სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ
"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ

ლა­გო­დეხ­ში ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ღია წე­რილს ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც უბე­დურ შემ­თხვე­ვას დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რენ:

"ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც გვტკი­ვა და არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა... ჩვენ, სოფი ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი, დღეს ვი­ღებთ სამ­ძი­მარს, რად­გან ეს სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად იქცა. მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვე­ნი სკო­ლის ყვე­ლა მოს­წავ­ლეს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვი­სამ­ძიმ­რე­ბენ, მად­ლო­ბა ჩვე­ნი სკო­ლის უმ­ცროსკლა­სე­ლებს და ზო­გა­დად მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­მაც ჩა­შა­ლეს ყვე­ლა სა­ხის სა­გა­ზა­ფხუ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა... მწუ­ხა­რე­ბა უსა­ზღვროა. ვფიქ­რობთ, სი­ტყვებ­საც არ აქვთ იმ­ხე­ლა ძალა, რომ ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ... ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ვართ. დიდ ტრა­გე­დი­ას ათა­სი მით­ქმა-მოთ­ქმა მოჰ­ყვა. გვეს­მის უამ­რა­ვი ჭორი, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლია იმით, რომ ჩვენ ვე­ლო­დე­ბო­დით გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბას და ამი­ტომ არ ვა­კე­თებ­დით კო­მენ­ტა­რებს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ თვითმხილ­ვე­ლე­ბი ვართ და ბუ­ნებ­რი­ვია, რე­ა­ლო­ბა ჩვენ­გან უნდა გა­ი­გოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. სიმ­ძაფ­რის გამო (თუმ­ცა, ამ­ბა­ვი ისე­დაც მძაფ­რია!) მე­დია ჭრის კად­რებს და არ აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც უნდა იტევ­დეს სი­მარ­თლეს.ამი­ტომ ჩავ­თვა­ლეთ აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს მი­ვაწ­ვდი­ნოთ ჩვე­ნი ხმა, რო­გორ დატ­რი­ალ­და ეს ტრა­გე­დია ჩვენს თვალ­წინ...(კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, ეს ჩვე­ნი დიდი ტკი­ვი­ლია!).

ექ­სკურ­სი­ამ­დე ათი დღით ადრე კლას­მა გა­დავ­წყვი­ტეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­ში, გურ­გე­ნი­ა­ნის ჩანჩქე­რის სა­ნა­ხა­ვად. ხში­რად ვა­მოწ­მებ­დით ამინ­დის პროგ­ნოზს, 26 მა­ისს (არ წვიმ­და), დი­ლით 7 სა­ათ­ზე შე­ვიკ­რი­ბეთ სკო­ლას­თან, მოს­წავ­ლე­ე­ბი, სამი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სკო­ლის ექი­მი. სოფი არ მო­სუ­ლა, ეგო­ნა, რომ 8 სა­ათ­ზე ვიკ­რი­ბე­ბო­დით, დაგ­ვი­რე­კა, გა­და­ა­მოწ­მა და დე­და­მი­სი და სოფი დაგ­ვხვდნენ ისთ-ფო­ინთთან. სოფი შე­მოგ­ვი­ერ­თდა და გზა გან­ვაგ­რძეთ. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ბოლო ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი მგზავ­რო­ბი­სას არას­დროს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა! 11 სა­ათ­ზე ვი­ყა­ვით ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძალ­თან. არა­ვინ დაგ­ვხვედ­რია, არც ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი შეგ­ვხვედ­რია, ვნა­ხეთ, რომ ტუ­რის­ტე­ბიც იმ გზით მი­დი­ოდ­ნენ და ჩვენც გა­ვუ­ყე­ვით გზას. როცა გა­ვი­ა­რეთ და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რი, უცებ, მოს­წავ­ლე­ებ­მა ვი­ფიქ­რეთ, რომ ამ­ხე­ლა სა­ვალ­ზე მოგ­ვშივ­დე­ბო­და და ამი­ტომ ლან­ჩის ასა­ღე­ბად ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ ორი მოს­წავ­ლე მიტ­რი­ალ­და, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლიც უკან გა­მოგ­ვყვა. და­ნარ­ჩე­ნებ­მა ნელა გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა.

და­ვი­ნა­ხეთ ხან­ში­შე­სუ­ლი კაცი (რე­ინ­ჯე­რი), რო­მელ­საც ჩვენ­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია, არა­ფე­რი უკი­თხავს, არა­ფე­რი ურ­ჩე­ვია. შემ­დეგ შევ­ხვდით ჩვენ, რომ­ლებ­საც ლან­ჩი მოგვქონ­და, ჩვენ­თან ერ­თად მყოფ­მა სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­ა­ჩე­რა (თვი­თონ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა!) და ჰკი­თხა, უსაფრ­თხო იყო თუ არა ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ორი კვი­რის წინ იყო წყალ­დი­დო­ბა კა­ხეთ­ში და სა­შიშ­რო­ე­ბას ხომ არ წარ­მო­ად­გენ­და იქ ას­ვლა. მის­გან მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ წყალ­დი­დო­ბამ გა­ა­ფუ­ჭა გზე­ბი, გვირ­ჩია სხვა გზით წავ­სუ­ლი­ყა­ვით, იქ არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა არ გვე­ლო­და. ჩვენ და­ვე­წი­ეთ ჯგუფს, ვუ­თხა­რით რე­ინ­ჯე­რის ნათ­ქვა­მი და ყვე­ლამ ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლეთ გზა. ყვე­ლა ერთი ტემ­პით ვერ მივ­დი­ო­დით, ამი­ტომ და­ვი­ყა­ვით რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფად. სა­მი­ვე ჯგუფს ჰყავ­და თითო მას­წავ­ლე­ბე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი. სო­ფიმ გზის დიდი ნა­წი­ლი გა­ი­ა­რა მე­სა­მე ჯგუფ­თან, თუმ­ცა იმის გამო რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩანჩქერ­ზე ას­ვლა, და­წი­ნა­ურ­და და მე­ო­რე ჯგუ­ფის­კენ გა­ე­შუ­რა. ავე­დით... ნა­წილ­მა ფო­ტო­ე­ბი გა­და­ვი­ღეთ, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და შე­ვე­დით წყალ­ში და გავგრილ­დით (იქვე ბა­ნა­ობ­დნენ ტუ­რის­ტე­ბიც და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, სა­ხი­ფა­თო არა­ფე­რი ჩან­და!).

ამის შემ­დეგ ავე­დით დიდ ლოდ­ზე, დავ­სხე­დით და ვე­ლო­დე­ბო­დით და­ნარ­ჩენ ჯგუ­ფებს. ჩვენ ვხე­დავთ რო­გორ მო­დის ჯგუ­ფი და მოჰ­ყვე­ბათ უკან სოფი, რო­მე­ლიც ჩვე­ნამ­დე არ მო­სუ­ლა. სა­დაც ვის­ხე­დით იქი­დან ჩან­და(და­ახ­ლო­ე­ბით, 30 მეტრში), რო­გორ მო­იხ­სნა ჩან­თა, შე­ვი­და მუხ­ლე­ბამ­დე წყალ­ში (ამ დროს წყალ­ში არა­ვინ იყო). და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ წამ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. დაწ­ვა მუ­ცელ­ზე, ორ­ჯერ ხელი მო­იქ­ნია, ისე­თი სიღ­რმის წყალ­ში, რომ ხე­ლით ქვებ­საც კი ეხე­ბო­და. წა­მებ­ში სა­ხით ჩვენ­კენ შე­მოტ­რი­ალ­და, გვი­ყუ­რებ­და, გვი­ცი­ნო­და. ვერ აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დი­ნე­ბას სამ­მეტ­რი­ან ჩანჩქე­რის­კენ მიჰ­ყავ­და, წა­მი­ე­რად ხელი მოჰ­კი­და ლოდს, თუმ­ცა თავი ვერ გა­ი­მაგ­რა და წყლის დიდ­მა ნა­კად­მა მო­რევ­ში ჩა­ით­რია. ტუ­რის­ტებ­მა და­ი­ნა­ხეს, რომ დი­ნე­ბას არ­სად წა­უყ­ვა­ნია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩა­ეთ­რია მო­რევს, ამი­ტომ ტუ­რის­ტებს გა­მო­ვარ­თვით თოკი, სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბელ­მა მო­ი­ბა წა­მებ­ში და შე­ვარ­და მო­რევ­ში.

მა­საც ით­რევ­და წყა­ლი შიგ­ნით, უკან გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ თო­კით. შემ­დეგ ეს თოკი მო­ი­ბეს ად­გი­ლობ­რივ­მა ბი­ჭებ­მა და შე­ვიდ­ნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­უ­ბე­დუ­როდ, ამ­ხე­ლა გზა­ზე არ­ცერ­თი რე­ინ­ჯე­რის პოს­ტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მო­ბი­ლუ­რი არ იჭერ­და, ოთხნი გა­ვი­ქე­ცით ავ­ტო­ბუ­სი­სა­კენ და გზა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით 112-ს. ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 14:50 სთ-ზე, დავ­რე­კეთ 15:30სთ-ზე, სა­მაშ­ვე­ლო მო­ვი­და 17:35სთ-ზე. ამის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლომ იგი­ვე მო­ი­მოქ­მე­და, რაც ჩვენ, მაგ­რამ ამა­ოდ. მათ­გან მი­ვი­ღეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­დაც სოფი ჩა­ვარ­და, იყო 4 მ. სიღ­რმის თხრი­ლი. ასე­ვე მათ­გან გა­ვი­გეთ, რომ მაგ ად­გი­ლას სხვა წლებ­შიც და­ღუ­პუ­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, თუმ­ცა ასე­თი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა. სი­ტყვე­ბი ვერ გად­მოს­ცემს იმ უბე­დუ­რე­ბას, რაც იქ ხდე­ბო­და. ფაქ­ტობ­რი­ვად, დამ­რი­გე­ბე­ლი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი კი ექიმ­თან და ორ მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად წაგ­ვიყ­ვა­ნეს სა­პატ­რუ­ლო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. სოფი! შენ ჩვე­ნი გუ­ლის უდი­დე­სი ნა­წი­ლი წა­ი­ღე... ეს უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა ჩვენ­თვის სა­მა­რა­დი­სო ტკი­ვი­ლია... თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი".

ლა­გო­დეხ­ში 16 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა 27 მა­ისს იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი სოფო ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლი სკო­ლა "ალ­ბი­ონ­ში" სწავ­ლობ­და, ლა­გო­დეხ­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან და მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ

"რეალობა საზოგადოებამ ჩვენგან უნდა გაიგოს..." - ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის გოგონას კლასელები ღია წერილს ავრცელებენ

ლაგოდეხში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის თანაკლასელები "ფეისბუქზე" ღია წერილს ავრცელებენ, სადაც უბედურ შემთხვევას დეტალურად აღწერენ:

"ტრაგედია, რომელიც გვტკივა და არასდროს დაგვავიწყდება... ჩვენ, სოფი ნიკოლეიშვილის თანაკლასელები, დღეს ვიღებთ სამძიმარს, რადგან ეს საშინელი ტკივილი ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს, რომლებიც ჩვენ გვისამძიმრებენ, მადლობა ჩვენი სკოლის უმცროსკლასელებს და ზოგადად მოსწავლეებს, რომლებმაც ჩაშალეს ყველა სახის საგაზაფხულო ღონისძიება... მწუხარება უსაზღვროა. ვფიქრობთ, სიტყვებსაც არ აქვთ იმხელა ძალა, რომ ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადოთ... ფაქტობრივად, ჩვენც ოჯახის წევრები ვართ. დიდ ტრაგედიას ათასი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გვესმის უამრავი ჭორი, რაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ველოდებოდით გამოძიების დასრულებას და ამიტომ არ ვაკეთებდით კომენტარებს. საგულისხმოა, რომ თვითმხილველები ვართ და ბუნებრივია, რეალობა ჩვენგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. სიმძაფრის გამო (თუმცა, ამბავი ისედაც მძაფრია!) მედია ჭრის კადრებს და არ აწვდის საზოგადოებას სრულ ინფორმაციას, რომელიც უნდა იტევდეს სიმართლეს.ამიტომ ჩავთვალეთ აუცილებლად ყველა დაინტერესებულ პირს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, როგორ დატრიალდა ეს ტრაგედია ჩვენს თვალწინ...(კიდევ ვიმეორებთ, ეს ჩვენი დიდი ტკივილია!).

ექსკურსიამდე ათი დღით ადრე კლასმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ლაგოდეხის ნაკრძალში, გურგენიანის ჩანჩქერის სანახავად. ხშირად ვამოწმებდით ამინდის პროგნოზს, 26 მაისს (არ წვიმდა), დილით 7 საათზე შევიკრიბეთ სკოლასთან, მოსწავლეები, სამი მასწავლებელი, სკოლის ექიმი. სოფი არ მოსულა, ეგონა, რომ 8 საათზე ვიკრიბებოდით, დაგვირეკა, გადაამოწმა და დედამისი და სოფი დაგვხვდნენ ისთ-ფოინთთან. სოფი შემოგვიერთდა და გზა განვაგრძეთ. ერთად გატარებული ბოლო ბედნიერი წუთები მგზავრობისას არასდროს დაგვავიწყდება! 11 საათზე ვიყავით ლაგოდეხის ნაკრძალთან. არავინ დაგვხვედრია, არც ამკრძალავი ნიშანი შეგვხვედრია, ვნახეთ, რომ ტურისტებიც იმ გზით მიდიოდნენ და ჩვენც გავუყევით გზას. როცა გავიარეთ დაახლოებით 100 მეტრი, უცებ, მოსწავლეებმა ვიფიქრეთ, რომ ამხელა სავალზე მოგვშივდებოდა და ამიტომ ლანჩის ასაღებად ავტობუსისაკენ ორი მოსწავლე მიტრიალდა, სპორტის მასწავლებელიც უკან გამოგვყვა. დანარჩენებმა ნელა გავაგრძელეთ გზა.

დავინახეთ ხანშიშესული კაცი (რეინჯერი), რომელსაც ჩვენთვის ყურადღება არ მოუქცევია, არაფერი უკითხავს, არაფერი ურჩევია. შემდეგ შევხვდით ჩვენ, რომლებსაც ლანჩი მოგვქონდა, ჩვენთან ერთად მყოფმა სპორტის მასწავლებელმა გააჩერა (თვითონ არ გაჩერებულა!) და ჰკითხა, უსაფრთხო იყო თუ არა ჩანჩქერზე ასვლა, რადგან ვიცოდით, რომ ორი კვირის წინ იყო წყალდიდობა კახეთში და საშიშროებას ხომ არ წარმოადგენდა იქ ასვლა. მისგან მივიღეთ პასუხი, რომ წყალდიდობამ გააფუჭა გზები, გვირჩია სხვა გზით წავსულიყავით, იქ არანაირი საშიშროება არ გველოდა. ჩვენ დავეწიეთ ჯგუფს, ვუთხარით რეინჯერის ნათქვამი და ყველამ ერთად გავაგრძელეთ გზა. ყველა ერთი ტემპით ვერ მივდიოდით, ამიტომ დავიყავით რამდენიმე ჯგუფად. სამივე ჯგუფს ჰყავდა თითო მასწავლებელი ხელმძღვანელი. სოფიმ გზის დიდი ნაწილი გაიარა მესამე ჯგუფთან, თუმცა იმის გამო რომ ძალიან უნდოდა ჩანჩქერზე ასვლა, დაწინაურდა და მეორე ჯგუფისკენ გაეშურა. ავედით... ნაწილმა ფოტოები გადავიღეთ, სპორტის მასწავლებელთან ერთად, რომელიც პირველ ჯგუფს ხელმძღვანელობდა შევედით წყალში და გავგრილდით (იქვე ბანაობდნენ ტურისტებიც და ადგილობრივებიც, სახიფათო არაფერი ჩანდა!).

ამის შემდეგ ავედით დიდ ლოდზე, დავსხედით და ველოდებოდით დანარჩენ ჯგუფებს. ჩვენ ვხედავთ როგორ მოდის ჯგუფი და მოჰყვებათ უკან სოფი, რომელიც ჩვენამდე არ მოსულა. სადაც ვისხედით იქიდან ჩანდა(დაახლოებით, 30 მეტრში), როგორ მოიხსნა ჩანთა, შევიდა მუხლებამდე წყალში (ამ დროს წყალში არავინ იყო). დაახლოებით ხუთ წამში მოხდა ყველაფერი. დაწვა მუცელზე, ორჯერ ხელი მოიქნია, ისეთი სიღრმის წყალში, რომ ხელით ქვებსაც კი ეხებოდა. წამებში სახით ჩვენკენ შემოტრიალდა, გვიყურებდა, გვიცინოდა. ვერ აანალიზებდა, რომ დინებას სამმეტრიან ჩანჩქერისკენ მიჰყავდა, წამიერად ხელი მოჰკიდა ლოდს, თუმცა თავი ვერ გაიმაგრა და წყლის დიდმა ნაკადმა მორევში ჩაითრია. ტურისტებმა დაინახეს, რომ დინებას არსად წაუყვანია. სავარაუდოდ, ქვის ქვეშ უნდა ჩაეთრია მორევს, ამიტომ ტურისტებს გამოვართვით თოკი, სპორტის მასწავლებელმა მოიბა წამებში და შევარდა მორევში.

მასაც ითრევდა წყალი შიგნით, უკან გამოვიყვანეთ თოკით. შემდეგ ეს თოკი მოიბეს ადგილობრივმა ბიჭებმა და შევიდნენ, თუმცა ამაოდ. საუბედუროდ, ამხელა გზაზე არცერთი რეინჯერის პოსტი არ იყო, არც SOS-ის ყუთი და იმის გამო რომ მობილური არ იჭერდა, ოთხნი გავიქეცით ავტობუსისაკენ და გზაში დავუკავშირდით 112-ს. ტრაგედია დატრიალდა 14:50 სთ-ზე, დავრეკეთ 15:30სთ-ზე, სამაშველო მოვიდა 17:35სთ-ზე. ამის შემდეგ სამაშველომ იგივე მოიმოქმედა, რაც ჩვენ, მაგრამ ამაოდ. მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ სადაც სოფი ჩავარდა, იყო 4 მ. სიღრმის თხრილი. ასევე მათგან გავიგეთ, რომ მაგ ადგილას სხვა წლებშიც დაღუპულან ადამიანები, თუმცა ასეთი უბედური შემთხვევები ისევ გრძელდება. სიტყვები ვერ გადმოსცემს იმ უბედურებას, რაც იქ ხდებოდა. ფაქტობრივად, დამრიგებელი უგონო მდგომარეობაში იყო და გადაიყვანეს საავადმყოფოში. მოსწავლეები კი ექიმთან და ორ მასწავლებელთან ერთად წაგვიყვანეს საპატრულო განყოფილებაში. სოფი! შენ ჩვენი გულის უდიდესი ნაწილი წაიღე... ეს უბედური შემთხვევა ჩვენთვის სამარადისო ტკივილია... თანაკლასელები".

ლაგოდეხში 16 წლის გოგონას ცხედარი მაშველებმა 27 მაისს იპოვეს. გარდაცვლილი სოფო ნიკოლეიშვილი სკოლა "ალბიონში" სწავლობდა, ლაგოდეხში თანაკლასელებთან და მასწავლებელთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ამ სახლს სასტუმროდ ვამუშავებდით და იმ თანხით, რაც იყო გასაკეთებელი, ვამატებდით" - ცნობილი წყვილი ფრანგული სახლი მუდმივმოქმედი გამოფენით

"მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი" - ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე