ავტორი:

საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დის მისამართით დამცინავი პოსტი დაწერა, გაათავისუფლეს

საკრებულოს დეპუტატი, რომელმაც ლაგოდეხში დაღუპული გოგონას დის მისამართით დამცინავი პოსტი დაწერა, გაათავისუფლეს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი ნანა კოსტავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს (31.05.2019) გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტ სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". აღნიშნული პოსტის გამო კოსტავას სრულიად სოციალური ქსელი აკრიტიკებს. სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის დაა.

AMBEBI.GE-სთან კოსტავამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა.

"ჩემი თანამდებობიდან და მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის ვაფასებ და ვიცავ ისეთ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. არავის მივცემ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის შეურაცხყოფის უფლებას. სალომე ბარკერის ეს ვიდეო არ მომეწონა და დავდე, არ ვიცოდი მისი ტრაგედია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის დას. ვუსამძიმრებ ოჯახს და ვიზიარებ მისი დედის ტრაგედიას", - აღნიშნა კოსტავამ.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია