პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს
ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

თბი­ლის­ში არ­სე­ბობს უძ­ვე­ლე­სი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც, შექ­მნის დღი­დან, 500 000-მდე ახალ­შო­ბი­ლი და­ი­ბა­და.

ჯერ კი­დევ 1873 წელს გა­იხ­სნა მცი­რე სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლი, რომ­ლის ბა­ზა­ზეც შემ­დეგ და­ი­წყო ახა­ლი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მას მი­ე­ნი­ჭა აკა­დე­მი­კოს, კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლი და ეწო­და "აკა­დე­მი­კოს ჩა­ჩა­ვას სა­ხე­ლო­ბის პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის და მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი". ხალ­ხმა ეს სა­ხე­ლი შე­ა­მოკ­ლა და "ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კა" და­არ­ქვა. კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვა არის ერთ-ერთი, ვინც შეც­ვა­ლა მე­დი­ცი­ნის სამ­ყა­რო. მას წელს, 21 მა­ისს 100 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. პრო­ფე­სო­რის მოღ­ვა­წე­ო­ბა­სა და ცხოვ­რე­ბა­ზე მის­მა მოს­წავ­ლემ, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა და ჩა­ჩა­ვას კლი­ნი­კის ექიმ­მა, დოდო სი­გუ­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის რა­დიო გა­და­ცე­მა­ში "სახ­ლის­კენ" ისა­უბ­რა.

- ბა­ტონ კო­ტეს აქვს ძა­ლი­ან დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა. მისი შრო­მე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა არა მარ­ტო ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, არა­მედ მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ბა­ტო­ნი კოტე მე­ა­ნო­ბა­ში იყო ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და ნა­ყო­ფის ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბას. ეს იყო ის პე­რი­ო­დი, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ნა­ყო­ფი­დან მდგო­მა­რე­ო­ბას იღებ­და ყუ­რით მი­დე­ბუ­ლი სტე­ტოს­კო­პით და ბა­ტონ­მა კო­ტემ მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად შე­ი­მუ­შა­ვა ნა­ყო­ფის პირ­და­პი­რი ელექტრო ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა. ის იყო მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პე­რი­ნა­ტო­ლო­გი და იმ­დე­ნად იყო აღი­ა­რე­ბუ­ლი მისი მეც­ნი­ე­რუ­ლი შრო­მე­ბი, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტს 1981 წელს შე­არ­ქვეს მისი სა­ხე­ლი. რო­დე­საც ჩვენ­ვემ­ზა­დე­ბო­დით ბა­ტო­ნი კო­ტეს 60 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ის გარ­და­იც­ვა­ლა.

- ბა­ტო­ნი კოტე გარ­და იმი­სა, რომ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას იმაღ­ლებ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ის უცხო­ეთ­ში აგ­ზავ­ნი­და ახალ­გაზ­რდა კად­რებს, რაც სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო მა­შინ. რო­გორ ხდე­ბო­და ეს?

- ბა­ტონ კო­ტეს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ახალ­გაზ­რდე­ბი. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს, ვინც კი რა­ღა­ცას წარ­მო­ად­გენ­და მე­ა­ნო- გი­ნე­კო­ლო­გი­ა­ში, ყვე­ლა­ნი იყ­ვნენ მისი მოს­წავ­ლე­ე­ბი. ბა­ტონ­მა კო­ტემ და­ამ­ყა­რა კავ­ში­რი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან. მა­შინ ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი ეს წა­მო­წყე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მე­ბი, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დო­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რებს. აქ იყო: უნ­გრე­თი, ჩე­ხოს­ლო­ვა­კია, გერ­მა­ნია, ია­პო­ნია. შემ­დეგ უკვე ეს კავ­ში­რე­ბი გა­აგ­რძე­ლა მის­მა მოს­წავ­ლემ, პა­ლი­კო კინ­ტრა­ი­ამ. სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს აწყობ­დნენ. ისი­ნი ჩვენ­თან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ, ჩვე­ნი ექი­მე­ბი იქ მი­დი­ოდ­ნენ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გა­ვი­ა­რეთ, ბა­ტო­ნი კო­ტეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ინ­სტი­ტუ­ტში ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ სტუმ­რე­ბი. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი პე­რი­ნა­ტო­ლო­გი, გი­უსტ რუტი, იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სის პე­რი­ნა­ტა­ლუ­რი მე­დი­ცი­ნის და მე­ა­ნო­ბა-გი­ნე­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი მე­ქაა, სა­დაც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა პე­რი­ნა­ტო­ლო­გი უნდა ჩა­მო­ვი­დეს და ის­წავ­ლოს. ის, რაც ბა­ტონ­მა კო­ტემ და მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა სა­მო­ცი­ან წლებ­ში და­ი­წყო, მთელ მსოფ­ლი­ო­შია და­ნერ­გი­ლი.

- და­ახ­ლო­ე­ბით 18 წლის წინ და უფრო ადრე ბავ­შვის გა­ჩე­ნი­სას მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­და­ტა­ნი­ლი­ყო იყო ბავ­შვზე. კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ჩა­ვა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც დე­დას და ნა­ყოფს ზუს­ტად ერ­თნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და და ერ­თნა­ი­რად იბ­რძო­და მათ გა­და­სარ­ჩე­ნად.

- ამ ადა­მი­ანს ასე­თი უნა­რი ჰქონ­და. მას შე­ეძ­ლო, გა­ნე­სა­ზღვრა, რა და რო­გორ იქ­ნე­ბო­და მო­მა­ვალ­ში. არ­სე­ბობს მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ყო­ფი, რო­გორც პა­ცი­ენ­ტი" . ამ ასო­ცი­ა­ცი­ის პრო­ფე­სო­რე­ბი ჩა­მო­დი­ან, რომ აღ­ვნიშ­ნოთ მისი იუ­ბი­ლე და პა­ტი­ვი მი­ვა­გოთ მის ხსოვ­ნას, რად­გან ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის აკა­დე­მი­კო­სი იყო. ეს ძა­ლი­ან დიდი საქ­მე და დამ­სა­ხუ­რე­ბა იყო, იმ დრო­ი­სათ­ვის. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

ვინ იყო სინამდვილეში ცნობილი გინეკოლოგი ჩაჩავა და რას სთხოვდა ქართველ ქალბატონებს

თბილისში არსებობს უძველესი სამედიცინო დაწესებულება, სადაც, შექმნის დღიდან, 500 000-მდე ახალშობილი დაიბადა.

ჯერ კიდევ 1873 წელს გაიხსნა მცირე სამშობიარო სახლი, რომლის ბაზაზეც შემდეგ დაიწყო ახალი სამშობიარო სახლის მშენებლობა. მოგვიანებით მას მიენიჭა აკადემიკოს, კონსტანტინე ჩაჩავას სახელი და ეწოდა "აკადემიკოს ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი". ხალხმა ეს სახელი შეამოკლა და "ჩაჩავას კლინიკა" დაარქვა. კონსტანტინე ჩაჩავა არის ერთ-ერთი, ვინც შეცვალა მედიცინის სამყარო. მას წელს, 21 მაისს 100 წელი შეუსრულდებოდა. პროფესორის მოღვაწეობასა და ცხოვრებაზე მისმა მოსწავლემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ჩაჩავას კლინიკის ექიმმა, დოდო სიგუამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემაში "სახლისკენ" ისაუბრა.

- ბატონ კოტეს აქვს ძალიან დიდი დამსახურება. მისი შრომები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ აღიარება მოიპოვა არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბატონი კოტე მეანობაში იყო ახალი მიმართულების ფუძემდებელი, რომელიც ეხებოდა ნაყოფის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ნაყოფიდან მდგომარეობას იღებდა ყურით მიდებული სტეტოსკოპით და ბატონმა კოტემ მოსწავლეებთან ერთად, პირველად შეიმუშავა ნაყოფის პირდაპირი ელექტრო ენცეფალოგრამა. ის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი და იმდენად იყო აღიარებული მისი მეცნიერული შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტს 1981 წელს შეარქვეს მისი სახელი. როდესაც ჩვენვემზადებოდით ბატონი კოტეს 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ის გარდაიცვალა.

- ბატონი კოტე გარდა იმისა, რომ კვალიფიკაციას იმაღლებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ის უცხოეთში აგზავნიდა ახალგაზრდა კადრებს, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო მაშინ. როგორ ხდებოდა ეს?

- ბატონ კოტეს ძალიან უყვარდა ახალგაზრდები. მეოცე საუკუნის დასასრულს, ვინც კი რაღაცას წარმოადგენდა მეანო- გინეკოლოგიაში, ყველანი იყვნენ მისი მოსწავლეები. ბატონმა კოტემ დაამყარა კავშირი სხვადასხვა ქვეყანასთან. მაშინ ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ეს წამოწყებული სამეცნიერო შრომები, რომ ჩვენს ინსტიტუტთან ურთიერთობა უნდოდა სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს. აქ იყო: უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, იაპონია. შემდეგ უკვე ეს კავშირები გააგრძელა მისმა მოსწავლემ, პალიკო კინტრაიამ. საინტერესო კონფერენციებს აწყობდნენ. ისინი ჩვენთან ჩამოდიოდნენ, ჩვენი ექიმები იქ მიდიოდნენ და ძალიან საინტერესო ცხოვრება გავიარეთ, ბატონი კოტეს ხელმძღვანელობით. ინსტიტუტში ძალიან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. ერთ-ერთი პირველი პერინატოლოგი, გიუსტ რუტი, იყო ჩამოსული, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის პერინატალური მედიცინის და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტი მექაა, სადაც მსოფლიოს ყველა პერინატოლოგი უნდა ჩამოვიდეს და ისწავლოს. ის, რაც ბატონმა კოტემ და მისმა მოწაფეებმა სამოციან წლებში დაიწყო, მთელ მსოფლიოშია დანერგილი.

- დაახლოებით 18 წლის წინ და უფრო ადრე ბავშვის გაჩენისას მთელი ყურადღება გადატანილიყო იყო ბავშვზე. კონსტანტინე ჩაჩავა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დედას და ნაყოფს ზუსტად ერთნაირ ყურადღებას აქცევდა და ერთნაირად იბრძოდა მათ გადასარჩენად.

- ამ ადამიანს ასეთი უნარი ჰქონდა. მას შეეძლო, განესაზღვრა, რა და როგორ იქნებოდა მომავალში. არსებობს მსოფლიო ორგანიზაცია "ნაყოფი, როგორც პაციენტი" . ამ ასოციაციის პროფესორები ჩამოდიან, რომ აღვნიშნოთ მისი იუბილე და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნის აკადემიკოსი იყო. ეს ძალიან დიდი საქმე და დამსახურება იყო, იმ დროისათვის. წაიკითხეთ სრულად