10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ურთიერთობაო" - 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოზარდთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ
"შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ურთიერთობაო" - 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოზარდთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ზემო ქე­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს თა­ვის მოს­წავ­ლეს­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­უ­ბა­რი ჰქონ­და. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის­ტო­რი­ის პე­და­გო­გი გო­გო­ნას წარ­სულ­ში მომ­ხდარ სა­კუ­თარ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ებს უყ­ვე­ბო­და, სა­დაც "კაცი აღ­წერ­და, რო­გორ და­ამ­ყა­რა მისი ასა­კის მო­ზარ­დთან ურ­თი­ერ­თო­ბა".

ბავ­შვის ბე­ბი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნამ მას­წავ­ლებ­ლის ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­საც აც­ნო­ბა, შე­ვიწ­რო­ვე­ბის ფაქ­ტე­ბი კი ტე­ლე­ფონ­ზე ჩა­ი­წე­რა. მი­სი­ვე თქმით, 82 წლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია წლე­ბის წი­ნაც გავ­რცელ­და, რო­დე­საც ის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო.

"ჩემს შვი­ლიშ­ვილს ავიწ­რო­ვებ­და და ათას სი­სუ­ლე­ლეს უყ­ვე­ბო­და. თან ეუბ­ნე­ბო­და შენ­სა­ვით ლა­მაზ გო­გოს­თან მქონ­და ადრე ურ­თი­ერ­თო­ბა და ისიც მე-7 კალ­სე­ლი იყო­ვო. ბავ­შვმა ამის შე­სა­ხებ მეც მო­მიყ­ვა და სკო­ლა­საც აც­ნო­ბა"- გა­ნა­ცხა­და ბავ­შვის ბე­ბი­ამ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნულ­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს თა­ვად სკო­ლის დი­რექ­ტო­რი.

"ჩვე­ნი სკო­ლოს 82 წლის პე­და­გო­გი ცდი­ლობ­და ლტოლ­ვა გა­მო­ე­ხა­ტა 12 წლის გო­გო­ნას მი­მართ და მას უყ­ვე­ბო­და წარ­სულ­ში მომ­ხდარ ამ­ბავს. ბავ­შვმა თვი­თონ გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ და მა­შინ­ვე ვაც­ნო­ბეთ ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნოს. ამ ეტაპ­ზე ეს პი­როვ­ნე­ბა ჩვენს სკო­ლა­ში აღარ მუ­შა­ობს," - აღ­ნიშ­ნა სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­შო­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის 141-ე მუხ­ლით და­ი­წყო. უწყე­ბის ცნო­ბით გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხუ­ლია რო­გორც თა­ვად არას­რუ­წლო­ვა­ნი, ისე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი.

"27 მა­ისს დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ქე­დის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი 1937 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.წ. თა­ვის მოს­წავ­ლეს­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­უ­ბა­რი ჰქონ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ახ­დი­ნა რე­ა­გი­რე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბა გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, სის­ხლის სა­მარ­თლის 141-ე მუხ­ლით და­ი­წყო. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხუ­ლია რო­გორც თა­ვად არას­რუ­წლო­ვა­ნი, ისე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი. ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა ნივთმტკი­ცე­ბა. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლი შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ურთიერთობაო" - 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოზარდთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

"შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ურთიერთობაო" - 82 წლის მასწავლებელს 12 წლის მოზარდთან სექსუალური შინაარსის საუბარში ადანაშაულებენ

დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში სკოლის მასწავლებელს თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. ოჯახის ინფორმაციით, ისტორიის პედაგოგი გოგონას წარსულში მომხდარ საკუთარ სასიყვარულო ისტორიებს უყვებოდა, სადაც "კაცი აღწერდა, როგორ დაამყარა მისი ასაკის მოზარდთან ურთიერთობა".

ბავშვის ბებიის ინფორმაციით, გოგონამ მასწავლებლის ქმედების შესახებ სკოლის ადმინისტრაციასაც აცნობა, შევიწროვების ფაქტები კი ტელეფონზე ჩაიწერა. მისივე თქმით, 82 წლის მასწავლებელზე მსგავსი ინფორმაცია წლების წინაც გავრცელდა, როდესაც ის სკოლის დირექტორი იყო.

"ჩემს შვილიშვილს ავიწროვებდა და ათას სისულელეს უყვებოდა. თან ეუბნებოდა შენსავით ლამაზ გოგოსთან მქონდა ადრე ურთიერთობა და ისიც მე-7 კალსელი იყოვო. ბავშვმა ამის შესახებ მეც მომიყვა და სკოლასაც აცნობა"- განაცხადა ბავშვის ბებიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

თავის მხრივ, აღნიშნულზე კომენტარს აკეთებს თავად სკოლის დირექტორი.

"ჩვენი სკოლოს 82 წლის პედაგოგი ცდილობდა ლტოლვა გამოეხატა 12 წლის გოგონას მიმართ და მას უყვებოდა წარსულში მომხდარ ამბავს. ბავშვმა თვითონ გვითხრა ამის შესახებ და მაშინვე ვაცნობეთ ყველა შესაბამის ორგანოს. ამ ეტაპზე ეს პიროვნება ჩვენს სკოლაში აღარ მუშაობს," - აღნიშნა სკოლის დირექტორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშორებით გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები.

"27 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია როგორც თავად არასრუწლოვანი, ისე სკოლის მასწავლებლები. ასევე, ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირბადის გარეშე მოძრაობა, 50 ლარის ნაცვლად, შესაძლოა 20-30 ლარით დაჯარიმდეს

"მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გავატარე... ძალიან მრცხვენია" - რაზე ისაუბრა პროცესზე მამაკაცმა, რომელიც ვარკეთილში უმისამართო სროლის შემდეგ დააკავეს

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა - "ჭრილობები თავისივე მოგვარე ძმებს მიაყენა"