სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვეხოცება შინაური ცხოველები, შარშან ადამიანიც გარდაიცვალა" - რა ხდება თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე
"გვეხოცება შინაური ცხოველები, შარშან ადამიანიც გარდაიცვალა" - რა ხდება თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე

თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე არ­სე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და. ერ­თა­დერთ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, სო­ფელ ხი­სოს­თან, მდი­ნა­რე მცი­რე ალაზ­ნის და­გუ­ბე­ბის გამო, ტბა არის წარ­მოქ­მნი­ლი, რო­მე­ლიც გზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას შე­უძ­ლე­ბელს ხდის. რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­საც წი­ნას­წარ აქვთ და­ჯავ­შნი­ლი სა­ო­ჯა­ხო სა­ტუმ­რო­ე­ბი თუ­შეთ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და ითხო­ვენ კოკ­რე­ტულ პა­სუხს კი­თხვა­ზე, თუ რო­დის აღ­დგე­ბა გზა. გარ­და ტუ­რის­ტუ­ლი პრობ­ლე­მი­სა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას უქ­მნის იქა­ურ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სო­ფელ ხი­სოს­თან არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, მათ ხში­რად ეღუ­პე­ბათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შარ­შან გზის აღ­დგე­ნით სა­მუ­შო­ებს ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რომ­ლი­თაც 56 წლის ტა­რი­ელ სა­ხო­კია გზის აღ­სად­გე­ნად ქვა-ღორღს ეზი­დე­ბო­და, მდი­ნა­რე ალა­ზან­ში გა­და­ვარ­და.

სო­ფელ ხი­სოს მკვიდრმა, გი­ორ­გი იჭი­რა­ულ­მა, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ვა, სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე" ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­თა­უ­რით „მად­ლო­ბა ქარ­თულ ოც­ნე­ბას ექ­სტრი­მის­თვის“. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია გზის სა­ვალ მო­ნაკ­ვეთ­ზე წარ­მოქ­მნილ ტბა­ში რო­გორ ცდი­ლო­ბენ გა­და­ად­გი­ლე­ბას ცხო­ვე­ლე­ბი.

VIDEO: "წყალ­ში ეხრჩო­ბათ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი" - ჩა­ვარ­დე­ბა თუ არა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი თუ­შეთ­ში და რა­ტომ გა­ა­უქ­მეს ჯავ­შნე­ბი ქარ­თველ­მა და უცხო­ელ­მა ტუ­რის­ტებ­მა?

"რე­გი­ო­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტუ­რიზ­მზე და მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა­ზე. ეს არის შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­რო. და ამ პრობ­ლე­მის გამო ისე­დაც ხან­მოკ­ლე სე­ზო­ნი გვი­ან­დე­ბა. იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი ვართ, სას­ტუმ­რო­ე­ბის და სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რე­ბის ჯავ­შნე­ბი გა­ვა­უქ­მოთ. შეხ­ვედ­რა გვქონ­და ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ეს არა­ვის ანაღ­ვლებს. გზის გაწ­მენ­და სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ტრაქ­ტო­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც ყო­ველ კი­ლო­მეტრზე ფუჭ­დე­ბა. ხოლო კონ­კრე­ტუ­ლად ამ და­გუ­ბე­ბულ წყალ­თან მუ­შა­ო­ბა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე გახ­ლა­ვართ. ასე­ვე სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რებს ვა­კე­თებ და ვარ ფერ­მე­რიც. ასე რომ, ეს პრობ­ლე­მა სამი მხრი­დან მიქ­მნის დიდ დაბ­რკო­ლე­ბებს", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს გი­ორ­გი იჭი­რა­ულ­მა.

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და სო­ფელ შე­ნა­ქოს მკვიდრს გოჩა ბუქ­ვა­ი­ძეს, რო­მე­ლიც წინა რეს­პო­დენ­ტის მსგავ­სად, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის სა­ტუმ­როს მფლო­ბე­ლია.

"გზა კი კეთ­დე­ბა, მაგ­რამ იმ ად­გილ­ზე, სა­დაც მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, არ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ახლა თოვ­ლი რომ დნე­ბა, დიდი წყა­ლი მო­დის იმ ხევ­ში და ტრაქ­ტო­რებს გა­უ­წ­ჭი­რე­ბათ მუ­შა­ო­ბა. ალ­ბათ, კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ტბა გახ­სნან ქვე­და მხრი­დან და და­ი­ცა­ლოს. ტბის ქვე­და მხრი­დან არის ორი ხიდი და იმ ხი­დე­ბის მოგ­ლე­ჯის სა­ში­შო­ერ­ბაც იყო, რომ ადი­დე­ბუ­ლი­ყო კი­დევ უფრო. და­ნარ­ჩე­ნი გზა, რო­გორც ვიცი, გა­კე­თე­ბუ­ლია, თუ­შე­თი­დან იმ ტბამ­დე მან­ქა­ნე­ბი მი­დი­ან და იქე­და­ნაც მო­დი­ან.

წინა წელს მაქ­სი­მუ 60 სმ თოვ­ლი იყო მო­სუ­ლი, წელს მეტ­რა­ნა­ხევ­რი მო­ვი­და. ამი­ტომ ნა­ლე­ქიც დი­დია. ეს ერთი კვი­რა იმ­დე­ნი თოვ­ლი გად­ნა მთებ­ზე, რომ აი­წია ტბის კა­ლა­პო­ტი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ რომ გა­ხე­დავ­დი მთებს, თოვ­ლი იდო და ახლა აღარ დევს. რად­გან თუ­შეთს მოკ­ლე ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი ახა­სი­ა­თებს, ამი­ტომ არ იწუ­ხე­ბენ თავს, ეტყო­ბა, რომ ერ­ხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დეს ეს პრობ­ლე­მა. მაგ­რამ მხო­ლოდ ტუ­რის­ტუ­ლის ეზო­ნის ჩა­ვარ­დნის საფრ­თხე ხომ არაა? აქ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ღუ­პუ­ლან ასე­თი ვი­თა­რე­ბე­ბის გამო", - გვი­თხრა გოჩა ბუქ­ვა­ი­ძემ.

თუ­შე­ბი 4 ივ­ნისს ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში, სა­ავ­მო­მო­ბი­ლო გზის აღ­დგე­ნის მო­თხოვ­ნით, საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას აპი­რე­ბენ. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ალ­ვან­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის ჩას­ვლას და მათ­გან პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­დგე­ნას ითხო­ვენ.

სო­ფელ ხი­სოს­თან ორი წლის წინ მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა, რის გა­მოც პე­რი­ო­დუ­ლად იქ­მნე­ბა ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი. თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა აბა­ნოს უღელ­ტე­ხილ­ზე, ზღვის დო­ნი­დან 2950 მეტრზე გა­დის. ზა­ფხულ­ში და ზამ­თარ­ში უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლის გამო, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი იშ­ლე­ბა, იფა­რე­ბა ქვი­შით და დიდ­დე­ბა ხე­ვე­ბი, შე­დე­გად იკე­ტე­ბა გზე­ბი. რო­გორც წესი, ნო­ემ­ბრი­დან 7-8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზა და­კე­ტი­ლია. გზის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შო­ე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად გა­ზა­ფხულ­ზე, ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი და­წყე­ბას­თან და­კავ­შრე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა.

ჩა­ვარ­დე­ბა თუ არა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი თუ­შეთ­ში, ამა­ზე ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ვერ გვპა­სუ­ხო­ბენ. AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ახ­მე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლეს, ვანო ნას­ყი­დაშ­ვილს. მან ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლია სხვა საქ­მე­ე­ბით და არ­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს თუ­შეთ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რა ეტაპ­ზეა გზის აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი თუ­შეთ­ში, ამას­თან და­კავ­შრე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ახ­მე­ტის მერი ფლობს.

იო­სებ ქა­რუ­მაშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ ვი­თა­რე­ბა­ში გა­სარ­კვე­ვად ომა­ლო­ში გაგ­ზავ­ნა მე­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და გვთხო­ვა მოგ­ვი­ა­ნე­ბით დავ­კავ­ში­რე­ბო­დით: „ვერ გე­ტყვით, რა ვი­თა­რე­ბაა ახლა იქ. თუ­შე­თი ჩვენ­გან 100 კი­ლო­მეტ­რით არის მო­შო­რე­ბუ­ლი, გაგზვა­ნი­ლი მყავს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ ჩა­მო­ი­ტა­ნოს ინ­ფორ­მა­ცია. რა სი­ტუ­ა­ცი­აა დღეს, არ ვიცი. ყო­ველ­დღე იც­ვლე­ბა სი­ტუ­ა­ცია. გუ­შინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, იქ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ვიცი, რომ ცხე­ნებ­მა გა­ი­რეს. ვე­ლო­დე­ბით საგ­ზაო დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ხვა­ლის­თვის. შარ­შან 15 ივ­ნისს გა­იხ­სნა ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი. წელს არ ვიცი, რო­დის გა­იხ­სნე­ბა. ეს პრობ­ლე­მა ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე დგე­ბა. მუდ­მი­ვად რა­ტომ არის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი ეს პრობ­ლე­მა, მა­გას ვერ გე­ტყვით, ბუ­ნებ­რი­ვი პი­რო­ბე­ბი­დან, რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ასე. წელს 10 მა­ი­სი­დან გა­და­უ­ღე­ბე­ლი წვი­მე­ბი იყო, სტი­ქია იყო ფაქ­ტობ­რი­ვად და ისე­თი ად­გი­ლე­ბი და­ზი­ან­და, რაც არა­სო­დეს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა, ამი­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და გზის გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნავს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში იო­სებ ქა­რუ­მაშ­ვი­ლი.

თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე მიმ­დი­ნა­რე და პე­რი­ო­დუ­ლი შე­კე­თე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა 2020 წლის 1 იან­ვრამ­დე შპს „არილს“ აქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია, საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­ყიდ­ვის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. 2019 წლის 6 მარ­ტის ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, 2019-2020 წლებ­ში თუ­შე­თის გზის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის­თვის 1 030 000 ლა­რია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

რო­დის აღ­დგე­ბა მოძ­რა­ო­ბა ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 56-ე კმ-ზე და რო­დის მოხ­დე­ბა მე­წყრის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ტბის დაც­ლა, ამა­ზე ვერც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში გვი­პა­სუ­ხეს.

"ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, საპ­რო­ე­ტ­ქო, გზის გაწ­მენ­დი­თი, სტი­ქი­ის სა­ლი­კი­და­ციო და პრე­ვენ­ცი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა. ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის ორი­ვე მხრი­დან გრძელ­დე­ბა თოვ­ლის წმენ­დი­სა და ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად, 2 საპ­რო­ექ­ტო ჯგუ­ფი მუ­შა­ობს სტი­ქი­ის გამო და­ზი­ა­ნე­ბულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. პრო­ექ­ტი­რე­ბა 3 კვი­რაა გრძელ­დე­ბა და შემ­დე­გი კვი­რი­დან ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტე­ბის წარ­მოდ­გე­ნა. პრო­ექ­ტის წარ­მოდ­გე­ნის­თა­ნა­ვე და­ი­წყე­ბა სტი­ქი­ის პრე­ვენ­ცი­ის, ნა­პირ­სა­მაგ­რი და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა. ამ დრო­ის­თვის სულ 10-მდე პრობ­ლე­მუ­რი მო­ნაკ­ვე­თია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა, ფშა­ვე­ლი-აბა­ნო-ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 56-ე კმ-ზე მე­წყრის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ ტბას, მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მცდე­ლო­ბი­სა, კვლავ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე საპ­რო­ექ­ტო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, ივ­ნი­სის თვე­ში გა­მო­ცხად­დე­ბა ტენ­დე­რი პრო­ექ­ტი­რე­ბა­ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 10 მა­ისს, უხვი ნა­ლე­ქე­ბის შე­დე­გად, ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ფშა­ვე­ლი–აბა­ნო–ომა­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-9 კმ-ზე, სო­ფელ ლე­ჩურ­თან გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი წყალ­მა წა­ი­ღო. რის გა­მოც, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ9-კმ72 მო­ნაკ­ვეთ­ზე აკ­რძა­ლუ­ლია ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა. ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი გზის კმ1-კმ9 მო­ნაკ­ვეთ­ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია", - ნათ­ქვა­მია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ AMBEBI.GE- სთვის გა­მოგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში.

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ნინო ჩხო­ბა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს პრობ­ლე­მა დრო­უ­ლად უნდა გა­და­წყვი­ტოს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თუ­შე­თის გზა ძა­ლი­ან რთუ­ლია და სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ჟინ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბი სჭირ­დე­ბა იმას, თუ რო­გორ უნდა გა­ვი­დეს მანდ გზა. თა­ვის დრო­ზე, საბ­ჭო­თა დროს, ეს გზა ნაჩ­ქა­რე­ვად გა­იჭ­რა, რომ სოფ­ლე­ბი არ ყო­ფი­ლიყ­ვნენ მო­წყვე­ტი­ლე­ბი. აშ­კა­რად ამ გაჭ­რის დროს და­ზი­ან­და რა­ღაც და გა­ა­ჩი­ნა მე­წყე­რის პე­რი­ო­დუ­ლი სა­შიშ­რო­ე­ბა. მა­შინ სხვა ტექ­ნი­კა იყო. ჩვენ ვი­ნა­ი­დან 21 სა­უ­კუ­ნე­ში ვართ, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ასე­თი გზა თუ­შეთ­ში. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია, რო­გორ უნდა შე­ეც­ვა­ლოს მე­წყერს მი­მარ­თუ­ლე­ბა, ისე რომ არ გა­მო­იწ­ვი­ოს პრობ­ლე­მა. მარ­თა­ლია, ეს ძვი­რი ჯდე­ბა, მაგ­რამ არ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი ამის გა­კე­თე­ბა, თუ მო­ინ­დო­მებს ხე­ლისფლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­კეთ­დეს ეს გზაც და მე­ო­რე გზაც, ზე­მო­დან არ­სე­ბობს კი­დევ ერთი გზის გაყ­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, მაგ­რამ იქ არის ბუ­ნე­ბის დაც­ვის ძეგ­ლე­ბი და მისი დაპ­რო­ექ­ტე­ბა, რო­გორც ვიცი, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას სას­წრა­ფოდ თუ არ აღ­დგა ეს გზა", - აღ­ნიშ­ნა ნინო ჩხო­ბა­ძემ.

თუ­შეთ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა თუ­შეთ­ში ტუ­რის­ტე­ბის მი­ზიდ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, თუმ­ცა თა­ვი­სი ექ­სტრე­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წყა­როც გახ­დეს.

ომა­ლო-ალ­ვა­ნის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო მო­ნაკ­ვე­თია სა­ქარ­თვე­ლო­ში. BBC-მ 2013 წელს ეს გზა ევ­რო­პის ყვე­ლა­ზე ექ­სტრე­მა­ლუ­რი გზე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­იყ­ვა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"გვეხოცება შინაური ცხოველები, შარშან ადამიანიც გარდაიცვალა" - რა ხდება თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე

"გვეხოცება შინაური ცხოველები, შარშან ადამიანიც გარდაიცვალა" - რა ხდება თუშეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ საავტომობილო გზაზე

თუშეთთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებული მძიმე მდგომარეობა, ბოლო რამდენიმე დღეა, კიდევ უფრო გაუარესდა. ერთადერთ საავტომობილო გზაზე, სოფელ ხისოსთან, მდინარე მცირე ალაზნის დაგუბების გამო, ტბა არის წარმოქმნილი, რომელიც გზაზე გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები, რომლებსაც წინასწარ აქვთ დაჯავშნილი საოჯახო სატუმროები თუშეთში, აღნიშნულის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და ითხოვენ კოკრეტულ პასუხს კითხვაზე, თუ როდის აღდგება გზა. გარდა ტურისტული პრობლემისა, ეს მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის იქაურ მოსახლეობასაც. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელ ხისოსთან არსებული მდგომარეობის გამო, მათ ხშირად ეღუპებათ შინაური ცხოველები. აღსანიშნავია, რომ შარშან გზის აღდგენით სამუშოებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მანქანა, რომლითაც 56 წლის ტარიელ სახოკია გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.

სოფელ ხისოს მკვიდრმა, გიორგი იჭირაულმა, რომელიც ტურისტულ საქმიანობას ეწევა, საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით „მადლობა ქართულ ოცნებას ექსტრიმისთვის“. ვიდეოში ასახულია გზის სავალ მონაკვეთზე წარმოქმნილ ტბაში როგორ ცდილობენ გადაადგილებას ცხოველები.

VIDEO: "წყალში ეხრჩობათ შინაური ცხოველები" - ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი თუშეთში და რატომ გააუქმეს ჯავშნები ქართველმა და უცხოელმა ტურისტებმა?

"რეგიონი დამოკიდებულია ტურიზმზე და მესაქონლეობაზე. ეს არის შემოსავლის ძირითადი წყარო. და ამ პრობლემის გამო ისედაც ხანმოკლე სეზონი გვიანდება. იძულებულები ვართ, სასტუმროების და საცხენოსნო ტურების ჯავშნები გავაუქმოთ. შეხვედრა გვქონდა ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არავის ანაღვლებს. გზის გაწმენდა საუკუნის წინანდელი ტრაქტორებით მიმდინარეობს, რომელიც ყოველ კილომეტრზე ფუჭდება. ხოლო კონკრეტულად ამ დაგუბებულ წყალთან მუშაობა არ ხორციელდება. სასტუმროს მეპატრონე გახლავართ. ასევე საცხენოსნო ტურებს ვაკეთებ და ვარ ფერმერიც. ასე რომ, ეს პრობლემა სამი მხრიდან მიქმნის დიდ დაბრკოლებებს", - განუცხადა AMBEBI.GE-ს გიორგი იჭირაულმა.

AMBEBI.GE დაუკავშირდა სოფელ შენაქოს მკვიდრს გოჩა ბუქვაიძეს, რომელიც წინა რესპოდენტის მსგავსად, საოჯახო ტიპის სატუმროს მფლობელია.

"გზა კი კეთდება, მაგრამ იმ ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, არ მიმდინარეობს სამუშაოები. ახლა თოვლი რომ დნება, დიდი წყალი მოდის იმ ხევში და ტრაქტორებს გაუწჭირებათ მუშაობა. ალბათ, კარგი იქნება, რომ ტბა გახსნან ქვედა მხრიდან და დაიცალოს. ტბის ქვედა მხრიდან არის ორი ხიდი და იმ ხიდების მოგლეჯის საშიშოერბაც იყო, რომ ადიდებულიყო კიდევ უფრო. დანარჩენი გზა, როგორც ვიცი, გაკეთებულია, თუშეთიდან იმ ტბამდე მანქანები მიდიან და იქედანაც მოდიან.

წინა წელს მაქსიმუ 60 სმ თოვლი იყო მოსული, წელს მეტრანახევრი მოვიდა. ამიტომ ნალექიც დიდია. ეს ერთი კვირა იმდენი თოვლი გადნა მთებზე, რომ აიწია ტბის კალაპოტი. რამდენიმე დღის წინ რომ გახედავდი მთებს, თოვლი იდო და ახლა აღარ დევს. რადგან თუშეთს მოკლე ტურისტული სეზონი ახასიათებს, ამიტომ არ იწუხებენ თავს, ეტყობა, რომ ერხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ეს პრობლემა. მაგრამ მხოლოდ ტურისტულის ეზონის ჩავარდნის საფრთხე ხომ არაა? აქ ადამიანები დაღუპულან ასეთი ვითარებების გამო", - გვითხრა გოჩა ბუქვაიძემ.

თუშები 4 ივნისს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, საავმომობილო გზის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესო აქციის გამართვას აპირებენ. აქციის ორგანიზატორები ალვანში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების ჩასვლას და მათგან პრობლემის გადასაწყვეტად სამოქმედო გეგმის წარდგენას ითხოვენ.

სოფელ ხისოსთან ორი წლის წინ მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც პერიოდულად იქმნება ასეთი პრობლემები. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა აბანოს უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე გადის. ზაფხულში და ზამთარში უხვი ნალექის მოსვლის გამო, გზის სავალი ნაწილი იშლება, იფარება ქვიშით და დიდდება ხევები, შედეგად იკეტება გზები. როგორც წესი, ნოემბრიდან 7-8 თვის განმავლობაში ფშაველი-აბანო-ომალოს თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია. გზის აღდგენითი სამუშოები ტრადიციულად გაზაფხულზე, ტურისტული სეზონი დაწყებასთან დაკავშრებით აქტიურდება.

ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი თუშეთში, ამაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში ვერ გვპასუხობენ. AMBEBI.GE დაუკავშირდა ახმეტის მერის მოადგილეს, ვანო ნასყიდაშვილს. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დაკავებულია სხვა საქმეებით და არნაირ ინფორმაციას არ ფლობს თუშეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. რა ეტაპზეა გზის აღდგენითი სამუშაოები თუშეთში, ამასთან დაკავშრებით ინფორმაციას არც ახმეტის მერი ფლობს.

იოსებ ქარუმაშვილმა გვითხრა, რომ ვითარებაში გასარკვევად ომალოში გაგზავნა მერიის წარმომადგენელი და გვთხოვა მოგვიანებით დავკავშირებოდით: „ვერ გეტყვით, რა ვითარებაა ახლა იქ. თუშეთი ჩვენგან 100 კილომეტრით არის მოშორებული, გაგზვანილი მყავს წარმომადგენელი, რომ ჩამოიტანოს ინფორმაცია. რა სიტუაციაა დღეს, არ ვიცი. ყოველდღე იცვლება სიტუაცია. გუშინდელი მდგომარეობით, იქ ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ვიცი, რომ ცხენებმა გაირეს. ველოდებით საგზაო დეპარტამენტიდან ინფორმაციას, რა სამუშაოები ჩატარდება ხვალისთვის. შარშან 15 ივნისს გაიხსნა ტურისტული სეზონი. წელს არ ვიცი, როდის გაიხსნება. ეს პრობლემა ყოველ გაზაფხულზე დგება. მუდმივად რატომ არის მოუგვარებელი ეს პრობლემა, მაგას ვერ გეტყვით, ბუნებრივი პირობებიდან, რელიეფიდან გამომდინარე ხდება ასე. წელს 10 მაისიდან გადაუღებელი წვიმები იყო, სტიქია იყო ფაქტობრივად და ისეთი ადგილები დაზიანდა, რაც არასოდეს დაზიანებულა, ამიტომ გაჭიანურდა გზის გაწმენდითი სამუშაოები", - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში იოსებ ქარუმაშვილი.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზაზე მიმდინარე და პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება 2020 წლის 1 იანვრამდე შპს „არილს“ აქვს დავალებული. კომპანია, საგზაო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის გამარჯვებულია. 2019 წლის 6 მარტის ტენდერის პირობების მიხედვით, 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვის 1 030 000 ლარია გათვალისწინებული.

როდის აღდგება მოძრაობა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე და როდის მოხდება მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბის დაცლა, ამაზე ვერც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიპასუხეს.

"ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზაზე, საპროეტქო, გზის გაწმენდითი, სტიქიის სალიკიდაციო და პრევენციის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის ორივე მხრიდან გრძელდება თოვლის წმენდისა და ზამთრის პერიოდში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები. პარალელურად, 2 საპროექტო ჯგუფი მუშაობს სტიქიის გამო დაზიანებულ მონაკვეთებზე, საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად. პროექტირება 3 კვირაა გრძელდება და შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება საპროექტო გადაწყვეტების წარმოდგენა. პროექტის წარმოდგენისთანავე დაიწყება სტიქიის პრევენციის, ნაპირსამაგრი და სამშენებლო სამუშაოების წარმოება. ამ დროისთვის სულ 10-მდე პრობლემური მონაკვეთია იდენტიფიცირებული.

რაც შეეხება, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე მეწყრის შედეგად ჩამოყალიბებულ ტბას, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, კვლავ გამოწვევად რჩება. აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო გადაწყვეტილების მისაღებად, ივნისის თვეში გამოცხადდება ტენდერი პროექტირებაზე.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, უხვი ნალექების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მე-9 კმ-ზე, სოფელ ლეჩურთან გზის სავალი ნაწილი წყალმა წაიღო. რის გამოც, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ9-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო აღნიშნული გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ AMBEBI.GE- სთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი ნინო ჩხობაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ეს პრობლემა დროულად უნდა გადაწყვიტოს.

"მოგეხსენებათ, თუშეთის გზა ძალიან რთულია და სერიოზული ინჟინრული გადაწყვეტები სჭირდება იმას, თუ როგორ უნდა გავიდეს მანდ გზა. თავის დროზე, საბჭოთა დროს, ეს გზა ნაჩქარევად გაიჭრა, რომ სოფლები არ ყოფილიყვნენ მოწყვეტილები. აშკარად ამ გაჭრის დროს დაზიანდა რაღაც და გააჩინა მეწყერის პერიოდული საშიშროება. მაშინ სხვა ტექნიკა იყო. ჩვენ ვინაიდან 21 საუკუნეში ვართ, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ასეთი გზა თუშეთში. არსებობს უამრავი თანამედროვე ტექნოლოგია, როგორ უნდა შეეცვალოს მეწყერს მიმართულება, ისე რომ არ გამოიწვიოს პრობლემა. მართალია, ეს ძვირი ჯდება, მაგრამ არ არის შეუძლებელი ამის გაკეთება, თუ მოინდომებს ხელისფლება. ძალიან მნიშვნელოვანია გაკეთდეს ეს გზაც და მეორე გზაც, ზემოდან არსებობს კიდევ ერთი გზის გაყვანის საშუალება, მაგრამ იქ არის ბუნების დაცვის ძეგლები და მისი დაპროექტება, როგორც ვიცი, ახლა მიმდინარეობს. ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება შეიქმნას სასწრაფოდ თუ არ აღდგა ეს გზა", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა თუშეთში ტურისტების მიზიდვის აუცილებელი პირობაა, თუმცა თავისი ექსტრემალური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა სერიოზული საფრთხეების წყაროც გახდეს.

ომალო-ალვანის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. BBC-მ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ