პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბილეთოდ მგზავრობისთვის 5 ლარიანი ჯარიმა იზრდება - რა ვალდებულებები ეკისრება მგზავრს
უბილეთოდ მგზავრობისთვის 5 ლარიანი ჯარიმა იზრდება - რა ვალდებულებები ეკისრება მგზავრს

მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით უბი­ლე­თო მგზავ­რო­ბა­ზე 5-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა 20 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. ამას­თან, კა­ნონ­ში იწე­რე­ბა, რომ მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია მგზავ­რო­ბის და­სა­წყი­სი­დან­ვე შე­ი­ძი­ნოს ბი­ლე­თი ან ელექტრო­ნუ­ლი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მგზავ­რო­ბის ტა­რი­ფით გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის გა­დახ­და.

შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა მე­სა­მე მოს­მე­ნით - 88 ხმით (ხუთი წი­ნა­აღ­მდე­გი) და­ამ­ტკი­ცა.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­უ­რა­ვის ოდე­ნო­ბა 50 ლა­რი­დან 40-ლა­რამ­დე მცირ­დე­ბა.

"მი­უ­ხე­და­ვად მთავ­რო­ბის 2014 წლის 3 იან­ვრის დად­გე­ნი­ლე­ბით ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი­სა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, მგზავ­რი ვალ­დე­ბუ­ლია რე­გუ­ლა­რულ მარ­შუტ­ზე მგზავ­რო­ბი­სათ­ვის იქო­ნი­ოს ბი­ლე­თი, შე­ი­ნა­ხოს იგი მგზავ­რო­ბის დამ­თავ­რე­ბამ­დე და წა­რუდ­გი­ნოს უფ­ლე­ბა­მო­სილ პირს მო­თხოვ­ნის­თა­ნა­ვე, რაც მგზავრს პრაქ­ტი­კუ­ლად ავალ­დე­ბუ­ლებს მგზავ­რო­ბის და­სა­წყი­სი­დან­ვე იქო­ნი­ოს სამ­გზავ­რო ბი­ლე­თი, სა­კი­თხი რე­ა­ლუ­რად და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლია. დე­და­ქა­ლაქ­ში ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ტყვი­სი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ქა­ლა­ქო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნის M3-კა­ტე­გო­რი­ის ახა­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის შე­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სის და­წყე­ბას მოჰ­ყვა ახა­ლი სის­ტე­მის და­ნერგვა - მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ელექტრო­ნუ­ლი გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­დახ­და თან­და­თა­ნო­ბით გა­მო­ი­ღებს იმ შე­დე­გეს, რომ აღ­მო­ი­ფხვრე­ბა გა­ჩე­რე­ბის სამ­გზავ­რო ბი­ლე­თე­ბით და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბის პრაქ­ტი­კა და შე­ამ­ცი­რებს ბი­ლე­თის ქა­ღალ­დზე გა­სა­წევ ხარჯს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანო
4

რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს,არსებობს ბილეთის აღების წესი,არ აღების შემთხვევაში დაჯარიმების წესიც და ბიძინა რა შუაშია

ხვლიკი
5

გიხაროდენ!.. გიხაროდენ!..ცამ სიკეთე დაგადევნა.წინ გიძღვოდეს ბიძინისი გამარჯვების აღმაფრენა,გამარჯვების აღმაფრენა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

უბილეთოდ მგზავრობისთვის 5 ლარიანი ჯარიმა იზრდება - რა ვალდებულებები ეკისრება მგზავრს

უბილეთოდ მგზავრობისთვის 5 ლარიანი ჯარიმა იზრდება - რა ვალდებულებები ეკისრება მგზავრს

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება. ამასთან, კანონში იწერება, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.

შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხორციელდება, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით - 88 ხმით (ხუთი წინააღმდეგი) დაამტკიცა.

ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.

"მიუხედავად მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის დადგენილებით ამოქმედებული ტექნიკური რეგლამენტისა, რომლის მიხედვით, მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს პრაქტიკულად ავალდებულებს მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი, საკითხი რეალურად დაურეგულირებელია. დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა - მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახდა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს", - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - პოლიციამ ჩხრეკისას მოპარული პროდუქცია ამოიღო

დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დაიწვა