საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი მაღაზია ვაკეში მომხმარებელს ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს
„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი მაღაზია ვაკეში მომხმარებელს ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს

ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი: „ბლა­უ­ენშტა­ინ სა­ქარ­თვე­ლოს“ საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლი, გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბი“

ვა­კე­ში, ფა­ლი­აშ­ვი­ლის #67-ში ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თულ-შვე­ი­ცა­რი­უ­ლი კომ­პა­ნია „ბლა­უ­ენშტა­ი­ნის“ ახა­ლი მა­ღა­ზია გა­იხ­სნა.

ეს ბრენ­დის მე­ო­რე ფი­ლი­ა­ლია თბი­ლის­ში, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბელს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის, შვე­ი­ცა­რი­უ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი­თა და ტექ­ნო­ლო­გი­ით წარ­მო­ე­ბუ­ლი და­ვარ­გე­ბუ­ლი ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნა შე­უძ­ლია.

„ფა­ლი­აშ­ვი­ლის ფი­ლი­ა­ლი ჩვე­ნი მე­ო­რე სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­აა თბი­ლი­სის მას­შტა­ბით. პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია წე­რეთ­ლის #67-ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნია. ასე­თი­ვე იქ­ნე­ბა ახა­ლი ობი­ექ­ტიც. აქ მომ­ხმა­რე­ბელს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი და მომ­სა­ხუ­რე­ბა დახ­ვდე­ბა. ჩვენ ვართ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ფერ­მი­დან მომ­ხმა­რებ­ლის კა­ლა­თამ­დე სრულ ჯაჭვს თვი­თონ აკონ­ტრო­ლებს. ასე­ვე, ვართ ერ­თა­დერ­თი კომ­პა­ნია და­ვარ­გე­ბუ­ლი ხორ­ცის წარ­მო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი არის 100 პრო­ცენ­ტით ნა­ტუ­რა­ლუ­რი და არ შე­ი­ცავს ქი­მი­ურ და­ნა­მა­ტებ­სა და კონ­სერ­ვან­ტებს, რის გა­მოც უგემ­რი­ე­ლე­სი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­სა­ღია", - ამ­ბობს „ბლა­უ­ენშტა­ინ სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტო­რი თა­თია არა­ბი­ძე.

კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში 200-ზე მეტი და­სა­ხე­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქ­ტით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რა­ჭა­ში მას სა­კუ­თა­რი სა­ქონ­ლის ფერ­მა და პირ­ვე­ლა­დი და­მუ­შა­ვე­ბის სა­წარ­მო აქვს, ხორ­ცის სა­ბო­ლოო და­მუ­შა­ვე­ბა კი თბი­ლის­ში ხდე­ბა და სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­ებს მი­ე­წო­დე­ბა.

მა­ღა­ზი­ის გახ­სნას, მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, შვე­ი­ცა­რი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში პატ­რიკ ფრან­ცე­ნი, საფ­რან­გე­თის ელჩი პას­კალ მე­ნიე, ასე­ვე, შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი.

სა­ზე­ი­მო ლენ­ტი „ბლა­უ­ენშტა­ი­ნის“ შვე­ი­ცა­რი­ელ­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მაქს ბლა­უ­ენშტა­ინ­მა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­თან ერ­თად გაჭ­რა, რის შემ­დე­გაც სტუმ­რე­ბი მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­პა­ტი­ჟა და მათ ხორ­ცის შე­ნახ­ვი­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი პი­რა­დად და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. გახ­სნის დღეს­ვე მაქს ბლა­უ­ენშტა­ი­ნი მომ­ხმა­რე­ბელს სა­კუ­თა­რი ხე­ლით მო­ემ­სა­ხუ­რა.

„ეს არის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯი ქარ­თულ-შვე­ი­ცა­რი­ულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში - „ბლა­უ­ენშტა­ი­ნი“საქ­მი­ა­ნო­ბას აფარ­თო­ებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ეს ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი კომ­პა­ნია მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­ში ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ხორცს აწარ­მო­ებს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლის­თვის. მათი საქ­მი­ა­ნო­ბა გახ­და ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლი, რომ გან­გვე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის ხელ­შემ­წყო­ბი პროგ­რა­მე­ბი. ვიცი, რომ მათი პრო­დუქ­ტი გა­მორ­ჩე­უ­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­თა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით, მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მათ“, - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა.

კომ­პა­ნი­ას ახა­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის ელჩმაც მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არის ორ ქვე­ყა­ნას შო­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი.

„ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­უძ­ლია შვე­ი­ცა­რი­ულ კომ­პა­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ბა­ზარ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბა და რამ­დე­ნად სან­დოა ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი. ჩვენ გვაქვს უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხი და სტან­დარ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ვფიქ­რობთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პატ­რიკ ფრან­ცენ­მა.

„ბლა­უ­ენშტა­ი­ნის“ ახა­ლი ობი­ექ­ტის გახ­სნა­ზე კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი „მა­ღა­ზია ბორ­ბლებ­ზეც“ წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა უბან­ში ივ­ლის და მომ­ხმა­რე­ბელს ად­გილ­ზე მი­აწ­ვდის ხორცსა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს. ეს იდეა მწარ­მო­ე­ბელ­მა მომ­ხმა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რათა მყიდ­ვე­ლებს ქა­ლაქ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის პრო­ცე­სი გა­უ­მარ­ტი­ვოს და სა­კუ­თარ უბ­ნებ­ში­ვე მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ეკო­ლო­გი­უ­რად ჯან­სა­ღი და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნოს.

„წე­რე­თელ­ზე არ­სე­ბულ ფი­ლი­ალ­ში კომ­პა­ნი­ის პრო­დუქ­ტი სრუ­ლად იყი­დე­ბა, რა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ობი­ექ­ტი­სა და ასე­ვე, მოძ­რა­ვი მა­ღა­ზი­ის და­მა­ტე­ბა იყო სა­ჭი­რო, რათა კი­დევ უფრო იო­ლად შეძ­ლოს მომ­ხმა­რე­ბელ­მა პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნა. ჩვენ თა­ვად ვა­წარ­მო­ებთ სა­ქონ­ლის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ხორცსა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს. ახლა ვა­შე­ნებთ ღო­რის ფერ­მას რა­ჭა­ში, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტებს და­ნერ­გავს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, მო­მა­ვალ­ში ვა­პი­რებთ ავა­შე­ნოთ რძის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­წარ­მოც და ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძის ყვე­ლი შევ­თა­ვა­ზოთ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს“, - ამ­ბობს „ბლა­უ­ენშტა­ინ სა­ქარ­თვე­ლოს“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი.

აქვე აღ­ვნიშ­ნავთ, რომ „ბლა­უ­ენშტა­ინ სა­ქარ­თვე­ლო“ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და­ვარ­გე­ბულ ხორცსა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს 2008 წლი­დან აწარ­მო­ებს. ახა­ლი მა­ღა­ზი­ის­თვის კომ­პა­ნი­ამ 2-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჯამ­ში კი, მას სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში 30 მი­ლი­ო­ნამ­დე ინ­ვეს­ტი­ცია აქვს ჩა­დე­ბუ­ლი.

კომ­პა­ნია იყე­ნებს სა­ქონ­ლის უსტრე­სო დაკ­ვლის მე­თოდს, რათა ხორ­ცი ჯან­საღ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დეს. ამის შემ­დეგ სა­ქონ­ლის „კარ­კა­სე­ბი“ სპე­ცი­ა­ლურ მა­ცივ­რებ­ში ინა­ხე­ბა, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის მკაც­რი კონ­ტრო­ლის შე­დე­გად, ხორ­ცი სის­ხლი­სა და მავ­ნე ტოქ­სი­ნე­ბის­გან სრუ­ლად იც­ლე­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხორ­ცი 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყოვ­ნდე­ბა, რის შემ­დე­გაც ის სა­უ­კე­თე­სო გე­მოვ­ნურ თვი­სე­ბებს იღებს. პრო­დუქ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბას კომ­პა­ნია მან­ქა­ნა-მა­ცივ­რე­ბით ახორ­ცი­ე­ლებს. მხო­ლოდ ამ პრო­ცე­სის გავ­ლის შემ­დეგ ხვდე­ბა პრო­დუქ­ცია „ბლა­უ­ენშტა­ინ სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­ფირ­მო მა­ღა­ზი­ა­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წარ­მო­ე­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ წყდე­ბა სი­ცი­ვის ჯაჭ­ვი, რათა მა­ღა­ზი­ამ, სა­ბო­ლო­ოდ კი მომ­ხმა­რე­ბელ­მა, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ცო­ცხა­ლი ხორ­ცი მი­ი­ღოს.

R

ავტორი:

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი მაღაზია ვაკეში მომხმარებელს ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს

„ბლაუენშტაინ საქართველოს“ ახალი მაღაზია ვაკეში მომხმარებელს ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანს სთავაზობს

ლევან დავითაშვილი: „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები“

ვაკეში, ფალიაშვილის #67-ში ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი ქართულ-შვეიცარიული კომპანია „ბლაუენშტაინის“ ახალი მაღაზია გაიხსნა.

ეს ბრენდის მეორე ფილიალია თბილისში, სადაც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის, შვეიცარიული რეცეპტებითა და ტექნოლოგიით წარმოებული დავარგებული ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენა შეუძლია.

„ფალიაშვილის ფილიალი ჩვენი მეორე საფირმო მაღაზიაა თბილისის მასშტაბით. პირველი მაღაზია წერეთლის #67-ში მდებარეობს, სადაც ხორცისა და ხორცპროდუქტების ფართო არჩევანია. ასეთივე იქნება ახალი ობიექტიც. აქ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება დახვდება. ჩვენ ვართ საქართველოში ხორცის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, რომელიც ფერმიდან მომხმარებლის კალათამდე სრულ ჯაჭვს თვითონ აკონტროლებს. ასევე, ვართ ერთადერთი კომპანია დავარგებული ხორცის წარმოების მიმართულებით. ჩვენი პროდუქტი არის 100 პროცენტით ნატურალური და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებსა და კონსერვანტებს, რის გამოც უგემრიელესი და აბსოლუტურად ჯანსაღია", - ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ დირექტორი თათია არაბიძე.

კომპანია საქართველოში 200-ზე მეტი დასახელების ხორცპროდუქტით არის წარმოდგენილი. რაჭაში მას საკუთარი საქონლის ფერმა და პირველადი დამუშავების საწარმო აქვს, ხორცის საბოლოო დამუშავება კი თბილისში ხდება და საფირმო მაღაზიებს მიეწოდება.

მაღაზიის გახსნას, მომხმარებლებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში პატრიკ ფრანცენი, საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე, ასევე, შვეიცარიის განვითარების ფონდის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რიგითი მოქალაქეები და სხვა საპატიო სტუმრები.

საზეიმო ლენტი „ბლაუენშტაინის“ შვეიცარიელმა დამფუძნებელმა მაქს ბლაუენშტაინმა ლევან დავითაშვილთან ერთად გაჭრა, რის შემდეგაც სტუმრები მაღაზიაში შეიპატიჟა და მათ ხორცის შენახვისა და რეალიზაციის პროცესი პირადად დაათვალიერებინა. გახსნის დღესვე მაქს ბლაუენშტაინი მომხმარებელს საკუთარი ხელით მოემსახურა.

„ეს არის წარმატებული ნაბიჯი ქართულ-შვეიცარიულ თანამშრომლობაში - „ბლაუენშტაინი“საქმიანობას აფართოებს ჩვენს ქვეყანაში. ეს ძალიან წარმატებული კომპანია მაღალმთიან რეგიონში ეკოლოგიურად სუფთა ხორცს აწარმოებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველისთვის. მათი საქმიანობა გახდა ერთგვარი სტიმული, რომ განგვეხორციელებინა მეცხოველეობის ხელშემწყობი პროგრამები. ვიცი, რომ მათი პროდუქტი გამორჩეულია მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით, მინდა წარმატება ვუსურვო მათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიას ახალი მაღაზიის გახსნა საქართველოში შვეიცარიის ელჩმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითი.

„ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია შვეიცარიულ კომპანიას საქართველოს ბაზარზე საქმიანობა და რამდენად სანდოა ქართული ბაზარი. ჩვენ გვაქვს უმაღლესი ხარისხი და სტანდარტი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა პატრიკ ფრანცენმა.

„ბლაუენშტაინის“ ახალი ობიექტის გახსნაზე კომპანიამ თავისი „მაღაზია ბორბლებზეც“ წარმოადგინა, რომელიც სხვადასხვა უბანში ივლის და მომხმარებელს ადგილზე მიაწვდის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. ეს იდეა მწარმოებელმა მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე განახორციელა, რათა მყიდველებს ქალაქში გადაადგილების პროცესი გაუმარტივოს და საკუთარ უბნებშივე მისცეს შესაძლებლობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი და უმაღლესი ხარისხის პროდუქტი შეიძინოს.

„წერეთელზე არსებულ ფილიალში კომპანიის პროდუქტი სრულად იყიდება, რამაც დაგვანახა, რომ ობიექტისა და ასევე, მოძრავი მაღაზიის დამატება იყო საჭირო, რათა კიდევ უფრო იოლად შეძლოს მომხმარებელმა პროდუქტის შეძენა. ჩვენ თავად ვაწარმოებთ საქონლის უმაღლესი ხარისხის ხორცსა და ხორცპროდუქტებს. ახლა ვაშენებთ ღორის ფერმას რაჭაში, რომელიც თანამედროვე ევროპული სტანდარტებს დანერგავს ამ მიმართულებით. ასევე, მომავალში ვაპირებთ ავაშენოთ რძის გადამამუშავებელი საწარმოც და ნატურალური რძის ყველი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს“, - ამბობს „ბლაუენშტაინ საქართველოს“ თანადამფუძნებელი ირაკლი კერვალიშვილი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ „ბლაუენშტაინ საქართველო“ ჩვენს ქვეყანაში დავარგებულ ხორცსა და ხორცპროდუქტებს 2008 წლიდან აწარმოებს. ახალი მაღაზიისთვის კომპანიამ 2-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. ჯამში კი, მას საქართველოს ეკონომიკაში 30 მილიონამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული.

კომპანია იყენებს საქონლის უსტრესო დაკვლის მეთოდს, რათა ხორცი ჯანსაღ მდგომარეობაში შენარჩუნდეს. ამის შემდეგ საქონლის „კარკასები“ სპეციალურ მაცივრებში ინახება, სადაც ტემპერატურისა და ტენიანობის მკაცრი კონტროლის შედეგად, ხორცი სისხლისა და მავნე ტოქსინებისგან სრულად იცლება. ამ მდგომარეობაში ხორცი 21 დღის განმავლობაში ყოვნდება, რის შემდეგაც ის საუკეთესო გემოვნურ თვისებებს იღებს. პროდუქტის ტრანსპორტირებას კომპანია მანქანა-მაცივრებით ახორციელებს. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ხვდება პროდუქცია „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საფირმო მაღაზიაში. მნიშვნელოვანია, რომ წარმოების არც ერთ ეტაპზე არ წყდება სიცივის ჯაჭვი, რათა მაღაზიამ, საბოლოოდ კი მომხმარებელმა, უმაღლესი ხარისხის ცოცხალი ხორცი მიიღოს.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის