სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის პოპულარობა სულ უფრო იკლებს, თუმცა მოსკოვს რეიტინგების არ სჯერა
პუტინის პოპულარობა სულ უფრო იკლებს, თუმცა მოსკოვს რეიტინგების არ სჯერა

ბოლო ხა­ნებ­ში, არა­ერ­თმა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი ყო­ველ­დღი­უ­რად იკ­ლებ­და. რო­გორც ჩანს, “რუ­სე­თის მე­ფეს” ეს ფაქ­ტი არ გა­მორ­ჩე­ნია; - რამ­დე­ნი­მე დღის წინ პრე­ზი­დენ­ტის პრეს-სპი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლი­ზი მო­ი­ხო­ვა, - “რე­ა­ლუ­რად რო­გო­რია პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი, ეცე­მა თუ პი­რი­ქით, - მა­ტუ­ლობს...”

პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი, ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმ­ზე დაბ­ლა 2018 წელს და­ე­ცა, რო­დე­საც მან სა­პენ­სიო ასა­კის აწე­ვა­ზე გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მა­შინ მის მი­მართ ნდო­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტით და­ე­ცა.

მო­რი­გი დარ­ტყმა მის რე­ი­ტინგს გა­სუ­ლი წლის მა­ი­სის კვლე­ვამ მი­ა­ყე­ნა, რო­დე­საც რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მა­შინ პუ­ტინს რუ­სე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 31, 7 % ენ­დო­ბო­და. 2006 წლის შემ­დეგ, მას ასე­თი და­ბა­ლი ნდო­ბა არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, მისი ნდო­ბა 65 %-ზე მა­ღა­ლი იყო.

BBC-ს ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას, დმიტ­რი პეს­კო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბე­ბი შე­ის­წავ­ლეს; კი­თხვა­რი ასე იყო შედ­გე­ნი­ლი, - და­ა­სა­ხე­ლეთ პო­ლი­ტი­კო­სი, რო­მელ­საც ენ­დო­ბით. ჩა­მოთ­ვლი­ლებს შო­რის იყო, - ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი, სერ­გეი შო­ი­გუ, სერ­გეი ლავ­რო­ვი, ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი, დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნო­ვი, პა­ველ გრუ­დი­ნი­ნი...

კვლე­ვა ფონდ ”სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის” მიერ ჩა­ტარ­და და კი­თხვა­ზე, არ­ჩევ­ნე­ბი რომ ტარ­დე­ბო­დეს, რო­მელ პო­ლი­ტი­კოსს და­უ­ჭერ­დით მხარს, გა­მო­კი­თხულ­თა 50 %-მა პუ­ტინს მის­ცა ხმა.

Левада-центр –ის დი­რექ­ტო­რის ლევ გუდ­კო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მძი­მე პო­ლიტ­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებს ისე დევ­ნი­ან და მე­დი­ას კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რომ მოს­კოვ­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქს თუ არ ჩავ­თვლით, - ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კო­სებს ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ და პუ­ტი­ნი ისევ უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა...

“მას შემ­დეგ, რაც სა­პენ­სი­ოს ზღვა­რის აწე­ვის შემ­დეგ, პუ­ტი­ნის რე­ი­ტინ­გი კრი­ტი­კულ ნიშ­ნუ­ლამ­დე და­ე­ცა, - თუმ­ცა, შემ­დეგ გაკრვე­უ­ლი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით, გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, მისი რე­ი­ტინ­გი ისევ აი­წია და გარ­კვე­ულ ნიშ­ნულ­ზე გა­ჩერ­და... ეს მა­შინ რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იზ­რდე­ბა, შე­მო­სა­ვა­ლი მცირ­დე­ბა, ხარ­ჯე­ბი კი მა­ტუ­ლობს. მას ვი­თა­რე­ბის შეც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს და არც გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა, პუ­ტი­ნი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც მარ­თავს სი­ტუ­ა­ცი­ას...” – ამ­ბობს გუდ­კო­ვი.

კი­დევ ერთი ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კურ-სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში გრი­გო­რი იუ­დი­ნი ამ­ბობს, რომ რუ­სე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის შემ­სწავ­ლე­ლი ცენ­ტრის (ВЦИОМ) მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კვლე­ვას ის არა­სან­დოს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ პუ­ტინს შე­საძ­ლოა, ენ­დო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ისე არა, რო­გორც ამას სა­ხელ­მწი­ფოს კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი წარ­მო­ა­ჩე­ნენ.

“ერ­თია რას აჩ­ვე­ნებს ცენ­ტრე­ბი, თუმ­ცა, სხვა სა­კი­თხია, რა არის რე­ა­ლო­ბა, - სა­პენ­სიო ასა­კის აწე­ვის გარ­და, მისი ნდო­ბის შემ­ცი­რე­ბა სხვა ფაქ­ტო­რებ­მაც გა­მო­იწ­ვია, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ის, რომ პუ­ტინ­მა ვერც ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­და­ში შეძ­ლო მო­სახ­ლე­ო­ბის იმე­დე­ბის გა­მარ­თლე­ბა... ასე რომ, კა­მა­თი იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნად ტარ­დე­ბა გა­მო­კი­თხვა – თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლია... რაც შე­ე­ხე­ბა გან­წყო­ბას, რუ­სეთ­ში ხალ­ხს მი­აჩ­ნია, რომ რად­გან ქვე­ყა­ნა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, ეს მათ­თვის ნიშ­ნავს რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მუ­შა­ობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მი­აღ­წი­ეს იმას, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა კვლე­ვის ცენ­ტრის შე­დე­გებს უფრო ენ­დო­ბა, ვიდ­რე, მათ გარ­შე­მო არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას...” - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი.

ცნო­ბის­თვის, BBC –ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი გრა­ფი­კის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში გა­მო­კი­თხუ­ლი 207 და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტი­დან 36 % ენ­დო­ბა პუ­ტინს. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას პეს­კო­ვის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბი მშივ­დად ყოფ­ნის უფ­ლე­ბას აძ­ლევს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სომხეთის მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
ავტორი:

პუტინის პოპულარობა სულ უფრო იკლებს, თუმცა მოსკოვს რეიტინგების არ სჯერა

პუტინის პოპულარობა სულ უფრო იკლებს, თუმცა მოსკოვს რეიტინგების არ სჯერა

ბოლო ხანებში, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეიტინგი ყოველდღიურად იკლებდა. როგორც ჩანს, “რუსეთის მეფეს” ეს ფაქტი არ გამორჩენია; - რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა სიტუაციის ანალიზი მოიხოვა, - “რეალურად როგორია პუტინის რეიტინგი, ეცემა თუ პირიქით, - მატულობს...”

პუტინის რეიტინგი, ისტორიულ მაქსიმუმზე დაბლა 2018 წელს დაეცა, როდესაც მან საპენსიო ასაკის აწევაზე გააკეთა განცხადება. მაშინ მის მიმართ ნდობა რამდენიმე პროცენტით დაეცა.

მორიგი დარტყმა მის რეიტინგს გასული წლის მაისის კვლევამ მიაყენა, როდესაც რომლის თანახმადაც, მაშინ პუტინს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 31, 7 % ენდობოდა. 2006 წლის შემდეგ, მას ასეთი დაბალი ნდობა არ ჰქონია. თუმცა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ წარმოებული კვლევების თანახმად, მისი ნდობა 65 %-ზე მაღალი იყო.

BBC-ს ცნობით, გასულ კვირას, დმიტრი პესკოვის ინიციატივით, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები შეისწავლეს; კითხვარი ასე იყო შედგენილი, - დაასახელეთ პოლიტიკოსი, რომელსაც ენდობით. ჩამოთვლილებს შორის იყო, - ვლადიმირ პუტინი, სერგეი შოიგუ, სერგეი ლავროვი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, დმიტრი მედვედევი, გენადი ზიუგანოვი, პაველ გრუდინინი...

კვლევა ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” მიერ ჩატარდა და კითხვაზე, არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკოსს დაუჭერდით მხარს, გამოკითხულთა 50 %-მა პუტინს მისცა ხმა.

Левада-центр –ის დირექტორის ლევ გუდკოვის ინფორმაციით, - ქვეყანაში იმდენად მძიმე პოლიტკური სიტუაციაა, ოპოზიციონერებს ისე დევნიან და მედიას კრიტიკული აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ, რომ მოსკოვსა და კიდევ რამდენიმე ქალაქს თუ არ ჩავთვლით, - ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ნაკლებად იცნობენ და პუტინი ისევ უალტერნატივოა...

“მას შემდეგ, რაც საპენსიოს ზღვარის აწევის შემდეგ, პუტინის რეიტინგი კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა, - თუმცა, შემდეგ გაკრვეული მაქინაციებით, გასული წლის ნოემბერში, მისი რეიტინგი ისევ აიწია და გარკვეულ ნიშნულზე გაჩერდა... ეს მაშინ როდესაც მოსახლეობაში სოციალური უკმაყოფილება იზრდება, შემოსავალი მცირდება, ხარჯები კი მატულობს. მას ვითარების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვს და არც გამოსავალი არსებობს, თუმცა, პუტინი ჯერჯერობით მაინც მართავს სიტუაციას...” – ამბობს გუდკოვი.

კიდევ ერთი ექსპერტი ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებში გრიგორი იუდინი ამბობს, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) მიერ განხორციელებულ კვლევას ის არასანდოს უწოდებს და ამბობს, რომ პუტინს შესაძლოა, ენდობოდნენ, მაგრამ ისე არა, როგორც ამას სახელმწიფოს კვლევითი ცენტრები წარმოაჩენენ.

“ერთია რას აჩვენებს ცენტრები, თუმცა, სხვა საკითხია, რა არის რეალობა, - საპენსიო ასაკის აწევის გარდა, მისი ნდობის შემცირება სხვა ფაქტორებმაც გამოიწვია, მათ შორის ერთ-ერთია ის, რომ პუტინმა ვერც ახალ საპრეზიდენტო ვადაში შეძლო მოსახლეობის იმედების გამართლება... ასე რომ, კამათი იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად ტარდება გამოკითხვა – თითიდან გამოწოვილია... რაც შეეხება განწყობას, რუსეთში ხალხს მიაჩნია, რომ რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ არსებობს, ეს მათთვის ნიშნავს რომ ხელისუფლება მუშაობს.

საინტერესოა, როგორ მიაღწიეს იმას, რომ მოსახლეობა კვლევის ცენტრის შედეგებს უფრო ენდობა, ვიდრე, მათ გარშემო არსებულ რეალობას...” - ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, BBC –ს მიერ მომზადებული გრაფიკის თანახმად, რუსეთში გამოკითხული 207 დასახლებული პუნქტიდან 36 % ენდობა პუტინს. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებას პესკოვის მიერ მომზადებული კვლევები მშივდად ყოფნის უფლებას აძლევს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე