პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"
რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­ტყვის შემ­თხვე­ვე­ბი გახ­შირ­და. სე­ტყვა, ძი­რი­თა­დად, კა­ხეთ­სა და შიდა ქარ­თლში ფიქ­სირ­დე­ბა. სე­ტყვის მას­შტა­ბებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, მისი მარ­ცვლე­ბის ზო­მამ მო­სახ­ლე­ო­ბის შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. გაჩ­ნდა მო­საზ­რე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა დე­და­მი­წა­ზე კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ სე­ტყვა შე­საძ­ლოა, სა­ხელ­მწი­ფო სამ­ხედ­რო სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნი­კურ ცენ­ტრ "დელ­ტას" სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ გა­მო­იწ­ვია, რო­მე­ლიც კა­ხეთ­შია და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გან­მარ­ტე­ბით, მა­ი­სის თვე­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი სე­ტყვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უჩ­ვე­უ­ლო არ არის. სა­ა­გენ­ტოს მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, დოდო გვა­ზა­ვას გან­მარ­ტე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის სე­ტყვა ყო­ველ­თვის პრობ­ლე­მა­ტუ­რი იყო და მას­თან გამ­კლა­ვე­ბას საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­შიც ცდი­ლობ­დნენ, რის­თვი­საც სე­ტყვას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რიც არ­სე­ბობ­და. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში სე­ტყვის შან­სი ისევ არ­სე­ბობს.

"პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, სე­ტყვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ არ გა­მოვრცი­ხავ, რომ ღა­მი­სა და სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში აღი­ნიშ­ნოს ხან­მოკ­ლე ხა­სი­ა­თის წვი­მა. ზო­გა­დად, სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ახლა უფრო და­წყნა­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე გა­სულ დღე­ებ­ში იყო", - აღ­ნიშ­ნა მან AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

სი­ნოპ­ტი­კო­სის თქმით, სე­ტყვის მოს­ვლის ალ­ბა­თო­ბით წლე­ვან­დე­ლი მა­ი­სი შარ­შან­დე­ლის­გან არ გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"ატ­მოს­ფე­რო­ში ძა­ლი­ან არამ­დგრა­დი სი­ტუ­ა­ცია იყო, ეს პრო­ცე­სი უფრო აქ­ტი­ურ­დე­ბო­და, როცა შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სუ­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბი ნო­ტიო იყო და ამ დროს სამ­ხრე­თი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხე­ლი ჰა­ე­რის მა­სე­ბის გრო­ვა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებ­და, საწ­ვი­მა­რი ღრუ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბას იწ­ვევ­და. აღ­ნიშ­ნულ ღრუბ­ლებს ვერ­ტი­კალ­ზე სი­მაღ­ლე ძა­ლი­ან დიდი აქვს და მის ზედა ფე­ნებ­ში კრის­ტა­ლის ყი­ნუ­ლე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად წარ­მო­იქ­მნე­ბა. ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოქ­მე­დი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გზას კე­ტავ­და და გან­ვი­თა­რე­ბულ ღრუბ­ლებს მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, რომ კას­პი­ის ზღვის­კენ წა­სუ­ლიყ­ვნენ, ამი­ტომ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში იც­ლე­ბო­და, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თბი­ლის­ში და კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში", - აღ­ნიშ­ნა მან.

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სი­ნოპ­ტი­კო­სის გან­მარ­ტე­ბით, 25 მა­ისს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სუ­ლი სე­ტყვის მი­ზე­ზი შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თი­დან მოქ­მე­დი ჰა­ე­რის მა­სე­ბი გახ­და, რო­მე­ლიც უჩ­ვე­უ­ლო მოვ­ლე­ნას არ წარ­მო­ად­გენს.

"სე­ტყვა აღი­ნიშ­ნა სა­ჩხე­რე­ში, ზეს­ტა­ფონ­ში, მეს­ტი­ა­ში. ასე­ვე, ქარი გაძ­ლი­ერ­და გორ­ში. შიდა ქარ­თლშიც ძლი­ე­რი სე­ტყვა მო­ვი­და", - აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც დოდო გვა­ზა­ვამ AMBEBI.GE-სთან გა­ნა­ცხა­და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სე­ტყვა ივ­ნი­სის თვე­შიც მო­ვი­დეს, თუ იგი­ვე სი­ნოპ­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა, რაც მა­ი­სის თვე­ში იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა „დელ­ტას“ სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდგო სის­ტე­მას.... სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა უჩა ძო­ძუ­აშ­ვილ­მა სის­ტე­მის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პებ­სა და სე­ტყვის წარ­მოქ­მნის პრო­ცეს­ზე გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. „დელ­ტას“ შე­ფა­სე­ბით, 2019 წლის 1 აპ­რილს და­წყე­ბუ­ლი სე­ტყვა­სა­ში­ში სე­ზო­ნი წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

"შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ორ­მა­გე­ბუ­ლია ნა­ლე­ქის სიხ­ში­რე, ვი­ნა­ი­დან ამ დრო­ის­თვის უკვე 23-ჯერ მოხ­და სე­ტყვა­სა­შიშ პრო­ცე­სებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი კე­რე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობ­მა კი 390 000 ჰე­ტა­რი შე­ად­გი­ნა, მა­შინ, როცა 2016-2017 წლებ­ში სე­ტყვა­სა­ში­ში სე­ზო­ნი მა­ი­სი­დან და­ი­წყო, ხოლო 2018 წელს აპ­რილ­ში მხო­ლოდ 1 შემ­თხვე­ვა მოხ­და. ამ მო­მენ­ტის­თვის უკვე გას­რო­ლი­ლია 2760 რა­კე­ტა. დელ­ტას მიერ შექ­მნი­ლი სის­ტე­მა იცავს კა­ხე­თის 300-მდე სოფ­ლის სახ­ნავ-სა­თეს მი­წებს 95%-იანი ეფექ­ტუ­რო­ბით", - გან­მარ­ტავს „დელ­ტა“.

ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა მოქ­მე­დებს შემ­დეგ­ნა­ი­რად:

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სე­ტყვა­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა ახ­დენს არა ღრუბ­ლის გა­ფან­ტვას, არა­მედ მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი რა­და­რის მიერ წი­ნას­წარ და­ფიქ­სი­რე­ბულ სე­ტყვა­სა­შიშ ღრუბ­ლებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას. რა­კე­ტის გას­რო­ლის შემ­დეგ, რე­ა­გენ­ტი იფ­რქვე­ვა ღრუბ­ლის მა­სა­ში და მსხვი­ლი სე­ტყვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. შე­დე­გად, ყა­ლიბ­დე­ბა წვრი­ლი მარ­ცვლე­ბი, რო­მე­ლიც რაც უფრო ქვე­მოთ ჩა­მო­დის, მით უფრო დნე­ბა და წვრილ­დე­ბა და უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სე­ტყვის ნაც­ვლად მო­დის წვი­მა", - გან­მარ­ტა­ვენ "დელ­ტა­ში".

უჩა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავს, რომ სე­ტყვა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა არა მის გა­ფან­ტვას, არა­მედ დაშ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

იკარ ტონიანი
0

რაც მაგ ვითომდა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებში ფულს ჭრიან,ბადეები შემოეტანათ არ ჯობდა მარა მერე როგორღა მოტეხავდნენ ფულს?ეს არაადამიანები!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"

რატომ გახშირდა სეტყვა საქართველოში - "ნალექის რაოდენობა გაორმაგებულია"

ბოლო პერიოდში, საქართველოში, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის შემთხვევები გახშირდა. სეტყვა, ძირითადად, კახეთსა და შიდა ქართლში ფიქსირდება. სეტყვის მასშტაბებმა, განსაკუთრებით კი, მისი მარცვლების ზომამ მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული ბუნებრივი მოვლენა დედამიწაზე კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სეტყვა შესაძლოა, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ გამოიწვია, რომელიც კახეთშია დამონტაჟებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მაისის თვეში გახშირებული სეტყვა საქართველოსთვის უჩვეულო არ არის. სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას განმარტებით, ჩვენი ქვეყნისთვის სეტყვა ყოველთვის პრობლემატური იყო და მასთან გამკლავებას საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ცდილობდნენ, რისთვისაც სეტყვასთან ბრძოლის სამსახურიც არსებობდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს საღამოს საათებში, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში სეტყვის შანსი ისევ არსებობს.

"პროცენტული რაოდენობით, სეტყვის შესაძლებლობა შემცირებულია, მაგრამ არ გამოვრციხავ, რომ ღამისა და საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნოს ხანმოკლე ხასიათის წვიმა. ზოგადად, სინოპტიკური სიტუაცია ახლა უფრო დაწყნარებულია, ვიდრე გასულ დღეებში იყო", - აღნიშნა მან AMBEBI.GE-სთან საუბარში.

სინოპტიკოსის თქმით, სეტყვის მოსვლის ალბათობით წლევანდელი მაისი შარშანდელისგან არ გამოირჩევა.

"ატმოსფეროში ძალიან არამდგრადი სიტუაცია იყო, ეს პროცესი უფრო აქტიურდებოდა, როცა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული ჰაერის მასები ნოტიო იყო და ამ დროს სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების გროვა, რომელიც უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედებდა, საწვიმარი ღრულებლების წარმოშობას იწვევდა. აღნიშნულ ღრუბლებს ვერტიკალზე სიმაღლე ძალიან დიდი აქვს და მის ზედა ფენებში კრისტალის ყინულები ძალიან სწრაფად წარმოიქმნება. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ჰაერის მასები გზას კეტავდა და განვითარებულ ღრუბლებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, რომ კასპიის ზღვისკენ წასულიყვნენ, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში იცლებოდა, უფრო კონკრეტულად, თბილისში და კახეთის რეგიონში", - აღნიშნა მან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის განმარტებით, 25 მაისს დასავლეთ საქართველოში მოსული სეტყვის მიზეზი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი ჰაერის მასები გახდა, რომელიც უჩვეულო მოვლენას არ წარმოადგენს.

"სეტყვა აღინიშნა საჩხერეში, ზესტაფონში, მესტიაში. ასევე, ქარი გაძლიერდა გორში. შიდა ქართლშიც ძლიერი სეტყვა მოვიდა", - აღნიშნა მან.

როგორც დოდო გვაზავამ AMBEBI.GE-სთან განაცხადა, არ არის გამორიცხული, სეტყვა ივნისის თვეშიც მოვიდეს, თუ იგივე სინოპტიკური მოვლენები განვითარდება, რაც მაისის თვეში იყო.

რაც შეეხება „დელტას“ სეტყვასაწინააღმდგო სისტემას.... საზოგადოებაში გაჩენილი მოსაზრებების გამო, ცენტრის გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა სისტემის მუშაობის პრინციპებსა და სეტყვის წარმოქმნის პროცესზე განმარტება გააკეთა. „დელტას“ შეფასებით, 2019 წლის 1 აპრილს დაწყებული სეტყვასაშიში სეზონი წინა წლებთან შედარებით, მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.

"შარშანდელთან შედარებით, გაორმაგებულია ნალექის სიხშირე, ვინაიდან ამ დროისთვის უკვე 23-ჯერ მოხდა სეტყვასაშიშ პროცესებზე ზემოქმედება, დამუშავებული კერების საერთო ფართობმა კი 390 000 ჰეტარი შეადგინა, მაშინ, როცა 2016-2017 წლებში სეტყვასაშიში სეზონი მაისიდან დაიწყო, ხოლო 2018 წელს აპრილში მხოლოდ 1 შემთხვევა მოხდა. ამ მომენტისთვის უკვე გასროლილია 2760 რაკეტა. დელტას მიერ შექმნილი სისტემა იცავს კახეთის 300-მდე სოფლის სახნავ-სათეს მიწებს 95%-იანი ეფექტურობით", - განმარტავს „დელტა“.

ცენტრის ინფორმაციით, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს შემდეგნაირად:

„უპირველეს ყოვლისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა ახდენს არა ღრუბლის გაფანტვას, არამედ მეტეოროლოგიური რადარის მიერ წინასწარ დაფიქსირებულ სეტყვასაშიშ ღრუბლებზე ზემოქმედებას. რაკეტის გასროლის შემდეგ, რეაგენტი იფრქვევა ღრუბლის მასაში და მსხვილი სეტყვის ჩამოყალიბების საშუალებას არ აძლევს. შედეგად, ყალიბდება წვრილი მარცვლები, რომელიც რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, მით უფრო დნება და წვრილდება და უმეტეს შემთხვევაში, სეტყვის ნაცვლად მოდის წვიმა", - განმარტავენ "დელტაში".

უჩა ძოძუაშვილი ცალსახად აღნიშნავს, რომ სეტყვაწინააღმდეგო სისტემა არა მის გაფანტვას, არამედ დაშლას ემსახურება.

ხართ თუ არა დაცული "ბრიტანული შტამით" დაინფიცირებისგან, თუ კორონავირუსი უკვე გადაიტანეთ? - რას აცხადებს თენგიზ ცერცვაძე

სტიქია კახეთში - სეტყვამ ვენახები და სასოფლო-სამეურნეო კულტურები დააზიანა

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინები? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება