ავტორი:

ტრამპები დედოფალს რევერანსის ნაცვლად ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ

ტრამპები დედოფალს რევერანსის ნაცვლად ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ

აშშ-ს პრეზიდენტი და პირველი ლედი ბრიტანეთში იმყოფებიან, მათ ამ წუთებში ბუკინგემის სასახლეში დედოფალი მასპინძლობს.

Hello!- ს ინფორმაციით, დონალდ და მელანია ტრამპები, გასული წლის ვიზიტის მსგავსად, დედოფალს ახლაც რევერანსის გარეშე მიესალმნენ და მხოლოდ ხელი ჩამოართვეს.

სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, დედოფალთან შეხვედრისას სავალდებულო წესები არ არსებობს, თუმცა ბევრს ურჩევნია, მისალმების ტრადიციული ფორმები დაიცვან - მამაკაცებმა თავი დაუხარონ, ქალებმა კი მცირე რევერანსი შეასრულონ.

პრეზიდენტი ტრამპი და მელანია ლონდონში რამდენიმე სააათის წინ ჩაფრინდნენ და აშშ-ს ელჩის ოფიციალურ რეზიდენციაში გაემგზავრნენ. მოგვიანებით წყვილი ბუკინგემის სასახლეს ესტუმრა, სადაც მათ სამეფო ოჯახის წევრები დახვდნენ.

დღეს ტრამპები დედოფალთან და პრინც ჰარისთან ოფიციალურ ვახშამზე არიან მიწვეული, მოგვიანებით კი გამოფენას ესტუმრებიან. საღამოს ბუკინგემის სასახლეში სახელმწიფო ბანკეტი გაიმართება, მანამდე ამერიკელ სტუმრებს კლერენს ჰაუსში პრინცი ჩარლზი და კამილა გაუმასპინძლდებიან.

2 400 დოლარიანი პალტო და ექსკლუზიური კაბა - რა ეცვა აშშ-ის პირველ ლედის თეთრი სახლის ნაძვის ხის მორთვის დროს

კიევის ცენტრში უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

დედოფალი ელისაბედი მოგზაურობის ორგანიზატორს ეძებს - რამდენს გადაგიხდიან ოცნების სამსახურში?