სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის
Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის

Volvo Cars-მა - ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ლი­დერ­მა კომ­პა­ნი­ამ და სპორ­ტუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა შვე­დურ­მა ბრენდმა POC-მ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი, რომ შექ­მნან ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ფხუ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის ვოლ­ვო­სე­უ­ლი სტან­დარ­ტით და მა­ღა­ლი გამ­ძლე­ო­ბით, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს მათ უსაფრ­თხო­ე­ბას.

ავ­ტო­მო­ბი­ლებ­სა და ვე­ლო­სი­პე­დებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტებს ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ფა­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლი, სწო­რედ ამი­ტომ გა­და­წყვი­ტა Volvo Cars-მა კომ­პა­ნია POC-თან ერ­თად უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სის­ტე­მე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ახ­დი­ნოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცია.

Volvo-ს და POC-ის პრო­ექ­ტი შედ­გე­ბა მრა­ვა­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი იმი­ტი­რე­ბუ­ლი „ქრეშ ტეს­ტის­გან“, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა ქ. გო­თენ­ბურ­გის ცნო­ბილ უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრში. კვლე­ვის მი­ზა­ნია დად­გინ­დეს ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის და­შა­ვე­ბის სიმ­ძი­მე და ტი­პე­ბი, რომ ამ მო­ნა­ცე­მე­ბე­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იქ­მნას მე­ტად უსაფრ­თხო ჩა­ფხუ­ტი.

ტეს­ტი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში POC-ის ფირ­მის ჩა­ფხუ­ტე­ბით აღ­ჭურ­ვილ­ნი არი­ან მა­ნე­კე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეჯა­ხე­ბი­ან სტა­ტი­კუ­რად მყოფ ვოლ­ვოს ავ­ტო­მო­ბი­ლებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით და სიჩ­ქა­რით. ტეს­ტი­რე­ბა ეფუძ­ნე­ბა არ­სე­ბულ სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრო­ცე­დუ­რებს, რო­მელ­საც Volvo Cars-ი ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის იყე­ნებს.

სტან­დარ­ტუ­ლად, ჩა­ფხუ­ტე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ტეს­ტო პრო­ცე­დუ­რე­ბი არის მარ­ტი­ვი, რაც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩა­ფხუ­ტე­ბის გა­ტესტვას მხო­ლოდ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა გრა­დუ­სით და­ვარ­დნი­სას და არ ით­ვა­ლის­წი­ნებს შე­ჯა­ხე­ბის პრო­ცესს. Volvo-ს და POC-ის პრო­ექ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ტეს­ტი­რე­ბის ახალ სტან­დარტს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ყვე­ლა შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბას. ასე­თი ტი­პის ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად POC-ის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა შექ­მნას უფრო მე­ტად უსაფრ­თხო და და­ცუ­ლი ჩა­ფხუ­ტე­ბი.

„მსგავ­სი სა­ხის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა POC-სთან არის ჩვე­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თი. ჩვენ ხში­რად ვა­ტა­რებთ უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ ტეს­ტი­რე­ბებს, რად­გან ჩვე­ნი მი­ზა­ნია არა მარ­ტო ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეთ სა­ყო­ველ­თაო შე­დე­გებს, არა­მედ გავ­ცდეთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო მო­თხოვ­ნებს და შევ­ქმნათ ყვე­ლა­სათ­ვის უფრო მე­ტად უსაფრ­თხო გა­რე­მო“ - ამ­ბობს მე­ლინ ეკ­ჰოლ­მი, Volvo Cars-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ერთ-ერთი ლი­დე­რი ინ­ჟი­ნე­რი.

„უსაფრ­თხო­ე­ბა­ში, ინო­ვა­ცი­ა­ში და დი­ზა­ინ­ში მი­ღე­ბულ­მა 60-ზე მეტ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ჯილ­დომ გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი რე­პუ­ტა­ცია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მო­მა­ვალ­შიც გა­ვა­კე­თოთ უფრო მეტი მსგავ­სი სა­ხის პრო­ექ­ტი. ისე­ვე რო­გორც Volvo Cars-ში უსაფრ­თხო­ე­ბა არის უპირ­ვე­ლე­სი საზ­რუ­ნა­ვი და მი­სია, რო­მე­ლიც წინ უძღვის ყო­ველ ახალ იდე­ას და ინო­ვა­ცი­ას, ასე­ვე კომ­პა­ნია POC-ი ჩვე­ნი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის წამ­ყვან ინ­ჟი­ნე­რებ­თან ერ­თად ვართ ლი­დე­რე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი იდე­ე­ბის მხრივ. სა­სერ­თი­ფი­კა­ტო სტან­დარ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამან არ უნდა შე­ზღუ­დოს ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და სუ­ლის­კვე­თე­ბა, რომ ვი­ყოთ ყო­ველ­თვის მო­წი­ნა­ვე და ვი­ფიქ­როთ ინო­ვა­ცი­უ­რად“ - აღ­ნიშ­ნავს POC-ის პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოს­კარ ჰასი.

Volvo Cars-ი რო­გორც მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კომ­პა­ნია, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მა­ღა­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტებ­ზე, კომ­პა­ნია მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს მრა­ვალ ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტში.

ბოლო წლებ­ში Volvo Cars-მა ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვა­ზე, რომ­ლე­ბიც არ სხე­დან ავ­ტო­მო­ბილ­ში და არი­ან მის გა­რეთ. მა­გა­ლი­თის­თვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შე­ი­მუ­შა­ვა ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა ამომცნო­ბი დე­ტექ­ტო­რი და ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბის სის­ტე­მა. კომ­პა­ნია 2013 წლი­დან ანა­ლო­გი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს ვე­ლო­სი­პე­დის­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. დე­ტექ­ტო­რი იყე­ნებს ავ­ტო­მო­ბი­ლის კა­მე­რებს და რა­და­რებს, რათა ამო­იც­ნოს ობი­ექ­ტი და ამის შე­სა­ხებ აც­ნო­ბოს მძღოლს, ხოლო გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­ვად­ვე მო­ახ­დი­ნოს შემ­თხვე­ვა­ზე რე­ა­გი­რე­ბა და გა­მო­ი­ყე­ნოს ავ­ტო­მა­ტუ­რი მუხ­რუ­ჭი. ორი­ვე ტექ­ნო­ლო­გია გახ­და სტან­დარ­ტი ვოლ­ვოს ყო­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის

Volvo Cars-ის და POC-ის ინოვაციური პროექტი ველოსიპედის მფლობელთათვის

Volvo Cars-მა - ავტომობილების უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერმა კომპანიამ და სპორტული აქსესუარების მწარმოებელმა შვედურმა ბრენდმა POC-მ განახორციელეს ერთობლივი პროექტი, რომ შექმნან ველოსიპედისტებისთვის სპეციალური ჩაფხუტი უსაფრთხოების ვოლვოსეული სტანდარტით და მაღალი გამძლეობით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ უსაფრთხოებას.

ავტომობილებსა და ველოსიპედებს შორის ინციდენტებს ხშირად მოჰყვება ფატალური დასასრული, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Volvo Cars-მა კომპანია POC-თან ერთად უახლესი ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით მოახდინოს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.

Volvo-ს და POC-ის პროექტი შედგება მრავალი სპეციალურად შექმნილი იმიტირებული „ქრეშ ტესტისგან“, რომელიც ტარდება ქ. გოთენბურგის ცნობილ უსაფრთხოების ცენტრში. კვლევის მიზანია დადგინდეს ველოსიპედისტების დაშავების სიმძიმე და ტიპები, რომ ამ მონაცემებეზე დაყრდნობით შეიქმნას მეტად უსაფრთხო ჩაფხუტი.

ტესტირების განმავლობაში POC-ის ფირმის ჩაფხუტებით აღჭურვილნი არიან მანეკენები, რომლებიც ეჯახებიან სტატიკურად მყოფ ვოლვოს ავტომობილებს განსხვავებული კუთხით და სიჩქარით. ტესტირება ეფუძნება არსებულ სავალდებულო პროცედურებს, რომელსაც Volvo Cars-ი ფეხით მოსიარულეთათვის იყენებს.

სტანდარტულად, ჩაფხუტების ამჟამინდელი სატესტო პროცედურები არის მარტივი, რაც ითვალისწინებს ჩაფხუტების გატესტვას მხოლოდ სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში სხვადასხვა გრადუსით დავარდნისას და არ ითვალისწინებს შეჯახების პროცესს. Volvo-ს და POC-ის პროექტი უზრუნველყოფს ტესტირების ახალ სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო დაზიანებას. ასეთი ტიპის ტესტირების შედეგად POC-ის საშუალება ექნება შექმნას უფრო მეტად უსაფრთხო და დაცული ჩაფხუტები.

„მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობა POC-სთან არის ჩვენი სულისკვეთების კარგი მაგალითი. ჩვენ ხშირად ვატარებთ უსაფრთხოების შესახებ ტესტირებებს, რადგან ჩვენი მიზანია არა მარტო ვაკმაყოფილებდეთ საყოველთაო შედეგებს, არამედ გავცდეთ სავალდებულო მოთხოვნებს და შევქმნათ ყველასათვის უფრო მეტად უსაფრთხო გარემო“ - ამბობს მელინ ეკჰოლმი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი ინჟინერი.

„უსაფრთხოებაში, ინოვაციაში და დიზაინში მიღებულმა 60-ზე მეტმა საერთაშორისო ჯილდომ განაპირობა ჩვენი რეპუტაცია და ვალდებულება, რომ მომავალშიც გავაკეთოთ უფრო მეტი მსგავსი სახის პროექტი. ისევე როგორც Volvo Cars-ში უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი და მისია, რომელიც წინ უძღვის ყოველ ახალ იდეას და ინოვაციას, ასევე კომპანია POC-ი ჩვენი ლაბორატორიის წამყვან ინჟინერებთან ერთად ვართ ლიდერები უსაფრთხოების ახალი იდეების მხრივ. სასერთიფიკატო სტანდარტები აუცილებელია, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს ჩვენი სურვილი და სულისკვეთება, რომ ვიყოთ ყოველთვის მოწინავე და ვიფიქროთ ინოვაციურად“ - აღნიშნავს POC-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ოსკარ ჰასი.

Volvo Cars-ი როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ორიენტირებულია მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებზე, კომპანია მუდმივად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე და ამ მიმართულებით მონაწილეობს მრავალ ინოვაციურ პროექტში.

ბოლო წლებში Volvo Cars-მა ფოკუსირება მოახდინა იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც არ სხედან ავტომობილში და არიან მის გარეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შეიმუშავა ფეხით მოსიარულეთა ამომცნობი დეტექტორი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. კომპანია 2013 წლიდან ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს ველოსიპედისტების შემთხვევაშიც. დეტექტორი იყენებს ავტომობილის კამერებს და რადარებს, რათა ამოიცნოს ობიექტი და ამის შესახებ აცნობოს მძღოლს, ხოლო გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თავადვე მოახდინოს შემთხვევაზე რეაგირება და გამოიყენოს ავტომატური მუხრუჭი. ორივე ტექნოლოგია გახდა სტანდარტი ვოლვოს ყოველი ავტომობილისთვის.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი