პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს - ზაზა სარალიძის კომენტარი
დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს - ზაზა სარალიძის კომენტარი

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­თა პა­ლა­ტამ ნა­წი­ლობ­რივ შეც­ვა­ლა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნით, გ.ჯ. დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად, სხვა პი­რებ­თან ერ­თად.

რაც შე­ე­ხე­ბა გ.ბ.-ს, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ბ.-ს მო­მა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ძა­ლა­ში და­ტო­ვა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და დამ­ნა­შა­ვედ ცნო გ.ბ.

2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე, რო­მელ­საც ორი მო­ზარ­დის, და­ვით სა­რა­ლი­ძი­სა და ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ორი არას­რუ­წლო­ვა­ნი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავ­რდე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ჯ.-ს 9 წლი­თა და 9 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლი­თა და 6 თით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გ.ჯ. ცნო­ბილ იქნა და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ხოლო, გ.ბ. ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რო­გორც დაც­ვის, ასე­ვე ბრალ­დე­ბის მხა­რემ გა­ა­სა­ჩივ­რა. პრო­კუ­რა­ტუ­რა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას ითხოვ­და. გ.ჯ.-ს ად­ვო­კა­ტე­ბი მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას ითხოვ­დნენ, კერ­ძოდ, კი, გ.ჯ.-ს და­ვით სა­რა­ლი­ძის სხე­უ­ლის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბას, გ.ბ.-ს შემ­თხვე­ვა­ში კი, მის სრუ­ლად გა­მარ­თლე­ბას.

ეს არის ნა­წი­ლობ­რივ სა­მარ­თლის აღ­დგე­ნა. ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა ბო­ლომ­დე. ყვე­ლა აგებს კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუხს. არა­ვის არა­ფერს შე­ვარ­ჩენ, - ამის შე­სა­ხებ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ ზაზა სა­რა­ლი­ძემ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ზაზა სა­რა­ლი­ძემ ყვე­ლას მო­უ­წო­და მისი ოჯა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

„ეს იყო სა­მარ­თლის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი უდი­დე­სი ნა­წი­ლი. წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ბრძო­ლა ძა­ლი­ან კარ­გად იცით. პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნდა იმის შეგ­რძნე­ბა, რომ სა­მარ­თა­ლი უნდა აღ­დგეს აუ­ცი­ლებ­ლად, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­თლის აღ­დგე­ნას. ეს არის ნა­წი­ლობ­რივ სა­მარ­თლის აღ­დგე­ნა. ბრძო­ლა ისევ გრძელ­დე­ბა ბო­ლომ­დე. არა­ვინ იფიქ­როს რომ ან მოვ­დუნ­დე­ბი ან გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ძა­ლი­ან ცოტა დრო აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. ეს ბრძო­ლა არ გა­ჩერ­დე­ბა. ყვე­ლა აგებს კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუხს. არა­ვის არა­ფერს შე­ვარ­ჩენ! მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ადა­მი­ანს, თავი შე­ი­კა­ვონ ყვე­ლა­ნა­ი­რად ჩემი შვი­ლის და ჩემი ოჯა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბის­გან. ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იცის ჩემი შვი­ლი რო­გორ და­ვიც­ვა“, - გა­ნა­ცხა­და სა­რა­ლი­ძემ.

სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჯერ კი­დევ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დარ­ჩა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, ვინ არი­ან ის პი­რე­ბი, ვინც და­ვით სა­რა­ლი­ძე მოკ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის გ.ჯ.-ს ად­ვო­კატ­მა, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

მისი გან­მარ­ტე­ბით, კვლავ და­უდ­გე­ნე­ლია, იმ პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, ვინც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს.

„ორი­ვე არას­რულ­წლო­ვანს ბრა­ლი ედე­ბო­და და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნა­ში. დად­გინ­და, რომ ერთ-ერთ არას­რულ­წლო­ვანს სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რეს, ის დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით. ის­მის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი კი­თხვა, ვინ არი­ან ის პი­რე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­ულ­ში, თუ მე­ო­რე არას­რულ­წლო­ვანს სა­ერ­თოდ არ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მარ­ტვი კი­თხვაა, რო­მელ­საც ვერც სა­სა­მარ­თლო და ვერც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო ვერ პა­სუ­ხობს. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მკვლე­ლო­ბის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი არც კი არი­ან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ მოწ­მე მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბა მო­სა­მარ­თლე­თა პა­ლა­ტამ არ გა­ი­ზი­ა­რა.

"სა­სა­მარ­თლომ სა­ერ­თოდ არ გა­ი­ზი­ა­რა მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბა. ის გახ­ლავთ მოწ­მე, რო­მელ­ზეც დგას ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა, ის არის პრო­კუ­რა­ტუ­რის ოქ­როს მოწ­მე. სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი პო­ზი­ცია გა­ით­ვა­ლის­წი­ნა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბე­ბი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვია და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რო­გორც სხვა პირ­თა ჩვე­ნე­ბებს, ასე­ვე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც საქ­მე­შია.

თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ თქვა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქვთ ისეთ პი­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ არი­ან მი­ცე­მუ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი არ არი­ან. საქ­მე არ არის სწო­რად გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და ის, რაც ბრალ­დე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, დიდ­წი­ლად გან­სხვავ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­გან, გვაქვს გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო შე­ეც­დე­ბა ამის შემ­დეგ მა­ინც გა­მო­ას­წო­როს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს", - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

ნიშ­ნავს, თუ არა სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმას, რომ შე­საძ­ლოა, მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­ა­კა­ვონ, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პირი, ვინც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, თუმ­ცა, ის ამ დრომ­დე და­კა­ვე­ბუ­ლი არ არის.

"უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ის დარ­ღვე­ვა არ მინ­და, თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ გა­მოვ­ლე­ნი­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პირი, ვინც და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო და სამ­წუ­ხა­როდ, ეს პი­როვ­ნე­ბა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ არის მი­ცე­მუ­ლი.

დაც­ვის მხა­რე ელო­დე­ბა, რომ და­ნა­შა­უ­ლის რე­ა­ლუ­რად ჩამ­დე­ნი პირი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში იქ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი. ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა, რომ სხვა პი­რე­ბის მი­მართ გა­ცი­ლე­ბით მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს, ვიდ­რე იმ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­თა­ნაც დღეს გა­ნა­ჩე­ნი დად­გა", - აღ­ნიშ­ნავს კა­კა­ბა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს - ზაზა სარალიძის კომენტარი

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს - ზაზა სარალიძის კომენტარი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილ იქნა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გ.ბ. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. გ.ჯ.-ს ადვოკატები მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, კერძოდ, კი, გ.ჯ.-ს დავით სარალიძის სხეულის განზრახ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობას, გ.ბ.-ს შემთხვევაში კი, მის სრულად გამართლებას.

ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ზაზა სარალიძემ ყველას მოუწოდა მისი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან თავი შეიკავონ.

„ეს იყო სამართლის აღდგენის პირველი უდიდესი ნაწილი. წელიწადნახევრის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ძალიან კარგად იცით. პირველად გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ სამართალი უნდა აღდგეს აუცილებლად, მაგრამ ეს არ ნიშნავს საბოლოოდ სამართლის აღდგენას. ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა. ბრძოლა ისევ გრძელდება ბოლომდე. არავინ იფიქროს რომ ან მოვდუნდები ან გვერდზე გავიწევი. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს დარჩენილი. ეს ბრძოლა არ გაჩერდება. ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. არავის არაფერს შევარჩენ! მოვუწოდებ ყველა ადამიანს, თავი შეიკავონ ყველანაირად ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის პოლიტიკურად გამოყენებისგან. ჩემზე უკეთ არავინ იცის ჩემი შვილი როგორ დავიცვა“, - განაცხადა სარალიძემ.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ვინ არიან ის პირები, ვინც დავით სარალიძე მოკლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის გ.ჯ.-ს ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

მისი განმარტებით, კვლავ დაუდგენელია, იმ პირების ვინაობა, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

„ორივე არასრულწლოვანს ბრალი ედებოდა დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ჩადენაში. დადგინდა, რომ ერთ-ერთ არასრულწლოვანს საერთოდ არ ჰქონდა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული. რაც შეეხება მეორეს, ის დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით. ისმის ძალიან მარტივი კითხვა, ვინ არიან ის პირები, ვისთან ერთადაც მან მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ დანაშაულში, თუ მეორე არასრულწლოვანს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. მარტვი კითხვაა, რომელსაც ვერც სასამართლო და ვერც საგამოძიებო ორგანო ვერ პასუხობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელობის ჩამდენი პირები არც კი არიან პასუხისგებაში მიცემული", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისივე განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მოწმე მიხეილ კალანდიას ჩვენება მოსამართლეთა პალატამ არ გაიზიარა.

"სასამართლომ საერთოდ არ გაიზიარა მიხეილ კალანდიას ჩვენება. ის გახლავთ მოწმე, რომელზეც დგას ბრალდების დადგენილება, ის არის პროკურატურის ოქროს მოწმე. სასამართლომ ჩვენი პოზიცია გაითვალისწინა იმასთან დაკავშირებით, რომ კალანდიას ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია და ეწინააღმდეგება, როგორც სხვა პირთა ჩვენებებს, ასევე მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მკვლელობაში მონაწილეობა მიღებული აქვთ ისეთ პირებს, რომლებიც პასუხისგებაში არ არიან მიცემული და საგამოძიებო ორგანოს მიერ გამოვლენილი არ არიან. საქმე არ არის სწორად გამოძიებული და ის, რაც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, დიდწილად განსხვავდება ჭეშმარიტებისგან, გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო შეეცდება ამის შემდეგ მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომები და პასუხისგებაში იქნება მიცემული ის პირები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს", - განაცხადა კაკაბაძემ.

ნიშნავს, თუ არა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იმას, რომ შესაძლოა, მიხეილ კალანდია დააკავონ, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოვლენილია კონკრეტული პირი, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, ის ამ დრომდე დაკავებული არ არის.

"უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა არ მინდა, თუმცა, მიმაჩნია, რომ გამოვლენილია კონკრეტული პირი, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო და სამწუხაროდ, ეს პიროვნება პასუხისგებაში არ არის მიცემული.

დაცვის მხარე ელოდება, რომ დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირი პასუხისგებაში იქნება მიცემული და დაკავებული. ნათლად გამოიკვეთა, რომ სხვა პირების მიმართ გაცილებით მეტი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებთანაც დღეს განაჩენი დადგა", - აღნიშნავს კაკაბაძე.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს