საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“
34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“

„მას­ტერ­შეფ­ში“ კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ბრძო­ლა ყვე­ლა­ზე და­ძა­ბულ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი შე­არ­ჩია, რომ­ლის წევ­რე­ბიც მას­ტერ­შე­ფის ტი­ტუ­ლის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ.

სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის ერთ-ერთი წევ­რია 34 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ვლა­დი­მერ სო­კო­ლო­ვი, რომ­ლის კერძმაც პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დიდი მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ვლა­დი­მე­რის თქმით, მზა რა­ცეპ­ტე­ბი არ აქვს და მისი ყო­ვე­ლი კერ­ძი ექ­სპე­რი­მენ­ტია.

„მას­ტერ­შე­ფის“ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე კუ­ლი­ნა­რი­ა­ზე, თა­ვის მომ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა­სა და კონ­კუ­რენ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

კუ­ლი­ნა­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რო­დის გა­დად­გი?

წლე­ბის წინ მე­გობ­რებ­თან ერ­თად კო­ჯორ­ში ვის­ვე­ნებ­დი. თა­ვი­დან კარ­გად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მერე საჭ­მე­ლი შე­მოგ­ვაკ­ლდა, არც ფული გვქონ­და და ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ხელი მიგ­ვიწ­ვდე­ბო­და, „ტუ­შონ­კა“ იყო. მო­ვაგ­რო­ვე ნარ­ჩე­ნე­ბი, 1-2 ცალი სო­სი­სი, წი­წა­კა, სა­ნე­ლებ­ლე­ბი და ისე­თი „ტუ­შონ­კა“ გა­მო­მი­ვი­და, ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და. 22 წლის ვი­ყა­ვი, როცა დედა და და სხვა­გან წა­ვიდ­ნენ და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, თა­ვად მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა სა­უზ­მე, სა­დი­ლი, ვახ­შა­მი... მერე დავ­ქორ­წინ­დი, ბავ­შვე­ბი შე­მე­ძი­ნა, რო­მელ­თა გა­მოკ­ვე­ბაც მთლი­ა­ნად ჩემ თავ­ზე ავი­ღე. მოკ­ლედ, „კაცი კუხ­ნა­ში“ გავ­ხდი.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტე კუ­ლი­ნა­რი­ულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­მო­ვაგ­ზავ­ნე გა­ნა­ცხა­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ ჯერ მზად არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ თან მინ­დო­და, რომ ამ სფე­რო­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. ბოლო წლე­ბია, რაც კუ­ლი­ნა­რი­ას უფრო სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბი, რთულ კერ­ძებს ვე­ჭი­დე­ბი, სერ­ვი­რე­ბას უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. მარ­თა­ლია, ბევ­რი რამე ჯერ კი­დევ არ ვიცი, რად­გან არ­სად არ მის­წავ­ლია, მაგ­რამ რა­საც კი ხელს ვკი­დებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დის.

რო­გორ ფიქ­რობ, რა­ტომ შე­გარ­ჩი­ეს ტოპ ათე­უ­ლის­თვის?

ძა­ლი­ან მიყ­ვარს კუ­ლი­ნა­რია და ყვე­ლა­ფერს დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ვა­კე­თებ. არ მე­ში­ნია ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის, სულ რა­ღა­ცას ვი­გო­ნებ. ერთი მხრივ, ძა­ლი­ან სა­რის­კოა, მაგ­რამ მე ასე მინ­და, სხვა­ნა­ი­რად ის არ ვიქ­ნე­ბი, ვინც ვარ. კას­ტინ­გის დღე­საც კი რის­კზე წა­ვე­დი, როცა იხ­ვის სტე­ი­კის მომ­ზა­დე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, რად­გან, რო­გორც ჟი­უ­რიმ აღ­ნიშ­ნა, ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია და თან ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი. კას­ტინ­გის დღეს, მზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მო­ვი­ფიქ­რე შტო­შის ჩი­რის და­მა­ტე­ბაც მეტი სიმ­ჟა­ვის­თვის.

ასე მო­ვე­დი ათე­უ­ლამ­დე. ყო­ველ ჯერ­ზე ისეთ რთულ კერ­ძებს ვამ­ზა­დებ, რომ მოყ­ვა­რუ­ლი კი არა, მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მზა­რე­უ­ლე­ბი აკე­თე­ბენ. მე კი ერთხელ ვა­კე­თებ, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე კარ­გი გა­მომ­დის.

„მას­ტერ­შეფს“ საკ­მა­ოდ მკაც­რი ჟი­უ­რი ჰყავს. რო­გორ იღებ მათ კრი­ტი­კას?

როცა ჟი­უ­რი ჩემს კერძს აფა­სებს, ში­ნა­გა­ნად ვტყდე­ბი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, გა­რეგ­ნუ­ლად ეს არ შე­მე­ტყოს. რა თქმა უნდა, კრი­ტი­კა არ მსი­ა­მოვ­ნებს, მაგ­რამ სწო­რედ მაგ დროს მეხ­სნე­ბა გო­ნე­ბა. ჟი­უ­რის რჩე­ვებს ვით­ვა­ლის­წი­ნებ და რაც მთა­ვა­რია, ბევ­რს ვსწავ­ლობ.

კონ­კურ­სის ყვე­ლა­ზე და­ძა­ბუ­ლი ეტა­პი იწყე­ბა და სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ეჯიბ­რე­ბით ერ­თმა­ნეთს. რას გვე­ტყვი შენს კონ­კუ­რენ­ტებ­ზე?

ჩემი ყვე­ლა კონ­კუ­რენ­ტი სტან­დარ­ტუ­ლად აკე­თებს და კლა­სი­კურ რე­ცეპ­ტებს იყე­ნე­ბენ. ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს, მაგ­რამ სულ გად­მო­ღე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბით მომ­ზა­დე­ბა, არ მგო­ნია სა­ინ­ტე­რე­სო. მარ­თა­ლია, მეც მო­ვამ­ზა­დე ტრა­დი­ცი­უ­ლი კერ­ძი, შქმე­რუ­ლი, მაგ­რამ ჟი­უ­რი­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ის არ იყო შქმე­რუ­ლი, რად­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ცეპ­ტით მო­ვამ­ზა­დე და რაც მთა­ვა­რია, ის რე­ცეპ­ტი თა­ვად მო­ვი­გო­ნე.

რის­თვის მოხ­ვე­დი „მას­ტერ­შეფ­ში“?

პირ­ველ რიგ­ში, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, რად­გან რა­ღა­ცას რომ იწყებ, საქ­მე ბო­ლომ­დე უნდა მი­იყ­ვა­ნო, მაგ­რამ რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მე ამით სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. მიყ­ვარს საჭ­მლის კე­თე­ბა და ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად თავს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვგრძნობ. ამას­თა­ნა­ვე, მინ­და ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნო, რომ მოყ­ვა­რულ მზა­რე­ულ­საც კი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სახ­ლში ამ­ზა­დებს, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“

34 წლის ბიზნესმენი „მასტერშეფში“: „შვილების გამოკვება ჩემ თავზე ავიღე და „კაცი კუხნაში“ გავხდი“

„მასტერშეფში“ კულინარიული ბრძოლა ყველაზე დაძაბულ ეტაპზე გადავიდა. ჟიურიმ საუკეთესო ათეული შეარჩია, რომლის წევრებიც მასტერშეფის ტიტულისთვის იბრძოლებენ.

საუკეთესო ათეულის ერთ-ერთი წევრია 34 წლის ბიზნესმენი ვლადიმერ სოკოლოვი, რომლის კერძმაც პირველივე ტურში დიდი მოწონება დაიმსახურა. ვლადიმერის თქმით, მზა რაცეპტები არ აქვს და მისი ყოველი კერძი ექსპერიმენტია.

„მასტერშეფის“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე კულინარიაზე, თავის მომზადების ტექნიკასა და კონკურენტებზე გვესაუბრა.

კულინარიაში პირველი ნაბიჯი როდის გადადგი?

წლების წინ მეგობრებთან ერთად კოჯორში ვისვენებდი. თავიდან კარგად ვიყავით, მაგრამ მერე საჭმელი შემოგვაკლდა, არც ფული გვქონდა და ერთადერთი, რაზეც ხელი მიგვიწვდებოდა, „ტუშონკა“ იყო. მოვაგროვე ნარჩენები, 1-2 ცალი სოსისი, წიწაკა, სანელებლები და ისეთი „ტუშონკა“ გამომივიდა, ლეგენდები დადიოდა. 22 წლის ვიყავი, როცა დედა და და სხვაგან წავიდნენ და იძულებული გავხდი, თავად მომემზადებინა საუზმე, სადილი, ვახშამი... მერე დავქორწინდი, ბავშვები შემეძინა, რომელთა გამოკვებაც მთლიანად ჩემ თავზე ავიღე. მოკლედ, „კაცი კუხნაში“ გავხდი.

რატომ გადაწყვიტე კულინარიულ შოუში მონაწილეობის მიღება?

ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით გამოვაგზავნე განაცხადი. ვფიქრობდი, რომ ჯერ მზად არ ვიყავი, მაგრამ თან მინდოდა, რომ ამ სფეროში რაღაცისთვის მიმეღწია. ბოლო წლებია, რაც კულინარიას უფრო სერიოზულად ვუდგები, რთულ კერძებს ვეჭიდები, სერვირებას უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევ. მართალია, ბევრი რამე ჯერ კიდევ არ ვიცი, რადგან არსად არ მისწავლია, მაგრამ რასაც კი ხელს ვკიდებ, ყველაფერი გამომდის.

როგორ ფიქრობ, რატომ შეგარჩიეს ტოპ ათეულისთვის?

ძალიან მიყვარს კულინარია და ყველაფერს დიდი სიყვარულით ვაკეთებ. არ მეშინია ექსპერიმენტების, სულ რაღაცას ვიგონებ. ერთი მხრივ, ძალიან სარისკოა, მაგრამ მე ასე მინდა, სხვანაირად ის არ ვიქნები, ვინც ვარ. კასტინგის დღესაც კი რისკზე წავედი, როცა იხვის სტეიკის მომზადება გადავწყვიტე, რადგან, როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ძალიან რთული გასაკეთებელია და თან ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ მქონდა მომზადებული. კასტინგის დღეს, მზადების პროცესში მოვიფიქრე შტოშის ჩირის დამატებაც მეტი სიმჟავისთვის.

ასე მოვედი ათეულამდე. ყოველ ჯერზე ისეთ რთულ კერძებს ვამზადებ, რომ მოყვარული კი არა, მხოლოდ პროფესიონალი მზარეულები აკეთებენ. მე კი ერთხელ ვაკეთებ, მაგრამ პირველივე ჯერზე კარგი გამომდის.

„მასტერშეფს“ საკმაოდ მკაცრი ჟიური ჰყავს. როგორ იღებ მათ კრიტიკას?

როცა ჟიური ჩემს კერძს აფასებს, შინაგანად ვტყდები, მაგრამ ვცდილობ, გარეგნულად ეს არ შემეტყოს. რა თქმა უნდა, კრიტიკა არ მსიამოვნებს, მაგრამ სწორედ მაგ დროს მეხსნება გონება. ჟიურის რჩევებს ვითვალისწინებ და რაც მთავარია, ბევრს ვსწავლობ.

კონკურსის ყველაზე დაძაბული ეტაპი იწყება და საუკეთესოები ეჯიბრებით ერთმანეთს. რას გვეტყვი შენს კონკურენტებზე?

ჩემი ყველა კონკურენტი სტანდარტულად აკეთებს და კლასიკურ რეცეპტებს იყენებენ. ძალიან დიდ პატივს ვცემ ქართულ სამზარეულოს, მაგრამ სულ გადმოღებული რეცეპტებით მომზადება, არ მგონია საინტერესო. მართალია, მეც მოვამზადე ტრადიციული კერძი, შქმერული, მაგრამ ჟიურიმაც აღნიშნა, რომ ის არ იყო შქმერული, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული რეცეპტით მოვამზადე და რაც მთავარია, ის რეცეპტი თავად მოვიგონე.

რისთვის მოხვედი „მასტერშეფში“?

პირველ რიგში, გამარჯვებისთვის, რადგან რაღაცას რომ იწყებ, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მე ამით სიამოვნებას ვიღებ. მიყვარს საჭმლის კეთება და ყველაზე ბედნიერად თავს სამზარეულოში ვგრძნობ. ამასთანავე, მინდა ყველას ვაჩვენო, რომ მოყვარულ მზარეულსაც კი, რომელიც მხოლოდ სახლში ამზადებს, ძალიან მაღალი დონის კერძების მომზადება შეუძლია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის