში მი­დი­ო­და. ლუკა კა­ლან­დი­ას თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მისი ძმა სწო­რედ ამ დროს და­ა­კა­ვეს.

"ყვე­ლამ იცო­დეს, მი­ხე­ი­ლი არის უდა­ნა­შა­უ­ლო. რო­გორც აქამ­დე ვიბ­რძო­ლეთ, რომ ვი­თომ უნდა და­ე­ჭი­რათ, ახლა ვიბ­რძო­ლებთ იმის­თვის, თუ რო­გორ უნდა გა­მო­ვი­დეს. ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მალე. არ ვიცი, რა­ტომ და­ა­კა­ვეს, არ ვიცი, რა მოხ­და. ფაქ­ტია, რომ ჩემი ძმა უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ა­კა­ვეს. რა და რო­გორ მოხ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერს ერ­თად ვნა­ხავთ. გე­უბ­ნე­ბით, რომ ის უდა­ნა­შა­უ­ლოა და ამას და­ვამ­ტკი­ცებთ", - გა­ნა­ცხა­და ლუკა კა­ლან­დი­ამ.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე, მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტი მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"ვიბრძოლებთ, როგორ გამოვიდეს..." - დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა

"ვიბრძოლებთ, როგორ გამოვიდეს..." - დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა

ჩემი ძმა, მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებს შსს-სთან განუცხადა.

მისი განმარტებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როცა ქალაქს ტოვებდა, თუმცა, სინამდვილეში სასამართლოში მიდიოდა. ლუკა კალანდიას თქმით, სამართალდამცავებმა მისი ძმა სწორედ ამ დროს დააკავეს.

"ყველამ იცოდეს, მიხეილი არის უდანაშაულო. როგორც აქამდე ვიბრძოლეთ, რომ ვითომ უნდა დაეჭირათ, ახლა ვიბრძოლებთ იმისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს. ყველაფერი გაირკვევა, სავარაუდოდ, მალე. არ ვიცი, რატომ დააკავეს, არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ დააკავეს. რა და როგორ მოხდება, ყველაფერს ერთად ვნახავთ. გეუბნებით, რომ ის უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ", - განაცხადა ლუკა კალანდიამ.

სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს