პარტნიორები:
    ავტორი:

    საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

    საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

    საქართველო XV ორმატჩიან სერიას გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან. მატჩები ქუთაისსა და თბილისში გაიმართება.

    პირველი მატჩი - 7 ივნისი, 18:00, აია არენამეორე მატჩი - 11 ივნისი, 18:00, ავჭალის სტადიონი

    ქართული რაგბის ქომაგები 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.

    ერთი წლის განმავლობაში საქართველო XV (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.

    შარშან ზაფხულში საქართველო XV-მ "ზაფხულის თასზე" არგენტინის XV და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის "ა" ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.

    წინა შეხვედრებისგან განსხვავებით,ამჯერად საქართველო XV-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებულნი. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1-ელ ივნისს, ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას "აია არენაზე", 7 ივნისს გამართავს.

    ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, "ავჭალის" სტადიონზე შეხვდებიან.

    სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.

    მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

    "ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

    რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო

    პირველად ფიფას გენერალურ მდივნად ქალი დაინიშნა