ავტორი:

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი გაკეთდება

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი გაკეთდება

გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის სახელობის სკვერი იმავე ქუჩაზე მოეწყობა, სადაც გოგონა ცხოვრობდა. სკვერის გაკეთება გარდაცვლილი გოგონას ოჯახის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ინიციატივით გადაწყდა.

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ გალუსტაშვილის ქუჩაზე სკვერის პროექტირება უკვე დასრულებულია.

"ბუნებრივია, ნანიკოს სიკვდილით გამოწვეულ მწუხარებას ვერაფერი შეგვიმსუბუქებს, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ მისი სახელობის სკვერი გაკეთდება ჩვენი სახლის პირდაპირ, იმ ადგილზე, სადაც ბავშვი ყოველდღიურად დადიოდა“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" მოკლული გოგონას პაპამ გოჩა ბერიაშვილმა.

9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს, გორში, სკოლისკენ მიმავალი გზიდან გაუჩინარდა. გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში გოგონა გარდაცვლილი იპოვნეს. 26 ოქტომბერს, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით გორში მცხოვრები იაგო ნებიერიძე დააკავეს. რამდენიმე დღის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაგო ნებიერიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ასევე სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი