პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო ბიჭიკაშვილის უცნობი გატაცება - "მცენარის მოვლა ბავშვის მოვლასავით არის, უდიდესი სიამოვნებაა..."
ვახო ბიჭიკაშვილის უცნობი გატაცება - "მცენარის მოვლა ბავშვის მოვლასავით არის, უდიდესი სიამოვნებაა..."

ცნო­ბილ­მა იუ­მო­რის­ტმა ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლე სოფო რე­ვი­ამ გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა სა­კუ­თა­რი აივ­ნის გა­ლა­მა­ზე­ბით და­ი­წყეს. ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მცე­ნა­რე შე­ი­ძი­ნეს, მათ უვ­ლი­ან და თი­თო­ე­ულს დიდ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს უნა­წი­ლე­ბენ.

რა გახ­და ქოთ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბით მათი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და გა­ტა­ცე­ბის მი­ზე­ზი, რა­ტომ ჩა­ერ­თნენ ამ საქ­მე­ში ასე აქ­ტი­უ­რად, ამა­ზე თა­ვად ვახო სა­უბ­რობს.

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი:

- მცე­ნა­რე­ე­ბი ჩვენს აი­ვანს მო­ვარ­გეთ, ისე, რომ აივ­ნის­თვის დიდი ად­გი­ლი არ წაგ­ვერ­თმია და ქოთ­ნე­ბი ინ­ტე­რი­ერ­შიც ჩამ­ჯდა­რი­ყო. მცე­ნა­რე­ე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, დე­და­ჩემ­საც ჰქონ­და ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი და ბე­ბი­ა­საც. ვიცი, რო­გორ ელა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ მათ... როცა ელა­პა­რა­კე­ბი, ისი­ნიც ხა­რო­ბენ - თუ კარგ სი­ტყვებს ეუბ­ნე­ბი, მალე ყვა­ვი­ლო­ბენ, მრავ­ლდე­ბი­ან, იზ­რდე­ბი­ან...

მოკ­ლედ, მცე­ნა­რე­ე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და, ბოლო დროს კი მე და სო­ფომ აივ­ნის მო­წყო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. პირ­ვე­ლი მცე­ნა­რე ფუ­ლის, ანუ ბა­რა­ქის ხე იყო. ბა­რა­ქის ხი­დან კი გაჩ­ნდა "ბა­რა­ქი­ა­ნი" იდეა, სხვა მცე­ნა­რე­ე­ბიც შეგ­ვე­ძი­ნა. თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში გვი­წევს სი­ა­რუ­ლი და უკვე ყველ­გან იყი­დე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბი, ქა­ლაქ­შიც გაჩ­ნდა ასე­თი ად­გი­ლე­ბი. დი­დე­ბი მეტი ღირს და ძნე­ლია გას­წვდე, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, პა­ტა­რე­ბი შე­ვი­ძი­ნოთ და გავ­ზარ­დოთ.

ჩვენ­მა მცე­ნა­რე­ებ­მა მშვე­ნივ­რად გა­ი­ხა­რა. თუმ­ცა, ზურა შე­ვარ­დნა­ძის სა­ო­ცარ ბაღს რომ ვეს­ტუმ­რეთ, უკვე აღარ გვქონ­და არა­ნა­ირ მე­ბა­ღე-მემ­ცე­ნა­რე­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია. სხვა­თა შო­რის, ჩვე­ნი აივ­ნის გამ­წვა­ნე­ბა ერ­თგვა­რი პრო­ტეს­ტიც არის, რომ სა­შინ­ლად და­ბინ­ძუ­რე­ბულ გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა.

ვი­საც მცე­ნა­რე­ე­ბის კერ­ძო სახ­ლებ­ში მო­შე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად ბე­ტო­ნის ნა­გე­ბო­ბებს თუ ფან­ჩა­ტუ­რებს აშე­ნებს, ცდე­ბა. ყვა­ვი­ლებს მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად მი­იჩ­ნე­ვენ, არა­და, წე­სით, ხე­ხი­ლი­სა და ყვა­ვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა უნდა ერ­ჩივ­ნოთ. ჩვენ ამის­თვის მხო­ლოდ აი­ვა­ნი გვაქვს, ამი­ტო­მაც გვინ­და სი­ცო­ცხლე იქ გა­ვა­ჩი­ნოთ.

- გა­რე­მო­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი ნაკ­ლე­ბად ზრუ­ნა­ვენ და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ბე­ტო­ნის გა­რე­მოც­ვა­სა და ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვში უკვე სუნ­თქვა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

- დიღ­მის გა­რე­უ­ბან­ში ვცხოვ­რობთ და სო­ფელ დიღ­მი­დან სიო გვი­ბე­რავს, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცხოვ­რებ­დი ქა­ლაქ­გა­რეთ, თბი­ლის­თან ახ­ლოს, მი­წას და­ვა­მუ­შა­ვებ­დი. ამ საქ­მეს იმ­ხე­ლა აზარ­ტი ჰქო­ნია, თით­ქოს შენ მიერ გა­ჩე­ნი­ლი სი­ცო­ცხლეა, ბავ­შვის მოვ­ლა­სა­ვით არის. უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ცაა.

ახლა სა­ო­ცარ მუ­ღამ­ში ვართ, მცე­ნა­რე­ე­ბის აყ­ვა­ვე­ბას ვე­ლო­დე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ინ­ტე­რე­სებს კიტ­რი და პა­მი­დო­რი. სახ­ლე­ჩი პა­მი­დო­რი დავ­თე­სეთ, აგ­ვის­ტო­ში უნდა შე­მო­ვი­დეს. მწვა­ნი­ლიც გვექ­ნე­ბა. აი­ვან­ზე როზ­მა­რი­ნიც ხა­რობს და სა­კუ­თა­რი როზ­მა­რი­ნით შე­კაზ­მულ შემ­წვარ კარ­ტო­ფილ­ზე სი­ა­მოვ­ნე­ბით დაგ­პა­ტი­ჟებთ, გვეწ­ვი­ეთ, თა­ვი­დან კი მოვ­ლის წე­სე­ბიც არ ვი­ცო­დით.

- მხო­ლოდ "დავრგეთ ქო­თან­ში და საკ­მა­რი­სია" ასე არ ყო­ფი­ლა?

- დიახ, სა­სუ­ქია ნი­ა­დაგ­ში შე­სა­ტა­ნი, შე­სა­წამ­ლია სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ არ შე­წამ­ლე, მცე­ნა­რე ავად­დე­ბა, ნა­ცარს იჩენს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა ფო­თო­ლი გა­უ­ფუჭ­დეს.

- მეყ­ვა­ვი­ლე­ო­ბას ასე­თი გულ­სატ­კე­ნი მო­მენ­ტე­ბიც ახ­ლავს. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­წყი­ნოს, გა­ფუჭ­დეს...

- კი, მზად ვარ ასეთ რა­ღა­ცე­ბის­თვი­საც, მა­გა­ლი­თად, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას ერთ-ერთ ყვა­ვილს ფოთ­ლე­ბი და­უ­ზი­ან­და და ამან გული დაგ­ვწყვი­ტა, მაგ­რამ ამას­თან შე­გუ­ე­ბა­საც ვსწავ­ლობთ. რად­გან ჯერ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არა გვაქვს, ხში­რად ვი­ღებთ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­გან კონ­სულ­ტა­ცი­ებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ერთი მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ულა­მა­ზე­სი ნაძ­ვი გვაწ­ვა­ლებს, სა­ა­ხალ­წლოდ გვინ­დო­და მოგ­ვერ­თო, მაგ­რამ ვერ წა­მოვ­ჩი­ტეთ...

- რის მი­ხედ­ვით არ­ჩევთ მცე­ნა­რე­ებს?

- მა­რადმწვა­ნე­ე­ბიც გვაქვს, სე­ზო­ნუ­რად მოყ­ვა­ვი­ლე­ე­ბიც და ფოთ­ლო­ვა­ნე­ბიც. მცე­ნა­რის გა­ხა­რე­ბა-აყ­ვა­ვი­ლე­ბის მო­ლო­დი­ნიც ერ­თობ სა­სი­ა­მოვ­ნოა. გვაქვს რო­გორც სა­გა­ზა­ფხუ­ლო, ისე სა­ზამ­თრო ყვა­ვი­ლე­ბი. როცა გა­იზ­რდე­ბი­ან და ბი­ჭი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან, სა­ხე­ლებ­საც შე­ვარ­ქმევთ.

- ბავ­შვებს ას­წავ­ლით მათ მოვ­ლას?

- ან­დრია იმ ასაკ­შია, რომ მათ მოფრ­თხი­ლე­ბას ცდი­ლობს, ნი­კოს კი საჭ­მე­ლი ჰგო­ნია ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი. სა­ერ­თოდ, მცე­ნა­რე სა­ნამ ჩვენ­თან მოვა, "ქას­თინგს" გა­დის.ნე­ტავ მეტი დრო მქონ­დეს მათ­თვის. ამი­ტომ მთა­ვა­რი მე­ბა­ღე სო­ფოა - დარ­გვა, გა­ნოყი­ე­რე­ბა, გა­სუფ­თა­ვე­ბა, შე­ლა­მა­ზე­ბა მან აიღო თა­ვის თავ­ზე, მე, ძი­რი­თა­დად, შერ­ჩე­ვა-მო­ტა­ნა ვი­კის­რე. ჩვე­ნი უმ­ცრო­სი ნიკო ხელს კი უშ­ლის, მაგ­რამ ან­დრია ეხ­მა­რე­ბა.

- სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან რას ურ­ჩევთ მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლის მსურ­ვე­ლებს?

- ცოტა ფი­ლო­სო­ფი­ა­ში გა­და­ვიჭ­რე­ბი, მცე­ნა­რეს ზე­და­პი­რუ­ლად ნუ შევ­ხე­დავთ, სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ხე­დოთ. და­ვი­წყოთ თუნ­დაც ერთი ქოთ­ნით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და მათ­ზე ზრუნ­ვის სურ­ვი­ლიც მე­ტად გა­გიჩ­ნდე­ბათ. თუ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა, სხვა­ნა­ი­რად ძნე­ლია. უნდა გიყ­ვარ­დეს, გინ­დო­დეს, გსი­ა­მოვ­ნებ­დეს - სახ­ლიც გა­ლა­მაზ­დე­ბა და გა­მო­ცო­ცხლდე­ბა. სიყ­ვა­რულ­სა და ზრუნ­ვას მცე­ნა­რე უკან აბ­რუ­ნებს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ვახო ბიჭიკაშვილის უცნობი გატაცება - "მცენარის მოვლა ბავშვის მოვლასავით არის, უდიდესი სიამოვნებაა..."

ვახო ბიჭიკაშვილის უცნობი გატაცება - "მცენარის მოვლა ბავშვის მოვლასავით არის, უდიდესი სიამოვნებაა..."

ცნობილმა იუმორისტმა ვახო ბიჭიკაშვილმა და მისმა მეუღლე სოფო რევიამ გარემოზე ზრუნვა საკუთარი აივნის გალამაზებით დაიწყეს. ერთმანეთისგან განსხვავებული მცენარე შეიძინეს, მათ უვლიან და თითოეულს დიდ სითბოსა და სიყვარულს უნაწილებენ.

რა გახდა ქოთნის მცენარეებით მათი დაინტერესებისა და გატაცების მიზეზი, რატომ ჩაერთნენ ამ საქმეში ასე აქტიურად, ამაზე თავად ვახო საუბრობს.

ვახო ბიჭიკაშვილი:

- მცენარეები ჩვენს აივანს მოვარგეთ, ისე, რომ აივნისთვის დიდი ადგილი არ წაგვერთმია და ქოთნები ინტერიერშიც ჩამჯდარიყო. მცენარეები ბავშვობიდან მიყვარს, დედაჩემსაც ჰქონდა ქოთნის ყვავილები და ბებიასაც. ვიცი, როგორ ელაპარაკებოდნენ მათ... როცა ელაპარაკები, ისინიც ხარობენ - თუ კარგ სიტყვებს ეუბნები, მალე ყვავილობენ, მრავლდებიან, იზრდებიან...

მოკლედ, მცენარეების დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა, ბოლო დროს კი მე და სოფომ აივნის მოწყობა გადავწყვიტეთ. პირველი მცენარე ფულის, ანუ ბარაქის ხე იყო. ბარაქის ხიდან კი გაჩნდა "ბარაქიანი" იდეა, სხვა მცენარეებიც შეგვეძინა. თბილისის შემოგარენში გვიწევს სიარული და უკვე ყველგან იყიდება მცენარეები, ქალაქშიც გაჩნდა ასეთი ადგილები. დიდები მეტი ღირს და ძნელია გასწვდე, ამიტომ გადავწყვიტეთ, პატარები შევიძინოთ და გავზარდოთ.

ჩვენმა მცენარეებმა მშვენივრად გაიხარა. თუმცა, ზურა შევარდნაძის საოცარ ბაღს რომ ვესტუმრეთ, უკვე აღარ გვქონდა არანაირ მებაღე-მემცენარეობაზე პრეტენზია. სხვათა შორის, ჩვენი აივნის გამწვანება ერთგვარი პროტესტიც არის, რომ საშინლად დაბინძურებულ გარემოში გვიწევს ცხოვრება.

ვისაც მცენარეების კერძო სახლებში მოშენების საშუალება აქვს, მაგრამ ამის ნაცვლად ბეტონის ნაგებობებს თუ ფანჩატურებს აშენებს, ცდება. ყვავილებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ, არადა, წესით, ხეხილისა და ყვავილების გახარება უნდა ერჩივნოთ. ჩვენ ამისთვის მხოლოდ აივანი გვაქვს, ამიტომაც გვინდა სიცოცხლე იქ გავაჩინოთ.

- გარემოზე ადამიანები ნაკლებად ზრუნავენ და შედეგიც სახეზეა. ბეტონის გარემოცვასა და ავტომანქანების გამონაბოლქვში უკვე სუნთქვა შეუძლებელია...

- დიღმის გარეუბანში ვცხოვრობთ და სოფელ დიღმიდან სიო გვიბერავს, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი ქალაქგარეთ, თბილისთან ახლოს, მიწას დავამუშავებდი. ამ საქმეს იმხელა აზარტი ჰქონია, თითქოს შენ მიერ გაჩენილი სიცოცხლეა, ბავშვის მოვლასავით არის. უდიდესი სიამოვნებაცაა.

ახლა საოცარ მუღამში ვართ, მცენარეების აყვავებას ველოდებით. განსაკუთრებით გვაინტერესებს კიტრი და პამიდორი. სახლეჩი პამიდორი დავთესეთ, აგვისტოში უნდა შემოვიდეს. მწვანილიც გვექნება. აივანზე როზმარინიც ხარობს და საკუთარი როზმარინით შეკაზმულ შემწვარ კარტოფილზე სიამოვნებით დაგპატიჟებთ, გვეწვიეთ, თავიდან კი მოვლის წესებიც არ ვიცოდით.

- მხოლოდ "დავრგეთ ქოთანში და საკმარისია" ასე არ ყოფილა?

- დიახ, სასუქია ნიადაგში შესატანი, შესაწამლია სხვადასხვა საშუალებით. თუ არ შეწამლე, მცენარე ავადდება, ნაცარს იჩენს, რის გამოც შეიძლება ფოთოლი გაუფუჭდეს.

- მეყვავილეობას ასეთი გულსატკენი მომენტებიც ახლავს. შეიძლება მოიწყინოს, გაფუჭდეს...

- კი, მზად ვარ ასეთ რაღაცებისთვისაც, მაგალითად, ტრანსპორტირებისას ერთ-ერთ ყვავილს ფოთლები დაუზიანდა და ამან გული დაგვწყვიტა, მაგრამ ამასთან შეგუებასაც ვსწავლობთ. რადგან ჯერ დიდი გამოცდილება არა გვაქვს, ხშირად ვიღებთ სპეციალისტებისგან კონსულტაციებს. ჯერჯერობით ერთი მინიატიურული ულამაზესი ნაძვი გვაწვალებს, საახალწლოდ გვინდოდა მოგვერთო, მაგრამ ვერ წამოვჩიტეთ...

- რის მიხედვით არჩევთ მცენარეებს?

- მარადმწვანეებიც გვაქვს, სეზონურად მოყვავილეებიც და ფოთლოვანებიც. მცენარის გახარება-აყვავილების მოლოდინიც ერთობ სასიამოვნოა. გვაქვს როგორც საგაზაფხულო, ისე საზამთრო ყვავილები. როცა გაიზრდებიან და ბიჭიკაშვილების ოჯახის სრულფასოვანი წევრები გახდებიან, სახელებსაც შევარქმევთ.

- ბავშვებს ასწავლით მათ მოვლას?

- ანდრია იმ ასაკშია, რომ მათ მოფრთხილებას ცდილობს, ნიკოს კი საჭმელი ჰგონია ნებისმიერი მათგანი. საერთოდ, მცენარე სანამ ჩვენთან მოვა, "ქასთინგს" გადის.ნეტავ მეტი დრო მქონდეს მათთვის. ამიტომ მთავარი მებაღე სოფოა - დარგვა, განოყიერება, გასუფთავება, შელამაზება მან აიღო თავის თავზე, მე, ძირითადად, შერჩევა-მოტანა ვიკისრე. ჩვენი უმცროსი ნიკო ხელს კი უშლის, მაგრამ ანდრია ეხმარება.

- საკუთარი გამოცდილებიდან რას ურჩევთ მცენარეების მოვლის მსურველებს?

- ცოტა ფილოსოფიაში გადავიჭრები, მცენარეს ზედაპირულად ნუ შევხედავთ, სიყვარულით შევხედოთ. დავიწყოთ თუნდაც ერთი ქოთნით და დიდი სიყვარულით და მათზე ზრუნვის სურვილიც მეტად გაგიჩნდებათ. თუ ასეთი დამოკიდებულება არ იქნება, სხვანაირად ძნელია. უნდა გიყვარდეს, გინდოდეს, გსიამოვნებდეს - სახლიც გალამაზდება და გამოცოცხლდება. სიყვარულსა და ზრუნვას მცენარე უკან აბრუნებს...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი