კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"
"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­სა­ხელ­დეს და და­ი­სა­ჯოს ვინ არის დამ­კვე­თი და ვინ ლო­ბი­რებ­და ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ბო­ტა­ჟის ტოლ­ფა­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა­ე­კო­ნო­მი­კის მი­ნისტრს ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ექ­სპერ­ტის თქმით, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და და ამას­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მოვ­ლინ­დეს და და­ი­სა­ჯოს მე­სა­მე პირი, ვინც ლო­ბი­რებ­და ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ზი­ა­ნოდ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

„მე ბევ­რად უფრო მძი­მე სუ­რა­თი მე­გო­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­დას­მით ხდე­ბო­და ეს და თუ ეს ასე არ არის, ნამ­დვი­ლად მი­სა­სალ­მე­ბე­ლია და ზო­მი­ერ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს აჩენს. რო­გორც ჩანს, მე­სა­მე მხა­რე თა­მა­შობ­და ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო თა­მაშს და კარ­გია, რომ ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

ვფიქ­რობ, გა­სარ­კვე­ვია ვინ ლო­ბი­რებ­და ამ სა­კითხს, რომ ამ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტის სა­ბტა­ჟის ტოლ­ფა­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი­ყო, ისე რომ ამის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნი­კი თა­ვი­სი კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით აკე­თებ­და ამას. ვი­ღაც ლო­ბი­რებ­და ამ თე­მას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ. ვინ იყო ეს პირი, ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­ა­სა­ხე­ლოს,“ - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის ნა­თია თურ­ნა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ფოთ­ში ახა­ლი ღრმა­წყლო­ვა­ნი ნავ­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის დო­კუ­მენ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია. რო­გორც ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და, ასე­ვე თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბუ­ლია მშე­ნებ­ლო­ბის და ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ნე­ბარ­თვა გას­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

"დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას"

მნიშვნელოვანია დასახელდეს და დაისაჯოს ვინ არის დამკვეთი და ვინ ლობირებდა ანაკლიის პორტის საბოტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმაეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

ექსპერტის თქმით, მისასალმებელია, რომ მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და ამასთან მნიშვნელოვანია გამოვლინდეს და დაისაჯოს მესამე პირი, ვინც ლობირებდა ანაკლიის პორტის საზიანოდ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„მე ბევრად უფრო მძიმე სურათი მეგონა, რომ ხელისუფლების ხელდასმით ხდებოდა ეს და თუ ეს ასე არ არის, ნამდვილად მისასალმებელია და ზომიერ ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს. როგორც ჩანს, მესამე მხარე თამაშობდა ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო თამაშს და კარგია, რომ ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინა.

ვფიქრობ, გასარკვევია ვინ ლობირებდა ამ საკითხს, რომ ამ მასშტაბური პროექტის საბტაჟის ტოლფასი გადაწყვეტილება მიღებულიყო, ისე რომ ამის შესახებ ხელისუფლება არ იყო ინფორმირებული. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვიღაც ჩინოვნიკი თავისი კეთილი სურვილებით აკეთებდა ამას. ვიღაც ლობირებდა ამ თემას სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ. ვინ იყო ეს პირი, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა დაასახელოს,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები