პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება - გაეცანით სანქციებს
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება - გაეცანით სანქციებს

მძღო­ლე­ბის მიერ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ახა­ლი ჯა­რი­მე­ბი წეს­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა 86 ხმით, ეთხმად და­ამ­ტკი­ცა “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის­თვის“ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი სან­ქცი­ის და­მა­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა.

  • სა­მარ­შრუ­ტო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მოძ­რა­ო­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სპე­ცი­ა­ლურ ზოლ­ში (BUS LANE) მოძ­რა­ო­ბა, გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • გარ­და ამი­სა, 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს ვე­ლო­სი­პე­დის ბი­ლიკ­ზე ან ვე­ლო­სი­პე­დის მოძ­რა­ო­ბის ზოლ­ზე სხვა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა, გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა.
  • წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის გზა­ზე გა­ჩე­რე­ბა ან დგო­მა რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის, შიდა ტრან­ზი­ტის, ტრან­ზი­ტუ­ლი ნომ­რის ან “TEST“ ნომ­რის გა­რე­შე, გა­მო­იწ­ვევს მე­სა­კუთ­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • ამა­ვე დროს, პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც დგინ­დე­ბა, რომ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის ნომ­რის, შიდა ტრან­ზი­ტის, ტრან­ზი­ტუ­ლი ნომ­რის ან “TEST“ ნომ­რის გა­ნუ­თავ­სებ­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს მისი მო­პარ­ვით, სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მე­სა­კუთ­რე თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის­გან, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და სად­გომ­ზე შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბის­გან.

პრო­ექ­ტის თავ­და­პირ­ველ ვა­რი­ან­ტში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო 50 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა სატ­რან­პორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის 3 თვე­ზე მეტი ვა­დით მი­ტო­ვე­ბა­ზე, თუმ­ცა გან­ხილ­ვის პრო­ცეს­ში ამ­დაგ­ვა­რი ჯა­რი­მის შე­მო­ღე­ბა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­იც­ვა­ლა.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბი დე­პუ­ტა­ტებ­მა კახა კუ­ჭა­ვამ და გოგა გუ­ლორ­და­ვამ მო­ამ­ზა­დეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება - გაეცანით სანქციებს

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება - გაეცანით სანქციებს

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები წესდება. პარლამენტმა 86 ხმით, ეთხმად დაამტკიცა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისთვის“ რამდენიმე ახალი სანქციის დამატების ინიციატივა.

  • სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში (BUS LANE) მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • გარდა ამისა, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, გაჩერება ან დგომა.
  • წინასწარი შეცნობით სატრანსპორტო საშუალების გზაზე გაჩერება ან დგომა რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის გარეშე, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • ამავე დროს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის, შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული ნომრის ან “TEST“ ნომრის განუთავსებლობა გამოწვეული იყოს მისი მოპარვით, სატრანპორტო საშუალების მესაკუთრე თავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისგან, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯებისგან.

პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო 50 ლარიანი ჯარიმა სატრანპორტო საშუალების 3 თვეზე მეტი ვადით მიტოვებაზე, თუმცა განხილვის პროცესში ამდაგვარი ჯარიმის შემოღებაზე გადაწყვეტილება შეიცვალა.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დეპუტატებმა კახა კუჭავამ და გოგა გულორდავამ მოამზადეს.

დაკავებულია 2 პირი, რომლებიც ვარკეთილში მდებარე ტოტალიზატორში შეიჭრნენ და თანხა გაიტაცეს

"პოლიციამ აღმოაჩინა ბანდიტი..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ავტომობილის მართვის უფლებისა და საშვის არქონის გამო 2 500 ლარით დაჯარიმდა

"დამნაშავის დაკავების მიზნით სამძებრო ღონისძიებები ტარდება" - რას ამბობს აჭარის პოლიციის უფროსი ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე