საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განაჩენი ცნობილია - სასამართლომ მეკო კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
განაჩენი ცნობილია - სასამართლომ მეკო კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დას­რულ­და. ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მურ­თაზ კა­პა­ნა­ძემ მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მას ასე­ვე მო­ეხ­სნა 15 000- ლა­რი­ა­ნი გი­რაო და და­უბ­რუნ­დე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­სად­გომ­ზე იყო.

პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

დღეს პრო­ცეს­ზე რეპ­ლი­კე­ბი წარ­მოთ­ქვეს მხა­რე­ებ­მა. პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რემ ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა, რაც კვი­რი­კაშ­ვი­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­და. ვა­ლე­რი კუ­ჭუ­ხი­ძის თქმით, კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­მო­ძი­ე­ბის დროს ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვის შე­სა­ხებ არ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბას, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ღია ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლი არის გა­მო­გო­ნი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ექ­სპერ­ტე­ბის კვლე­ვე­ბი არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რია. შე­ნიშ­ვნებს არ და­ე­თან­ხმა დაც­ვის მხა­რე. მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ნუგ­ზარ კვი­ნი­კა­ძემ გან­მარ­ტა, რომ მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი­თაც ჩანს, რო­გორ მოხ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა. მან ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ მოწ­მე­ებ­მა მე­ო­რე გა­მო­კი­თხვის დროს და­ა­დას­ტუ­რეს ღია ფე­რის ავ­ტო­მო­ბი­ლის არ­სე­ბო­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2016 წელს ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ოთხი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ემსხვერ­პლა.

00:00 / 00:00
sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

განაჩენი ცნობილია - სასამართლომ მეკო კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

განაჩენი ცნობილია - სასამართლომ მეკო კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მურთაზ კაპანაძემ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო. მას ასევე მოეხსნა 15 000- ლარიანი გირაო და დაუბრუნდება ავტომობილი, რომელიც ავტოსადგომზე იყო.

პროცესს ესწრებოდა მერაბ კვირიკაშვილი.

დღეს პროცესზე რეპლიკები წარმოთქვეს მხარეებმა. პროკურორმა განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა, რაც კვირიკაშვილის ბრალეულობას ადასტურებდა. ვალერი კუჭუხიძის თქმით, კვირიკაშვილმა გამოძიების დროს ნამდვილი დამნაშავის შესახებ არ მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, რითაც დასტურდება, რომ ღია ფერის ავტომობილი არის გამოგონილი. მისივე თქმით, ექსპერტების კვლევები არაკვალიფიციურია. შენიშვნებს არ დაეთანხმა დაცვის მხარე. მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ განმარტა, რომ მოწმეების ჩვენებებითაც ჩანს, როგორ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. მან ასევე განმარტა, რომ მოწმეებმა მეორე გამოკითხვის დროს დაადასტურეს ღია ფერის ავტომობილის არსებობა, რომელმაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.

შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანი, მათ შორის კვირიკაშვილის მეუღლე ემსხვერპლა.

"ქურდული შეკრება" ჭიათურაში - სპეცოპერაციის შედეგად სამი პირი, მათ შორის პოლიციელია დაკავებული

საქართველოში თანამდებობის პირებისთვის სპეციალური ციხე აღარ იარსებებს - რა ბედი ელის ე.წ. მატროსოვის ციხეს

როგორ ვმართოთ სტრესი თვითიზოლაციის დროს და დავიცვათ თავი ძალადობისგან - ფსიქიატრის რეკომენდაციები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"