ავტორი:

მგზავრები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ბორტზე მყოფი პრინცი ჰარი შენიშნეს - ფოტოს ათასობით გაზიარება აქვს

მგზავრები გაოგნებულები დარჩნენ, როდესაც ბორტზე მყოფი პრინცი ჰარი შენიშნეს - ფოტოს ათასობით გაზიარება აქვს

კომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ მგზავრები, რომლებიც რომიდან ლონდონში მიფრინავდნენ, გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ბორტზე მათთან ერთად ბრიტანეთის პრინცი აღმოაჩინეს.

ჰარი რომში მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის ღონისძიებას დაესწრო. ორგანიზაცია Sentebale აფრიკაში მცხოვრებ აივ-ინფიცირებულ ბავშვებს ეხმარება.

სასექსის ჰერცოგი ერთ-ერთმა ქალმა იცნო, მისი ფოტო მოგვიანებით მგზავრობასთან დაკავშირებულ ჯგუფში გააზიარა.

„ვდგავარ, ვიყურები და ვხედავ მამაკაცს, რომელიც ძალიან ჰგავს პრინც ჰარის. თითზე საქორწინო ბეჭედი უკეთია და ძალიან დაღლილი ჩანს. მის გვერდით მყოფი მამაკაცი დაცვის წევრს ჰგავს, მე მიყურებს. როგორც იქნა, გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს პრინცი ჰარია, რომელიც რომიდან ლონდონში მიფრინავს“, - წერს ქალი.

როდესაც ჰარი მიხვდა, რომ იცნეს, ქალს გაუღიმა და მიესალმა. ამასთან, პოსტის ავტორის თქმით, ფრენის დასრულების შემდეგ ჰერცოგმა ბორტგამცილებლებსა და მფრინავს მადლობა გადაუხადა.

ჰარის თვითმფრინავში გადაღებული ფოტო 19 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და გააზიარა. სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ ის დედასავით, გარდაცვლილი პრინცესა დაიანასავით თავმდაბალია.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ