Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა
"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა

ლექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნულ „ვო­ის­ში“ თა­ვი­სი ნამ­ღე­რით ჟი­უ­რი აღ­ტა­ცე­ბის­გან აა­ტი­რა და მა­ყუ­რე­ბე­ლი გა­ა­ო­ცა. ამ ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით აზი­ა­რე­ბენ. ამის ფონ­ზე ალ­ბათ ყვე­ლას გვა­ინ­ტე­რე­სებს, - ვინ არის ბი­ჭუ­ნა, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნებ­ში ამ­დე­ნი და­დე­ბი­თი ემო­ცია გა­მო­იწ­ვია.

AMBEBI.GE ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

ის წარ­მო­შო­ბით გო­რი­და­ნაა, მაგ­რამ მშობ­ლებ­თან და უფ­როს დას­თან ერ­თად, სო­ფელ რუ­ის­ში ცხოვ­რობს. 12 წლის ბიჭი რუ­ი­სის მე­ო­რე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლეა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, არ არის ცუდი მოს­წავ­ლე. ნი­ჭი­ე­რია, ბე­ჯი­თი და ყო­ველ­თვის კარგ ნიშ­ნებს იმ­სა­ხუ­რებს.

„ოჯახ­ში ჩვენ­თან ერ­თად ბა­ბუ­აც ცხოვ­რობს, ბე­ბია კი იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ არის წა­სუ­ლი, რომ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში ყვე­ლა­ნა­ი­რად და­მეხ­მა­როს,“ - გვიყ­ვე­ბა ალექ­სან­დრე.

გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი, ბი­ჭუ­ნას დედა:

„4 წლი­სა უკვე მღე­რო­და და ჩვენ­თან სო­ფელ­ში ხალ­ხუ­რი გუნდში მი­ვიყ­ვა­ნე. მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­ამ­ჩნია, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმა ჰქონ­და. 5 წლი­სა ანაკ­ლი­ა­ში კონ­კურ­სზე წა­იყ­ვა­ნეს და „ლა­ზი­კას ვარ­სკვლა­ვი“ გახ­და, კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ლა­უ­რე­ა­ტის წო­დე­ბა მი­ე­ნი­ჭა. იმ­ღე­რა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „ლალე“... მერე სოფ­ლის გუნდში მი­თხრეს, - ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვია, ჩვენს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა მას­თან მუ­შა­ო­ბა და მირ­ჩი­ეს, გორ­ში ნანა სამ­ხა­რა­ძეს­თან მი­იყ­ვა­ნე­თო. მი­ვიყ­ვა­ნე. პე­და­გო­გი ამე­ცა­დი­ნებ­და, სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სზეც (ეს­პა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, იტა­ლია) დაჰ­ყავ­და, სა­ი­და­ნაც გრან-პრით ბრუნ­დე­ბო­და. უკ­რა­ი­ნა­შიც არა­ერთ კონ­კურ­სზეა ნამ­ყო­ფი და ყველ­გან ასე­ვე გან-პრი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი“.

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო გვიყ­ვე­ბა, ალექ­სან­დრე სა­ო­პე­რო ჟანრ­საც მღე­რის და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბა აქვს. „მო­მავ­ლის ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან“ იტა­ლი­ა­ში გა­აგ­ზავ­ნეს, სა­დაც გა­ი­მარ­ჯვა და რო­სი­ნის აკა­დე­მი­ის სტი­პენ­დი­ან­ტი გახ­და. ამა­ვე დროს სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­უ­მარ­ჯვია, - ამე­რი­კე­ლებს ერთი ბავ­შვი უნდა წა­ეყ­ვა­ნათ, ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ალექ­სად­რე შე­ურ­ჩე­ვი­ათ და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში „კარ­ნე­გი ჰოლ­ში“ იმ­ღე­რებს.

ალექ­სან­დრე აღ­ნიშ­ნავს, რომ სიმ­ღე­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლი­ან მოს­წონს მსა­ხი­ო­ბო­ბა და რე­ჟი­სო­რო­ბა. ცოტა ხან­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ნი­კო­ლოზ ბა­ღაშ­ვი­ლის ფილ­მი „მოჟღურ­ტუ­ლე ბე­ღუ­რე­ბი“ გა­მო­ვა. „ხორ­ბლის გამ­ყიდ­ვე­ლი ვარ და ჩემი ოც­ნე­ბა სიმ­ღე­რაა. მოქ­მე­დე­ბა ომის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა, ყვე­ლა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლია, სიმ­ღე­რის­თვის ვის სცა­ლია? მაგ­რამ ჩემი გმი­რი ხორ­ბალს იმის­თვის ყი­დის, რომ ფული და­აგ­რო­ვოს და იტა­ლი­ა­ში წა­ვი­დეს,“ - გვიყ­ვე­ბა ბი­ჭუ­ნა.

ხოლო კი­თხვა­ზე - რო­გორ აღ­მოჩ­ნდა ალექ­სან­დრე უკ­რა­ი­ნულ „ვო­ის­ში“? - ამა­ზე თა­ვად ასე გვპა­სუ­ხობს:

„ამ პრო­ექ­ტის წინა სე­ზო­ნებს სულ ვუ­ყუ­რებ­დი, მაგ­რამ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შიში მქონ­და, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა იქ ბევ­რი არა­უკ­რა­ი­ნე­ლიც აღ­წევ­და წარ­მა­ტე­ბას. ალ­ბათ ამან უფრო გა­მა­თა­მა­მა და სტი­მუ­ლი მომ­ცა. მოკ­ლედ, მინ­დო­და, მეც დავ­მდგა­რი­ყა­ვი იმ სცე­ნა­ზე, გა­მე­გო და შე­მეგ­რძნო, რას ნიშ­ნავ­და, - შენს ნამ­ღერ­ზე ჟი­უ­რის წევ­რე­ბი რომ შე­მობ­რუნ­დე­ბი­ან. ვა­ღი­ა­რებ, ამის გა­მოც­და გუ­ლით მინ­დო­და“.

- და რა გა­ნი­ცა­დე, რო­დე­საც ისი­ნი არა მარ­ტო შე­მო­აბ­რუ­ნე, აა­ტი­რე კი­დეც?

- ვი­დე­ო­შიც ჩანს, მოვ­კვდი ტი­რი­ლით... ხალ­ხი ფეხ­ზე რომ წა­მოდ­გა, ტაშს უკ­რავ­და, ყვე­ლა ბრა­ვოს ყვი­რო­და, უზო­მოდ მი­ხა­რო­და... ეს იყო ყვე­ლა­ზე კარ­გი მო­მენ­ტი მთელ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- ახლა რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- რინ­გი 23 ივ­ნისს მე­ლის. იმა­ზე კარ­გად მინ­და, ვიმ­ღე­რო, ისე, რო­გორც არას­დროს. ტუ­რებ­ში წინ უნდა წა­ვი­დე, ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვას­რუ­ლო, რაც ჩე­მია და სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მი­ტანს. მოკ­ლედ, რაც უფრო მეტ­ჯერ ვიდ­გე­ბი სცე­ნა­ზე, მეტი გა­მოს­ვლა მექ­ნე­ბა და მე­ტად და­ვა­მახ­სოვ­რდე­ბი მა­ყუ­რე­ბელს, ამას რა სჯო­ბია?

- რას გვე­ტყვი ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც შენ გვერ­დით იდგა სცე­ნა­ზე?

- მა­მა­ჩე­მის ნამ­დვი­ლი ძმა არ არის, მაგ­რამ ჩემ­თვის ძი­ა­სა­ვით არის. უზო­მოდ კარ­გი ადა­მი­ა­ნია და ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დიდი როლი აქვს. ხომ ხე­დავთ, ჩემ­თვის მნიშ­ვე­ლო­ვან დღეს ჩემ გვერ­დით იდგა.

ამას­თან, მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი და ნა­თე­სა­ვე­ბი მხარ­ში ძა­ლი­ან მიდ­გა­ნან. დე­ი­დე­ბი­დან - ეკას, ჩემი არც ერთი ვი­დეო არ გა­მორ­ჩე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ავ­რცე­ლებს კი­დეც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მა­კამ კი, სულ იცის, - ვინ რა კო­მენ­ტა­რი და­მი­წე­რა, ვის რო­გორ ვუყ­ვარ­ვარ - ჩემი პი­არ­მე­ნე­ჯე­რე­ბი არი­ან.

- ალექ­სან­დრე, რომ გა­ი­მარ­ჯვო, ამა­ზე არ ფიქ­რობ?

- რომ გა­ვი­მარ­ჯვო, შე­იძ­ლე­ბა, გა­ვაფ­რი­ნო... თუ ეგ მოხ­და, პირ­ვე­ლი თქვენ­თან მო­ვალ!

- წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ, პი­რო­ბა არ უნდა და­არ­ღვიო და უკვე გა­მარ­ჯვე­ბულს გე­ლო­დე­ბი...

00:00 / 00:00
ავტორი:

"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა

"ეს იყო საუკეთესო წუთები ჩემს ცხოვრებაში..." - გაიცანით, ქართველი ბიჭუნა უკრაინული "ვოისიდან", რომელიც ინტერნეტვარსკვლავად იქცა

ლექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ „ვოისში“ თავისი ნამღერით ჟიური აღტაცებისგან აატირა და მაყურებელი გააოცა. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ინტერნეტმომხმარებლები აღფრთოვანებით აზიარებენ. ამის ფონზე ალბათ ყველას გვაინტერესებს, - ვინ არის ბიჭუნა, რომელმაც ადამიანებში ამდენი დადებითი ემოცია გამოიწვია.

AMBEBI.GE ალექსანდრე ზაზარაშვილს დაუკავშირდა.

ის წარმოშობით გორიდანაა, მაგრამ მშობლებთან და უფროს დასთან ერთად, სოფელ რუისში ცხოვრობს. 12 წლის ბიჭი რუისის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. როგორც შევიტყვეთ, არ არის ცუდი მოსწავლე. ნიჭიერია, ბეჯითი და ყოველთვის კარგ ნიშნებს იმსახურებს.

„ოჯახში ჩვენთან ერთად ბაბუაც ცხოვრობს, ბებია კი იტალიაში სამუშაოდ არის წასული, რომ წარმატების მიღწევაში ყველანაირად დამეხმაროს,“ - გვიყვება ალექსანდრე.

გულიკო ეგნატაშვილი, ბიჭუნას დედა:

„4 წლისა უკვე მღეროდა და ჩვენთან სოფელში ხალხური გუნდში მივიყვანე. მასწავლებელმა შეამჩნია, რომ გამორჩეული ხმა ჰქონდა. 5 წლისა ანაკლიაში კონკურსზე წაიყვანეს და „ლაზიკას ვარსკვლავი“ გახდა, კონკურსის გამარჯვებული აღმოჩნდა. ლაურეატის წოდება მიენიჭა. იმღერა ქართული სიმღერა „ლალე“... მერე სოფლის გუნდში მითხრეს, - ძალიან ნიჭიერი ბავშვია, ჩვენს ძალებს აღემატება მასთან მუშაობა და მირჩიეს, გორში ნანა სამხარაძესთან მიიყვანეთო. მივიყვანე. პედაგოგი ამეცადინებდა, სხვადასხვა კონკურსზეც (ესპანეთი, ბულგარეთი, იტალია) დაჰყავდა, საიდანაც გრან-პრით ბრუნდებოდა. უკრაინაშიც არაერთ კონკურსზეა ნამყოფი და ყველგან ასევე გან-პრი აქვს მოპოვებული“.

როგორც ქალბატონი გულიკო გვიყვება, ალექსანდრე საოპერო ჟანრსაც მღერის და ამ მიმართულებით არანაკლები წარმატება აქვს. „მომავლის ვარსკვლავებიდან“ იტალიაში გააგზავნეს, სადაც გაიმარჯვა და როსინის აკადემიის სტიპენდიანტი გახდა. ამავე დროს საქართველოშიც გაუმარჯვია, - ამერიკელებს ერთი ბავშვი უნდა წაეყვანათ, ჩამოსულები იყვნენ. ალექსადრე შეურჩევიათ და უახლოეს მომავალში „კარნეგი ჰოლში“ იმღერებს.

ალექსანდრე აღნიშნავს, რომ სიმღერის პარალელურად ძალიან მოსწონს მსახიობობა და რეჟისორობა. ცოტა ხანში მისი მონაწილეობით ნიკოლოზ ბაღაშვილის ფილმი „მოჟღურტულე ბეღურები“ გამოვა. „ხორბლის გამყიდველი ვარ და ჩემი ოცნება სიმღერაა. მოქმედება ომის პერიოდში ხდება, ყველა გაჭირვებულია, სიმღერისთვის ვის სცალია? მაგრამ ჩემი გმირი ხორბალს იმისთვის ყიდის, რომ ფული დააგროვოს და იტალიაში წავიდეს,“ - გვიყვება ბიჭუნა.

ხოლო კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა ალექსანდრე უკრაინულ „ვოისში“? - ამაზე თავად ასე გვპასუხობს:

„ამ პროექტის წინა სეზონებს სულ ვუყურებდი, მაგრამ მასში მონაწილეობის შიში მქონდა, რადგანაც ქართველი ვიყავი, თუმცა იქ ბევრი არაუკრაინელიც აღწევდა წარმატებას. ალბათ ამან უფრო გამათამამა და სტიმული მომცა. მოკლედ, მინდოდა, მეც დავმდგარიყავი იმ სცენაზე, გამეგო და შემეგრძნო, რას ნიშნავდა, - შენს ნამღერზე ჟიურის წევრები რომ შემობრუნდებიან. ვაღიარებ, ამის გამოცდა გულით მინდოდა“.

- და რა განიცადე, როდესაც ისინი არა მარტო შემოაბრუნე, აატირე კიდეც?

- ვიდეოშიც ჩანს, მოვკვდი ტირილით... ხალხი ფეხზე რომ წამოდგა, ტაშს უკრავდა, ყველა ბრავოს ყვიროდა, უზომოდ მიხაროდა... ეს იყო ყველაზე კარგი მომენტი მთელ ჩემს ცხოვრებაში.

- ახლა რა მოლოდინი გაქვს?

- რინგი 23 ივნისს მელის. იმაზე კარგად მინდა, ვიმღერო, ისე, როგორც არასდროს. ტურებში წინ უნდა წავიდე, ისეთი სიმღერები შევასრულო, რაც ჩემია და სიამოვნებას მომიტანს. მოკლედ, რაც უფრო მეტჯერ ვიდგები სცენაზე, მეტი გამოსვლა მექნება და მეტად დავამახსოვრდები მაყურებელს, ამას რა სჯობია?

- რას გვეტყვი ადამიანზე, რომელიც შენ გვერდით იდგა სცენაზე?

- მამაჩემის ნამდვილი ძმა არ არის, მაგრამ ჩემთვის ძიასავით არის. უზომოდ კარგი ადამიანია და ჩემს წარმატებაში დიდი როლი აქვს. ხომ ხედავთ, ჩემთვის მნიშველოვან დღეს ჩემ გვერდით იდგა.

ამასთან, მთელი ჩემი ოჯახი და ნათესავები მხარში ძალიან მიდგანან. დეიდებიდან - ეკას, ჩემი არც ერთი ვიდეო არ გამორჩება და შესაბამისად, ავრცელებს კიდეც სოციალურ ქსელში, მაკამ კი, სულ იცის, - ვინ რა კომენტარი დამიწერა, ვის როგორ ვუყვარვარ - ჩემი პიარმენეჯერები არიან.

- ალექსანდრე, რომ გაიმარჯვო, ამაზე არ ფიქრობ?

- რომ გავიმარჯვო, შეიძლება, გავაფრინო... თუ ეგ მოხდა, პირველი თქვენთან მოვალ!

- წარმატებას გისურვებ, პირობა არ უნდა დაარღვიო და უკვე გამარჯვებულს გელოდები...