უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულია. შემთხვევა მდინარე დუნაიზე მოხდა. ტურისტების უმეტესობა სამხრეთ კორეიდან ჩასული ტურისტები იყვნენ. აღნიშნულს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა, ნავს სხვა სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ოპერაციაში ჩართულია მყვინთავებიც.