პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა
"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ექი­მე­ბის მიერ არას­წო­რად დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზე­ბის გამო, უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ჩივ­რე­ბი არ წყდე­ბა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს AMBEBI.GE-ს მიერ გა­მო­თხო­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც. თუმ­ცა, რო­გორც ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი ირაკ­ლი სა­სა­ნია ამ­ბობს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და რე­ა­ლუ­რად ბევ­რად მე­ტია ექი­მე­ბის გა­დაც­დო­მე­ბი, ვიდ­რე მათი აღირ­ცხვა ხდე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2019 წლის ერთი კვარტლის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პა­ცი­ენ­ტთათ­ვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხი 43 შემ­თხვე­ვა­ში შე­მოწ­მდა. 7-ის შე­მოწ­მე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს მიერ 103 ექიმს და­ე­კის­რა პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქე­დან, 83-ს მი­ე­ცა წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა; 19 ექიმს სხვა­დას­ხვა ვა­დით შე­უ­ჩერ­და სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა; 1 ექიმს კი გა­უ­უქ­მდა სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სუ­ლი წლის მო­ნა­ცე­მებს, პა­ცი­ენ­ტთათ­ვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხი შე­მოწ­მდა 191 შემ­თხვე­ვა­ში. 342 ექიმს და­ე­კის­რა პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქე­დან 235-ს მი­ე­ცა წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა; 105 ექიმს სხვა­დას­ხვა ვა­დით შე­უ­ჩერ­და სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტე­ბის მოქ­მე­დე­ბა; 2 ექიმს კი გა­უ­უქ­მდა სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტი.

2017 წელს კი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს მიერ 300 ექიმს და­ე­კის­რა პრო­ფე­სი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. აქე­დან 207 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს მი­ე­ცა წე­რი­ლო­ბი­თი გაფრ­თხი­ლე­ბა; ხოლო 93 ექიმს სხვა­დას­ხვა ვა­დით შე­უ­ჩერ­და სა­ხელ­მწი­ფო სერ­თი­ფი­კა­ტის მოქ­მე­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გულ­გრი­ლო­ბის გამო, პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კითხს, სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს მათ კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა. მათი გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­გენ­ტო­ში შე­მო­სულ მო­ქა­ლა­ქე­თა გან­ცხა­დე­ბა­ში პრე­ტენ­ზია გა­მოთ­ქმუ­ლია პა­ცი­ენ­ტთათ­ვის გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის (მკურ­ნა­ლო­ბის) ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით.

2 შვი­ლის დედა მაია დო­ნა­ძე ერთ-ერ­თია იმ პა­ცი­ენ­ტთა­გან, რო­მელ­მაც ექი­მებს მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რის­ხი და­უ­წუ­ნა და ახლა მის საქ­მეს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო შე­ის­წავ­ლის. რო­გორც ახალ­გაზ­რდა ქალი ყვე­ბა, იან­ვრის და­სა­წყის­ში კლი­ნი­კა­ში „ჰერა 2011“-ში სა­კე­ის­რო კვე­თა გა­უ­კეთ­და, რის შემ­დე­გაც მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და. ქალს ფეხ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სა­რი აქვს და მისი თქმით, ექთ­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გამო, სახ­სა­რი ამო­უ­ვარ­და.

მაია დო­ნა­ძე AMBEBI.GE-სთან მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ და­წყე­ბულ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს:

- "ჰე­რა­ში" მი­ვე­დი მე­ო­რე სა­კე­ის­რო კვე­თის­თვის. ბუ­ნებ­რი­ვია, მა­ნამ­დე ყვე­ლა ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბუ­ლი მქონ­და. ოპე­რა­ცი­ის დღედ 4 იან­ვა­რი და­ი­ნიშ­ნა. სა­ღა­მოს შვი­დის წუ­თე­ბი იყო, რო­დე­საც შე­მიყ­ვა­ნეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლოკ­ში. ოპე­რა­ცია რომ დას­რულ­და, გად­მოყ­ვა­ნის დროს ექთ­ნებ­მა სა­წოლ­ზე კი არ გა­და­მაწ­ვი­ნეს, და­მაგ­დეს საკ­მა­ოდ შორი მან­ძი­ლი­დან. გა­ყი­ნუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ვიგ­რძე­ნი და ვუ­თხა­რი კი­დეც - ახლა ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მენგრა ორ­გა­ნიზ­მში-მეთ­ქი. თუმ­ცა, ვერ ვი­ფიქ­რებ­დი ამას თუ ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და. მე­ხუ­თე დღეს სამ­შო­ბი­ა­რო­დან გა­მომ­წე­რეს და სახ­ლში რომ წა­მო­ვე­დი, და­მე­წყო მა­ღა­ლი სი­ცხე­ე­ბი, ჭრი­ლო­ბი­დან სი­თხე გა­მომ­დი­ო­და. ასე­ვე და­მე­წყო ფე­ხის ტკი­ვი­ლი, ბავ­შვი ვერ ამ­ყავ­და ხელ­ში და კე­დელ-კე­დელ დავ­დი­ო­დი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი და ფეხ­ზე რენდგე­ნი გა­და­ვი­ღე. იქ მი­თხრეს, რომ ამო­ვარ­დნი­ლი გაქ­ვსო. მო­ვუ­ყე­ვი ექიმს სა­წოლ­ზე დაგ­დე­ბის მო­მენ­ტი და მი­თხრა, ალ­ბათ, ამის ბრა­ლი­აო. თუმ­ცა, ხე­ლოვ­ნუ­რი სახ­სა­რი კარ­გად იყო ორ­გა­ნიზ­მში შე­ხორ­ცე­ბუ­ლი და ასე უბ­რა­ლოდ არ ამო­ვარ­დე­ბო­დაო", - გვი­ამ­ბობს პა­ცი­ენ­ტი.

მაია დო­ნა­ძე ამ­ბობს, რომ ამის შემ­დეგ "ჰე­რა­ში" მი­ვი­და, სა­დაც გა­უ­კეთ­და ანა­ლი­ზი და პა­სუ­ხებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ინ­ფექ­ცია ჰქონ­და შეჭ­რი­ლი ორ­გა­ნიზ­მში.

"სა­ღა­მოს "ჰე­რას" ერთ-ერ­თმა ექთან­მა და­მი­რე­კა - დრო­ზე მოდი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, უნდა და­გაწ­ვი­ნო­თო. სა­ნამ გა­ვემ­ზა­დე, მკურ­ნალ­მა ექიმ­მა და­მი­რე­კა და წა­მა­ლი და­მი­ნიშ­ნა, მი­თხრა ეს გა­ი­კე­თე და დი­ლით მო­დიო. მე­ო­რე დღეს წა­ვე­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, გა­მი­კე­თეს გა­დას­ხმა, ჭრი­ლო­ბა გაწ­მინ­დეს და გა­მო­მიშ­ვეს სახ­ლში, კლი­ნი­კა­ში არ დამ­ტო­ვეს. ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე დღე­გა­მოშ­ვე­ბით, ხა­ნაც ყო­ველ­დღე ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ბი ქალი ასე დავ­დი­ო­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ინ­ფექ­ცია რომ წა­ვი­და, მუ­ცელ­ში სი­თხე ჩად­გა, მერე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფე­ხის სახ­სა­რი და­ჩირ­ქდა. ამის მერე ნა­ხეს მუ­ცელ­ში სი­თხე იყო, და­მაწ­ვი­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დღე­ში 5-6 ან­ტი­ბი­ო­ტიკს და გა­დას­ხმას გა­დას­ხმა­ზე მი­კე­თებ­დნენ. ყო­ველ­დღე ექოს­კო­პი­ას მი­ტა­რებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, ბლან­ტი სი­თხე­აო და თურ­მე, ჩირ­ქი ყო­ფი­ლა და არა­ვინ ხმას არ იღებ­და. ხან ამ­ბობ­დნენ შე­ცო­ტავ­და, მე­ო­რე დღეს კი ისევ ისე არი­სო. მოკ­ლედ მკი­თხა­ობ­დნენ. მერე გა­და­წყვი­ტეს, ღუ­დუ­შა­ურ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნე. ღუ­დუ­შა­ურ­მა მი­ღე­ბა­ზე უარი უთხრა და აუხ­სნა, რომ ჩემ­თვის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია გა­და­ე­ღოთ. ღუ­დუ­შა­ურ­ში ეს რომ არ ეთ­ქვათ, გა­დას­ხმე­ბით გა­აგ­რძე­ლებ­დნენ ჩემს მკურ­ნა­ლო­ბას და ალ­ბათ მოვ­კვდე­ბო­დი კი­დეც. ტო­მოგ­რა­ფია გა­მი­კეთ­და და იმ სა­ღა­მოს­ვე ორ­თა­ჭა­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. იქ ტყუ­ი­ლად ვი­წე­ქი, ნა­ხეს, რომ ჩირ­ქი იყო ორ­გა­ნიზ­მში, ამი­ტომ ინ­ფექ­ცი­ურ­ში გა­მიშ­ვეს. სხე­უ­ლი და ხორ­ცე­ბი იყო ჩათ­რე­უ­ლი, სის­ხლი მე­წამ­ლე­ბო­და... ექიმ­მა მი­თხრა - ორი დღეც რომ და­გეგ­ვი­ა­ნა, სის­ხლი იწამ­ლე­ბო­დაო. სხვა­თა­შო­რის, იმ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც "ჰე­რა­ში" ვიმ­კურ­ნა­ლე, არა­ფერ­ში ფული არ გა­და­მიხ­დია, ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის თავ­ზე აიღო. არა­და რომ კი­თხოთ, ეს მათი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა და მერე გა­მირ­თულ­და. ფეხ­ზე ორი ოპე­რა­ცია მჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ჩირ­ქის გამო გარ­თულ­და მდგო­მა­რე­ო­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გა­მი­კეთ­დე­ბა. ექი­მებს, რომ კი­თხოთ, ფეხი მა­ნამ­დე მქონ­და ამო­ვარ­დნი­ლი და ჩირ­ქიც მქონ­და ორ­გა­ნიზ­მში. არა­და ჩირ­ქი რომ მქო­ნო­და, მუ­ცე­ლი რომ გა­მიჭ­რეს ვერ ნა­ხავ­დნენ?!", - გვი­თხრა დო­ნა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფეხ­ზე თრომ­ბიც გან­ვი­თარ­და და სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­და­ურ­ჩა. ამ­ბობს, რომ სას­წრა­ფოდ 2 ოპე­რა­ცია აქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი და ახლა ჯან­დაც­ვის­გან ელო­დე­ბა პა­სუხს, რომ და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღოს.

ექი­მე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლო პა­ცი­ენ­ტე­ბის „დიდი არ­მია“ არ უკ­ვირს ექ­სპერტს ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში ირაკ­ლი სა­სა­ნი­ას. იგი ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზით ხნის და ჯან­დაც­ვის უწყე­ბას ამ კუ­თხით გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ამის ბევ­რი მი­ზე­ზია - ერთ-ერ­თია ის, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან არ არის მკაც­რი მო­თხოვ­ნა ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე არ არ­სე­ბობს პრო­ფე­სი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უფრო აქ­ტი­უ­რად იქ­ნე­ბოდ­ნენ ჩარ­თულ­ნი ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით და იზ­რუ­ნებ­დნენ ექი­მე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე. მა­გა­ლი­თად, ხში­რად მო­იწ­ვევ­დნენ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს და ჩა­ა­ტა­რებ­დნენ ტრე­ნინ­გებს. ასე­ვე სა­ჭი­როა უწყვე­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ადრე იდო კა­ნონ­ში, ახლა კი უგულ­ველ­ყო­ფი­ლია და აღარ მუ­შა­ობს. ასე­ვე გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა თვი­თონ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და მარ­თვა სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამ ყვე­ლაფ­რის არარ­სე­ბო­ბა იწ­ვევს იმას, რაც ახლა გვაქვს. უფრო მე­ტიც, ინ­ფორ­მა­ცი­აც არ იკ­რი­ბე­ბა სა­თა­ნა­დოდ. წე­სი­ე­რად, რომ და­ით­ვა­ლონ, თუ რამ­დე­ნია ექი­მე­ბის შეც­დო­მე­ბი - ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ რი­ცხვს მი­ვი­ღებთ. მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ასე რომ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, აშშ-ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მი­ზე­ზებს შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო გა­დაც­დო­მე­ბი მე­სა­მე ად­გილ­ზეა. ეს უს­წრებს ინ­სულ­ტი­თა და ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბით გარ­დაც­ვლი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას. ასე რომ, თუ ამე­რი­კა­ში ეს ხდე­ბა, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მე­დი­ცი­ნა და მარ­თვაა, აქ რომ ეს ხდე­ბა, აღარ მიკ­ვირს", - უთხრა AMBEBI.GE-ს სა­სა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის უწყე­ბამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა გა­ამ­კაც­როს, რომ ეს პრობ­ლე­მე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად აღ­მო­ი­ფხვრას.

"უნდა და­წეს­დეს კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, შე­ფას­დეს რე­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მერე უნდა და­ი­წყონ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნდა დად­გინ­დეს, რა არის ექი­მე­ბის გა­დაც­დო­მე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, მა­გა­ლი­თად, ეს არის არას­წო­რი კო­მუ­ნი­კა­ცია პა­ცი­ენ­ტსა და ექი­მებს შო­რის, და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია, თუ ტრე­ნინ­გე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­სას­წავ­ლი და და­სად­გე­ნია. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო მკურ­ნა­ლო­ბის ხა­რისხს არ ამოწ­მებს იმ სტან­დარ­ტე­ბი­თა და კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, რომ­ლი­თაც უნდა ფას­დე­ბო­დეს. იქ ძი­რი­თა­დად ფი­ნან­სურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, და ამ კუ­თხით ცდი­ლო­ბენ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრას. არა­და, ეს გა­დაც­დო­მე­ბი სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და ამას მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რად", - გვი­თხრა ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2017-2019 წლებ­ში რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ხურ­ვის სა­კი­თხი არ დას­მუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
1

ფაქტიურად არ გვყოლია ექიმები.......

ცირა
0

ექიმების გულგრილობამ მომიკლა შვილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა

"ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ, მუცელში ჩირქი იყო და ხმას არავინ იღებდა" - ექიმების დაუდევრობის შემზარავი ისტორია და "მკურნალობის" საგანგაშო სტატისტიკა

ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, ექიმების მიერ არასწორად დასმული დიაგნოზების გამო, უკმაყოფილო პაციენტების საჩივრები არ წყდება. ამაზე მეტყველებს AMBEBI.GE-ს მიერ გამოთხოვილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. თუმცა, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია ამბობს, ოფიციალური მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად ბევრად მეტია ექიმების გადაცდომები, ვიდრე მათი აღირცხვა ხდება.

ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის ერთი კვარტლის მდგომარეობით, სააგენტოს უფროსის ბრძანებების საფუძველზე, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი 43 შემთხვევაში შემოწმდა. 7-ის შემოწმება მიმდინარეობს. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 103 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან, 83-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 19 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება; 1 ექიმს კი გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შემოწმდა 191 შემთხვევაში. 342 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 235-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 105 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატების მოქმედება; 2 ექიმს კი გაუუქმდა სახელმწიფო სერთიფიკატი.

2017 წელს კი პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 300 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა. აქედან 207 სამედიცინო პერსონალს მიეცა წერილობითი გაფრთხილება; ხოლო 93 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის გულგრილობის გამო, პაციენტის გარდაცვალების საკითხს, სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცილდება. მათი განმარტებით, სააგენტოში შემოსულ მოქალაქეთა განცხადებაში პრეტენზია გამოთქმულია პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების (მკურნალობის) ხარისხთან დაკავშირებით.

2 შვილის დედა მაია დონაძე ერთ-ერთია იმ პაციენტთაგან, რომელმაც ექიმებს მკურნალობის ხარისხი დაუწუნა და ახლა მის საქმეს რეგულირების სააგენტო შეისწავლის. როგორც ახალგაზრდა ქალი ყვება, იანვრის დასაწყისში კლინიკაში „ჰერა 2011“-ში საკეისრო კვეთა გაუკეთდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ქალს ფეხში ხელოვნური სახსარი აქვს და მისი თქმით, ექთნების დაუდევრობის გამო, სახსარი ამოუვარდა.

მაია დონაძე AMBEBI.GE-სთან მშობიარობის შემდეგ დაწყებულ გართულებებზე დეტალურად საუბრობს:

- "ჰერაში" მივედი მეორე საკეისრო კვეთისთვის. ბუნებრივია, მანამდე ყველა ანალიზი გაკეთებული მქონდა. ოპერაციის დღედ 4 იანვარი დაინიშნა. საღამოს შვიდის წუთები იყო, როდესაც შემიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ოპერაცია რომ დასრულდა, გადმოყვანის დროს ექთნებმა საწოლზე კი არ გადამაწვინეს, დამაგდეს საკმაოდ შორი მანძილიდან. გაყინული ვიყავი, მაგრამ ვიგრძენი და ვუთხარი კიდეც - ახლა ალბათ ყველაფერი ჩამენგრა ორგანიზმში-მეთქი. თუმცა, ვერ ვიფიქრებდი ამას თუ ასეთი პრობლემები მოჰყვებოდა. მეხუთე დღეს სამშობიაროდან გამომწერეს და სახლში რომ წამოვედი, დამეწყო მაღალი სიცხეები, ჭრილობიდან სითხე გამომდიოდა. ასევე დამეწყო ფეხის ტკივილი, ბავშვი ვერ ამყავდა ხელში და კედელ-კედელ დავდიოდი. საავადმყოფოში მივედი და ფეხზე რენდგენი გადავიღე. იქ მითხრეს, რომ ამოვარდნილი გაქვსო. მოვუყევი ექიმს საწოლზე დაგდების მომენტი და მითხრა, ალბათ, ამის ბრალიაო. თუმცა, ხელოვნური სახსარი კარგად იყო ორგანიზმში შეხორცებული და ასე უბრალოდ არ ამოვარდებოდაო", - გვიამბობს პაციენტი.

მაია დონაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ "ჰერაში" მივიდა, სადაც გაუკეთდა ანალიზი და პასუხებმა აჩვენა, რომ ინფექცია ჰქონდა შეჭრილი ორგანიზმში.

"საღამოს "ჰერას" ერთ-ერთმა ექთანმა დამირეკა - დროზე მოდი საავადმყოფოში, უნდა დაგაწვინოთო. სანამ გავემზადე, მკურნალმა ექიმმა დამირეკა და წამალი დამინიშნა, მითხრა ეს გაიკეთე და დილით მოდიო. მეორე დღეს წავედი საავადმყოფოში, გამიკეთეს გადასხმა, ჭრილობა გაწმინდეს და გამომიშვეს სახლში, კლინიკაში არ დამტოვეს. ერთი კვირის მანძილზე დღეგამოშვებით, ხანაც ყოველდღე ახალნამშობიარები ქალი ასე დავდიოდი საავადმყოფოში. ინფექცია რომ წავიდა, მუცელში სითხე ჩადგა, მერე დაზიანებული ფეხის სახსარი დაჩირქდა. ამის მერე ნახეს მუცელში სითხე იყო, დამაწვინეს საავადმყოფოში, დღეში 5-6 ანტიბიოტიკს და გადასხმას გადასხმაზე მიკეთებდნენ. ყოველდღე ექოსკოპიას მიტარებდნენ და ამბობდნენ, ბლანტი სითხეაო და თურმე, ჩირქი ყოფილა და არავინ ხმას არ იღებდა. ხან ამბობდნენ შეცოტავდა, მეორე დღეს კი ისევ ისე არისო. მოკლედ მკითხაობდნენ. მერე გადაწყვიტეს, ღუდუშაურში გადავეყვანე. ღუდუშაურმა მიღებაზე უარი უთხრა და აუხსნა, რომ ჩემთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გადაეღოთ. ღუდუშაურში ეს რომ არ ეთქვათ, გადასხმებით გააგრძელებდნენ ჩემს მკურნალობას და ალბათ მოვკვდებოდი კიდეც. ტომოგრაფია გამიკეთდა და იმ საღამოსვე ორთაჭალის კლინიკაში გადამიყვანეს. იქ ტყუილად ვიწექი, ნახეს, რომ ჩირქი იყო ორგანიზმში, ამიტომ ინფექციურში გამიშვეს. სხეული და ხორცები იყო ჩათრეული, სისხლი მეწამლებოდა... ექიმმა მითხრა - ორი დღეც რომ დაგეგვიანა, სისხლი იწამლებოდაო. სხვათაშორის, იმ ერთი კვირის განმავლობაში, რაც "ჰერაში" ვიმკურნალე, არაფერში ფული არ გადამიხდია, ექიმმა ყველაფერი თავის თავზე აიღო. არადა რომ კითხოთ, ეს მათი პრობლემა არ ყოფილა და მერე გამირთულდა. ფეხზე ორი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ჩირქის გამო გართულდა მდგომარეობა და ჯერჯერობით ვერ გამიკეთდება. ექიმებს, რომ კითხოთ, ფეხი მანამდე მქონდა ამოვარდნილი და ჩირქიც მქონდა ორგანიზმში. არადა ჩირქი რომ მქონოდა, მუცელი რომ გამიჭრეს ვერ ნახავდნენ?!", - გვითხრა დონაძემ.

მისივე თქმით, უკვე მოგვიანებით ფეხზე თრომბიც განვითარდა და სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ამბობს, რომ სასწრაფოდ 2 ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და ახლა ჯანდაცვისგან ელოდება პასუხს, რომ დაფინანსება მიიღოს.

ექიმების მიმართ უკმაყოფილო პაციენტების „დიდი არმია“ არ უკვირს ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანიას. იგი ამას რამდენიმე მიზეზით ხნის და ჯანდაცვის უწყებას ამ კუთხით გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

"ამის ბევრი მიზეზია - ერთ-ერთია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არის მკაცრი მოთხოვნა ხარისხთან დაკავშირებით. ასევე არ არსებობს პროფესიული ასოციაციები, რომლებიც უფრო აქტიურად იქნებოდნენ ჩართულნი ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და იზრუნებდნენ ექიმების გადამზადებაზე. მაგალითად, ხშირად მოიწვევდნენ პრესკონფერენციებს და ჩაატარებდნენ ტრენინგებს. ასევე საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება, რომელიც ადრე იდო კანონში, ახლა კი უგულველყოფილია და აღარ მუშაობს. ასევე გვაქვს კომუნიკაციის ნაკლებობა თვითონ სამედიცინო დაწესებულებებში, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება და მართვა სჭირდება. სწორედ ამ ყველაფრის არარსებობა იწვევს იმას, რაც ახლა გვაქვს. უფრო მეტიც, ინფორმაციაც არ იკრიბება სათანადოდ. წესიერად, რომ დაითვალონ, თუ რამდენია ექიმების შეცდომები - ძალიან სერიოზულ რიცხვს მივიღებთ. მიზანმიმართულად ამასთან დაკავშირებით კვლევა არ ჩატარებულა, ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ძალიან სერიოზული მაჩვენებელი იქნება. მაგალითად, აშშ-ში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის სამედიცინო გადაცდომები მესამე ადგილზეა. ეს უსწრებს ინსულტითა და ავტოავარიებით გარდაცვლილების რაოდენობას. ასე რომ, თუ ამერიკაში ეს ხდება, სადაც საუკეთესო მედიცინა და მართვაა, აქ რომ ეს ხდება, აღარ მიკვირს", - უთხრა AMBEBI.GE-ს სასანიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის უწყებამ ამ მიმართულებით კრიტერიუმები უნდა გაამკაცროს, რომ ეს პრობლემები მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრას.

"უნდა დაწესდეს კრიტერიუმები, შეფასდეს რეალური მდგომარეობა და მერე უნდა დაიწყონ ამ მიმართულებაზე ზრუნვა. პირველ ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რა არის ექიმების გადაცდომების ძირითადი მიზეზი, მაგალითად, ეს არის არასწორი კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმებს შორის, დაბალი კვალიფიკაცია, თუ ტრენინგებისა და განვითარების საშუალების არარსებობა. ეს ყველაფერი რაღაცნაირად შესასწავლი და დასადგენია. რეგულირების სააგენტო მკურნალობის ხარისხს არ ამოწმებს იმ სტანდარტებითა და კრიტერიუმებით, რომლითაც უნდა ფასდებოდეს. იქ ძირითადად ფინანსურ ვალდებულებაზეა საუბარი, და ამ კუთხით ცდილობენ პრობლემების აღმოფხვრას. არადა, ეს გადაცდომები სისტემური პრობლემებით არის გამოწვეული და ამას მიხედვა სჭირდება სისტემურად", - გვითხრა ჯანდაცვის ექსპერტმა.

აღსანიშნავია, რომ 2017-2019 წლებში რეგულირების სააგენტოში სამედიცინო დაწესებულებების დახურვის საკითხი არ დასმულა.

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი