მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიღნაღის ორ საბავშვო ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა
სიღნაღის ორ საბავშვო ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბის - ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნის და ზემო ბოდ­ბეს სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში ე.წ.შე­კი­დუ­ლი ჭერი ჩა­მო­ინ­გრა. ორ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჭე­რის ჩა­მონ­გრე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო მა­ჩხა­ა­ნის სა­ბავ­შვი ბაღ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და, რის შე­სა­ხე­ბაც თა­ნამ­შრომ­ლებ­მა დღეს დი­ლით შე­ი­ტყვეს.

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ვიცე-მე­რის მა­დო­ნა ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, შე­ნო­ბას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია 2016 წელს ჩა­უ­ტარ­და, რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან 3000 ლარი და­ი­ხარ­ჯა.

„შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. კომ­პა­ნი­ას უკვე ვაც­ნო­ბეთ, კომ­პა­ნია, რო­მელ­მაც რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­ა­ტა­რა, მზად არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი შე­ა­კე­თოს", - გა­ნა­ცხა­და სიღ­ნა­ღის ვიცე-მერ­მა მა­დო­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზემო ბოდ­ბეს, ვიცე- მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ზემო ბოდ­ბეს სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჭე­რის ნა­წი­ლი ორი დღის წინ ჩა­მო­ინ­გა­რა. მა­დო­ნა ბა­ტი­აშ­ვი­ლი მომ­ხდარს სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მუ­შა­ო­ე­ბის უხა­რის­ხოდ ჩა­ტა­რე­ბას უკავ­ში­რებს.

„ორი­ვე ბაღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია აქვს კომ­პა­ნი­ას. ზა­რა­ლი მაქ­სი­მუმ 3 ათას ლა­რამ­დეა და პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს და სა­მუ­შა­ო­ებს მალე და­ი­წყებს. რო­გორც ჩანს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­სა­ბა­მი­სი ხა­რის­ხით არ იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი", - გან­მარ­ტა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

სიღნაღის ორ საბავშვო ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის ორ საბავშვო ბაღში ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოინგრა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების - ქვემო მაჩხაანის და ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღებში ე.წ.შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. ორ საბავშვო ბაღში ჭერის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საბავშვი ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შესახებაც თანამშრომლებმა დღეს დილით შეიტყვეს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის მადონა ბატიაშვილის თქმით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა.

„შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კომპანიას უკვე ვაცნობეთ, კომპანია, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, მზად არის დაზიანებული ადგილები შეაკეთოს", - განაცხადა სიღნაღის ვიცე-მერმა მადონა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს, ვიცე- მერის განცხადებით, ზემო ბოდბეს საბავშვო ბაღში ჭერის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგარა. მადონა ბატიაშვილი მომხდარს სავარაუდოდ, სამუშაოების უხარისხოდ ჩატარებას უკავშირებს.

„ორივე ბაღთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს კომპანიას. ზარალი მაქსიმუმ 3 ათას ლარამდეა და პასუხისმგებელი კომპანია ვალდებულებას საკუთარ თავზე იღებს და სამუშაოებს მალე დაიწყებს. როგორც ჩანს, სამუშაოები შესაბამისი ხარისხით არ იყო ჩატარებული", - განმარტა ბატიაშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო