საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს
რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მა­ცივ­რის გა­რე­შე, მაგ­რამ ძვე­ლად არც ელექტრო­ე­ნერ­გია იყო და არც მა­ცი­ვა­რი. რო­გორ ახერ­ხებ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მცი­რე დრო­ით მა­ინც შე­ნახ­ვას, ან ცხელ ზა­ფხულ­ში წყლი­სა და ღვი­ნის გა­ცი­ე­ბას, ამ თე­მა­ზე პრო­ფე­სო­რი, ეთ­ნოგ­რა­ფი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

"თით­ქმის XX სა­უ­კუ­ნის 70-იან წლე­ბამ­დე თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში, ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლებს სა­ნა­ყი­ნე ყუთ­ში ყი­ნუ­ლი ეყა­რათ. მა­ღა­ზი­ე­ბი და სა­სა­დი­ლო­ე­ბიც დიდი ყი­ნუ­ლის ლო­დით მა­რაგ­დე­ბო­და. ის ყი­ნუ­ლი დიდ მა­ცივ­რებ­ში იყო გა­კე­თე­ბუ­ლი... შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლი­სე­ლე­ბიც იყე­ნებ­დნენ ყი­ნულს, თოვლს, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ? XIX სა­უ­კუ­ნის ავ­ტო­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ თბი­ლი­სუ­რი სი­ცხი­სა და მტვე­რის შე­სა­ხებ, მაგ­რამ იმა­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თბი­ლის­ში ყოფ­ნა იმ დროს არც თუ სა­ში­ში იყო, რად­გან მცხოვ­რებთ გრი­ლი სარ­და­ფე­ბი ეხ­მა­რე­ბო­დათ და ზამ­თარ­ში მო­მა­რა­გე­ბუ­ლი ყი­ნუ­ლი. რო­გორც მა­მი­სა ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­არ­კვია, ძვე­ლად თბი­ლი­სურ სახ­ლებს სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბიც ჰქო­ნია - ეს იყო ღრმად ამო­თხრი­ლი სარ­და­ფე­ბი. სა­ყი­ნუ­ლე­ე­ბი ჰქო­ნია ქვეშ ფარ­თო დუქ­ნებ­საც. სი­ო­ნი-ან­ჩის­ხა­ტის რიგ­ზე ამი­ლახ­ვრი­ანთ სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე მდგა­რა, რო­მელ­საც ასე­ვე მი­წა­ში სა­ყი­ნუ­ლე არ­სე­ბობ­და", - გვიყ­ვე­ბა ეთ­ნოგ­რა­ფი.

მაგ­რამ რო­გორ ინა­ხავ­დნენ იქ ყი­ნულს? ამა­ზე ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდის ბა­ტო­ნი რო­ლან­დი: "ცნო­ბი­ლია, რომ კა­ხე­თის მე­ფემ ლე­ვან­მა დღე­ვან­დელ სა­ინ­გი­ლო­ში - ფი­ფი­ნეთ­ში პირ­ვე­ლად და­ა­სახ­ლა ლე­კე­ბი, რომ სა­მე­ფო კა­რის­თვის კავ­კა­სი­ის მთე­ბი­დან ყი­ნუ­ლი ეზი­დათ. თბი­ლი­სე­ლებს კი ამ მხრივ დე­და­ქა­ლა­ქის სა­ნა­ხე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა ამა­რა­გებ­და - ისი­ნი ყი­ნუ­ლი­სა და თოვ­ლის შე­ნახ­ვას მის­დევ­დნენ, რა­საც საკ­მა­ოდ დიდი ხნის ტრა­დი­ცია ჰქონ­და. თბი­ლი­სის სა­ნა­ხე­ბი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი თოვლ-ყი­ნუ­ლით მა­რაგ­დე­ბო­და თბი­ლი­სის დუქ­ნე­ბი, რი­თაც აცი­ებ­დნენ - ღვი­ნოს, ხორ­ცე­ულს, თევ­ზე­ულს და სხვა­დას­ხვა საჭ­მელ-სა­ნო­ვა­გეს", - აღ­ნიშ­ნავს პრო­ფე­სო­რი.

თურ­მე თოვლ-ყი­ნუ­ლის შე­ნახ­ვის რამ­დე­ნი­მე სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობ­და. ესე­ნი იყო ორმო-თხრი­ლე­ბი, „კლდე-ნაკ­ვე­თე­ბი“, სა­ყი­ნუ­ლე სარ­და­ფე­ბი, „ჩა­ვარ­დნი­ლი ად­გი­ლე­ბი“, სა­ო­ჯა­ხო მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის­თვის თუ შე­და­რე­ბით პა­ტა­რა ორმო-თხრი­ლებს თხრიდ­ნენ (20კვ/მ), სა­ბაზ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ყი­ნუ­ლის­თვის ისე­თი თხრი­ლე­ბი და მი­წის­ქვე­შა ნა­გე­ბო­ბე­ბი კეთ­დე­ბო­და, რომ­ლე­ბიც 200-300 ურემ ყი­ნულს იტევ­და. „კლდე-ნაკ­ვე­თე­ბი“ უმ­თავ­რე­სად მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და ტბე­ბის მახ­ლობ­ლად კეთ­დე­ბო­და. სა­ა­მი­სოდ ჩრდი­ლო­ეთ მხა­რეს საკ­მაო მო­ცუ­ლო­ბის ფლა­ტეს გა­მო­ან­გრევ­დნენ და წინა მხა­რეს კე­დელს ამო­უ­შე­ნებ­დნენ. ნა­გე­ბო­ბას ცალ მხა­რე­ზე სათ­ვა­ლურს უტო­ვებ­დნენ, სა­ი­და­ნაც ყი­ნუ­ლის ჩა­წყო­ბა ხდე­ბო­და. სა­ყი­ნუ­ლე სარ­და­ფე­ბი მთლი­ა­ნად მი­წა­ში იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. ნა­გე­ბო­ბა ქვით­კი­რით იყო აშე­ნე­ბუ­ლი. მისი თა­ღი­ა­ნი კედ­ლე­ბი მი­წის პი­რამ­დე ამო­დი­ო­და. მომ­დევ­ნო მე­თო­დის არსი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: ჩა­ვარ­დნი­ლი დ მყუდ­რო ჩრდი­ლო ად­გი­ლებ­ში ნა­ბუ­ქის და­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ხალ­ხი ზე­მო­დან ბზეს, ჩა­ლას, სი­მინ­დის ფუ­ჩეჩ­საც და­აყ­რი­და. შემ­დეგ კი ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი­დან ერთ მეტრ სი­მაღ­ლე­ზე მი­წას აყ­რიდ­ნენ. თოვ­ლი და ყი­ნუ­ლი ასე ზა­ფხუ­ლამ­დე ინა­ხე­ბო­და. ორმო-თხრი­ლებ­ში ყი­ნულს ფე­ნე­ბა­დაც აწყობ­დნენ. ძირ­ზე ჯერ ნა­ხერ­ხსა და ბზეს გაშ­ლიდ­ნენ, შემ­დეგ ყი­ნულს აწყობ­დნენ გარ­კვე­ულ სი­მაღ­ლე­ზე. აქ თავ­სდე­ბო­და რვა ურ­მამ­დე ყი­ნუ­ლი. შემ­დეგ კი­დევ ბზე­სა და ჩა­ლას აყ­რიდ­ნენ, ისევ ყი­ნულს და ა.შ. ზე­მო­დან კი, მი­წით ბლო­მად ფა­რავ­დნენ. ყი­ნუ­ლის მოჭ­რა კო­ლექ­ტი­უ­რად ხდე­ბო­და. ყი­ნუ­ლის მო­საჭ­რე­ლად 10-დან 20-მდე ურ­მით მი­დი­ოდ­ნენ. ყი­ნულს ტბებ­ზე და მდი­ნა­რე­ებ­ზე ჭრიდ­ნენ. მო­საჭ­რე­ლად ბლაგვ ცულს ხმა­რობ­დნენ. ყი­ნულს ოთხკუ­თხე­დად ჭრიდ­ნენ, რომ­ლის სიგ­რძე ნა­ხე­ვა­რი მეტ­რი იყო.

"ყი­ნუ­ლის მო­საჭ­რე­ლად დიდი ურ­მე­ბით მი­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში გა­სა­ყი­დად პა­ტა­რა ურ­მე­ბით მოჰ­ქონ­დათ (ამ ურემ­ზე დიდ ურემ­ზე მო­თავ­სე­ბუ­ლი ყი­ნუ­ლის მე­სა­მე­დი ეტე­ო­და). თბი­ლი­სის სა­ნა­ხებ­ში ყი­ნუ­ლის მო­საჭ­რე­ლი ად­გი­ლე­ბი იყო: ლი­სის ტბა, დიდ­ვარცლის ტბა, მლა­შე ტბა, დიდ­გორ­წი­ნა ტბა, შიოს ტბა, მუ­ხადგვერ­დის ტბა, ძეგ­ვის ტბა, ჩა­ხერ­გი­ლის ტბა და ასე­ვე მდი­ნა­რე­ე­ბი. დიღ­მე­ლე­ბი­სა და ლი­სე­ლე­ბის გარ­და, აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას მის­დევ­დნენ - კო­ჯრე­ლე­ბი, წყნე­თე­ლე­ბი, შინ­დე­ლე­ბი. ყი­ნუ­ლის შე­ნახ­ვის ტრა­დი­ცია და შემ­დეგ თბი­ლის­ში გა­სა­ყი­დად გა­ტა­ნა სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლად უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, სა­ნა­ხებ­ში მდე­ბა­რე სოფ­ლე­ბის მკვიდრთა ნა­წი­ლის­თვის კი, შე­მო­სავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვან წყა­როს წარ­მო­ად­გენ­და", - აღ­ნიშ­ნავს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი.

რო­გორც ვხე­დავთ, ვიდ­რე ჩვენ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და მა­ცი­ვარს "და­უ­მე­გობ­რდე­ბოდ­ნენ", საკ­მა­ოდ რთუ­ლად ხდე­ბო­და პრო­დუქ­ტე­ბის გა­ცი­ე­ბა. ამის­თვის ჩვენს წი­ნაპ­რებს დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­დათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს

რას იყენებდნენ ჩვენი წინაპრები მაცივრის გამოგონებამდე და როგორ ინახავდნენ პროდუქტებს

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია მაცივრის გარეშე, მაგრამ ძველად არც ელექტროენერგია იყო და არც მაცივარი. როგორ ახერხებდნენ ჩვენი წინაპრები გარკვეული პროდუქტების მცირე დროით მაინც შენახვას, ან ცხელ ზაფხულში წყლისა და ღვინის გაციებას, ამ თემაზე პროფესორი, ეთნოგრაფი როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრება:

"თითქმის XX საუკუნის 70-იან წლებამდე თბილისის ქუჩებში, ნაყინის გამყიდველებს სანაყინე ყუთში ყინული ეყარათ. მაღაზიები და სასადილოებიც დიდი ყინულის ლოდით მარაგდებოდა. ის ყინული დიდ მაცივრებში იყო გაკეთებული... შუა საუკუნეების თბილისელებიც იყენებდნენ ყინულს, თოვლს, მაგრამ საინტერესოა, როგორ? XIX საუკუნის ავტორები მიუთითებენ თბილისური სიცხისა და მტვერის შესახებ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ თბილისში ყოფნა იმ დროს არც თუ საშიში იყო, რადგან მცხოვრებთ გრილი სარდაფები ეხმარებოდათ და ზამთარში მომარაგებული ყინული. როგორც მამისა ბერძენიშვილმა გაარკვია, ძველად თბილისურ სახლებს საყინულეებიც ჰქონია - ეს იყო ღრმად ამოთხრილი სარდაფები. საყინულეები ჰქონია ქვეშ ფართო დუქნებსაც. სიონი-ანჩისხატის რიგზე ამილახვრიანთ სამსართულიანი სასახლე მდგარა, რომელსაც ასევე მიწაში საყინულე არსებობდა", - გვიყვება ეთნოგრაფი.

მაგრამ როგორ ინახავდნენ იქ ყინულს? ამაზე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის ბატონი როლანდი: "ცნობილია, რომ კახეთის მეფემ ლევანმა დღევანდელ საინგილოში - ფიფინეთში პირველად დაასახლა ლეკები, რომ სამეფო კარისთვის კავკასიის მთებიდან ყინული ეზიდათ. თბილისელებს კი ამ მხრივ დედაქალაქის სანახების მოსახლეობა ამარაგებდა - ისინი ყინულისა და თოვლის შენახვას მისდევდნენ, რასაც საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია ჰქონდა. თბილისის სანახებიდან შემოტანილი თოვლ-ყინულით მარაგდებოდა თბილისის დუქნები, რითაც აციებდნენ - ღვინოს, ხორცეულს, თევზეულს და სხვადასხვა საჭმელ-სანოვაგეს", - აღნიშნავს პროფესორი.

თურმე თოვლ-ყინულის შენახვის რამდენიმე საშუალება არსებობდა. ესენი იყო ორმო-თხრილები, „კლდე-ნაკვეთები“, საყინულე სარდაფები, „ჩავარდნილი ადგილები“, საოჯახო მოთხოვნილებებისთვის თუ შედარებით პატარა ორმო-თხრილებს თხრიდნენ (20კვ/მ), საბაზრო დანიშნულების ყინულისთვის ისეთი თხრილები და მიწისქვეშა ნაგებობები კეთდებოდა, რომლებიც 200-300 ურემ ყინულს იტევდა. „კლდე-ნაკვეთები“ უმთავრესად მდინარეებისა და ტბების მახლობლად კეთდებოდა. საამისოდ ჩრდილოეთ მხარეს საკმაო მოცულობის ფლატეს გამოანგრევდნენ და წინა მხარეს კედელს ამოუშენებდნენ. ნაგებობას ცალ მხარეზე სათვალურს უტოვებდნენ, საიდანაც ყინულის ჩაწყობა ხდებოდა. საყინულე სარდაფები მთლიანად მიწაში იყო გაკეთებული. ნაგებობა ქვითკირით იყო აშენებული. მისი თაღიანი კედლები მიწის პირამდე ამოდიოდა. მომდევნო მეთოდის არსი კი შემდეგში მდგომარეობდა: ჩავარდნილი დ მყუდრო ჩრდილო ადგილებში ნაბუქის დადების შემთხვევაში, ხალხი ზემოდან ბზეს, ჩალას, სიმინდის ფუჩეჩსაც დააყრიდა. შემდეგ კი ნახევარი მეტრიდან ერთ მეტრ სიმაღლეზე მიწას აყრიდნენ. თოვლი და ყინული ასე ზაფხულამდე ინახებოდა. ორმო-თხრილებში ყინულს ფენებადაც აწყობდნენ. ძირზე ჯერ ნახერხსა და ბზეს გაშლიდნენ, შემდეგ ყინულს აწყობდნენ გარკვეულ სიმაღლეზე. აქ თავსდებოდა რვა ურმამდე ყინული. შემდეგ კიდევ ბზესა და ჩალას აყრიდნენ, ისევ ყინულს და ა.შ. ზემოდან კი, მიწით ბლომად ფარავდნენ. ყინულის მოჭრა კოლექტიურად ხდებოდა. ყინულის მოსაჭრელად 10-დან 20-მდე ურმით მიდიოდნენ. ყინულს ტბებზე და მდინარეებზე ჭრიდნენ. მოსაჭრელად ბლაგვ ცულს ხმარობდნენ. ყინულს ოთხკუთხედად ჭრიდნენ, რომლის სიგრძე ნახევარი მეტრი იყო.

"ყინულის მოსაჭრელად დიდი ურმებით მიდიოდნენ, მაგრამ თბილისში გასაყიდად პატარა ურმებით მოჰქონდათ (ამ ურემზე დიდ ურემზე მოთავსებული ყინულის მესამედი ეტეოდა). თბილისის სანახებში ყინულის მოსაჭრელი ადგილები იყო: ლისის ტბა, დიდვარცლის ტბა, მლაშე ტბა, დიდგორწინა ტბა, შიოს ტბა, მუხადგვერდის ტბა, ძეგვის ტბა, ჩახერგილის ტბა და ასევე მდინარეები. დიღმელებისა და ლისელების გარდა, აღნიშნულ საქმიანობას მისდევდნენ - კოჯრელები, წყნეთელები, შინდელები. ყინულის შენახვის ტრადიცია და შემდეგ თბილისში გასაყიდად გატანა საქალაქო ცხოვრების მაღალი დონის მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ, სანახებში მდებარე სოფლების მკვიდრთა ნაწილისთვის კი, შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა", - აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი.

როგორც ვხედავთ, ვიდრე ჩვენში ელექტროენერგიას და მაცივარს "დაუმეგობრდებოდნენ", საკმაოდ რთულად ხდებოდა პროდუქტების გაციება. ამისთვის ჩვენს წინაპრებს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი