საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის ფი­გუ­რან­ტი მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

კა­ლან­დი­ას და­კა­ვე­ბის სა­კი­თხზე უწყე­ბა­ში კო­მენ­ტა­რი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­კეთ­და.

„რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უ­ჩე­რებ­ლად აწარ­მო­ებს ინ­ტენ­სი­ურ გა­მო­ძი­ე­ბას ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მი­დან გა­მო­ყო­ფილ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში დღემ­დე სხვა­დას­ხვა მუხ­ლით 10-მდე პი­რია მი­ცე­მუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მ. კ.-ს მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გა­უმ­ყა­რა.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს 2019 წლის 3 ივ­ნი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ, რომ­ლი­თაც გ.ჯ. ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ყო­ფი­ლი საქ­მის ფარ­გლებ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის სის­წო­რე, გა­მო­ძი­ე­ბას გა­უმ­ყა­რა პო­ზი­ცია და შექ­მნა და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სად, 2019 წლის 4 ივ­ნისს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ, ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია მ. კ.

და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით, ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის ან უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძემ.

ავტორი:

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს

მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფიგურანტი მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

კალანდიას დაკავების საკითხზე უწყებაში კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ. კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.

სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.

შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს