პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია - გიორგი გეთიაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის
"ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია - გიორგი გეთიაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი „ვიტ ჯორ­ჯი­ას“ ფეხ­ბურ­თე­ლი გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის სქე­მა­ში პი­რა­დი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და კლუ­ბის მხრი­დან არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო და­თან­ხმდა.

რო­გორც გე­თი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს",ბა­თუ­მი“ - "ვიტ ჯორ­ჯი­ას“ თა­მა­შის „ჩა­წყო­ბის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო „ვერ­გა­კე­თე­ბუ­ლი თა­მა­შის ვა­ლის“ გა­ნუ­ლე­ბა და შემ­დეგ შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მოს­ვლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გარ­შე­მო ბრალ­დე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

„თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, ე.წ „გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის“ საქ­მე­ზე გა­ვა­კე­თო გან­ცხა­დე­ბა და პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩემი კლუ­ბის წევ­რებს, ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რებს და ჩემს ახ­ლობ­ლებს. არას­დროს მდო­მე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი სპორ­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია არა­კა­ნო­ნი­ე­რი, ან არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მიზ­ნე­ბის­თვის.

2019 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან მოხ­და ჩემ­თან და­კონ­ტაქ­ტე­ბა მატ­ჩის "ჩა­წყო­ბის“ მიზ­ნით. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე რა თქმა უნდა, გან­ვა­ცხა­დე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი. თუმ­ცა, ბო­ლოს, პი­რა­დი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, რო­მელ­საც, ემა­ტე­ბო­და კლუ­ბის მხრი­დან არ­სე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი დავ­თან­ხმე­ბუ­ლი­ყა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბას და ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი "სქე­მა­ში“ რო­მელ­საც ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ არ აქვს არა­ნა­ი­რი გა­მარ­თლე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და რად­გან, მხო­ლოდ ჩემი და­ყო­ლი­ე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის მხრი­დან არ აღ­მოჩ­ნდა საკ­მა­რი­სი.

პირ­ვე­ლი ეპი­ზო­დის, შე­თან­ხმე­ბუ­ლი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჩემს პი­რად ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებს და­ე­მა­ტა „თა­მა­შის ვერ გა­კე­თე­ბის ვა­ლიც“, რის­თვი­საც იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეს მი­მე­მარ­თა გუნ­დე­ლე­ბი­სათ­ვის და სწო­რედ ამ „ვა­ლის“ გა­ნუ­ლე­ბის მიზ­ნით, მე­თხო­ვა დახ­მა­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად", სქე­მა­ში“ მოხ­და კი­დევ ოთხი ფეხ­ბურ­თე­ლის ჩარ­თვა. აქვე მინ­და გუ­ლის­წყვე­ტა გა­მოვ­თქვა ოთხი­ვე მათ­გა­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით კი პ. ღუ­დუ­შა­უ­რის და ნ. კიკ­ნა­ვე­ლი­ძის გამო და და­ვა­მა­ტო, რომ მათი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი.

ასე­ვე, ვი­ნა­ი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი არ ასა­ხავს სრულ სუ­რათს, გან­ვმარ­ტავ შემ­დეგს:

1. "ვიტ ჯორ­ჯი­ას“ არც ერთ ფეხ­ბურ­თელს „გა­რი­გე­ბულ მატ­ჩებ­ზე“ თან­ხა არ აგ­ვი­ღია;

2. "ვიტ ჯორ­ჯი­ას“ და "რუს­თა­ვის “ თა­მა­ში არ ყო­ფი­ლა „გა­რი­გე­ბუ­ლი“;

3. "ბა­თუ­მი“ - "ვიტ ჯორ­ჯი­ას“ თა­მა­შის „ჩა­წყო­ბის“ მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო „ვერ გა­კე­თე­ბუ­ლი თა­მა­შის ვა­ლის“ გა­ნუ­ლე­ბა და შემ­დეგ შე­თან­ხმე­ბი­დან გა­მოს­ვლა“, - აცხა­დებს გე­თი­აშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, გა­რი­გე­ბულ მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე 11 ფეხ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ვახ­ტანგ ჯა­ყელს, ირაკ­ლი ხუ­ჭუ­ას, ლაშა ჩა­ფი­ძეს და ნიკა და­უშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ.

ირაკ­ლი ბა­ჯე­ლი­ძეს, რო­ბერტ იმერ­ლიშ­ვილს, ჯონი შე­რო­ზი­ას, გი­ორ­გი გე­თი­აშ­ვილს, პა­ა­ტა ღუ­დუ­შა­ურს, ნი­კო­ლოზ მა­ი­სუ­რა­ძეს და ნო­დარ კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს სა­სა­მარ­თლომ 10-10 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ურიგ­დე­ბოდ­ნენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნდთან წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ან­გა­რი­შით ე.წ. „ჰან­დი­კა­პით“ – ორი ან მეტი ბურ­თით წა­გე­ბა­ზე.

სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა და ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა ჯამ­ში მი­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა - 93 500 ლარი.

გა­მო­ძი­ე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 203-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს).

ავტორი:

"ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია - გიორგი გეთიაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

"ვიტ ჯორჯიას" არც ერთ ფეხბურთელს "გარიგებულ მატჩებზე" თანხა არ აგვიღია - გიორგი გეთიაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიორგი გეთიაშვილი აცხადებს, რომ გარიგებული მატჩების სქემაში პირადი ფინანსური პრობლემებისა და კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანების გამო დათანხმდა.

როგორც გეთიაშვილი აცხადებს",ბათუმი“ - "ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ვერგაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა.

აღნიშნული საქმის გარშემო ბრალდებული ფეხბურთელი განცხადებას ავრცელებს:

„თავს ვალდებულად ვთვლი, ე.წ „გარიგებული მატჩების“ საქმეზე გავაკეთო განცხადება და პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, ჩემი კლუბის წევრებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს და ჩემს ახლობლებს. არასდროს მდომებია და შესაბამისად, ჩემი სპორტული შესაძლებლობები არ გამომიყენებია არაკანონიერი, ან არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის.

2019 წლის აპრილის დასაწყისში, ერთ-ერთი ბრალდებულის მხრიდან მოხდა ჩემთან დაკონტაქტება მატჩის "ჩაწყობის“ მიზნით. შემოთავაზებაზე რა თქმა უნდა, განვაცხადე კატეგორიული უარი. თუმცა, ბოლოს, პირადი ფინანსური პრობლემების გამო, რომელსაც, ემატებოდა კლუბის მხრიდან არსებული მნიშვნელოვანი დავალიანება, იძულებული გავხდი დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას და ჩავრთულიყავი "სქემაში“ რომელსაც ვაცნობიერებ, რომ არ აქვს არანაირი გამართლება. აღნიშნული შეთანხმება ვერ განხორციელდა რადგან, მხოლოდ ჩემი დაყოლიება ორგანიზატორის მხრიდან არ აღმოჩნდა საკმარისი.

პირველი ეპიზოდის, შეთანხმებულისაგან განსხვავებული და არასასურველი შედეგით დასრულების შემდეგ, ჩემს პირად ფინანსურ პრობლემებს დაემატა „თამაშის ვერ გაკეთების ვალიც“, რისთვისაც იძულებული გამხადეს მიმემართა გუნდელებისათვის და სწორედ ამ „ვალის“ განულების მიზნით, მეთხოვა დახმარება. შესაბამისად", სქემაში“ მოხდა კიდევ ოთხი ფეხბურთელის ჩართვა. აქვე მინდა გულისწყვეტა გამოვთქვა ოთხივე მათგანის და განსაკუთრებით კი პ. ღუდუშაურის და ნ. კიკნაველიძის გამო და დავამატო, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ფინანსური ინტერესი.

ასევე, ვინაიდან გავრცელებული კადრები არ ასახავს სრულ სურათს, განვმარტავ შემდეგს:

1. "ვიტ ჯორჯიას“ არც ერთ ფეხბურთელს „გარიგებულ მატჩებზე“ თანხა არ აგვიღია;

2. "ვიტ ჯორჯიას“ და "რუსთავის “ თამაში არ ყოფილა „გარიგებული“;

3. "ბათუმი“ - "ვიტ ჯორჯიას“ თამაშის „ჩაწყობის“ მთავარი მიზანი იყო „ვერ გაკეთებული თამაშის ვალის“ განულება და შემდეგ შეთანხმებიდან გამოსვლა“, - აცხადებს გეთიაშვილი.

ცნობისთვის, გარიგებულ მატჩების საქმეზე 11 ფეხბურთელი დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი გეთიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ 10-10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს