უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კვლავინდებურად უკრაინის მოღალატედ მიიჩნევს.
ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, როდესაც უპასუხა "ერ-ბე-კა-უკრაინას" რედაქტორის კითხვას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ: რჩება თუ არა ძალაში მისი პოზიცია სააკაშვილის მიერ კურჩენკოსთვის ფულის გამორთმევასა და დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაზე, თუ კონცეფცია შეიცვალა? "არა. ის მოღალატეა" - უპასუხა ჟურნალისტს ლუცენკომ.
სააგენტო "უნიანის" თანახმად, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით არის ინკრიმინირებული, მათ შორის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ლუცენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციის ორგანიზება განახორციელა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, 2017 წელს მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი პოლონეთის მხრიდან.