პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ცვლილებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც
ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ცვლილებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც

დღე­ი­დან, ვა­კე­ში გზის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია იწყე­ბა, რის გა­მოც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა გზის გარ­კვე­ულ მო­კაკ­ვე­თებ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი, ხოლო რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვეთ­ზე შეც­ვლი­ლი იქ­ნე­ბა.

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის ცნო­ბით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე და­გეგ­მი­ლი მას­შტა­ბუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე და­გეგ­მი­ლია ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ატე­ნის ქუ­ჩამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ში.

სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში დრო­ე­ბით შე­იც­ვლე­ბა ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის სქე­მე­ბი და სა­ზო­გა­დობ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბი ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იც­ვლე­ბა: კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ჟვა­ნი­ას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, კე­კე­ლი­ძი­დან მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ზე (კე­კე­ლი­ძი­დან ვა­კის პარ­კის­კენ;). მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩის, ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს შო­რის მო­ნაკ­ვე­თი (ფა­ლი­აშ­ვი­ლი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის­კენ). პეტ­რი­ა­ში­ლის ქუ­ჩა­ზე, ბარ­ნო­ვის ქუ­ჩი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის­კენ ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა და­წეს­დე­ბა. არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩის, ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და აბა­ში­ძის ქუ­ჩებს შო­რის მო­ნაკ­ვე­თი (ფა­ლიშ­ვი­ლი­დან-აბა­ში­ძის­კენ). აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე, არა­ყიშ­ვი­ლი­დან მრგვა­ლი ბა­ღის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, მრგვა­ლი ბა­ღი­დან პეტ­რი­აშ­ვილს ქუ­ჩამ­დე.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტრან­სპორ­ტი შემ­დე­გი სქე­მით იმოძ­რა­ვებს: ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ვა­კის პარ­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით: კე­კე­ლი­ძის, ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან აბა­ში­ძის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით: კე­კე­ლი­ძი­სა და ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით, მო­უხ­ვევს მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩა­ზე, სა­ი­და­ნაც აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვდე­ბა. ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ბარ­ნო­ვის ქუ­ჩის­კენ - კე­კე­ლი­ძის, ფა­ლი­აშ­ვი­ლი­სა და ნა­ფა­რე­უ­ლის ქუ­ჩე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ი­და­ნაც ბარ­ნო­ვის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

ვა­კის პარ­კი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით - ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან (მიშ­ვე­ლა­ძის, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­სა და არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გავ­ლით) მოძ­რა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს აბა­ში­ძი­სა და ბარ­ნო­ვის ქუ­ჩებ­ზე და პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე მოხ­ვდე­ბა.

ვა­კის პარ­კი­დან მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით - რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩის, ამი­რე­ჯი­ბის გზატ­კე­ცი­ლი­სა და ვა­რა­ზის­ხე­ვის გავ­ლით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის კომ­ფორ­ტი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია დრო­ე­ბი­თი გა­და­სას­ვლე­ლე­ბის მო­წყო­ბა, ასე­ვე, ქვე­ით­თა ნა­კა­დე­ბის მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თვა.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში დრო­ე­ბით შე­იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბიც. დიდი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბი

ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N9, N21, N51 და N88 გმირ­თა მო­ედ­ნი­დან ვა­რა­ზის­ხე­ვი­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის ნაც­ვლად, მოძ­რა­ო­ბას სა­ბურ­თა­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ. ისი­ნი კოს­ტა­ვას ქუ­ჩი­დან მი­რო­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე შე­უხ­ვე­ვენ და შემ­დეგ - პე­კი­ნი­სა და ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რებს გა­ივ­ლი­ან.

ვაჟა ფშა­ვე­ლას გამ­ზი­რი­დან N21 ავ­ტო­ბუ­სი შე­უხ­ვევს ან­ჯა­ფა­რი­ძის (ყოფ. სან­დრო ეუ­ლის) ქუ­ჩა­ზე და მოძ­რა­ო­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­თან და­ას­რუ­ლებს;

N88 ავ­ტო­ბუ­სი და­უ­კავ­შირ­დე­ბა მა­რი­ჯა­ნის ქუ­ჩას და მოძ­რა­ო­ბას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს (ნუ­ცუ­ბი­ძის ქუჩა-ნუ­ცუ­ბი­ძის მე-2 და მე-4 მ/რ).

N9 და N51 ავ­ტო­ბუ­სე­ბი შე­უხ­ვე­ვენ თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე, სა­ი­და­ნაც გი­ორ­გი წე­რეთ­ლის ქუ­ჩით ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან და მოძ­რა­ო­ბას ბა­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძო­ბენ.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბი უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით ანა­ლო­გი­უ­რი სქე­მით იმოძ­რა­ვე­ბენ და ყაზ­ბე­გი­სა და პე­კი­ნის გამ­ზი­რე­ბის გავ­ლით მოხ­ვდე­ბი­ან კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, შემ­დეგ კი ჩვე­უ­ლი მარ­შრუ­ტით გა­ნაგ­რძო­ბენ.

დრო­ე­ბით და­მოკ­ლდე­ბა N61 და N140 ავ­ტო­ბუ­სე­ბის მარ­შრუ­ტე­ბი:

N61 ბა­გე­ბი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ატე­ნის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თამ­დე იმოძ­რა­ვებს, სა­ი­და­ნაც კვლავ ბა­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მიბ­რუნ­დე­ბა.

N140 ავ­ტო­ბუ­სი თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას ასე­ვე, ატე­ნის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე მობ­რუნ­დე­ბა, შემ­დეგ იგი გა­ივ­ლის ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზი­რებს და მოძ­რა­ო­ბას პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნაგ­რძობს. ანა­ლო­გი­უ­რად, N87 ავ­ტო­ბუ­სიც თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ატე­ნის ქუ­ჩამ­დე იმოძ­რა­ვებს. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას იგი კვლავ გა­ივ­ლის ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და თა­მა­რაშ­ვი­ლის გამ­ზი­რებს, სა­ი­და­ნაც და­უ­კავ­შირ­დე­ბა ჯერ ყაზ­ბე­გის გამ­ზირს, შემ­დეგ პე­კი­ნის გამ­ზირს, მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩას, გმირ­თა მო­ედ­ნი­დან ვა­რა­ზის­ხევ­ში აუხ­ვევს და მოძ­რა­ო­ბას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს.

პა­ტა­რა ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N34 და N59 ავ­ტო­ბუ­სე­ბი და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვა­რა­ზის­ხე­ვის ქუ­ჩი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რის ნაც­ვლად, მოძ­რა­ო­ბას კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე გა­ნაგ­რძო­ბენ, შემ­დეგ გა­ივ­ლი­ან ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩას და მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩი­დან ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან.

უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით ისი­ნი ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან აუხ­ვე­ვენ არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გა­ივ­ლი­ან ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩას, კვლავ მირ­ცხუ­ლა­ვას ქუ­ჩას, აბა­ში­ძის ქუ­ჩას, მრგვალ ბაღს, შემ­დეგ ბარ­ნო­ვი­სა და პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩებს, სა­ი­და­ნაც მოძ­რა­ო­ბას მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე გა­ნაგ­რძო­ბენ. N66 ავ­ტო­ბუ­სი ვა­რა­ზის­ხე­ვი­დან ასე­ვე, კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩას და­უ­კავ­შირ­დე­ბა, გა­ივ­ლის ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩას, რის შემ­დე­გაც მოძ­რა­ო­ბას დად­გე­ნი­ლი სქე­მით გა­ნაგ­რძობს. უკუ­მი­მარ­თუ­ლე­ბით იგი მრგვა­ლი ბა­ღი­დან მოძ­რა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე, ჩა­უხ­ვევს პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ი­და­ნაც მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირს და­უ­კავ­შირ­დე­ბა.

N85 მარ­შრუ­ტი N87-თან დუბ­ლი­რე­ბის გამო დრო­ე­ბით შე­წყვეტს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ცვლილებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც

ვაკეში გზის რეაბილიტაციის გამო ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება - ცვლილებებია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებშიც

დღეიდან, ვაკეში გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ავტომობილით გადაადგილება გზის გარკვეულ მოკაკვეთებზე შეზღუდული, ხოლო რამდენიმე მონაკვეთზე შეცვლილი იქნება.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ჭავჭავაძის გამზირზე დაგეგმილი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტები ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება: კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით. ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;). მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ). პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება. არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ). აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით. ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით: კეკელიძის, ფალიაშვილისა და მირცხულავას ქუჩების მეშვეობით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდება. ვარაზისხევიდან აბაშიძის ქუჩის მიმართულებით: კეკელიძისა და ფალიაშვილის ქუჩების გავლით, მოუხვევს მირცხულავას ქუჩაზე, საიდანაც აბაშიძის ქუჩაზე მოხვდება. ვარაზისხევიდან ბარნოვის ქუჩისკენ - კეკელიძის, ფალიაშვილისა და ნაფარეულის ქუჩების მეშვეობით, საიდანაც ბარნოვის ქუჩას დაუკავშირდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით - ჭავჭავაძის გამზირიდან (მიშველაძის, ბერძენიშვილისა და არაყიშვილის ქუჩების გავლით) მოძრაობას განაგრძობს აბაშიძისა და ბარნოვის ქუჩებზე და პეტრიაშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირზე მოხვდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით - რამიშვილის ქუჩის, ამირეჯიბის გზატკეცილისა და ვარაზისხევის გავლით იქნება შესაძლებელი.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისა და გადაადგილების კომფორტისათვის გათვალისწინებულია დროებითი გადასასვლელების მოწყობა, ასევე, ქვეითთა ნაკადების მარეგულირებლების მეშვეობით მართვა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. დიდი ტევადობის ავტობუსები

ავტობუსები - N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ - პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.

ვაჟა ფშაველას გამზირიდან N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;

N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ).

N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ.

ზემოთ ჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები:

N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება.

N140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს. ანალოგიურად, N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები - N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ. N66 ავტობუსი ვარაზისხევიდან ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.

N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ