მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს განვითარებას იწყებს უპრეცედენტო, 100 მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში
,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს განვითარებას იწყებს უპრეცედენტო, 100 მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში

ბახ­მა­როს უნი­კა­ლუ­რი კუ­რორ­ტი თა­ვი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სამ­კურ­ნა­ლო და სა­კუ­რორ­ტო თვი­სე­ბე­ბით დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ დღემ­დე კუ­რორ­ტი რჩე­ბა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად მო­უ­წეს­რი­გე­ბელ და და­სას­ვე­ნებ­ლად მო­უ­ხერ­ხე­ბელ ად­გი­ლად. მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი და­პი­რე­ბი­სა და მცდე­ლო­ბი­სა, მას­ში რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია დღემ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ამ­ჯე­რად სა­ხე­ზეა სრუ­ლი­ად უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა. „ორბი ჯგუ­ფი“ პირ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც ბახ­მა­რო­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი კომ­პლექ­სის მშე­ნებ­ლო­ბას იწყებს.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია "ორბი ჯგუ­ფის“ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, ირაკ­ლი კვერ­ღე­ლი­ძეს­თან.

_ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თქვენ­მა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტმა ჩვენს მკი­თხვე­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია. გთხოვთ მოგ­ვი­თხროთ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

_სა­ხელ­მწი­ფოს და ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ბახ­მა­რო 4 სე­ზო­ნი­ან კუ­რორ­ტად გა­და­იქ­ცეს, შე­იქ­მნას თა­ნა­მედ­რო­ვე, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სერ­ვი­სი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, ტუ­რის­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­ვი­ზი­დოთ.ჩვე­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით აშენ­დე­ბა სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი, სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბა­ზი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, კა­ფე­ე­ბი; სპა და სპორ­ტულ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ცენ­ტრე­ბი, მო­ე­წყო­ბა ვერ­ტმფრე­ნის და­საჯ­დო­მი ად­გი­ლი, და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პარ­კი, ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი, რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი, ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი, ღია და და­ხუ­რუ­ლი აუ­ზე­ბი, პარ­კინ­გი, და ა.შ. რაც კუ­რორ­ტს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყო­ველ­წლი­უ­რად მო­ემ­სა­ხუ­როს 300 000-ზე მეტ ტუ­რისტს, რაც 20-ჯერ მე­ტია დღეს არ­სე­ბულ­თან შე­და­რე­ბით და ამ მხრივ უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა არა მარ­ტო ბახ­მა­რო­სათ­ვის, არა­მედ გუ­რი­ის­თვი­საც. ეს იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი კლა­სის სას­ტუმ­რო კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც მო­ი­ზი­დავს მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან ტუ­რის­ტებს, რაც გუ­რი­ის ეკო­ნო­მი­კი­სათ­ვის მძლავ­რი სტი­მუ­ლი იქ­ნე­ბა. იგი სო­ლი­დურ შე­მო­სავ­ლებს მის­ცემს, რო­გორც ბი­უ­ჯეტს, ისე მო­სახ­ლე­ო­ბას. სტა­ბი­ლუ­რად და­საქმდე­ბა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი.

_ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, რო­გო­რია ინ­ვეს­ტი­ცი­ის მას­შტა­ბე­ბი და მისი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი ?

_ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ვეს­ტი­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, მაგ­რამ კომ­პა­ნია აღ­ნიშ­ნულ პრო­ექ­ტში 100 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბას გეგ­მავს, სას­ტუმ­რო ნომ­რე­ბის ფონ­დი კი 120-დან 800 ნომ­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­საქმდე­ბა 2 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი. მიმ­დი­ნა­რე წელს ჩა­ტარ­დე­ბა გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი, მოხ­დე­ბა პრო­ექ­ტი­რე­ბა და გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ხოლო მო­მა­ვა­ლი წლი­დან აქ­ტი­უ­რად და­ი­წყე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც 2021 წლის­თვის დას­რულ­დე­ბა.დღემ­დე მსგავ­სი მას­შტა­ბი­სა და ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი ბახ­მა­რო­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, ეს არის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი. _მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი წე­სია, როცა ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს სო­ლი­დუ­რი ბრენ­დი, მის კვალ­დაკ­ვალ მი­დი­ან სხვა კომ­პა­ნი­ე­ბიც. მათ მი­აჩ­ნი­ათ, თუკი მსოფ­ლიო ბრენ­დი იწყებს მუ­შა­ო­ბას ამა თუ იმ ად­გი­ლას, ესე იგი, იქ მიმ­ზიდ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბია და ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ხელ­საყ­რე­ლია. თქვენ რას იტყო­დით ამის შე­სა­ხებ?_ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ იმა­ში, რომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტი მა­გა­ლითს მის­ცემს სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც, აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ კუ­რორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რათა სა­ხელ­მწი­ფოს­თან ერ­თად, ერ­თობ­ლი­ვად შევ­ძლოთ ბახ­მა­როს მსოფ­ლი­ოს მნიშ­ვნე­ლო­ბის კუ­რორ­ტად გა­დაქ­ცე­ვა

_ თქვე­ნი აზ­რით რა შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გუ­რი­ის სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის?

_ ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, უზ­რუნ­ველ­ყოფს რე­გი­ონ­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებ პირ­თა და­საქ­მე­ბას, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა­სა და, შე­სა­ბა­მი­სად, ამ დარ­გის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბას, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. აღ­ნი­შუ­ლი მო­ცუ­ლო­ბის ტუ­რის­ტულ ნა­კადს სჭირ­დე­ბა კვე­ბა, გა­და­ად­გი­ლე­ბა, გარ­თო­ბა და კი­დევ ბევ­რი სხვა სა­ხის სერ­ვი­სი. შე­სა­ბა­მი­სად, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ უნდა იყოს, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის მუ­შა­ხე­ლი და სერ­ვი­სის მიმ­წო­დე­ბე­ლი დას­ჭირ­დე­ბა ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბას, ამას­თან რა ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი გუ­რი­ის რე­გი­ო­ნის­თვის და მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის­თვის. ამ­დე­ნად, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი ბახ­მა­როს, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­თო კუ­რორ­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ითა­მა­შებსდა ლო­კო­მო­ტი­ვის ფუნ­ქცი­ას შე­ას­რუ­ლებს რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

_ მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს აქვს შიში, რომ ხომ არ გა­და­იქ­ცე­ვა ბახ­მა­რო ცა­თამბჯე­ნე­ბის უსა­ხურ და­სახ­ლე­ბად და ხომ არ და­კარ­გავს ის თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ იერ­სა­ხეს?

_ „ორბი ჯგუ­ფის­თვის“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ პრო­ექ­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რა და დი­ზა­ი­ნი შე­სა­ტყვი­სი და შე­სა­ბა­მი­სი იყოს გა­რე­მოს­თან და ად­გი­ლობ­რივ ლან­დშაფტ­თან. ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ზო­გა­დად კუ­რორ­ტის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა და ურ­ბა­ნუ­ლი და­გეგ­მა­რე­ბა ერ­თი­ა­ნი კონ­ცეფ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დეს და ამ მიზ­ნით აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, ად­გი­ლობ­რივ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან, დაპ­რო­ექ­ტე­ბის პრო­ცეს­ში ჩავ­რთავთ მშოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თაც აქვთ სამ­თო-ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პლექ­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცია. ვი­თა­ნამ­შრო­ლებთ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­ბულ ჯგუფ­თან, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად ყვე­ლა მო­საზ­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შევ­ძლოთ სა­ერ­თო მიზ­ნის მიღ­წე­ვა. და­ბე­ჯი­თე­ბით გე­ტყვით, რომ პრო­ექ­ტი არა­თუ და­ა­ზი­ა­ნებს, პი­რი­ქით, სრუ­ლად იქ­ნე­ბა შე­სა­ტყვი­სი ბახ­მა­როს უნი­კა­ლურ ლან­დშაფტ­თან და გა­რე­მოს­თან.

_ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, თქვენ გუ­რუ­ლი ბრძან­დე­ბით. ორბი ჯგუ­ფის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც გუ­რუ­ლია. ბახ­მა­რო გუ­რი­ა­ში ყო­ველ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი თემა იყო. ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად იქ­ნე­ბო­დით ბახ­მა­რო­ში?

_ ჩვენ­თვის, გუ­რუ­ლე­ბის­თვის, ბახ­მა­რო ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის ნა­წი­ლი იყო. ახლა ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლიც გახ­დე­ბა. ას­რულ­დე­ბა სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა, რომ ბახ­მა­რო­ში წლის ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­დეს დას­ვე­ნე­ბა; რომ იყოს კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი და კი­დევ უფრო ლა­მა­ზი.

ერთხელ, ჯი­ხე­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა ან­დრი­ამ ხუმ­რო­ბით გვი­თხრა - სამი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა ჰქონ­და გუ­რულ ოჯახს _ მთავ­რო­ბა­ში („ცე­კა­ში) ჰყო­ლო­და ახ­ლო­ბე­ლი; ბახ­მა­რო­ში შეძ­ლე­ბო­და ოჯა­ხის დას­ვე­ნე­ბა და ღვთის­მშობ­ლო­ბას ჯი­ხეთ­ში ასუ­ლი­ყო სა­ლო­ცა­ვად.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტი ბახ­მა­როს ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს განვითარებას იწყებს უპრეცედენტო, 100 მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში

,,ორბი ჯგუფი“ ბახმაროს განვითარებას იწყებს უპრეცედენტო, 100 მილიონიანი ინვესტიცია ბახმაროში

ბახმაროს უნიკალური კურორტი თავისი განსაკუთრებული სამკურნალო და საკურორტო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ დღემდე კურორტი რჩება ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ და დასასვენებლად მოუხერხებელ ადგილად. მიუხედავად მრავალი დაპირებისა და მცდელობისა, მასში რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია დღემდე არ განხორციელებულა. ამჯერად სახეზეა სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა. „ორბი ჯგუფი“ პირველი კომპანიაა, რომელიც ბახმაროში თანამედროვე სტანდარტების, უმაღლესი ხარისხის მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.

გთავაზობთ ინტერვიუს საერთაშორისო დეველოპერული კომპანია "ორბი ჯგუფის“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი კვერღელიძესთან.

_ ბატონო ირაკლი, თქვენმა საინვესტიციო პროექტმა ჩვენს მკითხველებში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. გთხოვთ მოგვითხროთ პროექტის შესახებ.

_სახელმწიფოს და ჩვენი მიზანია, ბახმარო 4 სეზონიან კურორტად გადაიქცეს, შეიქმნას თანამედროვე, მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და სერვისი, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოვიზიდოთ.ჩვენი საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები, მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. რაც კურორტს საშუალებას მისცემს ყოველწლიურად მოემსახუროს 300 000-ზე მეტ ტურისტს, რაც 20-ჯერ მეტია დღეს არსებულთან შედარებით და ამ მხრივ უნიკალური მოვლენაა არა მარტო ბახმაროსათვის, არამედ გურიისთვისაც. ეს იქნება უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც მოიზიდავს მაღალბიუჯეტიან ტურისტებს, რაც გურიის ეკონომიკისათვის მძლავრი სტიმული იქნება. იგი სოლიდურ შემოსავლებს მისცემს, როგორც ბიუჯეტს, ისე მოსახლეობას. სტაბილურად დასაქმდება ათასობით ადამიანი.

_ ბატონო ირაკლი, როგორია ინვესტიციის მასშტაბები და მისი განვითარების ეტაპები ?

_ მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების შესაბამისად, ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 50 მილიონი ლარია, მაგრამ კომპანია აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს, სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმდება 2 ათასამდე ადამიანი. მიმდინარე წელს ჩატარდება გეოლოგიური კვლევები, მოხდება პროექტირება და განხორციელდება სხვა მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება მშენებლობის პროცესი, რომელიც 2021 წლისთვის დასრულდება.დღემდე მსგავსი მასშტაბისა და ფუნქციონალური დანიშნულების პროექტი ბახმაროში არ განხორციელებულა, ეს არის პირველი პრეცედენტი. _მსოფლიოში ცნობილი წესია, როცა ინვესტიციას ახორციელებს სოლიდური ბრენდი, მის კვალდაკვალ მიდიან სხვა კომპანიებიც. მათ მიაჩნიათ, თუკი მსოფლიო ბრენდი იწყებს მუშაობას ამა თუ იმ ადგილას, ესე იგი, იქ მიმზიდველი პირობებია და ინვესტიციის განხორციელებაც ხელსაყრელია. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?_ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენი პროექტი მაგალითს მისცემს სხვა კომპანიებსაც, აქტიურად ჩაერთონ კურორტის განვითარებაში, რათა სახელმწიფოსთან ერთად, ერთობლივად შევძლოთ ბახმაროს მსოფლიოს მნიშვნელობის კურორტად გადაქცევა

_ თქვენი აზრით რა შედეგებს გამოიწვევს საინვესტიციო პროექტის განხორციელება გურიის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის?

_ ასეთი პროექტების განხორციელება, უზრუნველყოფს რეგიონში და განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის დაბრუნებასა და მიგრაციის პროცესის შეჩერებას, რეგიონში მცხოვრებ პირთა დასაქმებას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების გაზრდასა და, შესაბამისად, ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის. აღნიშული მოცულობის ტურისტულ ნაკადს სჭირდება კვება, გადაადგილება, გართობა და კიდევ ბევრი სხვა სახის სერვისი. შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რა რაოდენობის მუშახელი და სერვისის მიმწოდებელი დასჭირდება ამ ამოცანის შესრულებას, ამასთან რა ეკონომიკური ეფექტის მომტანი იქნება ეს ყველაფერი გურიის რეგიონისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ამდენად, აღნიშნული პროექტი ბახმაროს, როგორც თანამედროვე სამთო კურორტის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებსდა ლოკომოტივის ფუნქციას შეასრულებს რეგიონის განვითარებაში.

_ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს შიში, რომ ხომ არ გადაიქცევა ბახმარო ცათამბჯენების უსახურ დასახლებად და ხომ არ დაკარგავს ის თავის განსაკუთრებულ იერსახეს?

_ „ორბი ჯგუფისთვის“ უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტის არქიტექტურა და დიზაინი შესატყვისი და შესაბამისი იყოს გარემოსთან და ადგილობრივ ლანდშაფტთან. ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ზოგადად კურორტის განაშენიანება და ურბანული დაგეგმარება ერთიანი კონცეფციის ფარგლებში მოხდეს და ამ მიზნით აქტიურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, ადგილობრივ სპეციალისტებთან, მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან, დაპროექტების პროცესში ჩავრთავთ მშოფლიოში ცნობილ კომპანიებს, რომელთაც აქვთ სამთო-ტურისტული კომპლექსების მშენებლობის განხორციელების ყველაზე დიდი გამოცდილება და მაღალი კვალიფიკაცია. ვითანამშროლებთ ყველა დაინტერებულ ჯგუფთან, რათა მაქსიმალურად ყველა მოსაზრების გათვალისწინებით შევძლოთ საერთო მიზნის მიღწევა. დაბეჯითებით გეტყვით, რომ პროექტი არათუ დააზიანებს, პირიქით, სრულად იქნება შესატყვისი ბახმაროს უნიკალურ ლანდშაფტთან და გარემოსთან.

_ ბატონო ირაკლი, თქვენ გურული ბრძანდებით. ორბი ჯგუფის დამფუძნებელიც გურულია. ბახმარო გურიაში ყოველთვის აქტუალური თემა იყო. ალბათ ბავშვობაში ხშირად იქნებოდით ბახმაროში?

_ ჩვენთვის, გურულებისთვის, ბახმარო ჩვენი ბავშვობის ნაწილი იყო. ახლა ცხოვრების ნაწილიც გახდება. ასრულდება საუკუნოვანი ოცნება, რომ ბახმაროში წლის ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს დასვენება; რომ იყოს კეთილმოწყობილი და კიდევ უფრო ლამაზი.

ერთხელ, ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარმა, მამა ანდრიამ ხუმრობით გვითხრა - სამი მთავარი ოცნება ჰქონდა გურულ ოჯახს _ მთავრობაში („ცეკაში) ჰყოლოდა ახლობელი; ბახმაროში შეძლებოდა ოჯახის დასვენება და ღვთისმშობლობას ჯიხეთში ასულიყო სალოცავად.

ჩვენი პროექტი ბახმაროს ოცნების ასრულება იქნება.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის