მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს
"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

ეს­პა­ნე­თის პო­ლი­ცი­ამ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ქურ­დუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს მი­აგ­ნო, ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Elperiodico წერს. ასო­ბით და­კა­ვე­ბულ პირს შო­რის 79 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა.

ბარ­სე­ლო­ნა­ში მდე­ბა­რე მე­ნენ­დეს პი­და­ლის სკო­ლა 2011-2012 სას­წავ­ლო წლის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის გამო და­ი­ხუ­რა. მი­ტო­ვე­ბულ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობ­დნენ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ოჯა­ხე­ბი, მათ შო­რის ქურ­დუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი.

4 აპ­რილს ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ა­კა­ვეს ასამ­დე ადა­მი­ა­ნი, მათ­გან 25 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იყო. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბო­დათ და­ყა­ჩა­ღე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის გა­ქურდვა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი კა­ტა­ლო­ნი­ის პო­ლი­ცი­ამ სა­სა­მარ­თლოს და სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ი­წყო და­კა­ვე­ბე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ათ­ზე და­ი­წყო. Elperiodico-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ერ­თო ჯამ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 79 მო­ქა­ლა­ქეა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სკო­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ შე­ნო­ბა­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცე­ბი სცემ­დნენ ქა­ლებს და ბავ­შვე­ბის ტი­რი­ლიც ხში­რად ეს­მო­დათ.

უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს­პა­ნეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ნა­კა­დი მუდ­მი­ვად ჩა­დის. Elperiodico აღ­ნიშ­ნავს, რომ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბი მა­მა­კა­ცე­ბის გარ­და არი­ან ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი, მო­ზარ­დე­ბი. ქა­ლა­ქის სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი თავ­შე­საფ­რე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ველ და გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­სამ­რთლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნენ­დეს პი­და­ლის ინ­სტი­ტუ­ტის გა­სა­ღე­ბი მის მფლო­ბელს და­უბ­რუნ­და.

ავ­ტო­რი : გვან­ცა ახ­ვერ­დაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

"ხშირად სცემდნენ ქალებს, ისმოდა ბავშვების ტირილიც"... - ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქალაქის ცენტრში ქურდული დაჯგუფებების ადგილსამყოფელს მიაგნო, ამის შესახებ გამოცემა Elperiodico წერს. ასობით დაკავებულ პირს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა.

ბარსელონაში მდებარე მენენდეს პიდალის სკოლა 2011-2012 სასწავლო წლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის გამო დაიხურა. მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდნენ თავშესაფრის მაძიებელი ოჯახები, მათ შორის ქურდული დაჯგუფებები.

4 აპრილს ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ასამდე ადამიანი, მათგან 25 საქართველოს მოქალაქე იყო. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ დაყაჩაღება, საცხოვრებელი ბინების გაქურდვა.

რამდენიმე დღის წინ კი კატალონიის პოლიციამ სასამართლოს და სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით დაიწყო დაკავებების სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 10 საათზე დაიწყო. Elperiodico-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში საქართველოს 79 მოქალაქეა დაკავებული.

სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შენობაში მცხოვრები მამაკაცები სცემდნენ ქალებს და ბავშვების ტირილიც ხშირად ესმოდათ.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში ესპანეთში ქართველების ნაკადი მუდმივად ჩადის. Elperiodico აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებლები მამაკაცების გარდა არიან ქალები, ბავშვები, მოზარდები. ქალაქის სოციალური სამსახური თავშესაფრებით ყველაზე დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებს უზრუნველყოფს.

სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, სასამრთლოს გადაწყვეტილებით, მენენდეს პიდალის ინსტიტუტის გასაღები მის მფლობელს დაუბრუნდა.

ავტორი : გვანცა ახვერდაშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს