მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ
"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ

გზა, რო­მელ­საც პო­ლი­ცი­ე­ლი გა­დის, იმა­ზე რთუ­ლია, ვიდ­რე ეს ერთი შე­ხედ­ვით ჩანს. ბევ­რი მათ­გა­ნის უკან მე­უღ­ლე­ე­ბი, შვი­ლე­ბი დგა­ნან, რო­მელ­თაც მშობ­ლე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო სულ ენატ­რე­ბათ.

AMBEBI.GE შე­ეც­დე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი შიგ­ნი­დან და­გა­ნა­ხოთ. ჩვე­ნი რეს­პო­დენ­ტე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან. ინ­ტერ­ვიუ მშობ­ლე­ბის გა­უფრ­თხი­ლებ­ლად ჩავ­წე­რეთ და ეს მათ­თვის ერ­თგვა­რი სურპრი­ზი იქ­ნე­ბა.

ნია ჯი­ქია, 13 წლის - თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის გა­ლაქ­ტი­ონ ჯი­ქი­ას და ნინო ვე­კუ­ას შვი­ლი:

- დე­დი­კოც და მა­მი­კოც პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ. ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ არ ვნერ­ვი­უ­ლობ, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ამით ვე­რა­ფერს შევ­ცვლი. ორი­ვე ჩემს ქვე­ყა­ნას, მის სიმ­შვი­დეს და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რათა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა თა­ვის სახ­ლში მშვი­დად და­ი­ძი­ნოს, თუმ­ცა ძა­ლი­ან ხში­რად თა­ვად არ სძი­ნავთ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში. დიახ, ამა­ყი ვარ, რომ ორი ასე­თი ადა­მი­ა­ნი მყავს სახ­ლში, რო­მე­ლიც ჩვენს სიმ­შვი­დე­ზე ზრუ­ნავს...

- რო­დე­საც სახ­ლში არ არი­ან, ნერ­ვი­უ­ლობთ?

- შე­თან­ხმე­ბუ­ლი არი­ან ისე, რომ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლშია, ჩემ­თან და ჩემს და-ძმას­თან... თუმ­ცა, ზოგ­ჯერ მე­ნატ­რე­ბა, რომ ორი­ვე ერ­თად ვნა­ხო სახ­ლში. მე დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვარ და რად­გან დე­დი­კოს ასე­თი სამ­სა­ხუ­რი აქვს, სახ­ლის საქ­მე­ებ­ში, და­ლა­გე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბი. ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი დრო არ მაქვს, მაგ­რამ რო­გორ­ღაც დროს ვპო­უ­ლობ და ვეხ­მა­რე­ბი... შე­იძ­ლე­ბა დე­დი­კოს ამის გა­კე­თე­ბა არც გა­უ­ჭირ­დეს, მაგ­რამ თუნ­დაც მცი­რე­დით მინ­და ვაგ­რძნო­ბი­ნო, რომ მე მეს­მის მისი, მისი პრო­ფე­სი­ის სირ­თუ­ლის. უფრო მე­ტად პა­ტივს ვცემ მას და მიყ­ვარს, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მხო­ლოდ ჩემ­ზე კი არა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სიმ­შვი­დე­ზე ზრუ­ნავს, თან ისე, რომ მისი პრო­ფე­სი­ის რის­კე­ბიც ეს­მის. ისიც მი­ხა­რია, რომ დე­დი­კო და მა­მი­კო ისე შე­თან­ხმე­ბუ­ლად აკე­თე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რომ ჩვენ მათი ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა არ მოგ­ვაკ­ლდეს. ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი მახ­სოვს, და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რა­ღაც გან­გა­ში იყო, ჩემი მშობ­ლე­ბი სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს. მა­შინ ჩემი და-ძმა და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი არ იყ­ვნენ. ჩემს ძმა­ზე 6 წლით უფ­რო­სი ვარ... დე­დი­კოს და მა­მი­კოს მე­გო­ბარ­მა მან­ქა­ნით გა­მოგ­ვი­ა­რა, ჩა­მაც­ვეს და მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს. არ მახ­სოვს სად წა­ვე­დით, ალ­ბათ ბე­ბოს­თან უნდა წა­ვეყ­ვა­ნეთ. ეს კად­რი დამ­რჩა და კი­დევ ის, რომ ბავ­შვუ­რად ვთხო­ვე ღმერ­თს, მალე და ჯან­მრთე­ლე­ბი და­მიბ­რუ­ნე-მეთ­ქი... კი­დევ ერთი სი­ტყვა მახ­სოვს, გან­გა­ში და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად წა­ვიდ­ნენ სამ­სა­ხურ­ში.

- ნია, დღეს პო­ლი­ცი­ის დღეა. რას უსურ­ვებ­დით მათ?

- ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს გამ­ძლე­ო­ბას ვუ­სურ­ვებ, რად­გან ეს მათ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუ­ნავს, შე­იძ­ლე­ბა სახ­ლში ვერც მი­ვი­დეს, მაგ­რამ საქ­მის დროს ამა­ზე არც ფიქ­რობს... მამა 19 წე­ლია პო­ლი­ცი­ა­შია, დედა - 16. ახალ­ბე­და პო­ლი­ცი­ელს ვუ­სურ­ვებ გამ­ძლე­ო­ბას, კი­დევ სიმ­შვი­დე­სა და წარ­მა­ტე­ბას... ადრე მეც ვფიქ­რობ­დი ამ პრო­ფე­სი­ა­ზე, ფორ­მაც კი მქონ­და, შემ­დეგ აზრი შე­მეც­ვა­ლა და ამ ეტაპ­ზე, რა გზას ავირ­ჩევ, ჯერ არ ვიცი.

ნია ჯი­ქია და მისი მშობ­ლე­ბი

რომა მამ­სი­რაშ­ვი­ლი, 16 წლის - სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა ქარ­თლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მა­ნუ­ჩარ მამ­სი­რაშ­ვი­ლის შვი­ლი:

- პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხუ­რი პრო­ფე­სი­აა. ბა­ბუ­აც პო­ლი­ცი­ე­ლი იყო. ერთხელ ახა­ლი წლის წინა დღე­ე­ბი ყო­ფი­ლა, სახ­ლში მო­სულს იქა­უ­რო­ბა გა­ძარ­ცვუ­ლი დახ­ვდა... მძარ­ცვე­ლებს ცხელ კვალ­ზე გაჰ­ყო­ლია, ისი­ნი სა­დარ­ბა­ზოს ცოტა ქვე­მოთ, გზა­ზე დახ­ვდნენ და ჩა­ცხრი­ლეს. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა... მა­შინ მა­მამ და­ი­ფი­ცა, რომ ამ პრო­ფე­სი­ას გაყ­ვე­ბო­და და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­ლებ­და და ასე ჩა­იც­ვა ფორ­მა.

- დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ა­კა­ვეს?

- არ ვიცი, ეს ამ­ბა­ვი გლ­დან­ში, წლე­ბის წინ მოხ­და... მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­მა­ჩე­მის პრო­ფე­სია. უკა­ნო­ნო­ბას ვერ იტანს და მეც ასე ვარ... ჩემს გარ­შე­მო, თუნ­დაც ქუ­ჩა­ში, რო­დე­საც უსა­მარ­თლო­ბა ხდე­ბა, ან კა­ნონ­დარ­ღვე­ვა, ამას ვერ ვე­გუ­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი მე­გობ­რე­ბიც ასე არი­ან და ყვე­ლა­ნი ცდი­ლო­ბენ, წეს­რი­გი და­იც­ვან...

- რო­გორც ვხვდე­ბი, თქვენც პო­ლი­ცი­ე­ლო­ბას აპი­რებთ...

- დიახ, ასეა. მინ­და მა­მი­სა და ბა­ბუ­ის გზას გავ­ყვე. ამ პრო­ფე­სი­ას ოჯახ­შიც პა­ტივს სცე­მენ. მა­მა­ჩე­მი ბავ­შვო­ბი­დან მიხ­სნის კა­ნო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბას და მე­უბ­ნე­ბა, რომ თუ კა­ნო­ნი არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, ქვე­ყა­ნა ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. თუმ­ცა, ასე­ვე ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და რის­კი­ა­ნი გზაა. ვიცი რომ ასეა, მაგ­რამ ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია.

მა­ნუ­ჩარ და რომა მამ­სი­რაშ­ვი­ლე­ბი

დაჩი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი, 11 წლის - სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ბესო ჭა­ღი­აშ­ვი­ლის შვი­ლი:

- მა­მა­ჩე­მი ემ­სა­ხუ­რე­ბა დიდ ოჯახს, ჩვენს სამ­შობ­ლოს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პა­ტარ-პა­ტა­რა ოჯა­ხე­ბის­გან შედ­გე­ბა... ყვე­ლა ოჯა­ხის სიმ­შვი­დეს იცავს. ღამე სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა ხში­რად უწევს... ეს არ მიყ­ვარს, რად­გან მა­შინ ცოტა ვნერ­ვი­უ­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც რე­გი­ონ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ნი­ნოწ­მინ­და­შია და ყო­ველ ღამე მუ­შა­ობს... რო­დე­საც აქეთ იყო, მის მოს­ვლამ­დე ფან­ჯა­რას­თან ვი­დე­ქი და ისე ვე­ლო­დე­ბო­დი... ახლა კვი­რა­ში ერთხელ, ან ორ კვი­რა­ში ერთხელ მო­დის, მაგ­რამ მა­ში­ნაც საქ­მე­ებ­ზე და­დის. რო­დე­საც სცა­ლია, ვსე­ირ­ნობთ. ხან­და­ხან მიყ­ვე­ბა თა­ვის სამ­სა­ხურ­ზე, შენ რომ მშვი­დად გე­ძი­ნოს, იმი­ტომ ვმუ­შა­ო­ბო. ახლა მეც მინ­და პო­ლი­ცი­ე­ლი გა­მო­ვი­დე. ია­რა­ღიც მიყ­ვარს და ფორ­მაც. სკო­ლას რომ და­ვამ­თავ­რებ, მერე არ ვიცი... ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს ჯან­მრთე­ლო­ბას, წინსვლას და სახ­ლში მალე დაბ­რუ­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ...

დაჩი ჭა­ღი­აშ­ვი­ლი მა­მას­თან და დას­თან ერ­თად

ნინი ანა­ნი­აშ­ვი­ლი, 11 წლის - აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის კოტე ანა­ნი­აშ­ვი­ლის შვი­ლი

- მა­მი­კოს ხში­რად ვერ ვხე­დავ და სულ მე­ნატ­რე­ბა. რო­დე­საც სახ­ლში მო­დის, ვცდი­ლობ, გა­ვამ­ხნე­ვო და ვე­უბ­ნე­ბი, რომ ვგულ­შე­მატ­კივ­რობ. მერე ერ­თად ვთა­მა­შობთ... ცუდი ის არის, რომ თით­ქმის არას­დროს ვიცი, რო­დის მოვა, თუმ­ცა ვიცი, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს და ეს ცუ­დია... ვერ ვი­ტყვი, რომ მისი სამ­სა­ხუ­რი მიყ­ვარს, უფრო ვნერ­ვი­უ­ლობ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ეს არ ვაგ­რძნო­ბი­ნო... ისიც მე­კი­თხე­ბა სკო­ლა­ში რა ხდე­ბა, რო­გორ ვსწავ­ლობ, გაკ­ვე­თი­ლებ­ზე, კლა­სე­ლებ­ზე, მე­გობ­რებ­ზე.

- ალ­ბათ გე­კი­თხე­ბა, შენ ვინ უნდა გა­მოხ­ვი­დე...

- დიახ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლო­ბა არ მინ­და, თუმ­ცა, ჯერ არ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი რა პრო­ფე­სი­ას ავირ­ჩევ... ყვე­ლა პო­ლი­ცი­ელს ვუ­სურ­ვებ, მშვი­დო­ბას და კი­დევ ვი­სურ­ვებ, ქვე­ყა­ნა­ში ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლი ხდე­ბო­დეს, ან სულ არ ხდე­ბო­დეს. ალ­ბათ მე რომ ვნერ­ვი­უ­ლობ, ისე ნერ­ვი­უ­ლო­ბენ სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შვი­ლე­ბიც თა­ვი­ანთ მა­მებ­ზე.

კოტე ანა­ნი­აშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად

ნინა ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი, 11 წლის - თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის გი­ორ­გი ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი:

- პო­ლი­ცი­ე­ლებს ძა­ლი­ან რთუ­ლი გან­რი­გი აქვთ. ქუ­ჩა­ში რომ ვნა­ხუ­ლობ პო­ლი­ცი­ე­ლებს, ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ოჯახ­თან შეხ­ვედ­რას ვერ ახერ­ხე­ბენ და შვი­ლე­ბი სულ ენატ­რე­ბათ. მე მიყ­ვარს მა­მი­კოს სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ ცუ­დია, რომ სულ მე­ნატ­რე­ბა და ხში­რად ვერ ვნა­ხუ­ლობ. ზოგ­ჯერ არის, რომ ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ ვერ მო­დის. მა­შინ დე­დი­კო მე­უბ­ნე­ბა, რომ რო­დე­საც გა­ვიღ­ვი­ძებ, მა­მი­კო სახ­ლში დამ­ხვდე­ბა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ არც მა­შინ მხვდე­ბა... ზოგ­ჯერ მის­თვის სათ­ქმელს ვაგ­რო­ვებ და ვი­ნიშ­ნავ, რომ არ და­მა­ვი­წყდეს და რო­დე­საც მო­დის, ვუყ­ვე­ბი...

- რას უყ­ვე­ბი ხოლ­მე?

- რა­ღაც-რა­ღა­ცე­ებს, სიმ­ღე­რებ­ზე, მომ­ღერ­ლებ­ზე... დიდი რომ გა­ვიზ­რდე­ბი, რომ ექი­მი ან მომ­ღე­რა­ლი გა­მო­ვი­დე. რამ­დენ­ჯერ­მე კონ­ცერ­ტი მქონ­და და მა­მი­კოც და­ეს­წრო, ძა­ლი­ან მოს­წონს ჩემი სიმ­ღე­რა. ხან­და­ხან კი­ნო­სა და თე­ატ­რში მე­პა­ტი­ჟე­ბა... მინ­და მას­თან უფრო მეტი დრო გა­ვა­ტა­რო. იგი­ვეს ვუ­სურ­ვებ­დი სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის შვი­ლებ­საც.

გი­ორ­გი ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი ოჯა­ხით
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
0

პოლიციელებო გილოცავთ დღევანდელ დღეს პოლიციელი გმირია

Svanski
3

ნამოხვანში თურქებს რომ იცავენ იმ პოლიციელებზეც თქვით ორი სიტყავა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ

"არასდროს ვიცი, როდის მოვა სახლში, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს" - პოლიციელების შვილების ემოციური ინტერვიუ

გზა, რომელსაც პოლიციელი გადის, იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი მათგანის უკან მეუღლეები, შვილები დგანან, რომელთაც მშობლები გადატვირთული გრაფიკის გამო სულ ენატრებათ.

AMBEBI.GE შეეცდება პოლიციელების ოჯახები შიგნიდან დაგანახოთ. ჩვენი რესპოდენტები სამართალდამცველების შვილები არიან. ინტერვიუ მშობლების გაუფრთხილებლად ჩავწერეთ და ეს მათთვის ერთგვარი სურპრიზი იქნება.

ნია ჯიქია, 13 წლის - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებლების გალაქტიონ ჯიქიას და ნინო ვეკუას შვილი:

- დედიკოც და მამიკოც პოლიციაში მუშაობენ. ადვილი არ არის, მაგრამ არ ვნერვიულობ, თუნდაც იმიტომ, რომ ამით ვერაფერს შევცვლი. ორივე ჩემს ქვეყანას, მის სიმშვიდეს და მოქალაქეების უსაფრთხოებას ემსახურება, რათა ყველა ადამიანმა თავის სახლში მშვიდად დაიძინოს, თუმცა ძალიან ხშირად თავად არ სძინავთ თავიანთ სახლებში. დიახ, ამაყი ვარ, რომ ორი ასეთი ადამიანი მყავს სახლში, რომელიც ჩვენს სიმშვიდეზე ზრუნავს...

- როდესაც სახლში არ არიან, ნერვიულობთ?

- შეთანხმებული არიან ისე, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად სახლშია, ჩემთან და ჩემს და-ძმასთან... თუმცა, ზოგჯერ მენატრება, რომ ორივე ერთად ვნახო სახლში. მე დედმამიშვილებში ყველაზე უფროსი ვარ და რადგან დედიკოს ასეთი სამსახური აქვს, სახლის საქმეებში, დალაგებაში ვეხმარები. ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ბევრი დრო არ მაქვს, მაგრამ როგორღაც დროს ვპოულობ და ვეხმარები... შეიძლება დედიკოს ამის გაკეთება არც გაუჭირდეს, მაგრამ თუნდაც მცირედით მინდა ვაგრძნობინო, რომ მე მესმის მისი, მისი პროფესიის სირთულის. უფრო მეტად პატივს ვცემ მას და მიყვარს, თუნდაც იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემზე კი არა, ათასობით ადამიანის სიმშვიდეზე ზრუნავს, თან ისე, რომ მისი პროფესიის რისკებიც ესმის. ისიც მიხარია, რომ დედიკო და მამიკო ისე შეთანხმებულად აკეთებენ ყველაფერს, რომ ჩვენ მათი ყურადღება და მზრუნველობა არ მოგვაკლდეს. ერთი ასეთი ამბავი მახსოვს, დაახლოებით 6 წლის ვიქნებოდი, რაღაც განგაში იყო, ჩემი მშობლები სამსახურში გამოიძახეს. მაშინ ჩემი და-ძმა დაბადებულები არ იყვნენ. ჩემს ძმაზე 6 წლით უფროსი ვარ... დედიკოს და მამიკოს მეგობარმა მანქანით გამოგვიარა, ჩამაცვეს და მანქანაში ჩამსვეს. არ მახსოვს სად წავედით, ალბათ ბებოსთან უნდა წავეყვანეთ. ეს კადრი დამრჩა და კიდევ ის, რომ ბავშვურად ვთხოვე ღმერთს, მალე და ჯანმრთელები დამიბრუნე-მეთქი... კიდევ ერთი სიტყვა მახსოვს, განგაში და რაც შეიძლება სწრაფად წავიდნენ სამსახურში.

- ნია, დღეს პოლიციის დღეა. რას უსურვებდით მათ?

- ყველა პოლიციელს გამძლეობას ვუსურვებ, რადგან ეს მათ ძალიან სჭირდებათ. ეს არის ადამიანი, რომელიც უამრავი ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს, შეიძლება სახლში ვერც მივიდეს, მაგრამ საქმის დროს ამაზე არც ფიქრობს... მამა 19 წელია პოლიციაშია, დედა - 16. ახალბედა პოლიციელს ვუსურვებ გამძლეობას, კიდევ სიმშვიდესა და წარმატებას... ადრე მეც ვფიქრობდი ამ პროფესიაზე, ფორმაც კი მქონდა, შემდეგ აზრი შემეცვალა და ამ ეტაპზე, რა გზას ავირჩევ, ჯერ არ ვიცი.

ნია ჯიქია და მისი მშობლები

რომა მამსირაშვილი, 16 წლის - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის მანუჩარ მამსირაშვილის შვილი:

- პოლიციელობა ჩვენი ოჯახური პროფესიაა. ბაბუაც პოლიციელი იყო. ერთხელ ახალი წლის წინა დღეები ყოფილა, სახლში მოსულს იქაურობა გაძარცვული დახვდა... მძარცველებს ცხელ კვალზე გაჰყოლია, ისინი სადარბაზოს ცოტა ქვემოთ, გზაზე დახვდნენ და ჩაცხრილეს. ადგილზე დაიღუპა... მაშინ მამამ დაიფიცა, რომ ამ პროფესიას გაყვებოდა და დამნაშავეების წინააღმდეგ იბრძოლებდა და ასე ჩაიცვა ფორმა.

- დამნაშავეები დააკავეს?

- არ ვიცი, ეს ამბავი გლდანში, წლების წინ მოხდა... მე ძალიან მიყვარს მამაჩემის პროფესია. უკანონობას ვერ იტანს და მეც ასე ვარ... ჩემს გარშემო, თუნდაც ქუჩაში, როდესაც უსამართლობა ხდება, ან კანონდარღვევა, ამას ვერ ვეგუები. საბედნიეროდ, ჩემი მეგობრებიც ასე არიან და ყველანი ცდილობენ, წესრიგი დაიცვან...

- როგორც ვხვდები, თქვენც პოლიციელობას აპირებთ...

- დიახ, ასეა. მინდა მამისა და ბაბუის გზას გავყვე. ამ პროფესიას ოჯახშიც პატივს სცემენ. მამაჩემი ბავშვობიდან მიხსნის კანონის მნიშვნელობას და მეუბნება, რომ თუ კანონი არ იქნება დაცული, ქვეყანა ვერ განვითარდება. თუმცა, ასევე ამბობს, რომ ძალიან რთული და რისკიანი გზაა. ვიცი რომ ასეა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია.

მანუჩარ და რომა მამსირაშვილები

დაჩი ჭაღიაშვილი, 11 წლის - სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს უფროსის ბესო ჭაღიაშვილის შვილი:

- მამაჩემი ემსახურება დიდ ოჯახს, ჩვენს სამშობლოს, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატარ-პატარა ოჯახებისგან შედგება... ყველა ოჯახის სიმშვიდეს იცავს. ღამე სამსახურში ყოფნა ხშირად უწევს... ეს არ მიყვარს, რადგან მაშინ ცოტა ვნერვიულობ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეგიონში გადაიყვანეს. ნინოწმინდაშია და ყოველ ღამე მუშაობს... როდესაც აქეთ იყო, მის მოსვლამდე ფანჯარასთან ვიდექი და ისე ველოდებოდი... ახლა კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ მოდის, მაგრამ მაშინაც საქმეებზე დადის. როდესაც სცალია, ვსეირნობთ. ხანდახან მიყვება თავის სამსახურზე, შენ რომ მშვიდად გეძინოს, იმიტომ ვმუშაობო. ახლა მეც მინდა პოლიციელი გამოვიდე. იარაღიც მიყვარს და ფორმაც. სკოლას რომ დავამთავრებ, მერე არ ვიცი... ყველა პოლიციელს ჯანმრთელობას, წინსვლას და სახლში მალე დაბრუნებას ვუსურვებ...

დაჩი ჭაღიაშვილი მამასთან და დასთან ერთად

ნინი ანანიაშვილი, 11 წლის - აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კოტე ანანიაშვილის შვილი

- მამიკოს ხშირად ვერ ვხედავ და სულ მენატრება. როდესაც სახლში მოდის, ვცდილობ, გავამხნევო და ვეუბნები, რომ ვგულშემატკივრობ. მერე ერთად ვთამაშობთ... ცუდი ის არის, რომ თითქმის არასდროს ვიცი, როდის მოვა, თუმცა ვიცი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და ეს ცუდია... ვერ ვიტყვი, რომ მისი სამსახური მიყვარს, უფრო ვნერვიულობ, მაგრამ ვცდილობ, ეს არ ვაგრძნობინო... ისიც მეკითხება სკოლაში რა ხდება, როგორ ვსწავლობ, გაკვეთილებზე, კლასელებზე, მეგობრებზე.

- ალბათ გეკითხება, შენ ვინ უნდა გამოხვიდე...

- დიახ, მაგრამ პოლიციელობა არ მინდა, თუმცა, ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას ავირჩევ... ყველა პოლიციელს ვუსურვებ, მშვიდობას და კიდევ ვისურვებ, ქვეყანაში ნაკლები დანაშაული ხდებოდეს, ან სულ არ ხდებოდეს. ალბათ მე რომ ვნერვიულობ, ისე ნერვიულობენ სხვა პოლიციელების შვილებიც თავიანთ მამებზე.

კოტე ანანიაშვილი შვილებთან ერთად

ნინა ცოცხალაშვილი, 11 წლის - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის გიორგი ცოცხალაშვილის შვილი:

- პოლიციელებს ძალიან რთული განრიგი აქვთ. ქუჩაში რომ ვნახულობ პოლიციელებს, ვფიქრობ, რომ ისინი ოჯახთან შეხვედრას ვერ ახერხებენ და შვილები სულ ენატრებათ. მე მიყვარს მამიკოს სამსახური, მაგრამ ცუდია, რომ სულ მენატრება და ხშირად ვერ ვნახულობ. ზოგჯერ არის, რომ ველოდები, მაგრამ ვერ მოდის. მაშინ დედიკო მეუბნება, რომ როდესაც გავიღვიძებ, მამიკო სახლში დამხვდება, მაგრამ ზოგჯერ არც მაშინ მხვდება... ზოგჯერ მისთვის სათქმელს ვაგროვებ და ვინიშნავ, რომ არ დამავიწყდეს და როდესაც მოდის, ვუყვები...

- რას უყვები ხოლმე?

- რაღაც-რაღაცეებს, სიმღერებზე, მომღერლებზე... დიდი რომ გავიზრდები, რომ ექიმი ან მომღერალი გამოვიდე. რამდენჯერმე კონცერტი მქონდა და მამიკოც დაესწრო, ძალიან მოსწონს ჩემი სიმღერა. ხანდახან კინოსა და თეატრში მეპატიჟება... მინდა მასთან უფრო მეტი დრო გავატარო. იგივეს ვუსურვებდი სხვა პოლიციელების შვილებსაც.

გიორგი ცოცხალაშვილი ოჯახით

ე.წ. კომენდანტის საათი ერთი საათით შემცირდა

რა უნდა გაითვალისწინო სწრაფი სესხის აღებამდე?

ზუმერში ტოპ|ქარდით შოპინგისას ნივთის ღირებულება 6 თვეზე ნაწილდება