მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გათვლა აქვს, უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა" - რისთვის სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი და რა პრივილეგიას შესძენს ეს "ნაცმოძრაობას" საქართველოში
"გათვლა აქვს, უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა" - რისთვის სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი და რა პრივილეგიას შესძენს ეს "ნაცმოძრაობას" საქართველოში

უკ­რა­ი­ნის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკიმ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა და სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ოდე­სის ოლ­ქის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა. თა­ვის მხრივ, სა­ა­კაშ­ვი­ლი კი­ევ­ში ჩას­ვლას და უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის „დახ­მა­რე­ბას“ აა­ნონ­სებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მის კუთ­ვნილ პარ­ტი­ა­ში კი პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად ემ­ზა­დე­ბი­ან. პო­ლი­ტო­ლოგ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ „მე­ო­რე სუნ­თქვის“ გახ­სნის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ, ვლა­დი­მერ ზე­ლენ­სკი ჯერ კი­დევ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ფიქ­რობ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. მი­სი­ აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი და კონ­სულ­ტან­ტია ნე­ბის­მი­ე­რი კან­დი­და­ტის­თვის, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კო­სო­ბას აპი­რებს".

"ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია, საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტი და­ი­კა­ვოს უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ვთვლი, რომ თუ ადა­მი­ანს ჩა­მო­არ­თვეს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­უბ­რუ­ნონ", - აღ­ნიშ­ნა ცოტა ხნის წინ ზე­ლენ­სკიმ.

ხოლო მას შემ­დეგ, რაც ზე­ლენ­სკი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­უდ­გა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რაც გა­ა­კე­თა, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გა­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბა შე­ას­რუ­ლა - მისი წი­ნა­მორ­ბე­დის 2017 წლის 26 ივ­ლი­სის N196 ბრძა­ნე­ბა გა­ა­უქ­მა და სა­ა­კაშ­ვილს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­უბ­რუ­ნა.

და­ი­კა­ვებს თუ არა მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი კი­დევ ერთხელ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბას, ჯერ უც­ნო­ბია. მაგ­რამ ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. უფრო მე­ტიც, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის აზ­რით, ეს გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" და ამან შე­საძ­ლოა, მთა­ვარ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას გარ­კვე­უ­ლი პრი­ვი­ლე­გი­აც კი შეს­ძი­ნოს.

უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტის ვი­ტა­ლი ბა­ლას გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ი­მე კონ­კრე­ტულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი არ დგას. მი­სი­ვე აზ­რით, ეს არას­წო­რი იქ­ნე­ბო­და კი­დეც.

"თუ უკ­რა­ი­ნის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი შექ­მნის რა­ი­მე სა­ხის სა­კონ­სულ­ტა­ციო საბ­ჭოს, რო­მელ­შიც შე­ვი­დოდ­ნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჩათ­ვლით, ეს მის­თვის პლუ­სი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მის­თვის რა­ი­მე სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის მი­ცე­მა, ჩემი აზ­რით, არას­წო­რია, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ოდე­სის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორს მხარს უჭე­რენ და ასე­ვე, რომ­ლე­ბიც არ უჭე­რენ და სა­ა­კაშ­ვი­ლის რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, შე­იძ­ლე­ბა კრი­ტი­კის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. თუმ­ცა ჩვენ­თან ახლა ირა­ცი­ო­ნა­ლურ ქმე­დე­ბებს აქვს ად­გი­ლი და ზოგ­ჯერ ძა­ლი­ან რთუ­ლია იმის თქმა, თუ რა­ტომ იკა­ვებს რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბას კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი. ანუ ამ მხრივ სის­ტე­მუ­რო­ბას ვერ ვხე­დავ. თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მოგ­ვევ­ლი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და ბა­ლამ.

ის, რაც დღეს მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში, ამ­ტკი­ცებს მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ ის­ტო­რია სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ი­ტანს სა­მარ­თლი­ან გა­ნა­ჩენს, - ეს გან­ცხა­დე­ბა კი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ გრი­გოლ ვა­შა­ძემ გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლოა იმი­ტომ, რომ ის ახლა „გა­ცი­ლე­ბით უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის სა­ხე­ლით, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს შექ­მნელს, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, მინ­და ყვე­ლას სა­ხე­ლით მი­ვუ­ლო­ცო სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. ის, რაც დღეს მოხ­და უკ­რა­ი­ნა­ში, ამ­ტკი­ცებს მარ­ტივ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, ის­ტო­რია სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ი­ტანს სა­მარ­თლი­ან გა­ნა­ჩენს. ფულს ყო­ველ­თვის და­ა­მარ­ცხებს იდე­ო­ლო­გია და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. არ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ოლი­გარ­ქს არ მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, დიდ­ხანს იარ­სე­ბოს სა­ხელ­მწი­ფო­ში, თუ სა­ხელ­მწი­ფოს სურს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად იწო­დე­ბო­დეს. ჩვენ­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბაა, იმი­ტომ, რომ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ერ­თნა­ირ ომში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მე­ო­რე იმი­ტომ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ცი­ლე­ბით უფრო ახ­ლოს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ი­სა და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმ მო­მენ­ტამ­დე, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­უბ­რუნ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა იმი­სათ­ვის, რომ მას­თან ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ის გზა, რაც და­ი­წყო 2003 წელს - გან­ვი­თა­რე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, უერ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის, კონ­სტი­ტუ­ცი­ის, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­დან ერთხელ და სა­მუ­და­მოდ შუ­რის­ძი­ე­ბის, ღვარ­ძლის და გან­ხეთ­ქი­ლე­ბის გან­დევ­ნის“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის აღ­დგე­ნა მეტ-ნაკ­ლე­ბად გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, ამას ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბიც არ გა­მო­რი­ცხა­ვენ.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, ეს ფაქ­ტი „ნა­ცი­ო­ნა­ლებს“ მხარ­და­ჭე­რებს არ გა­უზ­რდის, თუმ­ცა, პარ­ტია ამას პი­ა­რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს და თა­ნაც სწო­რად.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა სულ იყო და იქ­ნე­ბა. სა­ა­კაშ­ვი­ლი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაც არის და მუხ­რუ­ჭიც. უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ პარ­ტი­ას ვე­რა­ნა­ირ მე­ო­რე სი­ცო­ცხლეს ვერ შეს­ძენს, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ამას პი­ა­რის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს და სწო­რიც იქ­ნე­ბა. მაგ­რამ ეს მხარ­დამ­ჭე­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არ გა­უზ­რდის.

სა­ა­კაშ­ვილს, რო­გო­რიც ჰქონ­და, ისე­თი აქ­ტი­ვო­ბა ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ რა­ი­მე ტალ­ღის აგო­რე­ბას და მისი მხრი­დან ახა­ლი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას არ ვე­ლო­დე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლის მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­კენ და არა უკ­რა­ი­ნის­კენ. მას უნდა, რომ პირ­ვე­ლი პირი იყოს, უკ­რა­ი­ნა­ში რომ ვერ იქ­ნე­ბა, იცის, ამი­ტომ მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა მას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის­თვის, რომ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლო­ზე. თუმ­ცა ეს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, მაგ­რამ სხვა ფაქ­ტო­რებ­მა შე­საძ­ლოა... ასე რომ, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი რო­გორ წავა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს კი მეტ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლია „ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. მე პი­რა­დად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდ რყე­ვებს არ ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი ჯერ არ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლა. შე­მოდ­გო­მა­ზე ალ­ბათ სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და გა­მოჩ­ნდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ფი­ნი­შის სწორ­ზე ვის რა პო­ზი­ცი­ე­ბი აქვს და პრე­ტენ­ზი­ე­ბი 2020 წლის­თვის.

თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ხე­და­ვენ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის იმი­ჯით ვერ შეძ­ლე­ბენ უმრვა­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბას პარ­ლა­მენ­ტში, მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს, რომ მისი პარ­ტია და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძემ.

ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით კი, ეს ფაქ­ტი ფსი­ქო­ლო­გი­ურ გარ­და­ტე­ხას მო­ახ­დენს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, რო­მელ­საც და­მარ­ცხე­ბუ­ლის კომ­პლექ­სი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

„ზე­ლენ­სკის სჭირ­დე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი და სწო­რედ ამი­ტომ აღუდ­გი­ნა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. ვფიქ­რობ, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი მას გა­მო­ი­ყე­ნებს მახ­ვი­ლად გა­სა­ნე­იტ­რა­ლე­ბე­ლი ფი­გუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რა ფორ­მით მი­ი­ღებს სა­ა­კა­ში­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ხა­რის­ხი უკ­რა­ი­ნულ არ­ჩევ­ნებ­ში. ამა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ზე­ლენ­სკის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. იმი­ტომ, რომ წინა პრე­ზი­დენ­ტმა როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი გუნ­დით მი­იწ­ვია უკ­რა­ი­ნა­ში, ამან გავ­ლე­ნა იქო­ნია ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ეს ურ­თი­ერ­თბე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყი­ნუ­ლი და გამ­წვა­ვე­ბუ­ლი იყო. ახ­ლაც ძა­ლი­ან ბევ­რი რამე იქ­ნე­ბა ამა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუნ­დაც ის თუ რა ოფი­ცი­ა­ლურ პოსტს შეს­თა­ვა­ზებს ზე­ლენ­სკი სა­ა­კაშ­ვილს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ აი­სა­ხე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, ესეც პირ­და­პირ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რა პოსტს და­ი­კა­ვებს და რა გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში. თუ მას ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი პოს­ტი და გავ­ლე­ნა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ გარ­და­ტე­ხას მო­ახ­დენს „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, რო­მელ­საც და­მარ­ცხე­ბუ­ლის კომ­პლექ­სი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლი და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს გან­სა­ზღვარს. შე­სა­ბა­მი­სად, მას თუ ექ­ნე­ბა რე­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა, მისი ხმა და წონა და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იქ­ნე­ბა უფრო გავ­ლე­ნი­ა­ნი და უფრო მე­ტად შე­ეც­დე­ბა და­სავ­ლე­თის გან­წყო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში თუ გახ­დე­ბა წო­ნი­ა­ნი ფი­გუ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­წორს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­კენ“ გა­და­წო­ნის.

ზე­ლენ­სკი ტყუ­ი­ლად არ აღუდ­გენ­და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას, მას გათ­ვლა აქვს - უკვე იცის, რა­ტომ მის­ცა მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. რო­გორც ვთქვი, ეს იქ­ნე­ბა "მახ­ვი­ლი", რომ­ლი­თაც არა­სა­სურ­ველ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს გა­უმ­კალვდე­ბა. მაგ­რამ "მახ­ვილს" რა პოსტს შეს­თა­ვა­ზებს, ამა­ზე იქ­ნე­ბა ბევ­რი რამე და­მო­კი­დე­ბუ­ლი“, - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

ოდე­სის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლას დღეს აპი­რებს. ამის შე­სა­ხებ თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. რო­გორც მან "კუ­რი­ერ­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მას უკა­ნო­ნოდ ჰქონ­და ჩა­მორ­თმე­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"გათვლა აქვს, უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა" - რისთვის სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი და რა პრივილეგიას შესძენს ეს "ნაცმოძრაობას" საქართველოში

"გათვლა აქვს, უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა" - რისთვის სჭირდება ზელენსკის სააკაშვილი და რა პრივილეგიას შესძენს ეს "ნაცმოძრაობას" საქართველოში

უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. თავის მხრივ, სააკაშვილი კიევში ჩასვლას და უკრაინელების „დახმარებას“ აანონსებს. საქართველოში მის კუთვნილ პარტიაში კი პოლიტიკური ქულების დასაწერად ემზადებიან. პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის აზრით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ „მეორე სუნთქვის“ გახსნის ტოლფასი იქნება.

შეგახსენებთ, რომ, ვლადიმერ ზელენსკი ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ფიქრობდა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებაზე. მისი აზრით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი "ძალიან სერიოზული დიპლომატი და კონსულტანტია ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს".

"ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სააკაშვილს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი პოსტი დაიკავოს უკრაინის ხელისუფლებაში. ვთვლი, რომ თუ ადამიანს ჩამოართვეს მოქალაქეობა, მას აუცილებლად უნდა დაუბრუნონ", - აღნიშნა ცოტა ხნის წინ ზელენსკიმ.

ხოლო მას შემდეგ, რაც ზელენსკი მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეასრულა - მისი წინამორბედის 2017 წლის 26 ივლისის N196 ბრძანება გააუქმა და სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნა.

დაიკავებს თუ არა მეგობარ ქვეყანაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მაღალ თანამდებობას, ჯერ უცნობია. მაგრამ ქართველი და უკრაინელი ექსპერტები ამას არ გამორიცხავენ. უფრო მეტიც, ქართველი პოლიტოლოგების აზრით, ეს გავლენას იქონიებს "ნაციონალურ მოძრაობაზე" და ამან შესაძლოა, მთავარ ოპოზიციურ ძალას გარკვეული პრივილეგიაც კი შესძინოს.

უკრაინელი ექსპერტის ვიტალი ბალას განცხადებით, სააკაშვილის რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი არ დგას. მისივე აზრით, ეს არასწორი იქნებოდა კიდეც.

"თუ უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი შექმნის რაიმე სახის საკონსულტაციო საბჭოს, რომელშიც შევიდოდნენ ცნობილი ადამიანები, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ეს მისთვის პლუსი იქნებოდა. თუმცა მისთვის რაიმე სხვა თანამდებობის მიცემა, ჩემი აზრით, არასწორია, რადგან უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მხარს უჭერენ და ასევე, რომლებიც არ უჭერენ და სააკაშვილის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძლება კრიტიკის საფუძველი გახდეს. თუმცა ჩვენთან ახლა ირაციონალურ ქმედებებს აქვს ადგილი და ზოგჯერ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რატომ იკავებს რაიმე თანამდებობას კონკრეტული ადამიანი. ანუ ამ მხრივ სისტემურობას ვერ ვხედავ. თუმცა აბსოლუტურად არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილი რაიმე თანამდებობაზე მოგვევლინოს", - განაცხადა ბალამ.

ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს, - ეს განცხადება კი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება სასიხარულოა იმიტომ, რომ ის ახლა „გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, თანამედროვე საქართველოს შექმნელს, თანამედროვე საქართველოს პრეზიდენტს, მინდა ყველას სახელით მივულოცო სამართლიანობის აღდგენა. ის, რაც დღეს მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს მარტივ ჭეშმარიტებას, ისტორია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან განაჩენს. ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები. არ არსებობს პოლიტიკური სისტემა, რომელიც ოლიგარქს არ მისცემს საშუალებას, დიდხანს იარსებოს სახელმწიფოში, თუ სახელმწიფოს სურს დემოკრატიულად იწოდებოდეს. ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და გამარჯვებაა, იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან და მეორე იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა გაერთიანებული ოპოზიციისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამდე, როდესაც მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნდება საქართველოს მოქალაქეობა იმისათვის, რომ მასთან ერთად გავაგრძელოთ ის გზა, რაც დაიწყო 2003 წელს - განვითარების, დემოკრატიის, უერთიერთპატივისცემის, კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ჩვენი საზოგადოებიდან ერთხელ და სამუდამოდ შურისძიების, ღვარძლის და განხეთქილების განდევნის“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა მეტ-ნაკლებად გავლენას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამას ქართველი პოლიტოლოგებიც არ გამორიცხავენ.

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ეს ფაქტი „ნაციონალებს“ მხარდაჭერებს არ გაუზრდის, თუმცა, პარტია ამას პიარისთვის გამოიყენებს და თანაც სწორად.

„ნაციონალურ მოძრაობაზე“ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენა სულ იყო და იქნება. სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მამოძრავებელი ძალაც არის და მუხრუჭიც. უკრაინის მოქალაქეობით სააკაშვილი საქართველოში მყოფ პარტიას ვერანაირ მეორე სიცოცხლეს ვერ შესძენს, თუმცა, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამას პიარისთვის გამოიყენებს და სწორიც იქნება. მაგრამ ეს მხარდამჭერების რაოდენობას არ გაუზრდის.

სააკაშვილს, როგორიც ჰქონდა, ისეთი აქტივობა ექნება უკრაინაში, მაგრამ რაიმე ტალღის აგორებას და მისი მხრიდან ახალი ძალის ჩამოყალიბებას არ ველოდები. სააკაშვილის მთელი ძალისხმევა მიმართულია საქართველოსკენ და არა უკრაინისკენ. მას უნდა, რომ პირველი პირი იყოს, უკრაინაში რომ ვერ იქნება, იცის, ამიტომ მეგობარი ქვეყანა მას სჭირდება გარკვეული პოლიტიკური აქტიურობისთვის, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოზე. თუმცა ეს კონკრეტული ფაქტი გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ სხვა ფაქტორებმა შესაძლოა... ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პროცესი როგორ წავა საქართველოში. ეს კი მეტწილად დამოკიდებულია „ოცნების“ ხელისუფლებაზე. მე პირადად ამ მიმართულებით დიდ რყევებს არ ველოდები, მაგრამ საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. შემოდგომაზე ალბათ სურათი გამოიკვეთება და გამოჩნდება საარჩევნო ფინიშის სწორზე ვის რა პოზიციები აქვს და პრეტენზიები 2020 წლისთვის.

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი შეხედავენ, გაერთიანებული ოპოზიციის იმიჯით ვერ შეძლებენ უმრვალესობის მოპოვებას პარლამენტში, მაშინ სააკაშვილი გადაწყვეტს, რომ მისი პარტია დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ვახტანგ ძაბირაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით კი, ეს ფაქტი ფსიქოლოგიურ გარდატეხას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც დამარცხებულის კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

„ზელენსკის სჭირდება სააკაშვილი და სწორედ ამიტომ აღუდგინა მოქალაქეობა. ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტი მას გამოიყენებს მახვილად გასანეიტრალებელი ფიგურების წინააღმდეგ. საინტერესოა, საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმით მიიღებს სააკაშილი მონაწილეობას და როგორი იქნება მისი მონაწილეობის ხარისხი უკრაინულ არჩევნებში. ამაზე იქნება დამოკიდებული ზელენსკის ხელისუფლებისა და საქართველოს ურთიერთობები. იმიტომ, რომ წინა პრეზიდენტმა როცა სააკაშვილი თავისი გუნდით მიიწვია უკრაინაში, ამან გავლენა იქონია ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. ეს ურთიერთბები დიდი ხნის განმავლობაში გაყინული და გამწვავებული იყო. ახლაც ძალიან ბევრი რამე იქნება ამაზე დამოკიდებული, თუნდაც ის თუ რა ოფიციალურ პოსტს შესთავაზებს ზელენსკი სააკაშვილს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ესეც პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოსტს დაიკავებს და რა გავლენა ექნება სააკაშვილს უკრაინაში. თუ მას ექნება რეალური პოსტი და გავლენა, ასეთ შემთხვევაში ეს ფსიქოლოგიურ გარდატეხას მოახდენს „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რომელსაც დამარცხებულის კომპლექსი ჩამოუყალიბდა.

სააკაშვილი დასავლეთთან ურთიერთობებით ძალიან ბევრ რამეს განსაზღვარს. შესაბამისად, მას თუ ექნება რეალური გავლენა, მისი ხმა და წონა დასავლეთთან ურთიერთობაში იქნება უფრო გავლენიანი და უფრო მეტად შეეცდება დასავლეთის განწყობების ჩამოყალიბებაზე მოახდინოს გავლენა, საქართველოს 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. სააკაშვილი უკრაინაში თუ გახდება წონიანი ფიგურა, საქართველოში სასწორს „ნაციონალური მოძრაობისკენ“ გადაწონის.

ზელენსკი ტყუილად არ აღუდგენდა მოქალაქეობას, მას გათვლა აქვს - უკვე იცის, რატომ მისცა მოქალაქეობა. როგორც ვთქვი, ეს იქნება "მახვილი", რომლითაც არასასურველ მოწინააღმდეგეებს გაუმკალვდება. მაგრამ "მახვილს" რა პოსტს შესთავაზებს, ამაზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინაში ჩასვლას დღეს აპირებს. ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც მან "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, მოქალაქეობა მას უკანონოდ ჰქონდა ჩამორთმეული.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები