22- 27 ივნისს ევროპის ენდოკრინულ ქირურგთა ასოციაციის თავჯდომარე, ქ. ესენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ენდოკრინული ქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორი ჰენინგ დრალე ჰელსიკორში ჩაატარებს ოპერაციებს ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის ჰენინგ დრალეს მეთოდით!
ჰენინგ დრალეს მეთოდი წარმატებით დაინერგა საფრანგეთში, ინგლისში, პოლონეთში, ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში, კერძოდ, კლინიკა ჰელსიკორში, გერმანელმა პროფესორმა მსგავსი ტიპის 62 წარმატებული ოპერაცია ჩაატარა ბოლო 2 წლის განმავლობაში. პროფესორის გუნდი შედგება ქართველი ექიმებისგან, კერძოდ ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი, ქირურგები - რატი ქურდაძე და ირაკლი ლაცაბიძე.
აღნიშნული მეთოდით ოპერაციული მკურნალობის უნიკალურობა მდგომარეობს მცირე საყელოსებრი განაკვეთიდან კისრის ყველა ლიმფური კვანძის ამოკვეთაში (მოიცავს კისრის ყველა კომპარტმენტს, ლიმფური კვანძების ჯგუფს) და ამავდროულად მიიღება მაქსიმალური კოსმეტიკური ეფექტი.
ოპერაციები ტარდება მუდმივი ნეირომონიტორინგით, რასაც მინიმუმადე დაყავს ხმის დაკარგვის საშიშროება
დამატებითი ინფომაციისთვის, დაგვიკავშირდით, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა "ჰელსიკორი",
მისამართი: თევდორე მღვდლის 13,
ტელ.: 591 02 00 00