საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი
"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი

გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე წერ­და: "იყო ერთი თა­ვა­დი, ანარ­ქის­ტი და მა­მუ­ლიშ­ვი­ლი - ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი კარ­გად არ ეხერ­ხე­ბო­და. იცო­და ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი, რუ­სუ­ლი... სიკ­ვდი­ლის წინ მას ყვე­ლა ეს ენა და­ა­ვი­წყდა და ქარ­თუ­ლად და­ი­წყო ლუღ­ლუ­ღი".

ის­ტო­რი­კოს­მა დი­მიტ­რი შვე­ლი­ძემ ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წიგ­ნი "აი, ვინ იყო ქარ­თველ­ნო, ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი" და­წე­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი წიგ­ნია მის შე­სა­ხებ.

დი­მიტ­რი შვე­ლი­ძე ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 1907 წელს ჰა­ა­გა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია რამ­დე­ნი­მე თვის მან­ძილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე უნდა გა­ნე­ხი­ლათ მსოფ­ლიო ომის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის სა­კი­თხე­ბი, რო­მელ­საც 44 სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა თა­ვის ქარ­თველ პატ­რი­ო­ტებ­თან – გი­ორ­გი გვა­ზა­ვას­თან და მი­ხა­კო წე­რე­თელ­თან ერ­თად, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის თან­ხმო­ბით, მო­ამ­ზა­და ტექ­სტი, რო­მე­ლის მი­ხედ­ვით, იგი რუ­სე­თის მო­ნარ­ქი­ას უჩი­ო­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 1783 წელს სა­ქარ­თვე­ლომ დადო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რუ­სეთ­თან რო­გორც სა­ხელ­მწი­ფომ და ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში იყო შე­თან­ხმე­ბა, რომ რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ეც­ვა. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ რუ­სეთ­მა და­არ­ღვია ეს გე­ორ­გი­ევ­სკის ტრაქ­ტა­ტი, გა­ა­უქ­მა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და და­ი­პყრო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბით შედ­გე­ნი­ლი პე­ტი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლე­ბი თხოვ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­სა­მარ­თლოს, რომ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლებს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აღ­დგე­ნის სა­კი­თხში. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლებ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო, ევ­რო­პის სა­სა­მარ­თლოს თხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და უჩივ­ლეს რუ­სეთს. სამ­წუ­ხა­როდ, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ეს სა­კი­თხი არ გა­ნი­ხი­ლეს, რად­გან მა­ში­ნაც ევ­რო­პე­ლე­ბი რუ­სეთს ან­გა­რიშს უწევ­დნენ, მაგ­რამ უფრო კარ­გი რამ მოხ­და: მთე­ლი ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის გა­ზე­თებ­მა ერთი კვი­რის მან­ძილ­ზე გა­ა­შუ­ქეს სა­ქარ­თვე­ლოს ბრძო­ლა სა­ხელ­მწი­ფოს აღ­დგე­ნი­სათ­ვის, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის არა­სა­მარ­თლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა და ასე შემ­დეგ... რო­გორც ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც მთელ­მა ქვეყ­ნი­ე­რე­ბამ და­ი­ლა­პა­რა­კა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ. ამი­ტომ ჩვენ ეს პე­ტი­ცია უნდა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა - იუ­რი­დი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქარ­თვე­ლე­ბი დახ­მა­რე­ბას და სა­მარ­თლის აღ­დგე­ნას თხოვ­დნენ ევ­რო­პე­ლებს. პე­ტი­ცი­ას 3 ათა­სი ქარ­თვე­ლი აწერ­და ხელს.

- ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იბ­რძო­და და რა­ტომ მოხ­და ისე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მას­ზე ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის?

- ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1846 წელს კა­ხეთ­ში, სო­ფელ თოხ­ლი­ა­ურ­ში. რუ­სეთ­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. ხელ­მე­ო­რედ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, 1876 წელს ციმ­ბი­რის გა­და­სახ­ლე­ბი­დან ბრი­ტა­ნეთ­ში გა­იქ­ცა და ეს ქვე­ყა­ნა იქცა მის მე­ო­რე სამ­შობ­ლოდ. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას, თუ რა­ტომ იც­ნო­ბენ მას ნაკ­ლე­ბად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში 70 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მრა­ვა­ლი პერ­სო­ნა­ჟი სა­გან­გე­ბოდ იქნა და­ვი­წყე­ბუ­ლი - ყვე­ლა ის მოღ­ვა­წე, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ და არა კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა მიჩ­ქმა­ლულ­თა შო­რის ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის დიდი ფი­გუ­რა.

- რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი ვუ­წო­დოთ?

- მან მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე იმ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა სამ­შობ­ლოს­თვის, რომ ეროვ­ნულ გმირ­ზეც მე­ტია - ის ეროვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წეა! ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბი­დან­ვე რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩა­ე­ბა და მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი რუ­სე­თის თვით­მპყრო­ბე­ლო­ბის დამ­ხო­ბა იყო! 1876 წლამ­დე რუ­სეთ­ში, სხვა­დას­ხვა რე­ვო­ლუ­ცი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და. 1870 წელს და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­და­ა­სახ­ლეს ციმ­ბირ­ში და 1876 წელს ევ­რო­პა­ში გა­იქ­ცა. ამის შემ­დეგ ჩა­ე­ბა ევ­რო­პის რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში, იყო სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ანარ­ქის­ტი. ამ ნი­ა­დაგ­ზე მან მთელ ევ­რო­პა­ში სა­ხე­ლი გა­ით­ქვა, რო­გორც რუ­სე­თი­სა და ევ­რო­პის ერთ-ერ­თმა ანარ­ქის­ტულ­მა ლი­დერ­მა. აწყობ­და სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მებს, კონ­გრე­სებს, კონ­ფე­რენ­ცი­ებს და იყო ამ მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ხელ­გან­თქმუ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ჩვენ­თვის იგი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სხვა მოძ­რა­ო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, არა­სო­დეს არ ივი­წყებ­და თა­ვის სამ­შობ­ლოს, ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლებს და თა­ვის მოღ­ვა­წე­ო­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე უპირ­ვე­ლე­სად სამ­შობ­ლოს პატ­რი­ო­ტი, უდი­დე­სი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ! ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს აღ­დგე­ნის­თვის იბ­რძო­და!

- ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის მე­გობ­რო­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის იდე­ე­ბის ერ­თგუ­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო და იმ­დე­ნად დიდი თა­ნა­მო­აზ­რე, რომ 1894 წლი­დან ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ მას და­უთ­მო თა­ვი­სი სა­ხელ­გან­თქმუ­ლი გა­ზე­თის "ივე­რი­ის" ფურ­ცლე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­ლე­გა­ლუ­რად ხდე­ბო­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი მთე­ლი 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობ­და – შვე­ი­ცა­რი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ინ­გლის­ში. იქე­დან აგ­ზავ­ნი­და წე­რი­ლებს და ფსევ­დო­ნი­მე­ბით იბეჭ­დე­ბო­და. "ივე­რი­ა­ში" იგი "ვა­ზი­ა­ნის" ფსევ­დო­ნი­მით ბეჭ­დავ­და. ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილს სან­თლით და­ე­ძებ­დნენ მთე­ლი რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად, რო­გორც დამ­ნა­შა­ვეს და ბო­როტ­მოქ­მედს. მისი გა­მო­ჩე­ნა იმ­პე­რი­ის სა­ზღვრებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც შეძ­ლო ორ­ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­მოს­ვლა.

სა­ერ­თოდ, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რე­ვო­ლუ­ცია არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ რად­გა­ნაც ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი უდი­დე­სი პატ­რი­ო­ტი იყო, მისი 50-ზე მეტი წე­რი­ლი და­ბეჭ­და "ივე­რი­ა­ში". იმ­პე­რი­ის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს რომ ცოდ­ნო­დათ, თუ ვინ იყო "ვა­ზი­ა­ნი", ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს გა­ზეთს და­უ­ხუ­რავ­დნენ.

- რა სა­ხის წე­რი­ლე­ბი იყო?

- ეს წე­რი­ლე­ბი ეხე­ბო­და და­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, ინ­გლი­სის ცხოვ­რე­ბას. ინ­გლი­სის ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა დე­ტალს აშუ­ქებ­და - სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას, მრეწ­ვე­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კურ წყო­ბას... ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი იბ­რძო­და ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვი­საც. მან რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ასე­თი სა­თა­უ­რით – "ინ­გლი­სის დე­და­კა­ცი დღეს".

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პირ­ველ­მა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვილ­მა გა­აც­ნო – მარ­ჯორ უორდრო­პი. მარ­ჯორ და ოლი­ვერ უორდრო­პებს კარ­გად იც­ნობ­და ვანო მა­ჩა­ბე­ლი, მაგ­რამ ვანო მა­ჩა­ბელს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჰქონ­და მათ­თან კავ­ში­რი და ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და და ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო ამ ცნო­ბილ და-ძმას­თან. ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლია მარ­ჯო­რ­ის წე­რი­ლი, სა­დაც იგი წერს, რომ ჩვენ­თან ხში­რად და­დის ბა­ტო­ნი ვარ­ლა­მი და მე და ჩემს ძმას სა­ლა­პა­რა­კო ქარ­თულს გვას­წავ­ლი­სო. მარ­ჯო­რი ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და შემ­დეგ ვარ­ლა­მი ოლი­ვერ­თან მე­გობ­რობ­და. სწო­რედ მისი ძა­ლი­ან დიდი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად გა­მოგ­ზავ­ნა ოლი­ვერ უორდრო­პი ბრი­ტა­ნეთ­მა წარ­მო­მად­გენ­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რად­გან მა­ნამ­დე ათ­ვალ­წუ­ნე­ბუ­ლად უყუ­რებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს და ოლი­ვე­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან ისეთ ცნო­ბებს აგ­ზავ­ნი­და, ინ­გლი­სე­ლებ­მა შეც­ვა­ლეს თა­ვი­ან­თი ხედ­ვა - კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი გახ­დნენ, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ბრი­ტა­ნეთ­მა ვერ უშ­ვე­ლა მა­შინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს.

ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი გა­ნუ­წყვეტ­ლივ ბეჭ­დავ­და წე­რი­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­გლი­სურ პრე­სა­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ინ­გლი­სუ­რი პრე­სა მთელ მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბო­და. ამას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, რად­გან და­სავ­ლეთ­ში იმ დრო­ში სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ვინ იცო­და. კი­დევ ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა ვარ­ლამ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ეს მო­მავ­ლის საქ­მეა, რათა ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და ხალ­ხმა რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი იცო­დეს თა­ვი­სი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო და გა­მორ­ჩე­უ­ლი შვი­ლის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი

"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი

გრიგოლ რობაქიძე წერდა: "იყო ერთი თავადი, ანარქისტი და მამულიშვილი - ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ქართული კარგად არ ეხერხებოდა. იცოდა ინგლისური, ფრანგული, რუსული... სიკვდილის წინ მას ყველა ეს ენა დაავიწყდა და ქართულად დაიწყო ლუღლუღი".

ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ წიგნი "აი, ვინ იყო ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი" დაწერა, რომელიც ერთ-ერთი პირველი წიგნია მის შესახებ.

დიმიტრი შველიძე ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ გვესაუბრება:

- 1907 წელს ჰააგაში საერთაშორისო კონფერენცია რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. კონფერენციაზე უნდა განეხილათ მსოფლიო ომის თავიდან აცილების საკითხები, რომელსაც 44 სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვარლამ ჩერქეზიშვილმა თავის ქართველ პატრიოტებთან – გიორგი გვაზავასთან და მიხაკო წერეთელთან ერთად, ილია ჭავჭავაძის თანხმობით, მოამზადა ტექსტი, რომელის მიხედვით, იგი რუსეთის მონარქიას უჩიოდა. მოგეხსენებათ, რომ 1783 წელს საქართველომ დადო ხელშეკრულება რუსეთთან როგორც სახელმწიფომ და ამ ხელშეკრულებაში იყო შეთანხმება, რომ რუსეთს საქართველო უნდა დაეცვა. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა დაარღვია ეს გეორგიევსკის ტრაქტატი, გააუქმა ქართული სახელმწიფო და დაიპყრო ჩვენი ქვეყანა.

ვარლამ ჩერქეზიშვილის თაოსნობით შედგენილი პეტიციის მიხედვით, ქართველები თხოვდნენ საერთაშორისო სასამართლოს, რომ დახმარებოდნენ ქართველებს ქართული სახელმწიფოს აღდგენის საკითხში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველებმა საერთაშორისო, ევროპის სასამართლოს თხოვეს დახმარება და უჩივლეს რუსეთს. სამწუხაროდ, კონფერენციაზე ეს საკითხი არ განიხილეს, რადგან მაშინაც ევროპელები რუსეთს ანგარიშს უწევდნენ, მაგრამ უფრო კარგი რამ მოხდა: მთელი ევროპისა და ამერიკის გაზეთებმა ერთი კვირის მანძილზე გააშუქეს საქართველოს ბრძოლა სახელმწიფოს აღდგენისათვის, რუსეთის იმპერიის არასამართლებრივი ქმედება და ასე შემდეგ... როგორც ვარლამ ჩერქეზიშვილი ამბობდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთელმა ქვეყნიერებამ დაილაპარაკა საქართველოს შესახებ. ამიტომ ჩვენ ეს პეტიცია უნდა განვიხილოთ, როგორც პირველი შემთხვევა - იურიდიული დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ქართველები დახმარებას და სამართლის აღდგენას თხოვდნენ ევროპელებს. პეტიციას 3 ათასი ქართველი აწერდა ხელს.

- ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა და რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში მასზე ძალიან ცოტამ თუ იცის?

- ვარლამ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1846 წელს კახეთში, სოფელ თოხლიაურში. რუსეთში სასწავლებლად წასული, რევოლუციური საქმიანობისთვის პირველად 20 წლის ასაკში დააპატიმრეს. ხელმეორედ დაპატიმრებული, 1876 წელს ციმბირის გადასახლებიდან ბრიტანეთში გაიქცა და ეს ქვეყანა იქცა მის მეორე სამშობლოდ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ იცნობენ მას ნაკლებად საქართველოში, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში 70 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიის მრავალი პერსონაჟი საგანგებოდ იქნა დავიწყებული - ყველა ის მოღვაწე, რომლებიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და არა კომუნისტური პარტიის. ამიტომაც აღმოჩნდა მიჩქმალულთა შორის ვარლამ ჩერქეზიშვილის დიდი ფიგურა.

- რატომ შეიძლება ვარლამ ჩერქეზიშვილს ეროვნული გმირი ვუწოდოთ?

- მან მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი რამ გააკეთა სამშობლოსთვის, რომ ეროვნულ გმირზეც მეტია - ის ეროვნული მოღვაწეა! ვარლამ ჩერქეზიშვილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობა იყო! 1876 წლამდე რუსეთში, სხვადასხვა რევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. 1870 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში და 1876 წელს ევროპაში გაიქცა. ამის შემდეგ ჩაება ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანარქისტი. ამ ნიადაგზე მან მთელ ევროპაში სახელი გაითქვა, როგორც რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთმა ანარქისტულმა ლიდერმა. აწყობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, კონგრესებს, კონფერენციებს და იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი.

ჩვენთვის იგი განსაკუთრებით საინტერესოა! მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიმართულებით სხვა მოძრაობაში იყო ჩართული, არასოდეს არ ივიწყებდა თავის სამშობლოს, ქვეყნის ტკივილებს და თავის მოღვაწეობის ყველა ეტაპზე უპირველესად სამშობლოს პატრიოტი, უდიდესი მამულიშვილი გახლდათ! ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს სახელმწიფოს აღდგენისთვის იბრძოდა!

- ვარლამ ჩერქეზიშვილის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობის შესახებ გვიამბეთ...

- ილია ჭავჭავაძის იდეების ერთგული თაყვანისმცემელი იყო და იმდენად დიდი თანამოაზრე, რომ 1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ მას დაუთმო თავისი სახელგანთქმული გაზეთის "ივერიის" ფურცლები. ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი 40 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში. იქედან აგზავნიდა წერილებს და ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. "ივერიაში" იგი "ვაზიანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა. ვარლამ ჩერქეზიშვილს სანთლით დაეძებდნენ მთელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად, როგორც დამნაშავეს და ბოროტმოქმედს. მისი გამოჩენა იმპერიის საზღვრებში აკრძალული იყო, მაგრამ მაინც შეძლო ორჯერ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლა.

საერთოდ, ილია ჭავჭავაძეს რევოლუციონერები, რევოლუცია არ უყვარდა, მაგრამ რადგანაც ვარლამ ჩერქეზიშვილი უდიდესი პატრიოტი იყო, მისი 50-ზე მეტი წერილი დაბეჭდა "ივერიაში". იმპერიის სპეცსამსახურებს რომ ცოდნოდათ, თუ ვინ იყო "ვაზიანი", ილია ჭავჭავაძეს გაზეთს დაუხურავდნენ.

- რა სახის წერილები იყო?

- ეს წერილები ეხებოდა დასავლეთ ევროპისა და განსაკუთრებულად, ინგლისის ცხოვრებას. ინგლისის ცხოვრების ყველა დეტალს აშუქებდა - სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, პოლიტიკურ წყობას... ვარლამ ჩერქეზიშვილი იბრძოდა ქალთა უფლებებისთვისაც. მან რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ასეთი სათაურით – "ინგლისის დედაკაცი დღეს".

საინტერესოა, რომ ქართულ საზოგადოებას პირველმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააცნო – მარჯორ უორდროპი. მარჯორ და ოლივერ უორდროპებს კარგად იცნობდა ვანო მაჩაბელი, მაგრამ ვანო მაჩაბელს საქართველოდან ჰქონდა მათთან კავშირი და ვარლამ ჩერქეზიშვილი ლონდონში ცხოვრობდა და ძალიან ახლოს იყო ამ ცნობილ და-ძმასთან. ჩვენამდე მოღწეულია მარჯორის წერილი, სადაც იგი წერს, რომ ჩვენთან ხშირად დადის ბატონი ვარლამი და მე და ჩემს ძმას სალაპარაკო ქართულს გვასწავლისო. მარჯორი ადრე გარდაიცვალა და შემდეგ ვარლამი ოლივერთან მეგობრობდა. სწორედ მისი ძალიან დიდი აქტიურობის შედეგად გამოგზავნა ოლივერ უორდროპი ბრიტანეთმა წარმომადგენლად საქართველოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე ათვალწუნებულად უყურებდნენ საქართველოს და ოლივერი საქართველოდან ისეთ ცნობებს აგზავნიდა, ინგლისელებმა შეცვალეს თავიანთი ხედვა - კეთილგანწყობილი გახდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ბრიტანეთმა ვერ უშველა მაშინდელ საქართველოს.

ვარლამ ჩერქეზიშვილი განუწყვეტლივ ბეჭდავდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ინგლისურ პრესაში. მოგეხსენებათ, ინგლისური პრესა მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დასავლეთში იმ დროში საქართველოს შესახებ არავინ იცოდა. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ, მაგრამ ეს მომავლის საქმეა, რათა ქართულმა საზოგადოებამ და ხალხმა რაც შეიძლება მეტი იცოდეს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული შვილის შესახებ.

კორონავირუსით ინფიცირების 1 089  ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონების მიხედვით

რას საქმიანობს ლევან ვასაძის ულამაზესი ქალიშვილი, რომელიც მამის ბრენდის სახეა - თათა ვასაძის ფოტოები

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე