საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"
როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"

რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სას­კო­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბის სე­ზო­ნი ტრა­გე­დი­ის გა­რე­შე არ სრულ­დე­ბა. არც წლე­ვან­დე­ლი წე­ლია გა­მო­ნაკ­ლი­სი. მარ­თა­ლია, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი გამ­კაცრ­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, ექ­სკურ­სი­ამ მა­ინც შე­ი­წი­ნა ბავ­შვის სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა. ამის გამო ექ­სკურ­სი­ე­ბის აკ­რძალ­ვა­საც ემ­ხრო­ბა ბევ­რი. თუმ­ცა ვერც იმას უარ­ვყოფთ, რომ ექ­სკურ­სია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და მისი აკ­რძალ­ვაც პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვებს და­ა­ზა­რა­ლებს.და­ვინ­ტე­რეს­დით, რო­გორ წყვე­ტენ ამ პრობ­ლე­მას ჩვენ­ზე ბევ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, რამ­დე­ნად აქვთ ექ­სკურ­სი­ე­ბის ტრა­დი­ცია და დაჰ­ყვე­ბი­ან თუ არა მშობ­ლე­ბი ამ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე. ამის შე­სა­ხებ ის ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში ცხოვ­რო­ბენ.

მაია ტუ­რა­ბე­ლი­ძე, მთარ­გმნე­ლი, ორი ქა­ლიშ­ვი­ლის დედა - იტა­ლია - ექ­სკურ­სი­ის ჩა­ტა­რე­ბა სკო­ლა­ში, ლი­ცე­უმ­ში თუ ნე­ბის­მი­ერ სას­წავ­ლე­ბელ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ანუ ყვე­ლა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ევა­ლე­ბა ასე­თი გას­ვლის მო­წყო­ბა, რო­გორც შეს­წავ­ლი­ლის გაღ­რმა­ვე­ბა და პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ექ­სკურ­სი­ე­ბი ორ­დღი­ა­ნე­ბი­ცაა და ერ­თკვი­რი­ა­ნე­ბიც. გა­აჩ­ნია ასაკს და სას­წავ­ლო მა­სა­ლას. ჩემი შვი­ლი, რო­გორც წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე, ხუთი დღით წა­იყ­ვა­ნეს კუნ­ძუ­ლებ­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

- ამის­თვის თან­ხის შეგ­რო­ვე­ბა გი­წევთ?

- გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს აძ­ლევს წლი­ურ თან­ხას (ყვე­ლას გა­მო­ე­ყო­ფა ეს), რო­მე­ლიც უნდა და­ი­ხარ­ჯოს ექ­სკურ­სი­ებ­სა და სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. თუ ეს გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა არ და­ი­ხარ­ჯე­ბა ასეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, ხა­ზი­ნას უკან მი­აქვს ანუ იკარ­გე­ბა.სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ღე­ბულ თან­ხას ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­ტო­ბუ­სის და­ქი­რა­ვე­ბა­ზე, პე­და­გოგ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე და ექ­სკურ­სი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ღაც ნა­წი­ლის გა­დახ­და­ზე ხარ­ჯავს. და­ნარ­ჩენს მოს­წავ­ლე­თა ოჯა­ხე­ბი იხ­დი­ან.

- მარ­შრუ­ტის შერ­ჩე­ვა­ში მშობ­ლებს აქვთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა?

- არა, სა­ექ­სკურ­სიო მი­მარ­თუ­ლე­ბას მხო­ლოდ მას­წავ­ლე­ბელ­თა კო­ლე­გია ირ­ჩევს. სას­წავ­ლო წლის და­სა­წყის­ში ეწყო­ბა თათ­ბი­რი და შე­სას­წავ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყო­ვე­ლი კლა­სის­თვის შე­სა­ბა­მის სა­ექ­სკურ­სიო ად­გილს ირ­ჩე­ვენ. წამ­სვლელ მოს­წავ­ლე­თა გარ­კვე­უ­ლი რი­ცხვი თუ არ შე­იკ­რი­ბა, ექ­სკურ­სია არ შედ­გე­ბა

- მშობ­ლე­ბი დაჰ­ყვე­ბი­ან ექ­სკურ­სი­ებს?

- მშობ­ლე­ბის ექ­სკურ­სი­ა­ზე გა­ყო­ლა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა, ჯერ ერთი, იმი­ტომ რომ მოს­წავ­ლე და­მო­უ­კი­დებ­ლად ყოფ­ნას უნდა მი­ეჩ­ვი­ოს, მერე კი­დევ, ის ექ­სკურ­სია სას­წავ­ლოა და არა სა­ო­ჯა­ხო. მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი მიჰ­ყვე­ბა, და გზა­დაგ­ზა ან თვი­თონ უხ­სნი­ან და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გიდი ჰყავთ აყ­ვა­ნი­ლი, რო­მელ­საც სას­წავ­ლე­ბე­ლი უხ­დის თან­ხას. ექ­სკურ­სი­ა­ზე წას­ვლის წინ, სას­წავ­ლე­ბელ­ში ეწყო­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბა, სა­დაც მშობ­ლებს გა­აც­ნო­ბენ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პროგ­რა­მას და შე­სა­ბა­მი­სად ური­გე­ბენ ფურ­ცლებს, რომ­ლებ­ზეც დე­ტა­ლებ­შია და­წე­რი­ლი, რო­მელ სა­ათ­ზე და სად იქ­ნე­ბა მისი შვი­ლი/კლა­სი. კვე­ბის სა­კი­თხიც პროგ­რა­მა­შია ანუ წი­ნას­წარ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, სად და რო­მელ სა­ათ­ზე უნდა ჭა­მონ (სა­უზ­მე, სა­დი­ლი, ვახ­შა­მი). იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"

როგორ ტარდება სკოლის ექსკურსიები სხვა ქვეყნებში - "მშობლის გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება"

რამდენიმე წელია, სასკოლო ექსკურსიების სეზონი ტრაგედიის გარეშე არ სრულდება. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. მართალია, რეგულაციები გამკაცრდა, მაგრამ ფაქტია, ექსკურსიამ მაინც შეიწინა ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამის გამო ექსკურსიების აკრძალვასაც ემხრობა ბევრი. თუმცა ვერც იმას უარვყოფთ, რომ ექსკურსია სასწავლო პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი აკრძალვაც პირველ რიგში, ბავშვებს დააზარალებს.დავინტერესდით, როგორ წყვეტენ ამ პრობლემას ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, რამდენად აქვთ ექსკურსიების ტრადიცია და დაჰყვებიან თუ არა მშობლები ამ აქტივობებზე. ამის შესახებ ის ქართველი მშობლები ყვებიან, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.

მაია ტურაბელიძე, მთარგმნელი, ორი ქალიშვილის დედა - იტალია - ექსკურსიის ჩატარება სკოლაში, ლიცეუმში თუ ნებისმიერ სასწავლებელში სავალდებულოა ანუ ყველა სასწავლო დაწესებულებას ევალება ასეთი გასვლის მოწყობა, როგორც შესწავლილის გაღრმავება და პრაქტიკაში განხორციელება. ექსკურსიები ორდღიანებიცაა და ერთკვირიანებიც. გააჩნია ასაკს და სასწავლო მასალას. ჩემი შვილი, როგორც წარჩინებული მოსწავლე, ხუთი დღით წაიყვანეს კუნძულებზე პრაქტიკული სამუშაოების შესასრულებლად.

- ამისთვის თანხის შეგროვება გიწევთ?

- განათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს აძლევს წლიურ თანხას (ყველას გამოეყოფა ეს), რომელიც უნდა დაიხარჯოს ექსკურსიებსა და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში. თუ ეს გამოყოფილი თანხა არ დაიხარჯება ასეთ მიმართულებებში, ხაზინას უკან მიაქვს ანუ იკარგება.სასწავლებელში მიღებულ თანხას ადმინისტრაცია ავტობუსის დაქირავებაზე, პედაგოგთა ანაზღაურებაზე და ექსკურსიის ღირებულების რაღაც ნაწილის გადახდაზე ხარჯავს. დანარჩენს მოსწავლეთა ოჯახები იხდიან.

- მარშრუტის შერჩევაში მშობლებს აქვთ მონაწილეობის უფლება?

- არა, საექსკურსიო მიმართულებას მხოლოდ მასწავლებელთა კოლეგია ირჩევს. სასწავლო წლის დასაწყისში ეწყობა თათბირი და შესასწავლი პროგრამების მიხედვით, ყოველი კლასისთვის შესაბამის საექსკურსიო ადგილს ირჩევენ. წამსვლელ მოსწავლეთა გარკვეული რიცხვი თუ არ შეიკრიბა, ექსკურსია არ შედგება

- მშობლები დაჰყვებიან ექსკურსიებს?

- მშობლების ექსკურსიაზე გაყოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ჯერ ერთი, იმიტომ რომ მოსწავლე დამოუკიდებლად ყოფნას უნდა მიეჩვიოს, მერე კიდევ, ის ექსკურსია სასწავლოა და არა საოჯახო. მხოლოდ რამდენიმე პედაგოგი მიჰყვება, და გზადაგზა ან თვითონ უხსნიან დასათვალიერებელი ადგილების შესახებ ან სპეციალურად გიდი ჰყავთ აყვანილი, რომელსაც სასწავლებელი უხდის თანხას. ექსკურსიაზე წასვლის წინ, სასწავლებელში ეწყობა მშობელთა კრება, სადაც მშობლებს გააცნობენ განსახორციელებელ პროგრამას და შესაბამისად ურიგებენ ფურცლებს, რომლებზეც დეტალებშია დაწერილი, რომელ საათზე და სად იქნება მისი შვილი/კლასი. კვების საკითხიც პროგრამაშია ანუ წინასწარ არის განსაზღვრული, სად და რომელ საათზე უნდა ჭამონ (საუზმე, სადილი, ვახშამი). იხილეთ ვრცლად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ