პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის - ბათუმის ყოფილი მერი დააკავა
პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის - ბათუმის ყოფილი მერი დააკავა

აჭა­რის პრო­კუ­რა­ტუ­რამ აჭა­რის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი, ასე­ვე ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვა.

ამის შე­სა­ხებ მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გაფ­ლან­გვის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „დ“ და მე-3 ნა­წი­ლის „ბ“ ქ/პუნ­ქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან:

1) ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი გ.ე.

2) აჭა­რის ა/რ გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ბ.მ.

3) აჭა­რის ა/რ ფი­ნანსთა და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ა.ვ.

4) ბა­თუ­მის ვიცე-მერი თ.პ.

5) ბა­თუ­მის მე­რი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ქო­ნე­ბი­სა და სერ­ვი­სე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ე.ლ.

6) ბა­თუ­მის მე­რი­ის ააიპ „სა­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­მარ­თვე­ლოს“ უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვ.ხ.

7) ბა­თუ­მის მე­რი­ის შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ბ.ხ.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და შემ­დე­გი: ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც იმ­ჟა­მად იყ­ვნენ ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი და ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში ეკა­ვათ სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, 2015 წლის 09 ოქ­ტომ­ბერს, ქ.ბა­თუ­მის მე­რი­ამ გა­მო­ა­ცხა­და ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი ქ.ბა­თუმ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ე.წ. „იაფი სახ­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ასა­შე­ნებ­ლად უნდა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო მსუ­ბუ­ქი ფო­ლა­დის თხელ­კედ­ლი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი.

ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, ბა­თუ­მის მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სათ­ვის და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ მსუ­ბუ­ქი ფო­ლა­დის თხელ­კედ­ლი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ მხო­ლოდ ერთ-ერთ შპს-ს ჰქონ­და, რო­მელ­საც ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე ქ.ბა­თუ­მის მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პი­რებ­მა შეს­თა­ვა­ზეს მსუ­ბუ­ქი ფო­ლა­დის თხელ­კედ­ლი­ა­ნი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ქ.ბა­თუ­მის მე­რი­ამ ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და სწო­რედ ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი შპს-ს მიერ უსას­ყიდ­ლოდ შედ­გე­ნი­ლი საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ისე რომ საპ­რო­ექ­ტო-სა­ხარჯთაღ­რი­ცხვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ფა­სებ­ზე ბაზ­რის კვლე­ვა არ ჩა­უ­ტა­რე­ბია. ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კი მი­ი­ღო მხო­ლოდ ერ­თმა პრე­ტენ­დენ­ტმა, უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ალ­მა „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ამ“.

ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ა­ლი „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ მიერ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ერ­თი­ან ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში წარ­დგე­ნი­ლი იქნა ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტა­ცია.

ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რებს, წარ­მოდ­გე­ნილ სა­ეჭ­ვო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ზე სა­ერ­თოდ არ უმსჯე­ლი­ათ, ეს მა­შინ, რო­დე­საც ქ.ბა­თუ­მის მე­რი­ის მიერ, 2015 წლის 01 მა­ისს გა­მო­ცხა­დე­ბულ სხვა ელექტრო­ნულ ტენ­დერ­ში, უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ა­ლის „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ მიერ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის ერ­თი­ან ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში წარ­დგე­ნი­ლი იგი­ვე დო­კუ­მენ­ტა­ცია გახ­და უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ერთ-ერთი სა­ფუძ­ვე­ლი.

ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა, იმ პე­რი­ო­დის­თვის ბა­თუ­მის ვიცე-მერ­მა ბ.მ-მ, ბა­თუ­მის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თ.პ-მ, ბა­თუ­მის მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვ.ხ-მ, ბა­თუ­მის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ე.ლ-მ და ბა­თუ­მის მე­რი­ის შეს­ყიდ­ვე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა ბ.ხ-მ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ა­ლის „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სა­ტენ­დერო პი­რო­ბებს და არ­სე­ბობ­და უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ა­ლი „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ უპი­რო­ბო დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი, უკა­ნო­ნოდ მი­ა­ნი­ჭეს უპი­რა­ტე­სო­ბა პრე­ტენ­დენტს და გა­მო­ა­ცხა­დეს ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად. ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უცხო­უ­რი სა­წარ­მოს ფი­ლი­ალ­მა „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ამ“ სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ას წა­რუდ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ერთ-ერთი სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ ავი­ზი­რე­ბუ­ლი, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი „POINT BANK LTD“ მიერ გა­ცე­მუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ბან­კო გა­რან­ტია, რო­მე­ლიც შემ­დგომ აღ­მოჩ­ნდა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია სა­ერ­თოდ არ იყო სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და წარ­მო­ად­გენ­და არა­აქ­ტი­ურ კომ­პა­ნი­ას.

ბა­თუ­მის მე­რის გ.ე-ს და­ვა­ლე­ბით, დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი „POINT BANK LTD“-ის სან­დო­ო­ბის, გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და რე­ი­ტინ­გის შეს­წავ­ლა და­ე­ვა­ლა მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ა.ვ-ს, რომ­ლის მი­ე­რაც მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­სა­ხე­ლე­ბულ კომ­პა­ნი­ას სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და რე­ი­ტინ­გი, რაც პირ­და­პირ მი­უ­თი­თებ­და მის არა­სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში უკვე გაგ­ზავ­ნი­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სარ­ე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ბან­კო გა­რან­ტი­ე­ბი მო­თხოვ­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ - მა­ღა­ლი სან­დო­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ან ქარ­თუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბი­დან.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ნაც­ვლად იმი­სა, ქ.ბა­თუ­მის მერს და სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის წევ­რებს და­ეც­ვათ სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სი, შე­ე­წყვი­ტათ ტენ­დე­რი და არ გა­ე­ფორ­მე­ბი­ნათ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას­თან“, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ა­ფორ­მეს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 4 279 990 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, კი უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ამ“ ბა­თუ­მის მე­რი­ა­ში წა­რად­გი­ნა ისევ არა­სა­ბან­კო, არა­აქ­ტი­უ­რი, ფიქ­ტი­უ­რი კომ­პა­ნია „POINT BANK LTD“-ს მიერ გა­ცე­მუ­ლი სა­ა­ვან­სო სა­ბან­კო გა­რან­ტია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ბა­თუ­მის მე­რი­ის სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის ე.ლ-სთვის და სა­ფი­ნან­სო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ა.ვ-სთის ცნო­ბი­ლი იყო „POINT BANK LTD“-ის არა­სან­დო­ო­ბა და ის ფაქ­ტი, რომ გა­რან­ტი­ის გამ­ცე­მი კომ­პა­ნია არ წარ­მო­ად­გენ­და სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ამას­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ბან­კო გა­რან­ტი­აც არ იყო უპი­რო­ბო და გა­მო­უ­თხო­ვა­დი, უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ას“ მა­ინც უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­უ­რი­ცხეს სა­ა­ვან­სო თან­ხა ჯამ­ში 1 626 396,20 ლა­რის ოდე­ნო­ბით, სა­ი­და­ნაც უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ამ“ შე­ას­რუ­ლა მი­ნი­მა­ლუ­რი, მხო­ლოდ 251 109,43 ლა­რის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის სა­მუ­შა­ო­ე­ბი დღემ­დე შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია.

ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბა­თუ­მის მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სხვა­დას­ხვა რგო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბამ, რაც გა­მო­ი­ხა­ტა უსფ „კონ­ვენტ ჯორ­ჯი­ა­სათ­ვის“ უპი­რა­ტე­სო­ბის უკა­ნო­ნოდ მი­ნი­ჭე­ბა­ში და სა­ა­ვან­სო თან­ხის უსა­ფუძ­ვლოდ ჩა­რი­ცხვა­ში, არ­სე­ბი­თად და­არ­ღვია სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი დას­კვნის შე­დე­გად გა­იფ­ლან­გა დიდი ოდე­ნო­ბით 1 370 076,00 ლა­რის თან­ხა, რი­თაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს მი­ად­გა დიდი ოდე­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­რი­ო­დუ­ლად მი­აწ­ვდის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის - ბათუმის ყოფილი მერი დააკავა

პროკურატურამ 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის - ბათუმის ყოფილი მერი დააკავა

აჭარის პროკურატურამ აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.

ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქტიური თანამშრომლობით განახორციელა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:

1) ბათუმის ყოფილი მერი გ.ე.

2) აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბ.მ.

3) აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ა.ვ.

4) ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.

5) ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.

6) ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.

7) ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი: ზემოხსენებული პირების გადაწყვეტილებით, რომლებიც იმჟამად იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრები და ბათუმის მერიაში ეკავათ სხვადასხვა თანამდებობები, 2015 წლის 09 ოქტომბერს, ქ.ბათუმის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი ქ.ბათუმში საცხოვრებელი ბინების ე.წ. „იაფი სახლის“ მშენებლობაზე. სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობის ასაშენებლად უნდა გამოყენებულიყო მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციები.

ტენდერის გამოცხადებამდე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელობისათვის და სატენდერო კომისიის წევრებისათვის ცნობილი იყო, რომ მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით საქართველოში მშენებლობის გამოცდილება საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ ერთ-ერთ შპს-ს ჰქონდა, რომელსაც ტენდერის გამოცხადებამდე ქ.ბათუმის მერიის ხელმძღვანელმა პირებმა შესთავაზეს მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებით მშენებლობის პროექტის განხორციელება. საბოლოოდ, ქ.ბათუმის მერიამ ტენდერი გამოაცხადა სწორედ ზემოთხსენებული შპს-ს მიერ უსასყიდლოდ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, ისე რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფასებზე ბაზრის კვლევა არ ჩაუტარებია. ელექტრონული ტენდერში მონაწილეობა კი მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“.

ელექტრონული ვაჭრობის მიმდინარეობისას, უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იქნა ყალბი დოკუმენტაცია.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებს, წარმოდგენილ საეჭვო დოკუმენტაციაზე საერთოდ არ უმსჯელიათ, ეს მაშინ, როდესაც ქ.ბათუმის მერიის მიერ, 2015 წლის 01 მაისს გამოცხადებულ სხვა ელექტრონულ ტენდერში, უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარდგენილი იგივე დოკუმენტაცია გახდა უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ დისკვალიფიკაციის ერთ-ერთი საფუძველი.

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის წევრებმა, იმ პერიოდისთვის ბათუმის ვიცე-მერმა ბ.მ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თ.პ-მ, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვ.ხ-მ, ბათუმის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსმა ე.ლ-მ და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსმა ბ.ხ-მ, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში მონაწილეობისას უცხოური საწარმოს ფილიალის „კონვენტ ჯორჯიას“ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა სატენდერო პირობებს და არსებობდა უცხოური საწარმოს ფილიალი „კონვენტ ჯორჯიას“ უპირობო დისკვალიფიკაციის საფუძვლები, უკანონოდ მიანიჭეს უპირატესობა პრეტენდენტს და გამოაცხადეს ტენდერში გამარჯვებულად. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, უცხოური საწარმოს ფილიალმა „კონვენტ ჯორჯიამ“ სატენდერო კომისიას წარუდგინა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების მიერ ავიზირებული, დიდ ბრიტანეთში, ლონდონში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“ მიერ გაცემული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც შემდგომ აღმოჩნდა, რომ ხსენებული კომპანია საერთოდ არ იყო საბანკო დაწესებულება და წარმოადგენდა არააქტიურ კომპანიას.

ბათუმის მერის გ.ე-ს დავალებით, დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული „POINT BANK LTD“-ის სანდოობის, გადახდისუნარიანობის და რეიტინგის შესწავლა დაევალა მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს ა.ვ-ს, რომლის მიერაც მოპოვებული ინფორმაციებით დადგინდა, რომ დასახელებულ კომპანიას საერთოდ არ ჰქონდა რეიტინგი, რაც პირდაპირ მიუთითებდა მის არასაიმედოობაზე. ამავე პერიოდში ბათუმის მერიაში უკვე გაგზავნილი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სარეკომენდაციო წერილი იმის თაობაზე, რომ საბანკო გარანტიები მოთხოვნილი ყოფილიყო მხოლოდ - მაღალი სანდოობის საერთაშორისო ან ქართული კომერციული ბანკებიდან.

ყოველივე ზემოხსენებულის საწინააღმდეგოდ, ნაცვლად იმისა, ქ.ბათუმის მერს და სატენდერო კომისიის წევრებს დაეცვათ სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, შეეწყვიტათ ტენდერი და არ გაეფორმებინათ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება უსფ „კონვენტ ჯორჯიასთან“, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ გააფორმეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება 4 279 990 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კი უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ ბათუმის მერიაში წარადგინა ისევ არასაბანკო, არააქტიური, ფიქტიური კომპანია „POINT BANK LTD“-ს მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია. იმის მიუხედავად, რომ ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის ე.ლ-სთვის და საფინანსო სამსახურის უფროსის მოადგილე ა.ვ-სთის ცნობილი იყო „POINT BANK LTD“-ის არასანდოობა და ის ფაქტი, რომ გარანტიის გამცემი კომპანია არ წარმოადგენდა საბანკო დაწესებულებას, ამასთან წარმოდგენილი საბანკო გარანტიაც არ იყო უპირობო და გამოუთხოვადი, უსფ „კონვენტ ჯორჯიას“ მაინც უსაფუძვლოდ ჩაურიცხეს საავანსო თანხა ჯამში 1 626 396,20 ლარის ოდენობით, საიდანაც უსფ „კონვენტ ჯორჯიამ“ შეასრულა მინიმალური, მხოლოდ 251 109,43 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხის სამუშაოები დღემდე შეუსრულებელია.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ბათუმის მერიის ხელმძღვანელი და სხვადასხვა რგოლის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებამ, რაც გამოიხატა უსფ „კონვენტ ჯორჯიასათვის“ უპირატესობის უკანონოდ მინიჭებაში და საავანსო თანხის უსაფუძვლოდ ჩარიცხვაში, არსებითად დაარღვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული დასკვნის შედეგად გაიფლანგა დიდი ოდენობით 1 370 076,00 ლარის თანხა, რითაც მუნიციპალიტეტს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

საქმესთან დაკავშირებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს