მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავზოგოთ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი ზაფხულში?
როგორ დავზოგოთ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი ზაფხულში?

ეზო­სა და გარე ავე­ჯის გა­სუფ­თა­ვე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლი­სა და ხა­ლი­ჩე­ბის რე­ცხვა - ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი ზა­ფხულს კი­დევ უფრო ხარ­ჯი­ან სე­ზო­ნად აქ­ცევს. წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბას­თან ერ­თად, კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბიც იზ­რდე­ბა.

ზა­ფხუ­ლის ცხელ სე­ზონ­ზე კი რთუ­ლია, ეზო ხში­რად არ და­ა­სუფ­თა­ვო და თა­ვა­დაც არ გაგ­რილ­დე.

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წყლის გა­და­სა­ხა­დი ბევრ სა­ხელ­მწი­ფოს­თან შე­და­რე­ბით, მცი­რეა, თუმ­ცა არა იმ­დე­ნად, რომ და­ზოგ­ვა­ზე არ ვი­ფიქ­როთ. უმ­რი­ცხვე­ლოდ მოხ­მა­რე­ბი­სას გა­და­სა­ხა­დი ერთ მო­სახ­ლე­ზე (სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლის­თვის) 3,89 ლარს შე­ად­გენს, მრი­ცხვე­ლით მოხ­მა­რე­ბი­სას კი 1მ3-ზე 0,329 ლარს.

ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­ცხვი­სას ან ეზოს და­სუფ­თა­ვე­ბი­სას მოხ­მა­რე­ბუ­ლი წყლის დიდ ნა­წილს კი ფუ­ჭად ვფლან­გავთ.

რო­გორ შეგ­ვიძ­ლია, შე­ვამ­ცი­როთ კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბი ისე, რომ ამავდრო­უ­ლად, ჩვე­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ეფექ­ტუ­რად და­ვა­სუფ­თა­ვოთ?

ამის შე­სა­ხებ ინ­ტერ­ნეტ­ში არა­ერ­თი ბლო­გი და რე­ვიუ არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე მდგომ ადა­მი­ა­ნებს დახ­მა­რე­ბას უწევს. ცხა­დია, თან­ხის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, სახ­ლი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლის რუ­ტი­ნა­ზე უა­რის თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ეფექ­ტუ­რად მოხ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სურ­ვე­ლი მი­ზა­ნი მი­იღ­წე­ვა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­სა და წყლის მოხ­მა­რე­ბა არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი ბი­უ­ჯე­ტის, არა­მედ გა­რე­მოს დაც­ვის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მა­შინ, როცა მსოფ­ლი­ოს ერთი ნა­წი­ლი უწყლო­ბას გა­ნიც­დის, მე­ო­რე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სას­მელ წყალს უმიზ­ნოდ ღვრის. ევ­რო­პა­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით ყვე­ლა­ზე დიდი ოდე­ნო­ბით წყალს ის­ლან­დია, მა­კე­დო­ნია და სა­ბერ­ძნე­თი მო­იხ­მარს, ინ­დუსტრი­უ­ლი მიზ­ნე­ბის­თვის კი ნორ­ვე­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ბელ­გია და შვე­ი­ცა­რია. ამ პრო­ცეს­ში კი დიდი ოდე­ნო­ბით სას­მე­ლი წყა­ლი იღ­ვრე­ბა, მა­შინ, როცა აფ­რი­კის კონ­ტი­ნენ­ტის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ის უბ­რა­ლოდ სა­ნატ­რე­ლად და სა­ოც­ნე­ბოდ აქვთ.

ბევ­რმა მა­ღა­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე კომ­პა­ნი­ამ წყლის რე­სურ­სის და­ზოგ­ვა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, ზო­გი­ერ­თი კი ცდი­ლობს, ისე­თი პრო­დუქ­ცია აწარ­მო­ოს, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას სას­მე­ლი წყლის უმიზ­ნო ხარჯს თა­ვი­დან აა­რი­დებს.

გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მე­თო­დი, რომ­ლე­ბიც წყლი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, მთვა­რია, ისი­ნი სულ გვახ­სოვ­დეს. მა­გა­ლი­თად, სახ­ლში ენე­გო­ე­ფექ­ტუ­რი ნა­თუ­რე­ბი უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ასე­ვე, მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბა. კერ­ძოდ, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მზის პა­ნე­ლე­ბით ან ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბით მი­ღე­ბის ტენ­დენ­ცია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­შიც ნელ-ნელა მკვიდ­რდე­ბა.

ამას­თან, ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და წყლის და­სა­ზო­გად, რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო წე­სიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ:

გა­მორ­თეთ კომ­პი­უ­ტე­რი. სახ­ლში ჩარ­თუ­ლი „ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი“ კომ­პი­უ­ტე­რის და­ტო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ­თვი­უ­რად, ზედ­მე­ტად გა­დახ­დილ რამ­დე­ნი­მე ლარს უდ­რი­დეს. ასე­ვე, ტე­ლე­ფო­ნის, ლეპ­ტო­პის, ტაბ­ლე­ტი­სა და სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ტე­ნე­ბი დე­ნის წყა­რო­ში შე­ერ­თე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა დავ­ტო­ვოთ.

რაც შე­ე­ხე­ბა წყალს, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ჭურ­ჭლის რე­ცხვი­სას ონ­კანს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მოშ­ვე­ბულს ვტო­ვებთ, ასე­ვე, ნარ­გა­ვე­ბის მორ­წყვი­სას ხში­რად იმა­ზე უფრო მეტ წყლის რე­სურსს ვი­ყე­ნებთ, ვიდ­რე სა­ჭი­როა.

სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუზი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა გა­დავ­ხუ­როთ მა­შინ, როცა არ ვი­ყე­ნებთ. ეს რო­გორც წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა­სა და მის ხშირ ჩა­ნაც­ვლე­ბას აგ­ვა­რი­დებს თა­ვი­დან, ისე აუ­ზის დაც­ლი­სა და ავ­სე­ბის უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცესს; უმ­ჯო­ბე­სია, ნარ­გა­ვებს წყა­ლი ხე­ლის სარ­წყა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით მი­ვა­წო­დოთ, ვიდ­რე რე­ზი­ნის მი­ლე­ბით; ასე­ვე, ავ­ტო­მო­ბი­ლი, ხა­ლი­ჩა, გარე ავე­ჯი მა­ღა­ლი წნე­ვით რე­ცხვის აპა­რა­ტით უნდა გავ­რე­ცხოთ და არა რე­ზი­ნის მი­ლის მეშ­ვე­ო­ბით.

უცხო­უ­რი ბლო­გე­ბის თა­ნახ­მად, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში ოჯა­ხე­ბი ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­ში მის­ვლას ან ეზოს გა­სა­სუფ­თა­ვებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის გა­მო­ძა­ხე­ბას, შე­სა­ბა­მი­სი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კის შე­ძე­ნას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. ზო­გა­დად, ავ­ტო­სამ­რე­ცხა­ო­სა და და­სუფ­თა­ვე­ბის სერ­ვი­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ცი­ლე­ბით ძვი­რია, ვიდ­რე თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბა.

თვით­მომ­სა­ხუ­რე­ბის და­ნერგვას­თან ერ­თად კი, მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც და­ი­წყო. გარ­და ამი­სა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მო­ვა­წეს­რი­გოთ რო­გორც წყლის, ისე ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი უნდა შე­ვი­ძი­ნოთ.

რე­ვი­უ­ე­ბის თა­ნახ­მად, მა­ღა­ლი წნე­ვით რე­ცხვის აპა­რა­ტის შე­ძე­ნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­აა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ენერ­გო­ე­ფექ­ტურ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მო­დელს ავარ­ჩევთ. აპა­რა­ტის შე­ძე­ნამ­დე კონ­კრე­ტუ­ლად, პრო­დუქ­ცი­ის შე­სა­ხებ და­წე­რილ შე­ფა­სე­ბებს უნდა გა­ვეც­ნოთ, რათა მათი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვი­ზი­ა­როთ, ვინც ის უკვე გა­მო­ი­ყე­ნა.

რო­გორც უცხო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მი­ნი­მუ­მა­დეა დაყ­ვა­ნი­ლი წყლი­სა და ელექტრო ენერ­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის ხარ­ჯი.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რე­ვი­უ­ე­ბის თა­ნახ­მად, თუ რე­ზი­ნის წყლის მი­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ხა­ლი­ჩის სრულ­ყო­ფი­ლად გა­რე­ცხვას ერთი სა­ა­თი ან უფრო მეტი მა­ინც სჭირ­დე­ბა. აპა­რა­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ კერ­ხე­რის ფირ­მის მა­ღა­ლი წნე­ვით რე­ცხვის აპა­რა­ტი ამ დროს რა­დი­კა­ლუ­რად წუ­თამ­დე ამ­ცი­რებს.

შე­დე­გად, მცირ­დე­ბა ფუ­ჭად და­ხარ­ჯუ­ლი წყლის მო­ცუ­ლო­ბა, ვზრუ­ნავთ გა­რე­მო­ზე, ვზო­გავთ ძვირ­ფას დროს და რაც მთა­ვა­რია, ჩვენ მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფულს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

როგორ დავზოგოთ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი ზაფხულში?

როგორ დავზოგოთ წყლისა და ელექტროენერგიის გადასახადი ზაფხულში?

ეზოსა და გარე ავეჯის გასუფთავება, ავტომობილისა და ხალიჩების რეცხვა - ეს პროცედურები ზაფხულს კიდევ უფრო ხარჯიან სეზონად აქცევს. წყლისა და ელექტროენერგიის მოხმარებასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც იზრდება.

ზაფხულის ცხელ სეზონზე კი რთულია, ეზო ხშირად არ დაასუფთავო და თავადაც არ გაგრილდე.

ჩვენს ქვეყანაში წყლის გადასახადი ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, მცირეა, თუმცა არა იმდენად, რომ დაზოგვაზე არ ვიფიქროთ. უმრიცხველოდ მოხმარებისას გადასახადი ერთ მოსახლეზე (საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის) 3,89 ლარს შეადგენს, მრიცხველით მოხმარებისას კი 1მ3-ზე 0,329 ლარს.

ავტომობილის რეცხვისას ან ეზოს დასუფთავებისას მოხმარებული წყლის დიდ ნაწილს კი ფუჭად ვფლანგავთ.

როგორ შეგვიძლია, შევამციროთ კომუნალური გადასახადები ისე, რომ ამავდროულად, ჩვენი საცხოვრებელი ეფექტურად დავასუფთავოთ?

ამის შესახებ ინტერნეტში არაერთი ბლოგი და რევიუ არსებობს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის წინაშე მდგომ ადამიანებს დახმარებას უწევს. ცხადია, თანხის დაზოგვის მიზნით, სახლისა და ავტომობილის მოვლის რუტინაზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა წყლისა და ელექტროენერგიის ეფექტურად მოხმარების შემთხვევაში, სასურველი მიზანი მიიღწევა.

ელექტროენერგისა და წყლის მოხმარება არამხოლოდ ჩვენი ბიუჯეტის, არამედ გარემოს დაცვისთვისაც აუცილებელია. მაშინ, როცა მსოფლიოს ერთი ნაწილი უწყლობას განიცდის, მეორე დიდი რაოდენობით სასმელ წყალს უმიზნოდ ღვრის. ევროპაში საყოფაცხოვრებო მიზნით ყველაზე დიდი ოდენობით წყალს ისლანდია, მაკედონია და საბერძნეთი მოიხმარს, ინდუსტრიული მიზნებისთვის კი ნორვეგია, ნიდერლანდები, ბელგია და შვეიცარია. ამ პროცესში კი დიდი ოდენობით სასმელი წყალი იღვრება, მაშინ, როცა აფრიკის კონტინენტის ბევრ ქვეყანაში ის უბრალოდ სანატრელად და საოცნებოდ აქვთ.

ბევრმა მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ წყლის რესურსის დაზოგვა აქტიურად დაიწყო, ზოგიერთი კი ცდილობს, ისეთი პროდუქცია აწარმოოს, რომელიც მოსახლეობას სასმელი წყლის უმიზნო ხარჯს თავიდან აარიდებს.

გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვაში დაგვეხმარება, მთვარია, ისინი სულ გვახსოვდეს. მაგალითად, სახლში ენეგოეფექტური ნათურები უნდა გამოვიყენოთ. ასევე, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია განახლებადი ენერგიის მოხმარება. კერძოდ, ელექტროენერგიის მზის პანელებით ან ქარის ელექტროსადგურებით მიღების ტენდენცია, რაც საქართველოშიც ნელ-ნელა მკვიდრდება.

ამასთან, ელექტროენერგიისა და წყლის დასაზოგად, რამდენიმე მარტივი, საყოფაცხოვრებო წესიც უნდა გავითვალისწინოთ:

გამორთეთ კომპიუტერი. სახლში ჩართული „ჩაძინებული“ კომპიუტერის დატოვება შეიძლება, ყოველთვიურად, ზედმეტად გადახდილ რამდენიმე ლარს უდრიდეს. ასევე, ტელეფონის, ლეპტოპის, ტაბლეტისა და სხვა მოწყობილობების დამტენები დენის წყაროში შეერთებულ მდგომარეობაში არ უნდა დავტოვოთ.

რაც შეეხება წყალს, ბევრი ჩვენგანი ჭურჭლის რეცხვისას ონკანს დიდი ხნის განმავლობაში მოშვებულს ვტოვებთ, ასევე, ნარგავების მორწყვისას ხშირად იმაზე უფრო მეტ წყლის რესურსს ვიყენებთ, ვიდრე საჭიროა.

საკუთარ სახლში ცხოვრების შემთხვევაში, აუზი სპეციალური საშუალებით უნდა გადავხუროთ მაშინ, როცა არ ვიყენებთ. ეს როგორც წყლის დაბინძურებასა და მის ხშირ ჩანაცვლებას აგვარიდებს თავიდან, ისე აუზის დაცლისა და ავსების უსიამოვნო პროცესს; უმჯობესია, ნარგავებს წყალი ხელის სარწყავი საშუალებებით მივაწოდოთ, ვიდრე რეზინის მილებით; ასევე, ავტომობილი, ხალიჩა, გარე ავეჯი მაღალი წნევით რეცხვის აპარატით უნდა გავრეცხოთ და არა რეზინის მილის მეშვეობით.

უცხოური ბლოგების თანახმად, ევროპასა და ამერიკაში ოჯახები ავტოსამრეცხაოში მისვლას ან ეზოს გასასუფთავებლად სპეციალური სერვისის გამოძახებას, შესაბამისი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას ამჯობინებენ. ზოგადად, ავტოსამრეცხაოსა და დასუფთავების სერვისის მომსახურება გაცილებით ძვირია, ვიდრე თვითმომსახურება.

თვითმომსახურების დანერგვასთან ერთად კი, მისი გაუმჯობესებაც დაიწყო. გარდა ამისა, აუცილებელია, მოვაწესრიგოთ როგორც წყლის, ისე ელექტროგაყვანილობა და ენერგოეფექტური მოწყობილობები უნდა შევიძინოთ.

რევიუების თანახმად, მაღალი წნევით რეცხვის აპარატის შეძენა ყველაზე ეფექტური ინვესტიციაა იმ შემთხვევაში, თუ ენერგოეფექტურ საყოფაცხოვრებო მოდელს ავარჩევთ. აპარატის შეძენამდე კონკრეტულად, პროდუქციის შესახებ დაწერილ შეფასებებს უნდა გავეცნოთ, რათა მათი გამოცდილება გავიზიაროთ, ვინც ის უკვე გამოიყენა.

როგორც უცხოელი ინტერნეტ მომხმარებლები აღნიშნავენ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მინიმუმადეა დაყვანილი წყლისა და ელექტრო ენერგიის გამოყენების ხარჯი.

მომხმარებლების რევიუების თანახმად, თუ რეზინის წყლის მილის გამოყენებით ხალიჩის სრულყოფილად გარეცხვას ერთი საათი ან უფრო მეტი მაინც სჭირდება. აპარატის მომხმარებლები განმარტავენ, რომ კერხერის ფირმის მაღალი წნევით რეცხვის აპარატი ამ დროს რადიკალურად წუთამდე ამცირებს.

შედეგად, მცირდება ფუჭად დახარჯული წყლის მოცულობა, ვზრუნავთ გარემოზე, ვზოგავთ ძვირფას დროს და რაც მთავარია, ჩვენ მიერ გამომუშავებული ფულს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის