Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის განახლდება "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობები - გუკა რჩეულიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე
როდის განახლდება "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობები - გუკა რჩეულიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

„ცენ­ტრ პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ვეს­ტო­რებ­თან კონ­ტრაქ­ტი ივ­ნი­სის თვე­ში გა­ფორმ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია სამ ახალ ინ­ვეს­ტორ­ზე.

რო­გორც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი დას­რულ­დე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბი­ან.

„მე­რი­ას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობთ, გა­ვე­დით და­კონ­ტრაქ­ტე­ბის ბო­ლო­ში. ახლა სამი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნია შე­მო­დის და ამ კომ­პა­ნი­ებ­თან და­კონ­ტრაქ­ტე­ბის ბოლო ფა­ზა­ში ვართ. ამ­ჯე­რად, ყვე­ლა­ფერ­ზე შევ­თან­ხმდით სა­მი­ვე მხა­რე და წე­სით, პრობ­ლე­მა აღარ უნდა იყოს. ივ­ნი­სის თვე­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორმ­დე­ბა კონ­ტრაქ­ტი.

ეს კომ­პა­ნი­ე­ბი იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აი­ღე­ბენ სა­კუ­თარ თავ­ზე, რაც ჩვენ გვქონ­და, ისი­ნი იმ მშე­ნებ­ლო­ბებს და­ამ­თავ­რე­ბენ, სა­დაც ჩვენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს აღე­ბუ­ლი.

მე­რია, გვეხ­მა­რე­ბა რო­გორც ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი კუ­თხით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბით, რაც პრო­ცესს გვი­ად­ვი­ლებს. და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და საპ­რო­ცე­სოც გა­ფორმ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნია „ცენ­ტრ პო­ინ­ტის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და ხელ­მძღვა­ნელს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გაფ­ლან­გავ­ში ედე­ბა ბრა­ლი. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს მო­ი­ცავს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, ”ცენ­ტრ პო­ინ­ტის” დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მაია რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი, ბრალ­დე­ბის საქ­მის ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ზე 2018 წლის 31 მარტს, თაღ­ლი­თო­ბი­სა და მე­ნა­შე­ნე­თა კუთ­ვნი­ლი თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ სცნო და 4-4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. საქ­მე რამ­დე­ნი­მე ობი­ექტს, მათ შო­რის სა­ა­კა­ძის მო­ე­დან­ზე, კრწა­ნის­სა და წყნე­თის ობი­ექ­ტებს ეხე­ბა. იმა­ვე დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბი­სა და კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პი­რო­ბით, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

ავტორი:

როდის განახლდება "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობები - გუკა რჩეულიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

როდის განახლდება "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობები - გუკა რჩეულიშვილი მოლაპარაკებების დეტალებზე

„ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორებთან კონტრაქტი ივნისის თვეში გაფორმდება. საუბარია სამ ახალ ინვესტორზე.

როგორც რჩეულიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, დაწყებული მშენებლობები დასრულდება და დაზარალებულები დაკმაყოფილდებიან.

„მერიასთან ერთად ვმუშაობთ, გავედით დაკონტრაქტების ბოლოში. ახლა სამი სხვადასხვა კომპანია შემოდის და ამ კომპანიებთან დაკონტრაქტების ბოლო ფაზაში ვართ. ამჯერად, ყველაფერზე შევთანხმდით სამივე მხარე და წესით, პრობლემა აღარ უნდა იყოს. ივნისის თვეში ოფიციალურად გაფორმდება კონტრაქტი.

ეს კომპანიები იმ ვალდებულებებს აიღებენ საკუთარ თავზე, რაც ჩვენ გვქონდა, ისინი იმ მშენებლობებს დაამთავრებენ, სადაც ჩვენ დაზარალებულების მიმართ ვალდებულებები გვაქვს აღებული.

მერია, გვეხმარება როგორც ბიუროკრატიული კუთხით, ასევე სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოებით, რაც პროცესს გვიადვილებს. დაიწყება მშენებლობები და საპროცესოც გაფორმდება“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგავში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, ბრალდების საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე 2018 წლის 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისსა და წყნეთის ობიექტებს ეხება. იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურებისა და კუთვნილი საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფის პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკი - რა ბედი ეწევა ეროვნულ ვალუტას

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

რა ღირს საწვავი საქართველოში მაშინ, როცა ნავთობის ფასი მსოფლიოში 42%-ით დაეცა