Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამაყად და იმ ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია" - ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა
"ამაყად და იმ ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია" - ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა

ქურდბა­ცა­ცო­ბა ჩემ მო­რალ­ში არ ჯდე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ამა­ყად და იმ მთა­ვა­რი ლა­ქის გა­რე­შე დავ­ბრუნ­დი, რა­საც მძი­მე ბრალ­დე­ბა - ქურ­დო­ბა და მა­ი­მუ­ნო­ბა ჰქვია, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, ვანო ზარ­დი­აშ­ვი­ლის ცო­ლის ძმამ, გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვამ გა­ნუ­ცხა­და.

აბ­რა­ლა­ვა ნორ­ვე­გი­ა­ში 3-თვი­ა­ნი და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს და ამ­ბობს, რომ მისი და მისი ორი მე­გობ­რის და­კა­ვე­ბა გა­უ­გებ­რო­ბა იყო. ის გა­მო­რი­ცხავს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აბ­რა­ლა­ვამ და მის­მა მე­გობ­რებ­მა ნორ­ვე­გი­ა­ში ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ი­დან ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რეს.

„ქუ­ჩა­ში ვი­ყა­ვით, როცა სა­მარ­თლდმა­ცა­ვებ­მა სა­ბუ­თე­ბის გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით გაგ­ვა­ჩე­რეს. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა. ვი­საც ნორ­ვე­გი­ას­თან შე­ხე­ბა აქვს, ყვე­ლამ იცის, რომ იქ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მკაც­რად ექ­ცე­ვი­ან. გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან გვქონ­და კონ­ტაქ­ტი, გვაჩ­ვე­ნებ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ებს, თუ ვიც­ნობ­დით მათ, ეგო­ნათ ეს­პა­ნეთ­ში ვი­ყა­ვით და მთე­ლი იმ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ნორ­ვე­გი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დით, ყვე­ლაფ­რის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ტუ­რის­ტუ­ლი მიზ­ნით ჩა­ვე­დით პა­ტა­რა ქა­ლაქ - ლილე ჰა­მერ­ში, სა­დაც 1994 წელს ოლიმ­პი­ა­და ჩა­ტარ­და. სწო­რედ ამ ქა­ლაქ­ში გვინ­დო­და თოვ­ლზე სრი­ა­ლი. თა­ვი­დან შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ალ­პებ­ში ვა­პი­რებ­დით წას­ვლას, მაგ­რამ რად­გან სკან­დი­ნა­ვი­ის მხა­რე­ში ნამ­ყო­ფი არ ვი­ყა­ვი, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ამ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც ასე­თი გა­უ­გებ­რო­ბა შეგ­ვემ­თხვა. ეს ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა და­ე­მარ­თოს, ამის­გან და­ცუ­ლი არა­ვი­ნაა“, - გა­ნა­ცხა­და აბ­რა­ლა­ვამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბრა­ლი, რო­მე­ლიც მათ წა­რუდ­გი­ნეს, არ და­უ­დას­ტურ­დათ და პირ­და­პირ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

„ეს ბრა­ლი, რა თქმა უნდა, არ დაგ­ვი­დას­ტურ­და, რად­გან არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობ­და, მათ შო­რის, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. რო­გორც წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვი­დეთ და კა­მე­რა არ ეყე­ნოს. ეს ხომ აბ­სურ­დია! ბრა­ლი არ დაგ­ვი­დას­ტურ­და და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან­ვე გავ­თა­ვი­სუფ­ლდით.

ჩვე­ნი ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა უც­ნა­უ­რად და­ემ­თხვა „რუს­თა­ვი 2“-ის სი­უ­ჟეტს, 14 თუ 15 იან­ვარს გა­ვი­გეთ, რომ თით­ქოს ვი­ღა­ცამ ტექ­ნი­კა მო­ი­პა­რა და ჩვენ მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ. მათ კო­დექსში აქვთ ასე­თი მუხ­ლი - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა. სა­სა­მარ­თლომ გა­ნი­ხი­ლა ჩვე­ნი სა­კი­თხი, მო­სა­მარ­თლემ თვალ­ნათ­ლივ ნახა, რაც ხდე­ბო­და და პრო­კუ­რორს და­ა­ვა­ლა, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ჩვენ ნორ­ვე­გი­ის ტე­რი­ტო­რია დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა და ოჯა­ხებს დავ­ბრუ­ნე­ბო­დით.

ჩემ მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებს მივ­მარ­თავ, რომ მარ­თა­ლი ვარ. ვინც მე მიც­ნობს და ვი­საც ჩემ­თან ერთხელ მა­ინც შე­ხე­ბა ჰქო­ნია, ამ ფაქტს არ და­ი­ჯე­რებს. მთა­ვა­რია, რომ ამა­ყად და იმ მთა­ვა­რი ლა­ქის გა­რე­შე დავ­ბრუნ­დით, რა­საც მძი­მე ბრალ­დე­ბა - ქურ­დო­ბა და მა­ი­მუ­ნო­ბა ჰქვია. როცა ეს გა­ვი­გეთ, შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ვე­ლო­დე­ბო­დით სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს. ხელთ მაქვს ცნო­ბა, რომ ნა­სა­მარ­თლე­ვი არ ვარ, ბრა­ლი არ დაგ­ვიმ­ტკიც­და“, - აცხა­დებს აბ­რა­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თე­ბერ­ვალ­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ნორ­ვე­გი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვაც იყო.

გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვა ბოლო წლებ­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და.

გრი­გოლ აბ­რა­ლა­ვას­თან ერ­თად ნორ­ვე­გი­ა­ში ასე­ვე და­ა­კა­ვეს თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ის­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე. კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი პირი გრი­შა მარ­ღა­ნია იყო.

ავტორი:

"ამაყად და იმ ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია" - ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა

"ამაყად და იმ ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია" - ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა

ქურდბაცაცობა ჩემ მორალში არ ჯდება. მთავარია, რომ ამაყად და იმ მთავარი ლაქის გარეშე დავბრუნდი, რასაც მძიმე ბრალდება - ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმამ, გრიგოლ აბრალავამ განუცხადა.

აბრალავა ნორვეგიაში 3-თვიანი დაკავების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ მისი და მისი ორი მეგობრის დაკავება გაუგებრობა იყო. ის გამორიცხავს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აბრალავამ და მისმა მეგობრებმა ნორვეგიაში ტექნიკის მაღაზიიდან ნივთები მოიპარეს.

„ქუჩაში ვიყავით, როცა სამართლდმაცავებმა საბუთების გადამოწმების მიზნით გაგვაჩერეს. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა. ვისაც ნორვეგიასთან შეხება აქვს, ყველამ იცის, რომ იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მკაცრად ექცევიან. გვეუბნებოდნენ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებებთან გვქონდა კონტაქტი, გვაჩვენებდნენ ადამიანების ფოტოებს, თუ ვიცნობდით მათ, ეგონათ ესპანეთში ვიყავით და მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ნორვეგიაში ვიმყოფებოდით, ყველაფრის იდენტიფიკაცია მიმდინარეობდა.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ტურისტული მიზნით ჩავედით პატარა ქალაქ - ლილე ჰამერში, სადაც 1994 წელს ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ამ ქალაქში გვინდოდა თოვლზე სრიალი. თავიდან შვეიცარიაში, ალპებში ვაპირებდით წასვლას, მაგრამ რადგან სკანდინავიის მხარეში ნამყოფი არ ვიყავი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პატარა ქალაქში ჩავსულიყავით, სადაც ასეთი გაუგებრობა შეგვემთხვა. ეს ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, ამისგან დაცული არავინაა“, - განაცხადა აბრალავამ.

მისივე განმარტებით, ბრალი, რომელიც მათ წარუდგინეს, არ დაუდასტურდათ და პირდაპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

„ეს ბრალი, რა თქმა უნდა, არ დაგვიდასტურდა, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები. როგორც წარმოგიდგენიათ, ტექნიკის მაღაზიაში შეხვიდეთ და კამერა არ ეყენოს. ეს ხომ აბსურდია! ბრალი არ დაგვიდასტურდა და სასამართლო დარბაზიდანვე გავთავისუფლდით.

ჩვენი ბრალის წაყენება უცნაურად დაემთხვა „რუსთავი 2“-ის სიუჟეტს, 14 თუ 15 იანვარს გავიგეთ, რომ თითქოს ვიღაცამ ტექნიკა მოიპარა და ჩვენ მათ ფსიქოლოგიურად მხარი დავუჭირეთ. მათ კოდექსში აქვთ ასეთი მუხლი - ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სასამართლომ განიხილა ჩვენი საკითხი, მოსამართლემ თვალნათლივ ნახა, რაც ხდებოდა და პროკურორს დაავალა, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ ნორვეგიის ტერიტორია დაგვეტოვებინა და ოჯახებს დავბრუნებოდით.

ჩემ მეგობრებს, ახლობლებს მივმართავ, რომ მართალი ვარ. ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან ერთხელ მაინც შეხება ჰქონია, ამ ფაქტს არ დაიჯერებს. მთავარია, რომ ამაყად და იმ მთავარი ლაქის გარეშე დავბრუნდით, რასაც მძიმე ბრალდება - ქურდობა და მაიმუნობა ჰქვია. როცა ეს გავიგეთ, შოკირებულები ვიყავით და ველოდებოდით სასამართლო პროცესს. ხელთ მაქვს ცნობა, რომ ნასამართლევი არ ვარ, ბრალი არ დაგვიმტკიცდა“, - აცხადებს აბრალავა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თებერვალში ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ნორვეგიაში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორის გრიგოლ აბრალავაც იყო.

გრიგოლ აბრალავა ბოლო წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

გრიგოლ აბრალავასთან ერთად ნორვეგიაში ასევე დააკავეს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ისნის განყოფილების უფროსი გიორგი კიკნაძე. კიდევ ერთი დაკავებული პირი გრიშა მარღანია იყო.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"