პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)
ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ქუ­თა­ი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ფო­თი­დან პა­ტა­რა გე­მით ვა­ნამ­დე რი­ონ­ში გა­ცურ­ვას აპი­რებს. მისი თქმით, ხო­მალ­დის აგე­ბა და ოქ­როს საწ­მი­სის ლე­გენ­დის გა­ცო­ცხლე­ბა თა­ვის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა. ისი­ნი გემს 2 თვეა აშე­ნე­ბენ და რო­გორც თა­ვად ამ­ბო­ბენ, მშე­ნებ­ლო­ბა დღეს დას­რულ­დე­ბა.

ომარ ნიშ­ნი­ა­ნი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14- მეტ­რი­ა­ნი სიგ­რძის ხო­მალ­დი "არგო" პა­რას­კევს, 31 მა­ისს ფო­თი­დან გა­სა­ცუ­რად მზად იქ­ნე­ბა და მალ­თაყ­ვის უბან­ში, მდი­ნა­რე კა­პარ­ჭი­ნა­სა და პა­ლი­ას­ტო­მის ტბის შე­სარ­თავ­თან, 17:00 სა­ათ­ზე, სა­ზე­ი­მო ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ეშ­ვე­ბა.

"ინ­გლი­სელ­მა მეც­ნი­ერ­მა, მოგ­ზა­ურ­მა, მწე­რალ­მა ტიმ სე­ვე­რინ­მა 1984 წელს მსოფ­ლი­ოს და­უმ­ტკი­ცა, რომ ლე­გენ­და, მითი არ­გო­ნავ­ტე­ბის შე­სა­ხებ არის სი­ნამ­დვი­ლე და მარ­თლა არ­სე­ბობ­და ჩვე­ნი კოლ­ხე­თი, ულა­მა­ზე­სი და მდი­და­რი ქვე­ყა­ნა მეფე აი­ე­ტით, მე­დე­ა­თი და ასე შემ­დეგ. ზუს­ტად 35 წლის თავ­ზე ჩემს სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, გა­დავ­წყვი­ტე აღგ­ვე­ნიშ­ნა ეს თა­რი­ღი, მო­ვი­ძი­ეთ მა­სა­ლე­ბი და და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა. რა თქმა უნდა, გემი უნდა აგე­ბუ­ლი­ყო ძველ ფა­ზის­ში, ფოთ­ში, რო­მე­ლიც არის სწო­რედ ამ ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. 31 მა­ისს, მალ­თაყ­ვა­ში მდი­ნა­რე კა­პარ­ჭი­ნი­სა და პა­ლი­ას­ტო­მის ტბის შე­სარ­თავ­თან მო­ვა­წყობთ ღო­ნის­ძი­ე­ბას, ხო­მალ­დის გა­ცი­ლე­ბას, ვა­ნამ­დე, გა­ლა­კტი­ო­ნის სახლ-მუ­ზე­უ­მამ­დე, ისე რო­გორც ეს გა­ა­კე­თა თა­ვის დრო­ზე ტიმ სე­ვე­რინ­მა. იმ დღეს ვან­ში იქ­ნე­ბა ვა­ნე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნიშ­ნი­ა­ნი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)

ყოფილმა დეპუტატმა "არგო" ააგო და ფოთიდან ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს (ფოტოები)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ომარ ნიშნიანიძე ფოთიდან პატარა გემით ვანამდე რიონში გაცურვას აპირებს. მისი თქმით, ხომალდის აგება და ოქროს საწმისის ლეგენდის გაცოცხლება თავის სტუდენტებთან ერთად გადაწყვიტა. ისინი გემს 2 თვეა აშენებენ და როგორც თავად ამბობენ, მშენებლობა დღეს დასრულდება.

ომარ ნიშნიანიძის ინფორმაციით, 14- მეტრიანი სიგრძის ხომალდი "არგო" პარასკევს, 31 მაისს ფოთიდან გასაცურად მზად იქნება და მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 17:00 საათზე, საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება.

"ინგლისელმა მეცნიერმა, მოგზაურმა, მწერალმა ტიმ სევერინმა 1984 წელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ლეგენდა, მითი არგონავტების შესახებ არის სინამდვილე და მართლა არსებობდა ჩვენი კოლხეთი, ულამაზესი და მდიდარი ქვეყანა მეფე აიეტით, მედეათი და ასე შემდეგ. ზუსტად 35 წლის თავზე ჩემს სტუდენტებთან ერთად, გადავწყვიტე აღგვენიშნა ეს თარიღი, მოვიძიეთ მასალები და დავიწყეთ მზადება. რა თქმა უნდა, გემი უნდა აგებულიყო ძველ ფაზისში, ფოთში, რომელიც არის სწორედ ამ ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. 31 მაისს, მალთაყვაში მდინარე კაპარჭინისა და პალიასტომის ტბის შესართავთან მოვაწყობთ ღონისძიებას, ხომალდის გაცილებას, ვანამდე, გალაკტიონის სახლ-მუზეუმამდე, ისე როგორც ეს გააკეთა თავის დროზე ტიმ სევერინმა. იმ დღეს ვანში იქნება ვანელობა", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ