მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია
ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია

ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უპი­რო­ბოდ ქარ­თუ­ლი ეგო­ნა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის და­ვის სა­გა­ნი გახ­და. აღ­დგო­მის წინა დღე­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა უდაბ­ნოს მო­ნას­ტერ­თან მი­სას­ვლე­ლი სა­ცალ­ფე­ხო ბი­ლი­კი ჩა­კე­ტეს და ამით ქარ­თველ ხალ­ხსაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც კარ­გად მი­ვი­წყე­ბუ­ლი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ შე­ახ­სე­ნეს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან 28 წლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო კვლავ ად­მი­ნის­რა­ცი­ულ სა­ზღვრებ­ზე და­ვობს, ამ­ჯე­რად არა ჩრდი­ლო­ელ, არა­მედ სამ­ხრეთ მე­ზო­ბელ­თან.

  • გა­დის თუ არა აზერ­ბა­ი­ჯან-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი მთა უდაბ­ნოს თხემ­ზე და ეკუთ­ვნის თუ არა უძ­ვე­ლე­სი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქარ­თუ­ლი ძეგლი ახლა უკვე აზერ­ბა­ი­ჯანს?

ამ სა­კი­თხის გა­სარ­კვე­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 20-კა­ცი­ა­ნი ახა­ლი კო­მი­სია კვლავ შექ­მნა და ბა­ქო­ში კო­ლე­გებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გაგ­ზავ­ნა. ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი ოთხმე­ზუ­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ერ­თოდ არ შე­იძ­ლე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობ­დეს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არის თუ არა და­ვით გა­რე­ჯის სა­დაო ტე­რი­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლო­სი. მისი თქმით, პრობ­ლე­მის გა­და­სა­წყვე­ტად ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ­სე­ბობს: პო­ლი­ტი­კუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვი, რე­ლი­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მე­გო­ბარ და მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას ამ ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან, სულ მცი­რე, ორი - რე­ლი­გი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი კონ­ტექ­სტი არ აინ­ტე­რე­სებს და დე­ბა­ტე­ბის ჩიხ­ში შეყ­ვა­ნას ცდი­ლობს.

  • რა დო­კუ­მენ­ტე­ბით უნდა შეძ­ლოს, ამ პი­რო­ბებ­ში, სა­ქარ­თვე­ლომ და­ვით გა­რე­ჯზე სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა?

ოთხმე­ზუ­რი ამ კი­თხვა­ზეც გვპა­სუ­ხობს და ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი რუ­კე­ბი, რო­მელ­თა ნა­წილ­ზე და­ვით გა­რე­ჯი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია უპი­რო­ბოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. რუ­კე­ბის ის­ტო­რი­ის, წარ­მო­შო­ბი­სა და იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რამ­დე­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს, კარ­ტოგ­რაფ­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს თენ­გიზ გორ­დე­ზი­ანს მივ­მარ­თეთ.

"სა­ზღვა­რი არის კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი კა­ტე­გო­რია და შე­სა­ბა­მი­სად, და­ტა­ნი­ლია რუ­კა­ზე. არ­სე­ბობს ორი რუკა, რო­მე­ლიც არის უტყუ­ა­რი ის­ტო­რი­ულ-კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­საც რომ გინ­დო­დეს, ვერ­სად გა­ექ­ცე­ვი. ეს არის 200-ათა­სი­ა­ნი მას­შტა­ბის მქო­ნე პლან­შე­ტი, სა­დაც სა­დაო ტე­რი­ტო­რია დე­ტა­ლუ­რად ჩანს და მე­ო­რე - ამის სა­ფუძ­ველ­ზე, სამი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით შედ­გე­ნი­ლი კედ­ლის რუკა, სა­დაც ისე დე­ტა­ლუ­რად არა, თუმ­ცა აქაც ჩანს, რომ კე­ლი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა", - აცხა­დებს კარ­ტოგ­რა­ფი.

რუ­კე­ბი, რომ­ლებ­ზეც გორ­დე­ზი­ა­ნი სა­უბ­რობს, 1936 და 1939 წლებ­ში მე­ექ­ვსე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში სა­კავ­ში­რო კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ტრეს­ტში რუ­სე­თის საბ­ჭო­თა ფე­დე­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნოს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ა­ტის მიერ 1932-33 წლე­ბის აგეგ­მვის მი­ხედ­ვით არის შედ­გე­ნი­ლი. 1936 წელს შედ­გე­ნი­ლი რუკა გა­ცი­ლე­ბით დე­ტა­ლუ­რია და მისი მას­შტა­ბია 1:200 000, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ 1 სმ-ს 2 კი­ლო­მეტ­რი შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ამ დე­ტა­ლუ­რი რუ­კის მი­ხედ­ვით, კომ­პლექ­სი მთლი­ა­ნად მოქ­ცე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. კომ­პლექ­სი კი არა, მთა უდაბ­ნოს მიღ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 200 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რი­აც ჩვენ გვე­კუთ­ვნის", - ამ­ბობს გორ­დე­ზი­ა­ნი.

პრო­ფე­სო­რის თქმით, დე­ტა­ლუ­რი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე, უკვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით 39 წელს ნაკ­ლე­ბად დე­ტა­ლუ­რი 1:500 000 მას­შტა­ბის რუკა შე­იქ­მნა.

"ის 5-ათა­სი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­ვი­და, რუ­კის ტექ­ნი­კუ­რი რე­დაქ­ტო­რე­ბი კი სი­ნილ­ნი­კო­ვი ბ.ე. და რუ­დენ­კო ს.ს. იყ­ვნენ - რო­გორც ხე­დავთ, ქარ­თუ­ლი გვა­რი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სა­ერ­თოდ არ არის. რუკა და­ბეჭ­დი­ლია სსრ კავ­ში­რის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბუ­ლი გე­ო­დე­ზი­ი­სა და კარ­ტოგ­რა­ფი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თბი­ლი­სის მერ­ვე კარ­ტოგ­რა­ფი­ულ ფაბ­რი­კა­ში. ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრე­ბი მო­ცე­მუ­ლია 1938 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით. სა­ერ­თოდ, კარ­ტოგ­რა­ფი­ა­ში ცნო­ბი­ლია, რომ უფრო დე­ტა­ლუ­რი მას­შტა­ბი­დან რომ გა­და­დი­ხარ ნაკ­ლე­ბად დე­ტა­ლურ­ზე, ხაზი უფრო გან­ზო­გა­დე­ბუ­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, 39 წლის რუკა უფრო გან­ზო­გა­დო­ე­ბუ­ლია. თუმ­ცა ამ რუ­კის მი­ხედ­ვი­თაც, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, რად­გან მთა უდაბ­ნო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა", - გან­მარ­ტავს პრო­ფე­სო­რი და აქვე ამ­ბობს, რომ იმის გა­სა­გე­ბად, ვის ეკუთ­ვნის კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რია, ორი კრი­ტე­რი­უ­მი უნდა გქონ­დეს - უნდა იცო­დე ტო­პო­ნი­მე­ბი, ანუ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის: მდი­ნა­რე­ე­ბის, მთე­ბის, სოფ­ლე­ბის, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის, მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბე­ბი და ის, თუ რო­გო­რია ის­ტო­რი­ულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და სა­კულ­ტო ძეგ­ლე­ბი ან რო­გორ აღევ­ლი­ნე­ბა ლოც­ვა.

"აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გა­რე­ჯი ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლია, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს ალ­ბა­ნუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლი ვერ იქ­ნე­ბა, ვერც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად, ვერც ის­ტო­რი­უ­ლად და ვერც პე­რი­ო­დის მი­ხედ­ვით. როცა აიგო და ზო­გა­დად, ალ­ბა­ნე­თი რუ­კა­ზე აქ სა­ერ­თოდ არ იყო. ის უფრო სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით იყო გა­წე­უ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის გარ­და, თით­ქმის მთე­ლი ირა­ნის ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და", - ამ­ბობს კარ­ტოგ­რა­ფი.

AMBEBI.GE-ის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს და­ვით გა­რე­ჯის პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა 1945 და 1963 წლებ­ში შედ­გე­ნი­ლი რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე სურთ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო გა­მომ­ცემ­ლო­ბაა, თუმ­ცა მას­შტა­ბი კი­დევ უფრო დე­ტა­ლუ­რია - 1:100 000. აღ­ნიშ­ნუ­ლი რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით, სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ზღვა­რი პირ­და­პირ მთის წვერ­ზე გა­და­დის, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უდაბ­ნოს მო­ნას­ტე­რი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხვდე­ბა. თუმ­ცა აქვე არის ერთი პრობ­ლე­მა - ამა­ვე რუ­კე­ბის მი­ხედ­ვით, წი­თე­ლი ხიდი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ორი­ვე ქვეყ­ნის კონ­ტროლს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბა.

კარ­ტოგბ­რა­ფე­ბის გან­მარ­ტე­ბით, 60-იან წლე­ბამ­დე სა­ზღვა­რი ხი­დის სამ­ხრეთ კი­დეს­თან გა­დი­ო­და, მერე ხრამს მი­უყ­ვე­ბო­და და შემ­დეგ ჩრდი­ლო­ე­თით ამო­დი­ო­და - ანუ ხიდი, თა­ვი­სი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხვდე­ბო­და. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის ინ­ტე­რე­სებ­თან თან­ხვედ­რა­ში არ მო­დის. გა­მო­დის, რომ მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნას გა­რე­ჯის მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ზღვრის დად­გე­ნა იმ რუ­კის სა­ფუძ­ველ­ზე სურს, რო­მე­ლიც მის ინ­ტე­რე­სებს უკვე მე­ო­რე, წი­თე­ლი ხი­დის, მო­ნაკ­ვეთ­ში ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

კო­მი­სი­ებს შო­რის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც გა­სულ კვი­რას გა­ი­მარ­თა, არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა და დო­კუ­მენ­ტე­ბის გაც­ვლით, თუმ­ცა რა­ი­მე ხელ­შე­სა­ხე­ბი წარ­მა­ტე­ბის გა­რე­შე დას­რულ­და. შემ­დე­გი "რა­უნ­დი" უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში გა­ი­მარ­თე­ბა - ექ­სპერ­ტე­ბი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ად­გილ­ზე შე­ის­წავ­ლი­ან. თუმ­ცა, ვიდ­რე სა­დღაც კა­ბი­ნე­ტებ­ში ფურ­ცლე­ბი­სა და რუ­კე­ბის ფრი­ა­ლით დავა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა შე­უ­თან­ხმე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გზის გაყ­ვა­ნით სა­მუ­შა­ო­ებს აწარ­მო­ებს. რო­გორც ჩანს, პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა, არა­და თბი­ლისს ბა­ქოს­თან 13 მსგავ­სი მო­ნაკ­ვე­თი აქვს შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი, მათ შო­რის, ერთ-ერთი ადა­მი­ა­ნე­ბით და­სახ­ლე­ბუ­ლი ერი­სი­მე­დია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია

ვის საზღვრებშია დავით გარეჯი - 90 წლის წინ გამოცემული 2 რუკა, რომლებიც აზერბაიჯანთან დავაში ქართული მხარის დოკუმენტია

ტერიტორია, რომელიც საზოგადოებას უპირობოდ ქართული ეგონა, რამდენიმე კვირის წინ მეზობელ ქვეყნებს შორის დავის საგანი გახდა. აღდგომის წინა დღეებში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი საცალფეხო ბილიკი ჩაკეტეს და ამით ქართველ ხალხსაც და ხელისუფლებასაც კარგად მივიწყებული მრავალწლიანი პრობლემის შესახებ შეახსენეს. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ადმინისრაციულ საზღვრებზე დავობს, ამჯერად არა ჩრდილოელ, არამედ სამხრეთ მეზობელთან.

  • გადის თუ არა აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარი მთა უდაბნოს თხემზე და ეკუთვნის თუ არა უძველესი ქრისტიანული ქართული ძეგლი ახლა უკვე აზერბაიჯანს?

ამ საკითხის გასარკვევად ხელისუფლებამ 20-კაციანი ახალი კომისია კვლავ შექმნა და ბაქოში კოლეგებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა. ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მიიჩნევს, რომ საერთოდ არ შეიძლება კითხვის ნიშნები არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დავით გარეჯის სადაო ტერიტორია საქართველოსი. მისი თქმით, პრობლემის გადასაწყვეტად ოთხი მიმართულება არსებობს: პოლიტიკური, სამართლებრივი, რელიგიური და ისტორიული. თუმცა, როგორც ჩანს, მეგობარ და მეზობელ ქვეყანას ამ ოთხი მიმართულებიდან, სულ მცირე, ორი - რელიგიური და ისტორიული კონტექსტი არ აინტერესებს და დებატების ჩიხში შეყვანას ცდილობს.

  • რა დოკუმენტებით უნდა შეძლოს, ამ პირობებში, საქართველომ დავით გარეჯზე საკუთრების უფლების შენარჩუნება?

ოთხმეზური ამ კითხვაზეც გვპასუხობს და ამბობს, რომ არსებობს შესაბამისი საბჭოთა დროინდელი რუკები, რომელთა ნაწილზე დავით გარეჯი და მიმდებარე ტერიტორია უპირობოდ საქართველოს შემადგენლობაშია. რუკების ისტორიის, წარმოშობისა და იმის გასარკვევად, თუ რამდენად ემსახურება ისინი საქართველოს ინტერესებს, კარტოგრაფსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს თენგიზ გორდეზიანს მივმართეთ.

"საზღვარი არის კარტოგრაფიული კატეგორია და შესაბამისად, დატანილია რუკაზე. არსებობს ორი რუკა, რომელიც არის უტყუარი ისტორიულ-კარტოგრაფიული დოკუმენტი, რომელსაც რომ გინდოდეს, ვერსად გაექცევი. ეს არის 200-ათასიანი მასშტაბის მქონე პლანშეტი, სადაც სადაო ტერიტორია დეტალურად ჩანს და მეორე - ამის საფუძველზე, სამი წლის დაგვიანებით შედგენილი კედლის რუკა, სადაც ისე დეტალურად არა, თუმცა აქაც ჩანს, რომ კელიები საქართველოს ტერიტორიაზეა", - აცხადებს კარტოგრაფი.

რუკები, რომლებზეც გორდეზიანი საუბრობს, 1936 და 1939 წლებში მეექვსე კარტოგრაფიულ ფაბრიკაში საკავშირო კარტოგრაფიულ ტრესტში რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური ორგანოს, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1932-33 წლების აგეგმვის მიხედვით არის შედგენილი. 1936 წელს შედგენილი რუკა გაცილებით დეტალურია და მისი მასშტაბია 1:200 000, რაც იმას გულისხმობს, რომ 1 სმ-ს 2 კილომეტრი შეესაბამება.

"ამ დეტალური რუკის მიხედვით, კომპლექსი მთლიანად მოქცეულია საქართველოს ტერიტორიაზე. კომპლექსი კი არა, მთა უდაბნოს მიღმა დაახლოებით 200 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაც ჩვენ გვეკუთვნის", - ამბობს გორდეზიანი.

პროფესორის თქმით, დეტალური რუკის საფუძველზე, უკვე მოგვიანებით 39 წელს ნაკლებად დეტალური 1:500 000 მასშტაბის რუკა შეიქმნა.

"ის 5-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა, რუკის ტექნიკური რედაქტორები კი სინილნიკოვი ბ.ე. და რუდენკო ს.ს. იყვნენ - როგორც ხედავთ, ქართული გვარი დაფიქსირებული საერთოდ არ არის. რუკა დაბეჭდილია სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს თბილისის მერვე კარტოგრაფიულ ფაბრიკაში. ადმინისტრაციული საზღვრები მოცემულია 1938 წლის მონაცემებით. საერთოდ, კარტოგრაფიაში ცნობილია, რომ უფრო დეტალური მასშტაბიდან რომ გადადიხარ ნაკლებად დეტალურზე, ხაზი უფრო განზოგადებული ხდება. შესაბამისად, 39 წლის რუკა უფრო განზოგადოებულია. თუმცა ამ რუკის მიხედვითაც, არანაირი პრობლემა არ არის, რადგან მთა უდაბნო საქართველოს ტერიტორიაზეა", - განმარტავს პროფესორი და აქვე ამბობს, რომ იმის გასაგებად, ვის ეკუთვნის კონკრეტული ტერიტორია, ორი კრიტერიუმი უნდა გქონდეს - უნდა იცოდე ტოპონიმები, ანუ გეოგრაფიული ადგილების: მდინარეების, მთების, სოფლების, დასახლებული პუნქტების, მწვერვალების დასახელებები და ის, თუ როგორია ისტორიულ-არქიტექტურული და საკულტო ძეგლები ან როგორ აღევლინება ლოცვა.

"აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ გარეჯი ალბანური კულტურის ძეგლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ალბანური კულტურის ძეგლი ვერ იქნება, ვერც არქიტექტურულად, ვერც ისტორიულად და ვერც პერიოდის მიხედვით. როცა აიგო და ზოგადად, ალბანეთი რუკაზე აქ საერთოდ არ იყო. ის უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო გაწეული და აზერბაიჯანის გარდა, თითქმის მთელი ირანის ტერიტორიას მოიცავდა", - ამბობს კარტოგრაფი.

AMBEBI.GE-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანელებს დავით გარეჯის პრობლემის გადაწყვეტა 1945 და 1963 წლებში შედგენილი რუკის საფუძველზე სურთ. აღნიშნული რუკებიც სახელმწიფო გამომცემლობაა, თუმცა მასშტაბი კიდევ უფრო დეტალურია - 1:100 000. აღნიშნული რუკების მიხედვით, სადავო ტერიტორიაზე საზღვარი პირდაპირ მთის წვერზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უდაბნოს მონასტერი მეზობელი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიებზე ხვდება. თუმცა აქვე არის ერთი პრობლემა - ამავე რუკების მიხედვით, წითელი ხიდი, რომელიც ამჟამად ორივე ქვეყნის კონტროლს ექვემდებარება, მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე ხვდება.

კარტოგბრაფების განმარტებით, 60-იან წლებამდე საზღვარი ხიდის სამხრეთ კიდესთან გადიოდა, მერე ხრამს მიუყვებოდა და შემდეგ ჩრდილოეთით ამოდიოდა - ანუ ხიდი, თავისი მიმდებარე ტერიტორიით, საქართველოს ტერიტორიაზე ხვდებოდა. ეს მოცემულობა კი აზერბაიჯანული მხარის ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. გამოდის, რომ მეზობელ ქვეყანას გარეჯის მონაკვეთზე საზღვრის დადგენა იმ რუკის საფუძველზე სურს, რომელიც მის ინტერესებს უკვე მეორე, წითელი ხიდის, მონაკვეთში ეწინააღმდეგება.

კომისიებს შორის შეხვედრა, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, არგუმენტებისა და დოკუმენტების გაცვლით, თუმცა რაიმე ხელშესახები წარმატების გარეშე დასრულდა. შემდეგი "რაუნდი" უკვე საქართველოში, სასაზღვრო ზონაში გაიმართება - ექსპერტები არსებულ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან. თუმცა, ვიდრე სადღაც კაბინეტებში ფურცლებისა და რუკების ფრიალით დავა მიმდინარეობს, მეგობარი ქვეყანა შეუთანხმებელ ტერიტორიაზე გზის გაყვანით სამუშაოებს აწარმოებს. როგორც ჩანს, პროცესი გაჭიანურდება, არადა თბილისს ბაქოსთან 13 მსგავსი მონაკვეთი აქვს შესათანხმებელი, მათ შორის, ერთ-ერთი ადამიანებით დასახლებული ერისიმედია.

"პაციენტებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები" - თენგიზ ცერცვაძემ კოვიდგადატანილ პირებზე ისაუბრა

"შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადა აცრებს განახორციელებს" - ამირან გამყრელიძე

"მომაკვდავს ვგავდი, ვერ დავდიოდი, წმ. ნინოს წყაროდან კი საკუთარი ფეხით ამოვედი... დედა გაოცებისგან ვერ მეკარებოდა" - სასწაული, რომელიც 20 წლის გოგოს ბოდბეში შეემთხვა