ავტორი:

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია" - ქუთაისის საკრებულოს წევრის პირველი კომენტარი მის სკანდალურ პოსტზე

ქუთაისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარე ნანა კოსტავა, რომელიც ჟურნალისტ სალომე ბარკერზე გამოქვეყნებული პოსტის გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა, პირველ კომენტარს AMBEBI.GE-სთან აკეთებს. იგი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ჟურნალისტის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ არაფერი იცოდა.

"ჩემი თანამდებობიდან და მენტალობიდან გამომდინარე ყოველთვის ვაფასებ და ვიცავ ისეთ ღირებულებებს და ფასეულობებს, რომელზეც ქართული სახელმწიფო დგას და მისი შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემ. არავის მივცემ მართლმადიდებლობისა და პატრიარქის შეურაცხყოფის უფლებას. სალომე ბარკერის ეს ვიდეო არ მომეწონა და დავდე, არ ვიცოდი მისი ტრაგედია. უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მის დას. ვუსამძიმრებ ოჯახს და ვიზიარებ მისი დედის ტრაგედიას" - აღნიშნა კოსტავამ.

კითხვაზე, რატომ გაუკეთა ფოტოს დამცინავი წარწერა, საკრებულოს წევრი ასეთ განმარტებას აკეთებს:

"ეგენი ყველა რომ ებრძვიან ოჯახის სიწმინდის დღეს და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, აი ამასთან დაკავშირებით გავაკეთე წარწერა. სულ არ ვიცოდი მაგ გოგოს ტრაგედია, ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ. მართლმადიდებლობას რომ დასცინიან, ერს რომ შეურაცხყოფენ და ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, ამიტომ იცინე-თქო" - აცხადებს ნანა კოსტავა.

საკრებულოს წევრი მათაც პასუხობს, ვინც მისი საკრებულოდან წასვლის მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოსთან აქცია დაგეგმა:

"ქვა პირველმა იმან მესროლოს, ვინც უცოდველია. პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ტრადიციებს და ღირებულებებს პატივს სცემს" - აღნიშნა საკრებულოს წევრმა. მისი თქმით, სატელევიზიო კომენტარზე უარს ამბობს:

"მე არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რომ ტელევიზორში გამოვიდე და ხალხი ჩემი ყურებით გადავღალო" - აღნიშნა კოსტავამ.

ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ "ფეისბუქზე" ჟურნალისტ სალომე ბარკერის ფოტო გამოაქვეყნა თანდართული ტექსტით - "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". აღნიშნული პოსტის გამო კოსტავას სრულიად სოციალურ ქსელი აკრიტიკებს. სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ, ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის მოსწავლის დაა.

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი" - ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე