მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?
ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტარ­ტა­პე­ბის ბუ­მია, იქ­ნე­ბა ეს ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის, აგ­რო­სექ­ტო­რის, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა თუ გარ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ყვე­ლა სტარ­ტა­პი ცდი­ლობს, ინო­ვა­ცი­უ­რი იყოს და ამავდრო­უ­ლად, პრო­დუქ­ტი ად­გი­ლობ­რი­ვი ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს მო­არ­გოს. დღეს, სტარ­ტა­პე­ბის­თვის ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა, რად­გან უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბაზ­რის მი­მართ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტა­ვენ.

„სი­ლი­კონ ველი თბი­ლი­სის“ სივ­რცე­ში, სა­დაც „ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტი მდე­ბა­რე­ობს, სტარ­ტა­პე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბის პროგ­რა­მა და­არ­სე­ბის დღი­დან და­ი­წყო და დღე­საც მიმ­დი­ნა­რე­ობს. თით­ქმის ერ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად კი „სი­ლი­კონ ვე­ლის“ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­აღ­წია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლის „სი­ლი­კონ ვა­დის“ ინ­ვეს­ტო­რე­ბი ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ.

სტარ­ტა­პე­ბის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი „გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გახ­სნით და­ი­წყო. ფონ­დი ყო­ველ­წლი­უ­რად, ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ის­რა­ე­ლის მო­წი­ნა­ვე ტექ კომ­პა­ნი­ე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ის­რა­ე­ლის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო, ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი და სტარ­ტა­პე­ბი და სხვა მრა­ვა­ლი სტუ­მა­რი და­ეს­წრო.

100-მდე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სტარ­ტა­პი­დან, შერ­ჩე­ულ 10-ს მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შეხ­ვედ­როდ­ნენ ინ­ვეს­ტო­რებს და შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ზე ესა­უბ­რათ. 10 სტარ­ტა­პის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­კუ­თა­რი წა­მო­წყე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია ჩა­ა­ტა­რა, ინ­ვეს­ტო­რებს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, მათ­გან სა­უ­კე­თე­სო შე­ერ­ჩი­ათ. წარ­მა­ტე­ბულ ინ­ვეს­ტო­რებს შო­რის იმ­ყო­ფე­ბო­და ის­რა­ელ­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის პლატ­ფორ­მის Wix.com-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ბოაზ ინ­ბა­ლი, რო­მელ­მაც აუ­დი­ტო­რი­ას კომ­პა­ნი­ის მოკ­ლე ის­ტო­რია და გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი გა­აც­ნო.

„გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დის“ გახ­სნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტარ­ტაპ-ეკო­სის­ტე­მის­თვის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა. მან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ფონ­დის გახ­სნის დღე იქ­ნე­ბა და­სა­წყი­სი იმ გლ­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­დოს, ერ­თობ­ლივ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში გა­ფარ­თოვ­დეს და გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე გა­ვი­დეს.

„ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია. და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წლის წინ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და­ი­წყო ის­რა­ე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ჰაბ­მა და ვფიქ­რობ, ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა, რად­გან ეს არის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­ში, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­დამ­ზად­დნენ, მი­ი­ღონ ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ცოდ­ნა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, და­საქმდნენ ისეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო, გლო­ბა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­შიც დღეს ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი უკვე ჩარ­თუ­ლია.

ახლა იწყე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი, რო­მელ­შიც იგ­ლის­ხმე­ბა ერ­თობ­ლი­ვი სტარ­ტაპ ფონ­დის და­არ­სე­ბა, რაც ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის, სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის­თვის არის. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თუ­ლი იდე­ე­ბის, ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს პრო­ექ­ტე­ბის გა­ტა­ნა გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე. ასე­თი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თა­ვის­თა­ვად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რე­შე და ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ფონ­დი ფუძნ­დე­ბა. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ფუძნ­დე­ბა ის­რა­ე­ლის მხა­რეს­თან, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ხდე­ბო­დეს იდე­ე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცია და იდე­ე­ბი იქ­ცეს მსოფ­ლიო იდე­ე­ბად, რომ­ლის უამ­რა­ვი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ის­რა­ე­ლის სი­ლი­კონ ვა­დის ინ­ვეს­ტო­რე­ბის მიერ, კა­პი­ტა­ლის ინ­ვეს­ტი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე მყოფ სტარ­ტაპ­ში, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს აქ­ტუ­ა­ლუ­რი ტექტრენ­დე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში: ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბა, ციფ­რუ­ლი მე­დია, ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია, მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი, ფინ­ტე­ქი, P2P პლატ­ფორ­მე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა, თა­მა­შე­ბის ინ­დუსტრია, ნივ­თე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი IoT, ბლო­კჩე­ი­ნი. გა­ნი­ხი­ლე­ბა აგ­რეთ­ვე სხვა ინ­დუსტრი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი და ინო­ვა­ცი­უ­რი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც.

გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის, ის­რა­ე­ლის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჰა­ბის, „ბე­ნიშ ჯგუ­ფის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სუ­ლი ის­რა­ელ­ში მენი ბე­ნი­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სია, თუმ­ცა ქვე­ყა­ნას ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოც­დი­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა აქვს. მისი თქმით, ინ­ვეს­ტო­რე­ბი ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სტარ­ტა­პებს და­ეხ­მა­რე­ბი­ან, თა­ვი­ან­თი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სწო­რად გა­მო­ი­ყე­ნონ და ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი გა­ნა­ვი­თა­რონ.

„ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, ქარ­თულ სტარ­ტა­პებს და­ვეხ­მა­როთ არა­მარ­ტო ფი­ნან­სე­ბით, არა­მედ ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, ჩვე­ნი სა­ბო­ლოო შე­დე­გი იმა­ზე მეტი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ და­ფი­ნან­სე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ფონ­დის პრე­ზენ­ტა­ცია „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც სტარ­ტა­პე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ან­დრო რუ­რუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, „ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის“ უნი­ვერ­სი­ტე­ტი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნათ­ლე­ბის კომ­პო­ნენ­ტის მი­წო­დე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს.

„100 სტარ­ტა­პი­დან შე­ვარ­ჩი­ეთ 10, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი იდე­ე­ბი წა­რუდ­გი­ნეს პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტო­რებს. ამის შემ­დეგ ინ­ვეს­ტო­რე­ბი თვი­თონ­ვე შე­არ­ჩე­ვენ სტარ­ტა­პებს. მთა­ვა­რი არის ის, რომ ეს პრო­ექ­ტი სტარ­ტა­პე­ბის­თვის ფი­ნან­სებ­ზე წვდო­მას გუ­ლის­ხმობს და არის კო­მე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის პო­ტენ­ცი­ა­ლი არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე“, - აღ­ნიშ­ნა ან­დრო რუ­რუ­ამ.„გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის“ მხარ­დამ­ჭე­რია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე გა­ნი­ხი­ლავს შერ­ჩე­უ­ლი სტარ­ტა­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, Dollar to Dollar Basis ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­სა­ბა­მი­სად, 650 000 ლა­რის ფარ­გლებ­ში.

ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექნლო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რის ავ­თან­დილ კას­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, „გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის“ გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რაც ბოლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სტარ­ტა­პე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს კერ­ძო კა­პი­ტა­ლი აკ­ლდათ, თუმ­ცა ფონ­დის გახ­სნის შემ­დეგ მისი შევ­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდე­ბა.

„ინო­ვა­ცი­უ­რი ეკო­სის­ტე­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და ახლა უკვე იმ სტა­დი­ა­ზე ვართ, რო­მელ­ზეც ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის უმე­ტე­სო­ბა კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის მზად არის. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ახა­ლი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც 650 000 ლა­რამ­დე სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს იმ სტარ­ტა­პებს, რო­მე­ლიც კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცი­ას ზუს­ტად იგი­ვე ოდე­ნო­ბით მო­ი­პო­ვებს. სა­ხელ­მწი­ფოს ეს პროგ­რა­მაც ნი­შა­ნი იყო უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სა­ინ­ტე­რე­სო ბა­ზა­რი და აქ ფუ­ლის ჩა­დე­ბა არამ­ხო­ლოდ ტრა­დი­ცი­ულ, არა­მედ ინო­ვა­ცი­ურ და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ბიზ­ნეს­ში ღირს“, - აღ­ნიშ­ნა ავ­თან­დილ კას­რა­ძემ.

ყვე­ლა­ზე მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნი, რაც ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი არის ის, რომ გლო­ბა­ლურ სტარ­ტაპ ფონდს მხარს უჭერს ის­რა­ე­ლის ტექ­ჰა­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც შერ­ჩე­უ­ლი სტარ­ტა­პე­ბის­თვის უზ­რუნ­ველ­ყოფს 30,000$-ს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­კონ­სულ­ტა­ციო და ტექ­სერ­ვი­სებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?

ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად „სილიკონ ველი თბილისში“ - როგორ უნდა მოიპოვონ სტარტაპებმა 30 000$-ის ოდენობით დაფინანსება?

ბოლო პერიოდში, საქართველოში სტარტაპების ბუმია, იქნება ეს ელექტრონული კომერციის, აგროსექტორის, ხელოვნური ინტელექტისა თუ გართობის მიმართულებით.

ყველა სტარტაპი ცდილობს, ინოვაციური იყოს და ამავდროულად, პროდუქტი ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს მოარგოს. დღეს, სტარტაპებისთვის ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი შესაძლებლობა ჩნდება, რადგან უცხოელი ინვესტორები ჩვენი ქვეყნის ბაზრის მიმართ ინტერესს გამოხატავენ.

„სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში, სადაც „ბიზნესისა და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტი მდებარეობს, სტარტაპებისთვის ხელშეწყობის პროგრამა დაარსების დღიდან დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. თითქმის ერთწლიანი მუშაობის შედეგად კი „სილიკონ ველის“ ადმინისტრაციამ მიაღწია, რომ საქართველოში ისრაელის „სილიკონ ვადის“ ინვესტორები ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ჩამოსულიყვნენ.

სტარტაპების შესარჩევი კონკურსი „გლობალური სტარტაპ ფონდის“ ოფიციალური გახსნით დაიწყო. ფონდი ყოველწლიურად, ქართული სტარტაპების დაფინანსებას და საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას განახორციელებს. ფონდის პრეზენტაციას ისრაელის მოწინავე ტექ კომპანიების დამფუძნებლები და ინვესტორები, ისრაელის საელჩო საქართველოში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ქართველი მეწარმეები და სტარტაპები და სხვა მრავალი სტუმარი დაესწრო.

100-მდე დარეგისტრირებული სტარტაპიდან, შერჩეულ 10-ს მიეცა შესაძლებლობა, შეხვედროდნენ ინვესტორებს და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ესაუბრათ. 10 სტარტაპის წარმომადგენელმა საკუთარი წამოწყების პრეზენტაცია ჩაატარა, ინვესტორებს კი საშუალება მიეცათ, მათგან საუკეთესო შეერჩიათ. წარმატებულ ინვესტორებს შორის იმყოფებოდა ისრაელში დაფუძნებული საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმის Wix.com-ის წარმომადგენელი, ბოაზ ინბალი, რომელმაც აუდიტორიას კომპანიის მოკლე ისტორია და განვითარების გზები გააცნო.

„გლობალური განათლების ფონდის“ გახსნა ჩვენი ქვეყნის სტარტაპ-ეკოსისტემისთვის და ტექნოლოგიების სფეროს განვითარების მიმართულებით დადებითად შეაფასა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა. მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ფონდის გახსნის დღე იქნება დასაწყისი იმ გლბალური პროექტებისა, რომელიც შეიძლება, საქართველოში დაიბადოს, ერთობლივ თანამშრომლობაში გაფართოვდეს და გლობალურ ბაზარზე გავიდეს.

„ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დაახლოებით, 1 წლის წინ ფუნქციონირება დაიწყო ისრაელის ტექნოლოგიურმა ჰაბმა და ვფიქრობ, ეს ტექნოლოგიების სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, წარმატებული პროექტი იქნება, რადგან ეს არის საუკეთესო ნიმუში, როგორ შეიძლება, ქართველი ახალგაზრდები გადამზადდნენ, მიიღონ ყველაზე თანამედროვე ცოდნა ტექნოლოგიების სფეროში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმდნენ ისეთ საერთაშორისო, გლობალურ პროექტებში, რომელშიც დღეს ათეულობით ადამიანი უკვე ჩართულია.

ახლა იწყება უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელშიც იგლისხმება ერთობლივი სტარტაპ ფონდის დაარსება, რაც ჩვენი ახალგაზრდების, სტარტაპების დაფინანსებისთვის არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული იდეების, ქართული ბიზნეს პროექტების გატანა გლობალურ ბაზარზე. ასეთი პროექტების განხორციელება თავისთავად წარმოუდგენელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფონდი ფუძნდება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ფუძნდება ისრაელის მხარესთან, რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი, როგორ შეიძლება ხდებოდეს იდეების კომერციალიზაცია და იდეები იქცეს მსოფლიო იდეებად, რომლის უამრავი მაგალითი არსებობს“, - აღნიშნა მან.

ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორების მიერ, კაპიტალის ინვესტირება განხორციელდება ნებისმიერ ეტაპზე მყოფ სტარტაპში, რომელიც მუშაობს აქტუალური ტექტრენდების ინდუსტრიაში: ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ციფრული მედია, ელექტრონული კომერცია, მობილური აპლიკაციები, ფინტექი, P2P პლატფორმები, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა, თამაშების ინდუსტრია, ნივთების ინტერნეტი IoT, ბლოკჩეინი. განიხილება აგრეთვე სხვა ინდუსტრიებში არსებული, გამორჩეული და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებიც.

გლობალური სტარტაპ ფონდის, ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის, „ბენიშ ჯგუფის“ დამფუძნებელი, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში მენი ბენიში განმარტავს, რომ საქართველოში დიდი ინტელექტუალური რესურსია, თუმცა ქვეყანას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების ნაკლებობა აქვს. მისი თქმით, ინვესტორები ისრაელიდან საქართველოში სტარტაპებს დაეხმარებიან, თავიანთი ინტელექტუალური რესურსი სწორად გამოიყენონ და ინოვაციური იდეები განავითარონ.

„ჩვენ შეგვიძლია, ქართულ სტარტაპებს დავეხმაროთ არამარტო ფინანსებით, არამედ ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენი საბოლოო შედეგი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ დაფინანსება“, - აღნიშნა მან.

ფონდის პრეზენტაცია „ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდა, რომელიც სტარტაპების მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. უნივერსიტეტის რექტორის, ანდრო რურუას ინფორმაციით, „ბიზნესის და ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტი პროექტის ფარგლებში განათლების კომპონენტის მიწოდებას ახორციელებს.

„100 სტარტაპიდან შევარჩიეთ 10, რომლებმაც თავიანთი იდეები წარუდგინეს პოტენციურ ინვესტორებს. ამის შემდეგ ინვესტორები თვითონვე შეარჩევენ სტარტაპებს. მთავარი არის ის, რომ ეს პროექტი სტარტაპებისთვის ფინანსებზე წვდომას გულისხმობს და არის კომეციალიზაციის პოტენციალი არამხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ანდრო რურუამ.„გლობალური სტარტაპ ფონდის“ მხარდამჭერია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც აგრეთვე განიხილავს შერჩეული სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობებს, Dollar to Dollar Basis ინიციატივის შესაბამისად, 650 000 ლარის ფარგლებში.

ინოვაციებისა და ტექნლოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის ავთანდილ კასრაძის შეფასებით, „გლობალური სტარტაპ ფონდის“ გახსნის ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ბოლო წლებში ჩატარებულა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ სტარტაპებისა და ინოვაციების მიმართულებით განვითარების მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებს კერძო კაპიტალი აკლდათ, თუმცა ფონდის გახსნის შემდეგ მისი შევსების შესაძლებლობა გაჩნდება.

„ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოში ყოველწლიურად ვითარდება და ახლა უკვე იმ სტადიაზე ვართ, რომელზეც ქართული სტარტაპების უმეტესობა კერძო ინვესტიციებისთვის მზად არის. ასევე, აღსანიშნავია გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ახალი პროგრამა, რომელიც 650 000 ლარამდე სახელმწიფო გრანტის შესაძლებლობას აძლევს იმ სტარტაპებს, რომელიც კერძო ინვესტიციას ზუსტად იგივე ოდენობით მოიპოვებს. სახელმწიფოს ეს პროგრამაც ნიშანი იყო უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არსებობს საინტერესო ბაზარი და აქ ფულის ჩადება არამხოლოდ ტრადიციულ, არამედ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში ღირს“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ყველაზე მნიშნველოვანი, რაც ღონისძიებაზე გახდა ცნობილი არის ის, რომ გლობალურ სტარტაპ ფონდს მხარს უჭერს ისრაელის ტექჰაბი საქართველოში, რომელიც შერჩეული სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს 30,000$-ს ღირებულების საკონსულტაციო და ტექსერვისებს.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის